იქნება საქართველო ბანკროტად გამოცხადებული?
მოამზადა მარი წიკლაურმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა გაკოტრების გლობალური სისტემის შექმნის პირველი დეტალური გეგმა, რომელიც იმ ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც არ შეუძლია თავისი ფინანსური ვალდებულებების შესრულება.
აღნიშნული გეგმის შესაბამისად ამ ქვეყნებს შეუძლია იგივენაირად გამოთქვან პრეტენზია კრედიტორებისაგან თავისი აქტივების დაცვაზე, როგორც კერძო კომპანიებს.
მგვარად, შეიძლება ითქვას, რომ საუბარია საერთაშორისო სასამართლოს შექმნაზე, რომელიც გაკოტრების საქმეებს განიხილავს. ქვეყანა, რომელსაც ეს სასამართლო ბანკროტად ცნობს, შეძლებს თავი აარიდოს კატასტროფის ტოლფას დეფლოტს და ვალების შეღავათიანი პირობებით გასტუმრებას შესძლებს. ამ ინიციატივის მომხრეები არ ამბობენ, რომ მისი მეშვეობით ყველა კრიზისის თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ისინი ნაკლებად მტკივნეულად ჩაივლის. ბევრმა მსხვილმა ბანკმა და ინვესტორმა ეს პროგრამა არ მოიწონა, ვინაიდან მისი განხორციელებისათვის სახელმწიფოს მიერ კრედიტორების უფლებების ნაწილობრივ შეზღუდვაა აუცილებელი. ქვეყნები ვალებს არა მარტო სხვა ქვეყნებისაგან ან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაგან, არამედ კერძო ბანკებისგანაც იღებენ. ამ ბანკებმა შესაძლოა იზარალონ იმ პირობების შეცვლის გამო, რომლითაც მათ გაკოტრებულ ქვეყნებს თანხები ასესხეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ანა კრიუგერის მიერ წარმოდგენილი გეგმა ითვალისწინებს ფინანსური კრახის პირას მყოფი ქვეყნებისათვის ვალების გადახდის დროებით შეჩერებას. გეგმის მომხრეები ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება დეფლოტის დაშვება, რომელიც ეკონომიკურ კრახს გამოიწვევს, ამას სჯობს გაკოტრებულ ქვეყნებს ვალების რესტრუქტურიზაციის საშუალება მიეცეს.
ანა კრიუგერის განცხადებით, ამ პროგრამის ამოქმედებას 2-3 წელი მაინც დასჭირდება, ამგვარად იგი უკვე ვეღარ დაეხმარება სახელმწიფოებს, რომლებიც უკვე დღეს საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას. კრიუგერის თქმით, ეს სისტემა ადრე რომ ამუშავებულიყო, შესაძლებელი იქნებოდა არგენტინის მსგავსი პრობლემების თავიდან აცილება. ეს საშუალებას მისცემდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს იმ 8 მლრდ დოლარის ეკონომია გაეკეთებინა, რაც მან აგვისტოში დახარჯა ამ ქვეყანაში ფინანსური ქაოსს თავიდან აეცილებინა.
ამავე დროს საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაფინანსების შემოთავაზებულ სისტემაში კონტროლიორის როლის შენარჩუნება სურს. ამ გეგმის მიხედვით თვითონ ფონდი არ მიიღებს მონაწილეობას მევალე ქვეყნებსა და მათ კრედიტორებს შორის მოლაპარაკებებში, თუმცა იმისათვის, რომ ამ სახელმწიფოებმა კრედიტორებისაგან რამდენიმეთვიანი შესვენება მიიღონ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასტური იქნება აუცილებელი. შემდგომში, ფონდის ნებართვით შესაძლებელი იქნება ამ შესვენების გაგრძელება.
გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, რომ ეს გეგმა საფუძვლად დაედება გაკოტრების გლობალური სისტემის საბოლოო საბუთს. მას უკვე 2003 წელს წარუდგენენ მინისტრთა კაბინეტს, რომელიც თვალყურს ადევნებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკას, თუმცაDდღეს უკვე გასაგებია, რომ ფონდის ექსპერტები გამორიცხავენ პუნქტს, თავის დროზე კრედიტორებს შორის კამათის მიზეზი გახდა. ამ პუნქტის მიხედვით, გაკოტრებული ქვეყნისადმი სარჩელის წარმოდგენის ვადა ინდივიდუალურ კრედიტორებს ქვეყნის ბანკროტად აღიარების პროცედურის დაწყების შემდეგ 90 დღემდე უნდა შეუმცირდეს.
გაკოტრების გლობალური სისტემის შექმნას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არგენტინის ეკონომიკურმა კრიზისმა და შემდგომი არგენტინის მთავრობის მიერ გამოცხადებულმა დეფლოტმა უბიძგა. ეს ქვეყანა უოლ სტრიტის ფავორიტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმების წარმატების სიმბოლოდ ითვლებოდა, ახლა კი ვალებშია ჩაფლული.
