მეცნიერი და მოქალაქე
პროფესორ რევაზ კაკულიას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით
დარწმუნებული ვარ, რომ პროფესორ რევაზ კაკულიას მეცნიერულ, პედაგოგიურ, სახელმწიფოებრივ საქმიანობას იმდენად კარგად იცნობს საქართველოს ფართო საზოგადოება, რომ ჩემი შთაგონებები მისი ბუმბერაზი პიროვნების დახასიათებისათვის ბევრს ვერაფერს ნიშნავს.
ამასთან, მე მის მრავალი ათეული წლის კოლეგა-მეგობარს უფლება არა მაქვს არ გამოვეხმაურო მის იუბილეს.
რევაზ კაკულიას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა ყოვე¬ლთვის გამოირჩეოდა შემოქმედებითი ხასიათით. ის ხშირად იყო (დღეს, სამწუხაროდ, არა) ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და ამოცა-ნებიდან გამომდინარე მაღალი დონის სახელისუფლო საფინანსო-ეკო-ნომიკური გადაწყვეტილებების შემუშავების ერთ-ერთი, თანაც წამყვანი თანაავტორი.
გავიხსენებ მხოლოდ ერთ, შედარებით ნაკლებად ცნობილი ფაქტს.
ჩვენი საზოგადოების უფროს თაობას უეჭველად ახსოვს, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში აქტიურად მიმდი-ნარეობდა ყოველგვარ საქმიანობაში წესრიგის დამყარების მცდელობა. ამასთან დაკავშირებით საქართველოში გადაწყდა, რომ საჭიროა იყოს დისციპლინის მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შექმნა. რამდენიმე სამთავრობო უწყების ერთიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა და მრავალი წელიწადი ფუნქციონირებდა ე.წ. „დისციპლინის სტატისტიკა“, რომლის თაობაზე გაზეთი „პრავდაც“ კი წერდა. ამ, პირდაპირი სპეციალისტებისათვისაც მეთოდოლოგიურად რთულად შესასრულებელი სამუშაოს ერთ-ერთი ძირითადი თანაავტორი სწორედ რევაზ კაკულია გახლდათ.
რაც შეეხება ბატონი რეზოს მეცნიერული ნააზრევის პუბლიკაციებს, მისი შრომის ნაყოფიერება საერთოდ გაოცებას იწვევს. საკმარისია ბოლო 15-20 წლის პერიოდს შევეხოთ: აქ ეკონომისტებს შორის ის უეჭველი ლიდერია, განსაკუთრებით ფინანსური პრობლემებისადმი მიძღვნილი ნაშრომებით. ამასთან ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მისი პუბლიკაციების მოცულობა, როგორც წესი, პირდაპირ კავშირშია მაღალ ხარისხთან. კოლეგების მიერ გაკეთებულ შეფასებებთან ერთად, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ბ-ნ რეზოს ავტორობით გამოცემული ზოგი სახელმძღვანელო ქვეყნის ეკონომიკური სასწავლებლების სტუდენტებისათვის სამაგიდო წიგნად არის ქცეული.
რევაზ კაკულია მკაცრ, მომთხოვნ, მაგრამ ობიექტურ პედაგოგად არის ცნობილი და ამის გამო ზოგჯერ უსიამოვნებაც შეხვედრია. მაგრამ თქვენ უეჭველად იცნობთ სტუდენტებს, რომლებიც სიამაყით წარმოაჩენენ მათი ცოდნის ფრიადზე „ხუთიანზე“, დღეს კიდევ „ასიანზე“ შეფასებას.
ბატონ რეზოსთან 55 წლის ნაცნობობა-მეგობრობა მაკავშირებს. ამიტომ მის ადამიანურ თვისებებსაც კარგად ვიცნობ. რევაზ კაკულია მაღალი იუმორით დაჯილდოებული პიროვნებაა. თანაც მის იუმორში (ხუმრობაში) ღიად და დაუფარავად იკვეთება მისი დამოკიდებულება პარტნიორ_მოპასუხესა და მისი ქცევის მიმართ. ეს დამოკიდებულება, როგორც წესი, არ არის შეურაცხმყოფელი. ამასთან გულზე ხელს დავი-დებ და ვიტყვი, რომ ზოგჯერ ასეთი ზღვარის გავლება რთულია და ეს თვითონ რეზოს წინააღმდეგ მოქმედებს.
