უცხოელი რიტეილერები ახალი ბაზრების ასათვისებლად ბრძოლას აგრძელებენ, მაგრამ რუსეთში ჩასვლას არ ჩქარობენ
მოამზადა მარი წიკლაურმა
საცალო ვაჭრობის ქსელებში არსებული მკაცრი კონკურენცია, რომელიც განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი, აიძულებს რიტეილერებს (ინვესტორებს) ახალი სივრცეების ათვისებაზე იზრუნონ. ასე, მაგალითად, ევროპაში არსებობს რამდენიმე კომპანია-გიგანტი, რომელსაც იქ განვითარებისათვის გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე მათი პოტენციალი იძლევა. ამიტომ საცალო ვაჭრობის ისეთი გიგანტები, როგორიცაა: Carrefour (საფრანგეთი), Promodes (საფრანგეთი), Royal Ahold (ნიდერლანდები), ახალი ბაზრების ათვისებას ცდილობენ. გლობალური მასშტაბით ევროპული ქსელების მთავარ კონკურენტად ამერიკული კონპანია Wall-Mart გვევლინება.
ვეყნების შერჩევა საცალო ქსელების ექსპანსიისათვის, როგორც წესი, ორი ძირითადი ფაქტის მიხედვით ხდება: ინფლაციის პარამეტრებითა და ბაზრის აუთვისებლობის ხარისხით. ახალ ბაზრებზე გასვლა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, რომლის შესამცირებლადაც რიტეილერების მიერ შემდეგი ღონისძიებები ხორციელდება:
1. იხსნება პატარა სუპერმარკეტები, რომლებსაც წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში გაფართოვება შეუძლიათ;
2. უპირატესობა ენიჭება მაღაზიის არენდით აღებას და არა მის შესყიდვას;
3. წარუმატებლობის შემთხვევაში კომპანია წყვეტს ამ კონკრეტულ ქვეყანაში საქმიანობას და შედარებით წარმატებულ ბაზარზე გადადის;
4. ხდება კომპანიის “კულტურული ადაპტაცია”. დასავლურ კომპანიებს მათთვის ახალ ბაზრებზე საცალო ვაჭრობის ახალი ცნებებიც მოაქვთ თან (გარდა ამისა, ხშირად რიტეილერები ბაზრებს მომხმარებლის მომზადების პრინციპით არჩევენ). თუმცა, ქვეყნების კულტურული თავისებურებანი თვით ქსელების საქმიანობაზეც ტოვებენ კვალს. ხდება ქსელების ადგილობრივ თავისებურებებთან ადაპტაცია, სანაცვლოდ კი მათ მომხმარებლების ლოიალობა უბრუნდებათ.
ხშირად რიტეილერები იძულებულნი ხდებიან გადაუხვიონ ამ ძირითად პრინციპებს, იმ ქვეყნების თავისებურებების გამო, სადაც მათ მუშაობა უხდებათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ რიტეილერები სიამოვნებით მიდიან ადაპტაციაზე და მას კონკურენტულ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად იყენებენ.
ამავე დროს, აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა რომელ ქვეყანაში მუშაობენ რიტეილერები, მსხვილი საცალო ქსელებისათვის უცვლელი რჩება ისეთი ძირითადი საკვანძო კონცეფციები, როგორიცაა:
ა. დაბალი ფასები. რიტეილერები ცდილობენ, რომ მათი ფასები ადგილობრივი კონკურენტების ფასებზე 10 პროცენტით მაინც იყოს დაბალი;
ბ. მაღაზიის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა: მის მახლობლად ავტოსადგომების, სხვადასხვა სერვის-ცენტრების არსებობა;
გ. როგორც წესი, მაღაზია წარმოადგენს მოგრძო ფორმის დაბალ შენობას, ამ დროს მშენებლობისა და კომუნიკაციების გაყვანის ღირებულება მინიმუმამდეა დაყვანილი.
