ეკონომიკური პროგნოზი
მოამზადა მარი წიკლაურმა
აშშ-ის მიერ წამოწყებულმა გაჭიანურებულმა სამხედრო კომპანიამ ერაყის წინააღმდეგ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მსოფლიო ეკონომიკა, რომელიც, ისედაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას აქვს რამდენიმე ძირითადი მიზანი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიზნები პირველ რიგში, ეკონომიკურ ხასიათს ატარებს. დღეს, როდესაც ამერიკული ბაზრების საინვესტიციო მიმზიდველობა 1996 წლის დონემდე დაეცა და ამერიკული ეკონომიკა, მიუხედავად ყველაფრისა, ვარდნას განაგრძობს, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ აშშ-ის განცხადებები იმის შესახებ, რომ იგი ერაყში საბრძოლო მოქმედებებს გაერო-ს სანქციების გარეშეც დაიწყებს, ცარიელი მუქარა არ არის. ნუთუ ვინმეს ეყოფა გულუბრყვილობა იმისათვის დაიჯეროს, რომ ამერიკა აპატიებს ევროპას ევროს დოლარზე ხანმოკლე ტრიუმფს!
იუგოსლავიის კონფლიქტის დროს მსოფლიო საზოგადოება არანაკლებ აპროტესტებდა ამერიკის პოლიტიკას ამ ქვეყნის მიმართ. აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ საბრძოლო მოქმედებები პირდაპირ მათ საზღვრებთან უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ, ამან ამერიკელები არ შეაჩერა. უფრო მეტიც, “პატარა წარმატებული ომი ბალკანეთში” მათ მრავალი მიზეზის გამო აწყობდათ. მაშინ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სავსებით სამართლიანად აღნიშნავდნენ ამერიკის ძირითად პრიორიტეტებს “იუგოსლავიის კამპანიაში”. ჯერ ერთი, კოსოვოში კონცენტრირებულია მანგანუმი, ვოლფრამი და სხვა იშვიათი წიაღისეული, რომელიც აუცილებელი იყო ამერიკის შიდა საწარმოო კაპიტალისათვის. იუგოსლავიის ეკონომიკის მეტ-ნაკლები კეთილდღეობა სწორედ ამ ნედლეულის ექსპორტით იყო განპირობებული. მეორეც, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთიან ვალუტაზე – ევროზე გადასვლა დაიწყეს, რომელიც დოლარის სტაბილურობას ემუქრებოდა. მილოშევიჩი პრიორიტეტების სიის ბოლოში აღმოჩნდა. აშშ-მ მიაღწია ყველა დასახულ მიზანს. მილოშევიჩი ჰააგის ტრიბუნალის წინ წარსდგა, სასარგებლო წიაღისეულის ბუდობებს გაერო-ს სამშვიდობო კონტინგენტის “კომანდოსები” იცავენ, ევროს სტარტი კი ძალზე წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამერიკის ამოცანები დღესაც ისეთივე კომპლექსური და მრავალმიზნობრივია, როგორც იუგოსლავიის კომპანიის დროს. ევროპული ქვეყნების ეკონომიკის ვარდნის საშიშროება ვერანაირად შეუშლის ხელს აშშ-ის გლობალურ შეტევას ყველა მიმართულებით. არსებითად, ევროკავშირის ქვეყნები უკვე დიდი ხანია ამერიკის მსოფლიო ამბიციების ტყვეებად მოიაზრებიან და, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი უკვე კარგა ხანია აღარ აცხადებენ პრეტენზიებს დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურად ისინი ჯერ კიდევ რჩებიან ამერიკული ეკონომიკის სერიოზულ კონკურენტებად. დღეს, ისევე, როგორც ადრე, ამერიკა ერთი პატარა სამხედრო ოპერაციის მეშვეობით აპირებს დასახული მიზნების მიღწევას, მაგრამ რა ფასის გადახდა მოუწევს ამ ოპერაციაში ამერიკას და საერთოდ მსოფლიოს ეკონომიკას და შეიძლება თუ არა მისი შედეგების მეტ-ნაკლებად ზუსტი პროგნოზირება?