მოვიყვან მისი იუმორის ხასიათის, ჩემი აზრით, გამომხატველ ორ მაგალითს.
მაგალითი 1.
1970-იან წლებში ჩვენ ერთად ვმუშაობდით ინსტრუქტორებად საქა-რთველოს კომპარტიის ცკ-ში. ვის რა ინფორმაცია აქვს დღეს და რას ქილიკობს ამ ორგანიზაციის თაობაზე და იქ მომუშავე ადამიანებზე, არ ვიცი და არც მაინტერესებს, მაგრამ მაშინ ეს უმაღლესი სახელისუფლო ინსტიტუტი ძირითადად ხელფასზე მომუშავე პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული (მაშინ კადრებს არჩევდნენ!). ამასთან სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ იყვნენ გამონაკლისი „ფულიანებიც“ („ბლატით“ მოწყობილები).
მე და რეზო მაშინ დილით ადრე მტკვრის სანაპიროზე ველოსიპედით ვვარჯიშობდით. და აი ერთხელ ცკ-ის მდივანთან თათბირზე რაღაცა საკითხის განხილვისას ერთმა „ფულიანმა“ კოლეგამ წამოროშა: „რეზო კაკულიას რა უნდა მოსთხოვო, როდესაც ის და ბასარია ქალაქში ველოსიპედით სიარულს არ თაკილობენო“.
რეზოს მყისიერი პასუხი ასეთი იყო: `შენ, 160-მანეთიანი ხელფასის მქონე ცკ-ის ინსტრუქტორი, 50 ათასი მანეთის ღირებულების „ვოლგით“ სიარულს არ თაკილობ და ჩემთვის კი 200-მანეთიანი ველოსიპედით სია-რულია სასირცხვილო?“
მაგალითი 2.
ერთხელ სამსახურის დამთავრების შემდეგ (გვიანი საღამო იყო) მე და რეზო ერთად მოვდიოდით ჩიტაძის ქუჩაზე. მანქანით დაგვეწია ერთ-ერთი თანამშრომელი და გვეკითხება, _ „ბიჭებო, საით მიდიხართ, ხომ არ დამემგზავრებით?“
რეზოს პასუხი ასეთი იყო: „შე კაცო, ტროლეიბუსის საჭესთან ხომ არ ზიხარ, გზას რომ ვერ გადაუხვიო. გაგვიყვანე, თუ გინდა, ბენზინი ხომ არ გაძვირდა?“
და კიდევ ერთი რამ. ყველას გვახსოვს რა თქმა უნდა, როგორ უსინდისოდ დაითხოვეს თავის დროზე უნივერსიტეტიდან ბ-ნ რეზო და ბევრი სხვა სახელოვანი მეცნიერი პედაგოგი. რეზო კაკულიას სამუშაოდან დათხოვნა კომისიის წევრ გერმანელ პროფესორს დააბრალეს და ეს პირდაპირი სიცრუე იყო.
მე კარგად ვიცნობ გერმანელთა მენტალიტეტს და წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ გერმანელ პროფესორს ჩაეთვალოს, რომ რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ 15 წლის განმავლობაში ნამუშევარი, უნივერსიტეტის გამოცდილი პროფესორი ვერ შეასრულებდა (ვერ გააგრძე-ლებდა) ასოცირებული პროფესორის მოვალეობებს, კიდევ კარგი, რომ ქვეყანამ ასეთი განუკითხაობის პერიოდი დაძლია (დაძლია კი? ვნახოთ).
დაბოლოს, მეგობრულად და ძმურად ვულოცავ რევაზ კაკულიას დაბადებიდან 80 წლის თავს და ვუსურვებ შემდგომ მრავალწლიან სახელოვან საქმიანობას.
პროფესორი რევაზ ბასარია
2016 წლის 8 სექტემბერი