ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია თსუ-ში
2 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მსოფლიოში ცნობილი
ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების ,,სტატისტიკა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის“ (ავტორები დ. ანდერსენი, დ. სვინი, თ. უილიამსი) და „ეროვნულ ანგარიშთა სისტემა: როგორ ვისწავლოთ და გავიგოთ“ (ავტორები ფ. ლოკიე და დ. ბლეიდსი) – ქართულ ენაზე თარგმანების პრეზენტაცია.
წიგნების თარგმნა და გამოცემა განხორციელდა თსუ–ს რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში, რაც სტუდენტობისათვის თანამედროვე უცხოენოვანი სახელმძღვანელოების გაცნობა–შესწავლის ფართო შესაძლებლობაა.