ამ ცოტა ხნის წინ ლონდონში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ამ ფორუმის ექსპერტთა აზრით, ერაყის კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 55-120 მლრდ დოლარი დაუჯდება. ეს თანხა არ შეიცავს სამშვიდობო ოპერაციებისათვის და ერაყის ეკონომიკის აღსადგენად საჭირო თანხებს და იმ დანახარჯებს რაც შეიძლება არაბული ქვეყნების მხრიდან ბოიკოტის დაწყებას და სპარსეთის ყურედან ნავთობის მოპოვების შეფერხებას მოჰყვეს.
ექსპერტები შიშობენ, რომ მსგავსი პოლიტიკური ფაქტორები ოპეკ-ის ქვეყნების მიერ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეფერხებას გამოიწვევს, რაც, რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების და ინფლაციის ზრდას, წარმოების შემცირებას და ა. შ. განაპირობებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, საერთო ჯამში ერაყის წინააღმდეგ დაწყებული კომპანია მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 1,6 ტრლნ დოლარიY დაუჯდება.
წინა კვირას ნიუ-იორკში ამ პრობლემისადმი მიძღვნილი დღისათვის ყველაზე მსხვილი პროექტის ჩარჩოებში მიღებული მონაცემები გამოქვეყნდა. ეს კვლევა ამერიკის სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა (CSIS) განახორციელა. რამდენიმე თვის განმავლობაში CSIS- ის ექსპერტთა ჯგუფი ცდილობდა ომის შესაძლო შედეგების შეფასებას. სამხედრო და გეოპოლიტიკურმა ექსპერტებმა სამხედრო კომპანიის დასრულების ოთხი შესაძლო ვარიანტი შეიმუშავეს: სცენარი, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებები არ განხორციელდება; სცენარი, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ხანმოკლე (4-6 კვირიანი) საბრძოლო მოქმედებები; შუალედური ვარიანტი, როდესაც სამხედრო ოპერაცია დაახლოებით 3 თვეს გასტანს; და ყველაზე &ლსქუო;”მძიმე” ვარიანტი, როდესაც ომი 6 თვემდე გაგრძელდება. ჯგუფმა შეგნებულად არ გაითვალისწინა მოვლენების განვითარების ყველაზე “ცუდი” სცენარები, რომლის მიხედვითაც იქნება გამოყენებული ბირთვული იარაღი.
თითოეული სცენარისათვის CSIS-იდან მოწვეულმა ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსებმა ნავთობის ფასების შესაძლო ცვლილება გაიანგარიშეს. ეს პროგნოზი გათვალისწინებული იყო მაკროეკონომიკური მოდელის გაანგარიშების დროს, რომელშიც გათვალისწინებული იყო როგორც დადებითი, როგორიცაა სახელმწიფო ხარჯების ზრდა, ისე ნეგატიური ფაქტორები – ინფლაციის ზრდა.
ექსპერტებმა რანდენიმე გასაოცარი დასკვნა გამოიტანეს. დასაწყისისათვის აღსანიშნავია, რომ სცენარი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს არ ითვალისწინებს, სულაც არ არის ეკონომიკისათვის ყველაზე ხელსაყრელი. ეს განპირობებულია იმით, რომ ომთან დაკავშირებული გაურკვევლობა, რომელიც უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ხელს უწყობს ბაზრების დეპრესიული მდგომარეობის შენარჩუნებას და ინვესტორებისათვის პრემიის გაზრდას რისკისათვის, რომელიც ნავთობის ფასების ზრდას უწყობს ხელს და ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. სხვა უკიდურესობის შემთხვევაში, თუ კონფლიქტი მართლაც გასტანს დიდხანს, ნავთობის ფასები კრიტიკულ ზღვარს – ბარელში 80 დოლარს მიაღწევს, რის შედეგადაც მსოფლიო ბაზარს რამდენიმე თვე დასჭირდება იმისათვის, რომ მათი სტაბილიზაცია დაახლოებით 40 დოლარის დონეზე მოახდინოს, რაც კიდევ უფრო ცუდია ეკონომიკისათვის.
