შედეგები, რომელსაც იაფი ნავთობი გამოიწვევს

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების კარტელმა 27 ნოემბერს, ვენაში გამართული შეხვედრისას გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოპოვება არ შეემცირებინა და ის ძველ ნიშნულზე დაეტოვებინა. ოპეკის ამ პოზიციაზე ბაზრების რეაგირებამ ანალიტიკოსებს აფიქრებინა, რომ ამ გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ოპეკის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა – ბარელზე 72 დოლარი (ასე იაფი ბარელი ნავთობი არ ღირებულა 2010 წლის აგვისტოს შემდეგ), უფრო მეტიც, ვარდნა შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა.

ოპეკის გენერალურმა მდივანმა სალემ ალ-ბადრიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა შეინარჩუნოს არსებული მოპოვება დღე-ღამეში 30 მილიონი ბარელის მოცულობით და წევრი ქვეყნები არ შეეცდებიან ფასების მანიპულირება მოახდინონ წარმოების შემცირების გზით. „დიახ, ფასები მცირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ნაჩქარევი მოძრაობა უნდა დავიწყოთ და რამის გაკეთება ვეცადოთ“, – განაცხადა მან.
ნავთობის ფასებმა დაღმასვლა პარასკევს, 28 ნოემბერსაც გააგრძელეს. WTI მარკის ნავთობის მიწოდების ფიუჩერსების კოტირება 10%-ით შემცირდა ნიშნულამდე 65,99 დოლარი ბარელზე – ეს არის მაქსიმალური ვარდნა ბოლო ხუთი წლის მანძილზე. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ Brent მარკის ნავთობის ფასიც შემცირდა 2,56%-ით, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან ნიშნულამდე – ბარელი 70 დოლარი.
ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზრის რეაგირების გათვალისწინებით, ოპეკის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. „შავი ოქროს“ ფასების მკეთრი ვარდნის გამო, უმსხვილესი სანავთობო კომპანიების კაპიტალიზაცია სწრაფად შემცირდა. ვარდნის შედეგად, ამ კორპორაციების ერთობლივი ღირებულება თითქმის 41,5 მილიარდი დოლარით შემცირდა.

axali grafiki

ოპეკის წევრებზე მოდის „შავი ოქროს“ მსოფლიო მოპოვების 40%. ოპეკის სხდომათა დარბაზში მოპოვება მნიშვნელოვანი ოდენობით 2008 წელს შეამცირეს, მაგრამ მონაწილეები ამ შეთანხმებას რეგულარულად არღვევდნენ. ფასების ვარდნა სერიოზული პრობლემა გახდა ოპეკის იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომელთა ბიუჯეტები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ნავთობის გაყიდვებზე. რთულ სიტუაციაში არიან: ირანი, ვენესუელა,ნიგერია, ასევე, ოპეკის არაწევრი ქვეყანა – რუსეთი.
როგორც ჩანს, რუსეთში ელოდნენ, რომ ოპეკის მორიგი სხდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნებოდა ფასების შემცირების წინააღმდეგ მიმართული. კარტელის შეკრებამდე ბევრად ადრე ექსპერტები საუბრობდნენ რუსეთისა და ვენესუელას ალიანსზე. დაახლოებით რაღაც მსგავსი რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს, ალექსანდრე ნოვაკს წამოსცდა, რომ რუსეთს ეშმაკურად მოფიქრებული გეგმა აქვს. თუმცა, ამ გეგმის შესახებ მოკლედ შემოიფარგლა, განაცხადა, რომ მთავრობა ამ გეგმაზე იმსჯელებს და დასძინა, რომ ამ გეგმაზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან სპეკულანტები მოისმენენ და არაფერი გამოვა. მიმომხილველთა აზრით, ამ გეგმის მთავარი ნაწილი იყო სწორედ ვენესუელასთან მიღწეული გარიგება. ნოვაკმა არ დამალა, რომ ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე იყო და გადამწყვეტი მოქმედებები 25 ნოემბერს იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ნავთობის ფასის შემცირების შესაჩერებლად ერთობლივმა ზომების გამომუშავებამ ვერ გაამართლა. ამით დაიკარგა კიდევ ერთი იმედი – ოპეკის საშუალებით პრობლემის მოგვარების. რუსეთი და ვენესუელა ყველაზე მეტად არ არიან დაინტერესებულნი იაფი ნავთობით და ამის გამო მათ ერთმანეთი ეიმედებათ. ანალიტიკოსები მსჯელობდნენ, რომ მოხმარების პიკის დროს მოპოვების შემცირება, თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდებოდა, ძალიან მწარე წამალი იქნებოდა, რადგან ეს პირველ ჯერზე შემოსავლებს მკვეთრად შეამცირებდა.

რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ნავთობის მოპოვების შემცირების შესაძლებლობას იმისთვის, რომ ბარელის ღირებულება შეინარჩუნოს. „მსოფლიო ფასები ნავთობზე განისაზღვრება არა მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის საფუძველზე, არამედ მთელი რიგი სხვა ფაქტორების, მათ შორის – გეოპოლიტიკური. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ შევამცირებთ მოპოვებას რამდენიმე მილიონი ტონით, მსოფლიო ბაზარი ვერაფერს იგძრნობს. ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ეს საკითხი საერთოდ სხვა სიბრტყეზეა“, – განაცხადა ენერგეტიკული სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტომა. „მსუბუქი ნავთობის“ მარაგები, რომელიც შესწავლილია, თანდათანობით მცირდება. შავი ოქროს მოპოვების თვითღირებულება ვოლგისპირეთსა და ციმბირში იზრდება. რაც შეეხება ძნელადმისაწვდომი საბადოების ათვისებას, ის მაღალ ტექნოლოგიებს მოითხოვს. ასეთი მოწყობილობის ლომის წილს რუსეთი დასავლეთში ყიდულობდა, რაც შეჩერებულია სანქციების გამო.