არგენტინამ 2001 წელს საგარეო ვალის 141 მილიარდი დოლარის გადახდაზე განაცხადა უარი. ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და არგენტინას შორის შედეგი არ გამოიღო. ყოველი შემთხვევისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის – ანა კრიუგერის განცხადებით, წერტილი ფინანსური დახმარების გაწევის საქმეში მიმდინარე წლის იანვარშიც არ დაისმევა. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები დარწმუნებულები არ არიან იმაში, რომ არგენტინა შეძლებს ფონდის მიერ წამოყენებული პირობების შესრულებას. კერძოდ, მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზად, არგენტინის პრეზიდენტი ედუარდო დუალიე, ასახელებს ხელისუფლების უარს შეესრულებინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების 30 პროცენტით გაზრდის თაობაზე.
არგენტინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არ შეუძლია გაზარდოს ელექტროენერგიის, გაზისა და ტელეფონის გადასახადები მაშინ, როდესაც ქვეყანა მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მიუხედავად გამოცხადებული დეფლოტისა, პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა მაინც ცდილობს დაფაროს არსებული დავალიანება. ასე, მაგალითად, 14 ნოემბერს არგენტინამ ვერ შეძლო მსოფლიო ბანკისათვის 800 მილიონი დოლარი გადაეხადა; ამ დროისათვის მან უკვე გადარიცხა მსოფლიო ბანკში 79,2 მლნ დოლარი და აპირებს ვალის ძირითადი ნაწილის 30 დღით გადავადების თაობაზე დაიწყოს მოლაპარაკებები.Aბანკი უკვე დათანხმდა ამ პირობაზე, მაგრამ არგენტინა ვერ შეძლებს ამ შესვენების გამოყენებას და დაკარგავს მსოფლიო ბანკიდან ახალი სესხების აღების შესაძლებლობას. ამგვარად, იგი საერთაშორისო დაფინანსების უკანასკნელი წყაროს გარეშე დარჩება.
მართალია, ვინაიდან მოლაპარაკებები არ დასრულებულა არგენტინას ჯერ კიდევ აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმედი. არგენტინის პრობლემის მოგვარებისათვის ძალისხმევას არც ამერიკის შეერთებული შტატები Aარ იშურებს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრი დიდხანს მერყეობდა იმის თაობაზე მოსწონდა თუ არა მას გაკოტრების გლობალური სისტემის შექმნის იდეა, ახლა კი იგი აცხადებს, რომ ყველანაირად დაუჭერს მას მხარს. პოლ ო?ნილი გამოთქვამს იმედს, რომ შესაძლებელია არგენტინასთან ხანმოკლე შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე მისი დავალიანების უახლოეს მომავალში დაფარვის თაობაზე.
აღნიშნული პროექტის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ბრაზილიის ეკონომიკურმა კრიზისმა და დეფლოტის პერსპექტივამაც შეასრულა. თავისი ვალების რესტრუქტურიზაციას პერუ და ეკვადორიც ცდილობენ.
როგორც “ვაშინგტონ პოსტი” იუწყება, ფირმა “Eლლიოტ Aსსოციატეს”- მა, რომელიც “სვავების ფონდის” სახელითაა ცნობილი, ნომინალზე გაცილებით დაბალ ფასად იყიდა არგენტინის სახელმწიფო ვალი და ახლა სახელმწიფოს მის მთლიანად დაფარვას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ქვეყანას დარჩენილი ქონების წართმევით ემუქრება.
ამგვარად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ამუშავების შემთხვევაში არგენტინის მდგომარეობაში აღმოჩენილი სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ თავს ბანკროტებად გამოაცხადებენ მიიღებენ შესვენების საშუალებას, რომლის დროსაც კრედიტორები ვერ შეძლებენ მათ სასამართლოში უჩივლონ. შესაბამისად, კრედიტორები რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ქვეყნებს ვალების რესტრუქტურიზაციაში ხელს ვერ შეუშლიან, ამ ქვეყნების მთავრობები კი ხელისუფლებასთან მიახლოებულ პირებთან აქტივების მინიმალურ ფასად გაყიდვით საეჭვო გარიგებების დადებას ვეღარ შეძლებენ.
გაკოტრებული სახელმწიფოები ასევე მიიღებენ ფინანსური კონტროლის ღონისძიებების გატარების საშუალებას, იმისათვის, რომ ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას შეუშალონ ხელი.
აღსანიშნავია, რომ სწორედ აზიური ქვეყნებიდან “ცხელი ფულის”@ გადინება გახდა 1997-1998 წლებში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების მიზეზი.
ამგვარად, ხორცის შესხმას იწყებს ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩენილი ქვეყნებისათვის გაკოტრების გლობალური სისტემის გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არარეალურად მიიჩნეოდა.