ქართული თხილი ევროპულ ბაზარზე

თხილი საქართველოში ერთერთიმნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. წლების განმავლობაში საქართველოს ერთერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელია, არა მარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ მთლიან ექსპორტში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის წარმოების მაჩვენებლები წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2010 წელს საქართველოში სულ 28 800 ტონა თხილი, 2011 წელს – 31 100 ტონა, 2012 წელს – 24 700 ტონა, ხოლო 2013 წელს 39 700 ტონა თხილი იქნა წარმოებული.
2013 წელს თხილის მოსავლის რაოდენობამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი – დაახლოებით 39.7 ათასი ტონა შეადგინა.

ქართული თხილის ძირითადი ნაწილი საქართველოს შემდეგ რეგიონებზე მოდის:
1
აღსანიშნავია ისიც, რომ თხილის წარმოების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება როგორც მისი საექსპორტო რაოდენობა, ასევე, წილი ქვეყნის ექსპორტში.
2

3

2012 წელს თხილის ექსპორტის ყველაზე მაღალი თანხობრივი მაჩვენებელი თებერვალში დაფიქსირდა და დაახლოებით, 17 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში დაფიქსირდა – დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი, 2014 წელს აგვისტოს თვეში თხილის ექსპორტმა 40 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. 2013 წელს ქართული თხილის ძირითად საექსპორტო ბაზრებს იტალია (20%), გერმანია ( 19 %), ყაზახეთი (8%) და ესპანეთი (7%) შეადგენდა. დანარჩენ ქვეყნებზე კი თხილის ექსპორტის 46% მოდიოდა.
4

საქართველოდან განხორციელებული თხილისა და კაკლის ექსპორტი ბოლო ერთი წლის მანძილზე 4-ჯერგაიზარდა და მთლიანი ექსპორტის წილში 12,6 პროცენტი გახდა. 2015 წლისიანვარ-თებერვალში თხილის ექსპორტიდან მიღებული თანხა 40 მილიონ დოლარს აღემატება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თხილის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 3,6 პროცენტიიყო, რაც 15 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ქართული თხილის ექსპორტი უკვე მესამე წელია იზრდება. საქართველოდან, ნაჭუჭგაცლილითხილისექსპორტი 2014 წელს, 2013წელთანშედარებით, 11%-ითგაიზარდადა 179 მილიონიდოლარიშეადგინა. მსოფლიოში, თხილისგულისუმსხვილესექსპორტიორებსშორისპირველადგილზეათურქეთი, რომელზეცმოდიოდა 2014 წელსმსოფლიოშიექსპორტირებულინაჭუჭგაცლილითხილის 80%.საქართველოაღნიშნულრეიტინგშიმეორეადგილზედგას 11%-იანიწილით.
მიმდინარე წელს თხილმა ექსპორტში ღვინოს გაუსწრო, თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხა 183 მილიონია, ღვინის ექსპორტმა კი ქვეყანას 180 მილიონი შესძინა.

2015 წელს თხილის ექსპორტი რიგით მესამეა და ექსპორტის 10% – ს შეადგენს.
მაშინ როდესაც ქართული თხილი უცხოურ ბაზარზე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, ის ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე დგას.

საქართველო თხილის მსოფლიო უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქართული თხილი ხარისხით ჩამოუვარდება თხილის სხვა უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს. გამომდინარე აქიდან, ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე ბევრად ნაკლებად ფასობს, ვიდრე სხვა ექსპორტიორი ქვეყნების მაღალი ხარისხის თხილი.
მეორე მხრივ, ქართული თხილის მწარმოებლები ვერ უზრუნველყოფენ მსხვილი საკონდიტრო კომპანიებისთვის სტაბილურად კარგი ხარისხის თხილის გარანტირებული მოცულობების გარანტირებულ მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქართული თხილის მეტ პოპულარობას.

მწარმოებლებს კიდევ ერთი გამოწვევა ელოდებათ. ევროპაში წარმოების ფასები სულ უფრო იზრდება, ამიტომ ევროპულ კომპანიებს ურჩევნიათ თხილის გულის ნაცვლად თხილის მზა პროდუქტები(მოხალული, კანგაცლილითხილი, დაქუცმაცებულითხილი, ნედლიდამოხალულითხილისფქვილიდათხილისპასტა) შეიძინონ. იმისთვის რომ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროპაში თხილის პროდუქტი გაიტანონ, მათ ბევრად უფრო მკაცრი სერტიფიცირებისა და ლაბორატორული შემოწმების სისტემა უნდა გაიარონ.

შეჯამების სახით კი შეიძლება ითქვას, რომ ქართულ თხილს მართლაც გააჩნია ევროპულ ბაზარზე ლიდერობის პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ შემოსავალს მოუტანს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მწარმოებლებმა თხილის ხარისხის გზრდაზე იზრუნონ, რათა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ, ამის შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი საქონელი ძალიან მომგებიან ფასად გაყიდონ.

ავტორი: ირმა ბოლქვაძე