ექსპერტების მიერ გაკეთებული ყველაზე პესიმისტური პროგნოზი შემდეგნაირად გამოიყურება: 2003 წლის დასაწყისში გაგრძელდება დოლარის დევალვაცია, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ამას მოჰყვება სპარსეთის ყურეში კონფლიქტის გამწვავება, რის შედეგადაც გაიზრდება ნავთობის ფასები, რასაც მოჰყვება დოლარის ვარდნა. თუ ეს მოვლენები გეგმის მიხედვით განვითარდება (ანუ დოლარის დევალვაცია ძალიან სწრაფი არ იქნება და ერაყში მოულოდნელობები არ მოხდება), ამას დაუყონებლივ მოჰყვება ბუშის მიერ დოლარის ოქროზე “მიბმის” შესახებ განცხადება და შესაბამისი საკონფისკაციო ოპერაციის გატარება. არ არის გამორიცხული, რომ ერთდროულად ამას დოლარის მიმოქცევის რეფორმა მოჰყვება: ბრუნვაში “ვარდისფერ” დოლარს შემოიღებენ და შეიზღუდება “ძველი” დოლარების ახლებზე გადაცვლა.
რუსეთისათვის ეს მოვლენები არასრული მასშტაბით განვითარების შემთხვევაშიც კი კატასტროფის ტოლფასია. რუსეთის ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია მთელი რიგი ექსპერტების გაფრთხილებებს იმის თაობაზე, რომ აუცილებელია მოსახლეობისათვის ინფრასტრუქტურის შექმნა ნაღდი დოლარების ევროზე, ოქროზე ან სხვა აქტივებზე გადაცვლისათვის. ამის შედეგად საბანკო სისტემა პარალიზებული იქნება, და სავარაუდოდ საერთოდ უარს განაცხადებს ნაღდი დოლარის შესყიდვის ოპერაციებზე. რუსული საწარმოები ბიუჯეტში ფულის გადახდებს შეამცირებენ. დოლარის დევალვაცია ექსპორტის ეფექტიანობას შეამცირებს და იმპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ვინაიდან მსოფლიო მოთხოვნა დოლარის დევალვაციის შემდეგ შემცირდება (შესაძლებელია, მნიშვნელოვნად), უცხოური კომპანიებისათვის გასაღების ბაზრის შენარჩუნების საკითხი სერიოზულ მნიშვნელობას შეიძენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთს დაბალფასიანი იმპორტული საქონელი წალეკავს, რომელიც დააკმაყოფილებს დარჩენილ მოთხოვნას.
ქვეყანაში ოქროს ფაქტობრივად სრული არ არსებობა და მის მოპოვებაზე უცხოური კომპანიების კონტროლი არ მისცემს რუსეთს საშუალებას ისარგებლოს სხვა ქვეყნების ეკონომიკური პრობლემებით. საბიუჯეტო გადასახადების მკვეთრი შემცირება (როგორც შიდა ბაზარზე ორიენტირებული მწარმოებლების მხრიდან, ისე ექსპორტიორებისა და იმპორტიორების მხრიდან) ფედერალური ბიუჯეტის კოლაფსს და რეგიონებთან ისედაც რთული ურთიერთობების გამწვავებას გამოიწვევს. განსაკუთრებით, ეს შორეული აღმოსავლეთის რეგიონებს შეეხება, ვინაიდან მიმდინარე ეკონომიკური პრობლემები ყველაზე ნაკლებად ჩინეთს დააზარალებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში მსოფლიო ბაზრებზე ოქროს აშშ-ის მიერ წამოწყებულმა გაჭიანურებულმა სამხედრო კომპანიამ ერაყის წინააღმდეგ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა მსოფლიო ეკონომიკა, რომელიც, ისედაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას აქვს რამდენიმე ძირითადი მიზანი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიზნები პირველ რიგში, ეკონომიკურ ხასიათს ატარებს. დღეს, როდესაც ამერიკული ბაზრების საინვესტიციო მიმზიდველობა 1996 წლის დონემდე დაეცა და ამერიკული ეკონომიკა, მიუხედავად ყველაფრისა, ვარდნას განაგრძობს, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ აშშ-ის განცხადებები იმის შესახებ, რომ იგი ერაყში საბრძოლო მოქმედებებს გაერო-ს სანქციების გარეშეც დაიწყებს, ცარიელი მუქარა არ არის. ნუთუ ვინმეს ეყოფა გულუბრყვილობა იმისათვის დაიჯეროს, რომ ამერიკა აპატიებს ევროპას ევროს დოლარზე ხანმოკლე ტრიუმფს!