ბოლო დროს განსაკუთრებით დაძაბულია კონკურენცია ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სამხრეთ ამერიკა და აზია. ასევე გააქტიურდა კონკურენცია ჩრდილო ამერიკის და დასავლეთ ევროპის ბაზრებზეც. ევროპული კომპანიები, რომლებმაც წარუმატებელი ექსპერიმენტების შემდეგ დატოვეს ჩრდილოამერიკული ბაზრები და უმსხვილესი ამერიკული რიტეილერი Wall-Mart-ი, კვლავ ჩაებნენ კონკურენტულ ბრძოლაში. Wall-Mart-ის ევროპული ექსპანსიის საშიშროებამ გააერთიანა ორი მსხვილი კომპანია: Promodes დაCarrefour, რის შედეგადაც შეიქმნა ევროპის უმსხვილესი რიტეილერული კომპანია.
90-იანი წლების დასაწყისში რიტეილერები გაფართოვდნენე იმდენად, რომ ბაზრებზე, სადაც ადრე საკმარისი ადგილი იყო მათი უპრობლემოდ თანაარსებობისათვის, გიგანტებისათვის საკმარისი სივრცე აღარ აღმოჩნდა. საცალო ვაჭრობის ქსელებმა მზერა ახალი ბაზრებისაკენ მიმართეს. მათ აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური აერერიკის და აზიის ქვეყნების ბაზრების Aათვისება დაიწყეს.
ბოლო დროს განსაკუთრებით დაძაბულია კონკურენცია ისეთ რეგიონებში, როგორიცაა: სამხრეთ ამერიკა და აზია. ასევე გააქტიურდა კონკურენცია ჩრდილო ამერიკის და დასავლეთ ევროპის ბაზრებზეც.
ივნისში ამერიკულმა კონსალტინგურმა კომპანიამ (Retail Global Development Index RGDI) საცალო ინვესტიციებისათვის ახალი ბაზრების მიმზიდველობის სენსაციური რეიტინგი გამოაქვეყნა.
ამ რეიტინგის მიხედვით, რუსეთი იმ ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა, რომელთა ბაზრებზეც გლობალურ ქსელებს დაუყოვნებლივ ურჩევენ გასვლას. თუმცა, ზაფხულის ბოლოსათვის ნათელი გახდა, რომ წელს ახალ უცხოელ ოპერატორებს აღარ უნდა ველოდოთ. ისევე როგორც ერთი წლის წინათ, გლობალურ რიტეილერებს რუსეთში წამოსვლის შესახებ საუბრები უფრო მოსწონთ, ვიდრე ამ შესაძლებლობის რეალურად გამოყენება.
2002 წლის დასაწყისიდან ბაზრებზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წელს მოსკოვში თავიანთი წარმომადგენლობები უნდა გახსნან სასურსათო ოპერატორებმა: Carrefour (საერთაშორისო ქსელი N 2, მისი ბრუნვა 61 მლრდ დოლარს შეადგენს. დღეისათვის კომპანია 27 ქვეყანაში მოღვაწეობს, მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და თურქეთი), Casino Groupe (მისი ბრუნვა 19 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს კომპანია ასევე მოღვაწეობს პოლონეთში), ღეალ და თესცო, და სპეციალიზებულმა: Media-Market (ელექტრონიკა),OBI, Kesco და Castorama (ყველა ფირმა საშენი მასალებითა და ინვენტარით ვაჭრობს). თუმცა, თავად რიტეილერები მსგავსი ინფორმაციების თავიანთი პრეს-სამსახურების მეშვეობით დადასტურების გარდა არაფერს აკეთებენ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ რიტეილერებმა გადაწყვიტეს შემოდგომას დაელოდონ, როდესაც რუსი ჩინოვნიკები, მიმწოდებლები, შესაძლებელი პარტნიორები შვებულებებიდან დაბრუნდებიან. თუმცა, იმან, რაც შემოდგომაზე მოხდა, პესიმისტებიც კი გააკვირვა. სექტემბრის დასაწყისში გერმანულმა კომპანია Hornbach-მა, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი რუსეთის ოლქის ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას მოსკოვის გარეუბანში რამდენიმე სპეციალიზებული გიპერმარკეტის მშენებლობის შესახებ, შემდეგ კი საკუთარ გეგმებზე უარი განაცხადა. ასევე ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ გერმანულმა კომპანია OBI-იმ, რომელიც კომპანია “ნეკს”-თან ერთად (კომპანია მაღაზიათა ქსელს “სტარიკ ხატაპიჩ??-ს ფლობს), აპირებდა 15 მაღაზიის მშენებლობას, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მაღაზიით შემოიფარგლა. შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე საუბრისაგან კომპანია OBI-ის წარმომადგენლები ჯერჯერობით თავს იკავებენ. 10 სექტემბერს კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომელმაც ცხადყო, რომ უცხოელების უკან დახევა უკვე ტენდენციად იქცა. ამ დღეს კომპანია Casino-ს უნდა გაეკეთებინა განცხადება იმის შესახებ, თუ რომელ რუს პარტნიორთან ერთად აპირებდა ის ბაზარზე გასვლას. მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები საერთოდ არ გამოცხადდნენ. პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთში მუშაობის შესახებ რეალურად არსებობს: კომპანია Casino -ს დირექტორთა საბჭომ ჯერ კიდევ ივნისში მიიღო დადებითი გადაწყვეტილება @”რუსეთის საკითხთან” დაკავშირებით, მაგრამ ბიზნესის დაწყებას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ ჩქარობს.
