„საზოგადოება 20:30“ მორიგ შეხვედრას მართავს
1 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „საზოგადოება 20:30”-ის მორიგი კონფერენცია გაიმართა. მას ეკონომიკის ექსპერტები და საჯარო სექტორის წარმომადგელები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე საქართველოს განვითარების კორპორაციის – საპარტნიორო ფონდის ჩამოყალიბებაზე, მის ფუნქციებსა და მომავალზე იმსჯელეს.
„ ეს არის გარკვეული, უნივერსალური მოდელი, გზა, რომელიც განვითარებულ და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს უკვე გავლილი აქვთ, ის არ არის მხოლოდ თეორიული მოდელი, ის რეალურად მუშაობს.
იმ რეგიონებში სადაც არც განვითარება გვაქვს და ეკონომიკური ზრდაც დაბალია, ეს კორპორაცია საშუალებას იძლევა შეიქმნას კაპიტალი, რომლითაც საკრედიტო და საინვესტიციო რესურსის მოზიდვის საფუძველი იქმნება. აქედან გამომდინატრე, ეს იქნება დღეს არსებული ეკონომიკის ზრდის შემავსებელი და გამაძლერებელი. თან იმის უზრუნველყოფის პირობით, რომ განვითარების კომპონენტები რეგიონებში და სექტორებში იქნას შეტანილი“- აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
დისკუსიისას გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება რომელიც, ეკონომიკის განვითარებაზეა ორიენტირებულ, შეაფერხებს მის ზრდას. ამასთან დაკავშირებით კალანდაძემ აღნიშნა:
„ეს მოდელი გახდება არა კონკურენტი, არამედ პირიქით, შემავსებელი იქ, სადაც არ ან ვერ შედის ბანკი. ამ მოდელს ექნება შესაძლებლობა შექმნას კაპიტალი და დეფიციტი ამოავსოს. საბანკო სექტორს ინტერესი გაუჩინოს, რომ უკვე კაპიტალტევადი დარგის დაფინანსება მოახდინოს და ამ პროცესის თანამონაწილე გახდეს.“
“იგი ვერანაირად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას, თუ არა ხელს შეუწყობს მის განვითარებას. უცხოური ქვეყნების და იმ ტენდენციის მაგალითზე, რაც უკვე არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აპრიორი. ეკონომიკის ის სექტორები, რომლებიც არ იწვევენ კერძო ბიზნესის ინტერესს, იქნება ამ კორპორაციის ინტერესის სფერო. ის ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის წინსვლით განვითარებას“ – თქვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ლია ელიავამ.
კონფერენციაზე ასევე დისკუსია გაიმართა ფინანსურ სტაბილურობასა და მის მთავარ გამოწვევევ საკითხებთან დაკავშირებით. იმსჯელეს ქართული პროდუქციის გატანაზე ევროკავშირის მასშტაბით. ყურადღება გამახვილდა მტავრობასა და სფეროს ექსპერტების კომუნიკაციის პრობლემებზე, საკრედიტო საქმიანობაზე, ქონების გადასახადზე და სხვ.
შეხვედრის ბოლოს ეკონომიკის ექსპერტმა, რომელიც ღონისძიებას უძღვებოდა, მიხეილ დუნდუამ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე და საეთაშორისო სავალუტო ფონდის შვიდ მოთხოვნაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ექსპერტებმა განაცხადეს, მსგავსი მჯელობა ხელს შეუწყობს ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებას და იმ პრობელემების წამოწევას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში რეალურად არსებობს.
მოამზადა ნინო ტაბაღუამ