10690120_1025959937429920_8098779869583512782_n
რუსი ექსპერტების თქმით, მოპოვების შემცირება ყველგან ფიზიკურად არ არის შესაძლებელი. თანაც, გამოვა, რომ მათ მოუწევთ გადახდა იმისთვის, რომ სხვამ გაზარდოს წარმოება. თუ ადრე ბაზარზე არ იყო ოპეკის ნავთობის ალტერნატივა, ახლა არის, მათ შორის, ფიქლის გაზის სახითაც. ექსპერტების აზრით, ის რაც ახლა ხდება მსოფლიო ბაზარზე ოპეკს არანაირად არ უკავშირდება და წარმოებაც რომ შეემცირებინა, ბაზარზე ეს გავლენას არ მოახდენდა.

ექსპერტებში ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ოპეკის ზოგიერთ წევრს ეშინია ბაზარზე საკუთარი წილის დაკარგვის. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კარტელი შემცირების გადაწყვეტილებას იღებს, ყველა წევრი ქვეყანა მას არ ასრულებს. გასაგებია, რომ ქვეყნებს წილის დაკარგვის ეშინიათ, ამ აზრის არსებობის უფლება უდაოდ აქვს, მაგრამ უცნაურია, რომ ოპეკისთვის ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში, როდესაც ნავთობზე ფასების ბოლო ვარდნა კრიზისულ სიტუაციას გვაგონებს, ოპეკი ზომების მიღებას თავს არიდებს. ამის მიღმა მრავალი ფაქტორი იმალება, მათ შორის ისეთები, რასაც ოპეკი არ აკონტროლებს.

რაც შეეხება იმ ქმედებების არარსებობის უკან, რასაც ოპეკისგან ელოდნენ, რამდენიმე ფაქტორი დგას, მათ შორის მიმდინარე პროცესებზე რეაგირების უცოდინარობა. ექსპერტები ფასების ვარდნას თამამად უკავშირებენ ათწლეულზე მეტი ხნის ციკლის დასასრულს, როდესაც ფასები განუხრელად იზრდებოდა.

ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირების შედეგი შეიძლება გახდეს მსოფლიო ბაზრის ლიკვიდობის გლობალური რყევა. მიმომხილველები ამბობენ, რომ ეს შემცირება მომდინარეობს ისეთი მოთამაშეების მოქმედებაში ცვლილებებიდან, როგორიცაა რუსეთი, ანგოლა, საუდის არაბეთი და ნიგერია. ამ ქვეყნებიდან ფულის დიდმა ნაწილმა თავის გზა ფინანსურ ბაზრებზე ნახა, რამაც აქტივებზე ფასების აწევა და სესხების დაბალი ღირებულება გამოიწვია. მაგრამ ამ წელს მოხდება ისე, რომ ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები კაპიტალის ექსპორტირებას აღარ მოახდენენ.

2014 წლის შედეგებით, კაპიტალის იმპორტი შეადგენდა 7,6 მილიარდს, მაშინ როდესაც 2013 წელს ეს მაჩვენებელი 60 მილიარდი იყო, ხოლო 2012 წელს 248 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქტივობის პიკზე საფინანსო ბაზრებზე ბრუნდებოდა წელიწადში 500 მილიარდი დოლარი და ახლა დიდი ხნის მანძილზე პირველი წელი იქნება, როდესაც ენერგორესურსების ექსპორტიორები კაპიტალს მიიზიდავენ.

ექსპერტების თქმით, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თუკი ნავთობი ისევ გააგრძელებს გაიაფებას, ქვეყნებს მეტი კაპიტალი დასჭირდებათ თუნდაც იმისთვის, რომ უბრალოდ თავიანთი ვალები დაფარონ. სხვა სიტყვებით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები ლიკვიდობას იღებენ საფინანსო ბაზრებიდან. ექსპერტების აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ხელისუფლებებისა და კომპანიებისთვის სესხების ღირებულების გაზრდა. ამასთან, ექსპერტთა თქმით, ბაზარზე ცვლილებები ასევე ნიშნავს, რომ ძირითადი ექსპორტიორები ინვესტირებას ქვეყნის შიგნით დაიწყებენ, რაც ნიშნავს ნეგატიურ შედეგებს საფინანსო ბაზრის ლიკვიდობისთვის, რომ აღარაფერი ითქვას სახაზინო ობლიგაცეიბზე ზეწოლის შესახებ.

ანალიტიკოსები ამ ცვლილებებშიც რამდენიმე ასპექტში პოზიტივსაც ხედავენ: მოიგებენ მომხმარებლები, შემცირდება სათბობის ღირებულება და აქედან გამომდინარე, სამრეწველო პროდუქციის თვითღირებულება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოპეკის მიერ 27 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ნავთობის ფასების ვარდნას გამოიწვევს შემდგომშიც. ამით მსოფლიო მასშტაბით ნავთობის მომპოვებელი კომპანიების პრობლემები კიდევ გაიზრდება, რომლებიც ისედაც ძალიან დაზარალდნენ აშშ-ში მოპოვების მკვეთრი ზრდის გამო.