“გაზაფხულზე ბევრი დასავლური რიტეილერი რუსულ ბაზარს ოპტიმიზმით უყურებდა, ახლა კი მათი უმრავლესობა ლოდინს ამჯობინებს და არ სურთ ახსნან, თუ რატომ შეცვალეს თავიანთი გეგმები რუსეთთან მიმართებაში”. – ასკვნის კირილ ტერეშჩენკო, კომპანია Dandy Distribution-ის საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.
ცხადია, რომ რაიმე განსაკუთრებულ აქტიურობას არც ის რიტეილერები ამჟღავნებენ, რომლებიც უკვე არიან რუსეთში მოსულები, – Metro cash &ამპ; carry და Auchan. მიუხედავად იმისა, რომ შპს “მეტრო კეშ &ამპ; ქერი”-ის გენერალურმა დირექტორმა ჰერბერტ ცლაბინგერმა (Herbert Zlabinger) განაცხადა, რომ კომპანიის განვითარება ბიზნეს-გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, ყველაფერი ცოტა არ იყოს სხვანაირად გამოიყურება; ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2000 წლის დასაწყისში კომპანიამ მისი cash &ამპ; carry-სათვის ექვსი მიწის ნაკვეთი შეიძინა. Aახლა მხოლოდ სამი მათგანია გამოყენებული (აღსანიშნავია, რომ წელს მხოლოდ ერთი მაღაზია აშენდა), დანარჩენი ნაკვეთები კი კვლავინდებურად ცარიელია.
მსგავსი სიტუაციაა კომპანია Auchan-შიც. ერთი წლის წინ რუსული ოფისის გენერალურმა დირექტორმა, პატრიკ ლონგემ (Patrick Longuet) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კომპანია მოსკოვის რეგიონში ათი გიპერმარკეტის მშენებლობას გეგმავს, რომლებშიც ფრანგები $300 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავდნენ. ახლა კი ფრანგები გარკვევით მხოლოდ ორი მაღაზიის მშენებლობაზე საუბრობენ. “ახლა მათ წასვლა აღარ შეუძლიათ, ვინაიდან, სულ მცირე, ჩადებული ფულის ამოღება მაინც უნდა მოახერხონ. მაგრამ არც ადრინდელი გეგმების განხორციელებას ჩქარობენ, რადგან, როგორც აღმოჩნდა რუსეთში მათ ბევრი რამ არ აწყობთ. მაგალითად, Aუცჰან-ს საქმეები არც ისე კარგად წაუვიდა. ეს კომპანია ოსტაშკოვსკის გზატკეცილზე მდებარე გიპერმარკეტში, სულ მცირე, 40 ათასი კლიენტის მომსახურებას გეგმავდა, რეალურად კი მუშაობის პირველ დღეებში მხოლოდ 7 ათასი იყო”, – აცხადებს ერთ-ერთი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი. დამკვირვებლების უმრავლესობის აზრით, უცხოურ რიტეილერებს რუსეთში ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებასთან დაკავშირებული არსებული სირთულეები აშინებთ. მაგალითად, ბიუროკრატიზმი. იმისათვის, რომ მოსკოვში მაღაზიის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი მიიღო, აუცილებელია 18 ნებართვის მიღება, რასაც 7-8 თვე სჭირდება. გარდა ამისა, ბაზრის მონაწილეებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ქრთამის გარეშე მოსკოვში ვერც ერთ პრობლემას ვერ მოაგვარებ. მაგალითად, ხუმრობით ამბობენ, რომ 25 მილიონიდან, რომელიც Metro cash &ამპ; carry – იმ თითოეულ მაღაზიაში ჩადო, გასულ წელს დაახლოებით 10 მილიონი პროექტის “მხარდაჭერას”, ანუ ჩინოვნიკების სტიმულირებას და ა. შ. დაახარჯა. მშენებლები დარწმუნებულები არიან, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მსგავსი პროექტები 15 მლნ-ზე ძვირი ღირდეს.
აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ უცხოელ ინვესტორებს ურჩევნიათ აღმოსავლეთ ევროპაში დააბანდონ თავიანთი კაპიტალი, რომელმაც ვაჭრობაში ინვესტიციების ბუმი ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში გადაიტანა, და არა ჩვენთან. იქ პრინციპულად განსხვავებული სიტუაცია იყო. ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის ხელისუფლება დაინტერესებული იყო ევროგაერთიანებაში ინტეგრაციით და მსხვილი ევროპელი რიტეილერების ექსპანსიას განიხილავდნენ, როგორც ამ ინტეგრაციის გაძლიერების ერთ-ერთ საშუალებას. მაგალითად, პოლონეთშიCarrefour-ს, Casino -ს და Real -ს დართეს ნება პირდაპირ ვარშავის ცენტრში აეშენებინათ გიპერმარკეტები, რომელთა ფართობი 40 ათას კვადრატულ მეტრს აღემატებოდა. ამავე დროს სლოვაკეთის, სიტუაცია, რომელიც ტერიტორიულად ასათვისებლად მეტად ხელსაყრელი იყო, იმ დროს ძალიან გავდა ახლანდელი რუსეთის მდგომარეობას: მსხვილი ქსელები საზღვრებთან იდგნენ, მაგრამ ექსპანსიის დაწყებას არ ჩქარობდნენ. ასეთი პასიურობის მიზეზი იყო ის, რომ 90-იანი წლების სლოვაკეთში, ისევე, როგორც 2002 წლის რუსეთში ყვაოდა კორუფცია და სახელმწიფო ეკონომიკის მრავალ დარგში ერეოდა. ვაჭრობაში კონკურენციის არარსებობის შედეგად კი მოსახლეობა ზარალდებოდა: მეზობელ ჩეხეთში სამომხმარებლო საქონლის ფასი 15-20 პროცენტით ნაკლები იყო.
ოპტიმისტ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ერთ-ორ წელიწადში უცხოური ქსელები მაინც შემოვლენ რუსეთში. “დიახ, – ეთანხმებიან მათ პესიმისტები, უცხოელი რიტეილერები შემოვლენ, მაგრამ ვინ იქნებიან ისინი?” იმის გამო, რომ დღეს გლობალური ქსელები რუსეთში შემოსვლას არ ჩქარობენ, მომავალში, შესაძლებელია, პრობლემები შეიქმნას. BBPG Consulting -ის (კონსალტინგის ბიურო) გენერალური დირექტორის, როდიონ ტოლპუშოვის აზრით, მოსკოვის ბაზრის მოთხოვნა მსხვილი სავაჭრო ცენტრების არსებობაზე “რამსტორის” მასშტაბის 70 ობიექტს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი უცხოური მოთამაშეების ექსპანსია ადგილობრივი ოპერატორების გეგმებს არ შეცვლის და წინასწარ გაცხადებული ყველა პროექტი იქნება განხორციელებული, მოსკოვში სამ-ოთხ წელიწადში საერთოდ აღარ დარჩება თავისუფალი ადგილი. უცხოელებს მოუწევთ არსებული მხოლოდ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის ამორჩევა. ვარიანტი პირველი: მათ მოუწევთ იმის შეძენა, რაც უკვე იქნება აშენებული, რუსული ქსელების მიერ; ვარიანტი მეორე: კვლავინდებურად მოუხდებათ რუსულ ბაზარზე გამოსვლისაგან თავის შეკავება. აღმოსავლეთ ევროპის სცენარი, როდესაც რიტეილერებმა დედაქალაქების დაკავების შემდეგ ქვეყნის შიგნით გადაინაცვლეს (ჩეხეთში, მაგალითად, გიპერმარკეტები არსებობს იმ ქალაქებშიც კი, რომელთა მოსახლეობა 15 ათას ადამიანს არ აღემატება), რუსეთისათვის მიუღებელია,ვინაიდან რეგიონებში შემოსავლები მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე გაცილებით ნაკლებია. გარდა ამისა, უცხოელებს რუსული პროვინცია დედაქალაქის ბიუროკრატებზე ბევრად უფრო აშინებთ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ყველაზე აქტიურ მოთამაშეებად რუსეთის ბაზრებზე საშუალო მასშტაბის უცხოური საცალო ვაჭრობის ქსელები იქნება. მაგალითად, ისეთები, როგორიცაა, Gia comeli sport, Migros. მათთვის ხომGგანვითარებული ქვეყნების ბაზარი დაკეტილია, რატომაც არ უნდა სცადონ რამის გაკეთება რუსეთში. სხვათა შორის, AVA-ს მმართველობის თავმჯდომარე, კურტ ლინდემანი (Kurt Lindemann) არ მალავს, რომ რუსეთში კომპანია იმიტომ მოვიდა, რომ ევროპაში გლობალურ ქსელებთან კონკურენცია გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე აქ, უბრალოდ, იმიტომ, რომ რუსეთში ისინი ჯერ კიდევ არ არსებობენ.
