JPMorgan და Citigroup შესაძლოა ახალ სკანდალში გაეხვნენ

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ახალ გამოძიებას ატარებს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების სავალუტო ბაზარზე მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა ახალი დარღვევები აღმოაჩინოს და ბანკებს მრავალმილიადიანი ჯარიმების გადახდა ისევ დაეკისროთ.
გასული წლის შემოდგომაზე ამერიკულმა და ბრიტანულმა რეგულატორებმა ექვსი ბანკი დააჯარმეს საერთო თანხით 4,3 მილიარდი დოლარი, იმის გამო, რომ ისინი სავალუტო ბაზრებზე მანიპულირებას ეწეოდნენ. ფინანსური კომპანიების ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ მათი სავალუტო ტრეიდერები ელექტრონული შეტყობინებების საშუალებით ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ გარიგებების დადების დროს იმ მიზნით, რომ საკუთარი თავისთვის და კომპანიისთვის მაქსიმალური მოგება მიეღოთ.
The Wall Street Journal-ის წყაროს ინფორმაციით, ამჯერად, იუსტიციის სამინისტროს გამოძიება ფოკუსირებულია კითხვების უფრო ფართე წრეზე. მათ შორის, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ტრეიდერები ინფორმაციას არაკანონიერად გადასცემდნენ ჰეჯ-ფონდებს მსხვილი სავალუტო გარიგებების შესახებ, ასევე ბაზარზე გავლენის მოსახდენად და კონკურენტების დასაბნევად რეგულატორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.
წყარო ამბობს, რომ გამოძიებისას გახსნილმა ფაქტებმა, ადრე დაჯარიმებული ბანკების „ექვსეულიდან“ ორში – JPMorgan-სა და Citigroup-ში რამდენიმე თანამშრომლის დათხოვნა და სამუშაოდან ჩამოშორება გამოიწვია. ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში საქმის გამომძიებლებმა დაკითხეს ბრიტანული ბანკის – Royal Bank of Scotland и HSBC – ტრეიდერები და აპირებენ შვეიცარული USB-ის თანამშრომლებთან „გასაუბრებას“, რომლებიც უზრუნველყოფილი კლიენტების სახსრების მართვის განყოფილებაში მუშაობენ. შიდა გამოძიება დაიწყო ბროკერმა Tullet Prebon.