ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქ ხალხს და ქვეყნის მთავრობას. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ძალიან მძიმეა უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა, თითოეული ტერორისტული აქტი კი არამარტო რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ.“