ყველაზე სერიოზული მყიდველი, როგორც ჩანს, სწორედ ჩინეთი იყო, მისი ფარდობითი წონა მსოფლიო ეკონომიკაში მკვეთრად გაიზრდება, გარე ექსპანსია კი დამატებით ბიძგს მიიღებს.
ყველა ბაზრის მომგებიანობის მკვეთრი შემცირება, ექსპორტ-იმპორტის ბაზრის ჩათვლით, ფინანსური ნაკადების მნიშვნელოვან გადანაწილებას გამოიწვევს, რაც ავტომატურად განაპირობებს უძლიერეს ბრძოლებს პოლიტიკურ “ოლიმპზე”. ყველა ოლიგარქული კლანი, და რაც ყველაზე საინტერესოა, მათ შიგნით არსებული სახვადასხვა ჯგუფები ჩაებმებიან სერიოზულ ბრძოლაში უაღრესად შემცირებული რესურსების ხელში ჩასაგდებად და ვინაიდან პრეზიდენტმა პუტინმა ძალაუფლებაში სამწლიანი ყოფნის დროს ვერ მოახერხა რამდენადმე მაინც მოეხდინა ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების რეანიმირება, საუკეთესო შემთხვევაში იგი უსასტიკესი შერკინების მდუმარე მეთვალყურის როლში მოგვევლინება, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ვინ გახდება რუსეთის ახალი პრეზიდენტი.
რაც შეეხება კომერციულ სტრუქტურებს, როგორც ოლიგარქიულებს, ისე ჩვეულებრივებს, ისინი ნაწილობრივ გადარჩებიან – ან შემთხვევით (10-დან ერთი), ან იმის ხარჯზე, რომ მოახერხებენ მოსალოდნელი მოვლენებისათვის კარგად მომზადებას.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, შესაძლებელია ამერიკამ ვერ მოახერხოს მიაღწიოს თავის ძირითად მიზანს. კვლავინდებურად უცნობია, ეყოფა თუ არა ქვეყანას რესურსები, გოლდმანის, ზაქსისა და უოლ-სტრიტის სხვა ბანკების გადასარჩენად. ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც დოლარის დევალვაციის გამო ცხოვრების დონის მკვეთრ ვარდნასთან და უძრავი ქონების ფასზე დამყარებული უკანასკნელი ფინანსური საპნის “ბუშტის” გასკდომასთანაა დაკავშირებული, ამ ბანკების გადარჩენის პროგრამა შესაძლოა ჩავარდეს, მაგრამ ამერიკის ეკონომიკის სტიმულირება ამ ნეგატიური ფაქტორის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. პრეზიდენტ რუზველტს თითქმის 10 წელი დასჭირდა თავისი პროგრამის განხორციელებისათვის, რომელიც მან დიდი დეპრესიის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ დაიწყო (შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი თავისი მოვალეობების შესრულებას 1933 წლის იანვარში შეუდგა, კრიზისი კი აშშ-ში 1929 წლის ოქტომბერში დაიწყო), ანუ ყველა სტრუქტურული დისპროპორცია, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლების ამერიკის ეკონომიკაში ახლანდელზე გაცილებით ნაკლები იყო, მისი პროგრამის დაწყების მომენტისათვის უკვე აღმოიფხვრა. რესპუბლიკელი პრეზიდენტის გ. გუვერის წყალობით ამ პროცესების გამო მისმა პარტიამ 20 წლით დაკარგა სახელმწიფოში ხელისუფლების უმაღლესი პოსტის დაკავების საშუალება.
მანამ, სანამ დღეისათვის არსებული სტრუქტურული დისპროპორციები არ აღმოიფხვრება, ამერიკაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება, ვინაიდან ამერიკული ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში შეაღწიეს “მომაკვდავმა” დარგებმა. ამ დარგების წილი მე-20 საუკუნის ბოლოს ქვეყნის მთელი ეკონომიკის 20% აღემატებოდა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეიცვალა იგი ბოლო დროის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის შედეგების მიხედვით.
