აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კურტ ტონგს შეხვდა
აშშ–ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწე კურტ ტონგთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში გაიმართება. მხარეებმა განიხილეს ის საკითხები, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ორმხრივი ვაჭრობის ხელშწყობა, ინვესტიციების წახალისება და სხვა, რომლებიც შესაძლოა, განიხილოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და მის ცალკეულ კომპონენტებზე.
შეხვედრაზე საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კურტ ტონგი აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში აშშ–ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე აშშ–ის მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელს დენიელ მალანის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობების სხვადასხვა ფორმატებზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ აშშ–ისა და საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას დიდად შეუწყობს ხელი მოლაპარაკებების შესაძლებლობის განხილვა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის თაობაზე, აგრეთვე სავაჭრო და საინვესტიციო მისიების ორგანიზება როგორც საქართველოში, ისე აშშ–ში.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, სადაც განიხილეს საქართველოს და აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას შორის თანამრომლობის ფართო სპექტრი.