რამდენად იაფია ცხოვრება საქართველოში
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
როგორია ცხოვრების დანახარჯები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სად შეგიძლიათ იცხოვროთ ან იმოგზაუროთ ნაკლები დანახარჯებით და რომელი ქვეყნის სტუმრობისას მოგიწევთ საფულეების გვარიანად შევსება? www.movehub.com-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 2015 წლის რეიტინგი, რომელიც ასახავს იმას, თუ რა ჯდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცხოვრება.
რეიტინგი დათვლილია სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საბაყლო საქონლის ფასებს, ტრანსპორტირების დანახარჯებს, რესტორნებისა და კომუნალური გადასახადების ხარჯებს. თითოეული ეს პუნქტი ჩაშლილია სხვადასხვა საქონლად. მაგალითად, საბაყლო საქონლის ჯგუფის საერთო ფასი დგება ხორცის, პურის, ბრინჯის, კვერცხის, ხილის, ბოსტნეულისა და ალკოჰოლური სასმელების ფასებიდან. ტრანსპორტირების ხარჯები მოიცავს ერთი მიმართულებით ბილეთის ფასს, 1-თვიანი ვაუჩერის ფასს, ტაქსის მომსახურების ფასს, საწვავის ფასებს და ასევე Volkswagen Golf -ის ფასს ამა თუ იმ ქვეყანაში. რესტორნების ფასები შედგება სახკევების ფასების, საშუალო და დაბალფასიანი რესტორნების მომსახურების, ასევე ყავის, ალკოჰოლური სასმელებისა და წყლის ფასებისგან რესტორნებში. კომუნალური ხარჯები კი აერთიანებს ელექტროენერგიის, გათბობის, წყლისა და ინტერნეტის ხარჯებს.
ქვემოთ მოცემულია გრაფიკები, რომელზეც ასახულია ცხოვრების დანახარჯები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მონაცემები ეყრდნობა http://www.numbeo.com-ის სტატისტიკას, რომელიც აწარმოებს ისეთი მაჩვენებლების კვლევას, როგორიცაა იგივე ცხოვრების დანახარჯების ინდექსი, უძრავი ქონების ფასების ინდექსი, ჯანდაცვის ინდექსი, დანაშაულის ინდექსი და ა.შ.
2015 წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე ძვირი ცხოვრება ღირს შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ვენესუელაში, ისლანდიასა და დანიაში. რაც შეეხება 5 ქვეყანას, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფი დაგიჯდებათ ესენია: ინდოეთი, ნეპალი, პაკისტანი, ტუნისი და ალჟირი.
რაც შეეხება საქართველოს, ის მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია მსოფლიოს მასშტაბით. ამ ქვეყნებს შორის საქართველო მე-13-ე ადგილს იკავებს.
წყარო:
agenda.weforum.org