უწევს ყველაზე დიდხანს მუშაობა, iPhone-ს შესაძენად?

რამდენ საათს უნდა იმუშავო, რომ iPhone შეიძინო? მონაცემები დრამატულად ცვალებადია მსოფლიოს მასშტაბით და მსყიდველობითი უნარისა და პროდუქტიულობის შეუსაბამობა შეინიშნება.
UBS-ის ანგარიშის მიხედვით, რომლის მიზანსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კეთილდღეობის განსაზღვრა წარმოადგენდა, იმის მიხედვით, თუ რამდენს წუთს უნდა იმუშავონ, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ შეიძინონ iphone,
Big Mac, პური ან ერთი კილო ბრინჯი, საშუალო მუშას ციურხში ან ნიუ იორკში შეუძლია 3 დღის მუშაობით შეიძინოს iPhone 6. კიევში კი, ამის საწინააღმდეგოდ, კონტრასტულად, იმავე ნივთის შესაძენად 13 კვირაა (ან 627 საათი) საჭირო.

4
ანგარიში ასევე გვიჩვენებს როგორი ჯაფა უნდა გასწიოს საშუალო მუშა ხელმა კენიაში სამი საათის განმავლბაში, რომ Big Mac შეიძინოს, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმავეს ყიდვას მხოლოდ 10 წუთის მუშაობა სჭირდება. მხოლოდ 5 წუთის მუშაობაა საკმარისი, რომ ერთი კილო ბრინჯი იყიდო ციურიხში, როცა ნაირობიში 62 წუთი სჭირდება იმავეს.
ასეთი განსხვავებები მსყიდველობითი უნარის, პროდუქტიულობის და ადგილობრივი ინგრედიენტების ღირებულების ვარიაციებს გვიჩვენებს.

საბოლოოდ, UBS-მ დაასრულა სტანტარტიზებული კვლევა 122 სახეობის სერვისზე და საქონელზე და 15 პროფესიით ფულის გამომუშავებაზე მსოფლიოს მასშტაბით 71 ქალაქში. შეგროვდა 68 000-ზე მეტი მონაცემი და მას ანგარიშის გათვლები შეიცავს.

ეფექტურობის მიხედვით, ამ ქალაქების შედარებისას, თითოეული ფასი და გამომუშავება კონვერტირებული იყო ადგილობრივი ვალუტიდან აშშ დოლარზე.
იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაეყვანათ ყოველდღიური ფასის რყევების ეფექტი, მკვლევარებმა გამოიყენეს საშუალო კურსით მონაცემთა შეგროვების პერიოდი, რომელიც დაფიქსირებული იყო 2015 წლის მარტიდან აპრილის ბოლომდე.
5
მსოფლიოში გამოიყენება, როგორც სახელმძღვანელო, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში რეალური მსყიდველობითი უნარის შედარება შეიძლება. ინდექსი დაფუძნებულია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) თეორიაზე და უზრუნველყოფს საბაზრო გაცვლითი კურსის შედეგად, ადგილობრივი გადასახადის ფასების შედარებას პროდუქციის ღირებულებასთან.

ავტორი: ნინო ტაბაღუა