ნოდარ ხადური:მთაში ბიზნესი მოგების,ქონების და საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება
“დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება 1 იანვრიდან ამოქმედდეს საგადასახადო შეღავათები საწარმოებისთვის, რომელებიც ამ რეგიონებში იქნება განთავსებული. ეს შეეხება მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს“, – ამის შესახებ ფინანთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„1 იანვრიდან ძალაში შედის კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, სადაც მნიშვნელოვანი 2 მიმართულებაა. სოციალური დახმარებები, მათ შორის თქვენ იცით, რომ 1 სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისთვის პენსია გახდება 216 ლარი. თუმცა, გათვალისწინებულია მასწავლებლების, ექთნების, ექიმების შრომის ანაზრაურების ზრდა. პრაქტიკულად ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწნებს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ინვესტიციების სტიმულირებას და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ხადურამა.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელსაც პალრამენტარები და მაღალმთიანი რეგიონის გუბერანტორები, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.