შესაბამისი დარგთაშორისი ბალანსები მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება მზად. თანაც გაუგებარია რამდენად შეიძლება მათი ნდობა, ვინაიდან ამერიკული ეკონომიკური სტატისტიკის არაადეკვატურობამ ბოლო დროს ძალზედ მაღალ დონეს მიაღწია. დღეისათვის გასაგებია მხოლოდ ის, რომ სანამ აშშ-ის Mმშპ არ შემცირდება 20-25 %-მდე, ყოველგვარი ზრდა გამორიცხულია! მაგრამ ასეთი სცენარი ნიშნავს იმას, რომ ჯ. ბუში გ. გუვერის ბედს გაიმეორებს, ამის დაშვება კი მას (და მის პარტიას) არ შეუძლია, ანუ სტრუქტურული გარდაქმნების დასაწყისი არჩევნების შემდეგ გადაიწევს.
რას ნიშნავს ეს წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით? იმას, რომ დოლარის დევალვაციისა და მის ოქროზე მიბმის შემდეგ, ამერიკულ ეკონომიკაში გაგრძელდება ნეგატიური პროცესები. ამ მოვლენის შემდეგ ამერიკის ფულადი ხელისუფლება თავისი ფინანსური რესურსებით (საემისიო რესურსების ჩათვლით) მანიპულირებას განახორციელებს, იმისათვის, რომ მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებული ფინანსური ინსტიტუტები გადაარჩინოს, თავისი ნაკლებად სასიამოვნო მოვალეობები აშკარა ბანკროტებს მიაწეროს, მთელი თავისი სამხედრო ძალის გამოყენებით საერთაშორისო პრობლემები მოაგვაროს და ა. შ. გარდა ამისა, დიდი ძალისხმევა დასჭირდება შიდა სოციალური პრობლემების მოგვარებას, კერძოდ, იპოთეკური კრედიტირების სახელმწიფო სისტემის გადარჩენას. რუსეთის 1998 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამას სულ მცირე 3-5 თვე სჭირდება. მართალია, რუსეთს ამდენი პრობლემები არ ჰქონია, მაგრამ ვერც ამერიკის რესურსებს შეადარებთ რუსეთისას.
მაგრამ რუსეთში 1999 წელს სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაიწყო. აშშ-ში კი, 2003 წლის მეორე ნახევარში გასაგები გახდება, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის! და აი უკვე წლის ბოლოსკენ ქვეყანა დადგება 1970-იანი წლების მსგავსი სიტუაციის წინ: აშშ იძულებული გახდება ან თვითონ მოახდინოს დოლარის დევალვაცია (ანუ შეამციროს მასში ოქროს შემცველობა), ან საერთოდ უარყოს ოქროს სტანდარტი.
მომავალი წლისათვის პროგნოზის გაკეთება უკვე ძნელია. ჯერ-ჯერობით, გაუგებარია გაბედავენ თუ არა ამერიკელები აღწერილი პროგრამის მთლიანად განხორციელებას. მეორე მხრივ, იგი, ფაქტობრივად გაცხადებულია, სხვა რომელიმე ვარიანტი კი თითქმის არ არსებობს. უკან დასახევი გზა აღარ არის. ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა გლობალური კატასტროფის გარეშე უკვე აღარ შეიძლება. საერთოდ, შექმნილ სიტუაციაში შედეგებზე საუბარი ძალიან ძნელია: მათი განსაზღვრისათვის აუცილებელია არა მარტო იმის ცოდნა, თუ რა მოქმედებები განხორციელდება, არამედ ისიც, თუ როდის დაიწყება ისინი და რა სიჩქარით და თანამიმდევრობით. ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ჯ. ბუშს მოუწევს, რომელიც ნაკლებად ერკვევა იმაში, თუ რისთვის და რატომ არის აუცილებელი ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება და ვინაიდან მისი ახლანდელი გარემოცვა მერილინჩის და გოლდმანის ბედზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესებზე, ასეთ პირობებში პროგნოზის გაკეთება ძალზედ უმადური საქმეა.