მიუხედავად ამისა, საუბრები რუსეთში უმსხვილესი უცხოელი რიტეილერების მოსვლის შესახებ კვლავინდებურად მიმდინარეობს. ამ მითის არსებობაში ძალზე ბევრი მხარეა დაინტერესებული. მაგალითად, იგივე უცხოურ კომპანიებს აწყობთ დროდადრო საუბარი რუსეთის ბაზარზე შემოსვლის შესახებ, იმისათვის, რომ აჩვენონ აქციონერებს დინამიურად განვითარების განზრახვა. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ვირტუალური ექსპანსია ახალი ამბების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. მოსკოვის ხელისუფლებისათვის ეს არის საშუალება კიდევ ერთხელ გამოააშკარაოს დედაქალაქის ეკონომიკის მომხიბვლელობა. მაგრამ ყველაზე მატად ამ მითის არსებობაში ადგილობრივი ვაჭრები არიან დაინტერესებულნი. უპირველეს ყოვლისა, უცხოელების მოსვლის მოლოდინი ქსელების ზრდის სტიმულირებას უწყობს ხელს, ის კი, თავის მხრივ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ზრდის. Dდღესდღეობით მოსკოვის რიტეილერების ორი მესამედი მაღაზიებს 4-4,5-ჯერ უფრო ძვირად ყიდიან, ვიდრე თვითონ შეიძინეს. მეორეც, აღმოსავლეთ ევროპის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, სადაც გლობალურმა ქსელებმა ოთხ-ხუთ წელიწადში ბაზრიდან ადგილობრივი ვაჭრობა განდევნეს (პოლონეთში სუპერმარკეტების ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ქსელი Milo მხოლოდ მე-11 ადგილს იკავებს), აქ გარკვეული პრეფერენციების მოპოვებაც შეიძლება.
უცხოური საცალო ვაჭრობის ქსელების მხრიდან არსებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რუსმა რიტეილერებმა საცალო ვაჭრობის კომპანიების ასოციაცია შექმნეს (სვკა). ეს ასოციაცია თავისი წინამორბედებისაგან იმით განსხვავდება, რომ მასში მოსკოვის საცალო ვაჭრობის ბაზრის პრაქტიკულად ყველა მონაწილეა გაერთიანებული. სვკა-ის საინიციატივო ჯგუფში საცალო ვაჭრობის დიდი ქსელების თითქმის ყველა მფლობელი შედის: “სტარიკ ხატაპიჩ”-ი, “პერეკრიოსტოკ”-ი, “მაგნოლია”, “არბატ პრესტიჟ”-ი, “სპორტ მასტერ”-ი, “მ-ვიდეო”, “მირ”-ი, “დიკსი”. ორგანიზატორებს ასოციაციაში 100-მდე კომპანიის გაერთიანება აქვთ ჩაფიქრებული, მათ შორის, ისეთი უნივერმაღებისა, როგორიცაა გუმი და ცუმი. ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასოციაციის მიზანია – “გააერთიანოს საცალო ვაჭრობის კომპანიების ძალები, რათა რუსული რიტეილერების ინტერესები დაიცვან”. მათივე განცხადებით, დღეისათვის უცხოელებს ადგილობრივი ხელისუფლებისაგან გარკვეული პრეფერენციები აქვთ მიღებული. მაგალითად, მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფაზე ადგილობრივ კომპანიებს ხშირად უარს ეუბნებიან და უპირატესობას უცხოელებს ანიჭებენ. Gგარდა ამისა, დასარეგულირებელია ფასების პოლიტიკაც. საქონლის მიმწოდებლები ხშირად უცხოელებს უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ, ვიდრე ადგილობრივ საცალო ვაჭრობის ქსელებს.
ევგენი ლუკიანენკომ, (სავაჭრო სახლ “პერეკრიოსტოკ”-ის კომერციული დირექტორი) ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი რიტეილერები არ ეწინააღმდეგებიან რუსეთის ბაზარზე დასავლური ქსელების მოსვლას. ისინი ამ ფაქტს რუსეთში დადებითი ეკონომიური ტენდენციების გაჩენის წინაპირობად აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ იგი ხელს შეუწყობს ჯანმრთელი კონკურენტული გარემოს შექმნას. მაგრამ ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფასების პოლიტიკის გამო, რომლის დროსაც დასავლური ქსელები საქონელს გაცილებით დაბალი ფასებით იძენენ, ვიდრე რუსი რიტეილერები.
ამავე დროს არსებობს კიდევ ერთი მომენტი ნეგატიური – საცალო ვაჭრობა საბითუმო ფასებით. მიუხედავად იმისა, რომ cash &ამპ; carry ბითუმად მოვაჭრეებისათვისაა განკუთვნილი, ცნობილია, რუსი რიტეილერები ვარაუდობენ, დასავლური ფირმები საქონელს საბითუმო ფასებში ცალობითაც გაყიდიან, ვინაიდან ისინი წარმატებით ახერხებენ დაბალი ფასების შენარჩუნებას. ძირითად არგუმენტად აქ შესყიდვების მოცულობა უნდა ვიგულისხმოთ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საქონლის მიმწოდებლებთა უმრავლესობა უცხოური დისტრიბუტორული კომპანიებისა და მწარმოებლების წარმომადგენლები არიან, მათ უადვილდებათ უცხოურ რიტეილერებთან საერთო ენის გამონახვა და ასეთი ხელშეკრულებები ამ კომპანიების დონეზე ფორმდება.
რუსეთში მსხვილი დასავლური რიტეილერების მოსვლა, რომლებსაც უკვე აქვთ აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობის გამოცდილება, გარდაუვალია. როდესაც ისინი აღმოსავლური ქვეყნების ბაზარზე მუშაობას იწყებდნენ, მოქმედებდნენ ისე, თითქოს კონკურენტები ამ ბაზარზე საერთოდ არ ჰყავდათ. ამიტომ პოლონეთის მაგალითს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ დასავლურ რიტეილერებს იქ კონკურენტები საერთოდ არ ჰყავთ. ადგილობრივი ქსელები თითქმის საერთოდ არ არსებობს. სამაგიეროდ, იქ არის ისეთი გიპერმაკეტები, როგორიცაა: Carrefour, Metro, Auchan, Leclerc, Ahold.
მაგრამ რუსეთში სხვა მდგომარეობაა: აქ არის რუსული ქსელები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ბრუნვა აქვთ და ისინი აპირებენ საკუთარი ინტერესების დაცვას.
რუს რიტეილერებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია უცხოური კომპანიების მოღვაწეობის რეგულირების საკანონმდებლო რეგულირება, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა შეძლონ მათი კონკურენციის გაწევა.
ადგილობრივი ვაჭრობის განვითარების კონცეფციაში, რომელიც უახლოესი ათი წლისთვის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საცალო ვაჭრობის კომპანიების ასოციაციამ (სვკა) შეიმუშავა, უცხოური საცალო ვაჭრობის ქსელებისათვის, როგორც ჩანს, გარკვეული შეზღუდვები იქნება გათვალისწინებილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსი რიტეილერები რუსეთის ბაზარზე დასავლური ქსელების შემოსვლას არ ეწინაღმდეგებიან, მაგრამ კატეგორიულად მოითხოვენ, რომ თამაშის წესები ყველასათვის ერთნაირი იყოს.