რა უნდა იცოდეს სესხისგან დაზარალებულმა ადამიანმა და ვინ დაიცავს მის უფლებებს

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი ყოველდღიურად ზრდის იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებსაც თვიდან თვემდე თავი სესხების საშუალებით გააქვთ. ხალხი იძულებულია მიაკითხოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს. ისარგებლოს კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწავდომი ონლაინ სესხებით, რომლებიც საკმაოდ მაცდური სარეკლამო შეთავაზებებით ძალიან მარტივად გვთავაზობენ ფულს. საბოლოოდ კი ეს „მარტივი ფული“ სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება.

სანამ სესხს ავიღებთ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას გვავალდებულებს მეორე მხარე და ვინ დაგვიცავს იმ ვალდებულებებისგან, რომლებსაც სასესხო ხელშეკრულებებით გვაკისრებენ და რომელსაც, ხშირ შემთხვევაში ან საერთოდ, არ ვკითხულობთ, ან ვკითხულობთ ნაჩქარევად, რაც სამართლებრივ პასუხისმგებლობებს გვაკისრებს.

lcc

მიზეზები, რის გამოც მოსახლეობა სხვადასხვა სესხებით სარგებლობს, დამახასიათებელია ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებისთვის. ძირითადად, არასაკმარისი ხელფასის, შემოსავალის სიმცირის გამო, ადამიანები სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებენ სესხს. ხშირად ელემენტარული, ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, პირობების გასაუმჯობესებლად, შვილების სწავლის საფასურის გადასახდელად – პრინციპით ვისესხებ დღეს- გადავიხდი ხვალ. მაგრამ „გადავიხდი -ხვალ“, ასე მარტივად არ გამოდის და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. დღევანდელ დღეს მოსახლეობას ძირითადად ორი ალტერნატივა აქვს ბანკები და მიკროსაფინანსოები (ონლაინ სესხები) ორივეს აქვს თავისი მინუსები და პლიუსები. ბანკში სესხს ყველას არ აძლევენ. ითხოვენ დამატებით პირობებს- უნდა გქონდეს სტაბილური შემოსავალი, კარგი საბანკო ისტორია და ა. შ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხებს უფრო მარტივად იძლევიან. მიკროსაფინანსოები და ონლაინ სესხები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა გაცილებით მაღალპროცენტიანი და რისკებსაც მეტს შეიცავს. ახლანდელმა რეგულაციებმა ონლაინ სესხების შესახებ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. კომპანიები აღარ გასცემენ მცირევადიან სესხებს, ვეღარ მოხდება გადავადება რაც აისახება იმაზე, რომ ვეღარ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც ბანკებს პირდაპირ ავალდებულებს სესხები გასცენ დაბალ პროცენტში და ასევე, სესხის ვადამდე დაბრუნების შემთხვევაში დაწიონ საპროცენტო ღირებულება და შეამცირონ პირგასამტეხლოს ოდენობაც. თუმცა, ეს ცვლილებები ახალია და აქამდე გაცემულ სესხებს არ ეხება. შესაბამისად, ის, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით გაიმარტივებს სასესხო პირობებს, ასე არ არის. მსესხებელმა ხშირად არც იცის თავისი უფლებების შესახებ მაგალითად აუცილებელია წინასწარ კარგად გვქონდეს გაცნობიერებული დოლარიდან ლარზე გადასვლის რისკები და პლიუსები – უნდა დავთანხმდეთ თუ არა ამ პირობას და რატომ. კარგად გავიგოთ, რას გვთავაზობენ ბანკები?

2017 წლის 17 იანვრიდან 17 მარტამდე მოსახელობას აქვს შესაძლებლობა მოახდინოს კონვერსია. რას ნიშნავს ეს – თუ ფიზიკურ პირს 2015 წლის 1 იანვრამდე აღებული აქვს სესხი დოლარში, შეუძლია მიმართოს მსესხებელ ბანკს და მოითხოვოს სესხის ლარში გადაყვანა. ამასთან, თუ რამდენიმე ბანკიდან აქვს აღებული სესხი, უნდა მოახდინოს ერთში პორტირება, რათა სახელმწიფომ გამოყოს სუბსიდიები. მაგრამ ადამიანები სრულად ინფორმირებული არ არიან და შესაბამისად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ანუ, რამდენად უღირს ადამიანს, რომელსაც თუნდაც სესხი 2014 წლის 31 დეკემბერს რომ აქვს აღებული და 2 წლის განმავლობაში გადახდილი აქვს პროცენტიც და ძირი თანხის ნაწილიც, გადაიყვანოს ეს ყველაფერი ლარში? გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონვერსიის შესახებ ცვლილება ეხებათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს და ამით ვერ ისარგებლებენ მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეები, მაგრამ მათ კანონი უკვე სხვა ვალდებულებებს უწესებს.

სესხის დაფარვის ვადაგადაცილება იწვევს სამართლებრივ დავას და სწორედ აქ იწყება ის პრობლემები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და რასთან გამკლავებაც ჩვეულებრივ ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ. ამიტომ ხალხს ეშინია. გაურბის სამართლებრივ დავას. გაურბის სასამართლოს და არ იბარებს სარჩელს. რა ხდება ამ დროს?- მხარე არ მიდის სასამართლოში, არ გამოხატავს თავის პოზიციას და დგება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება აღსრულება და პირი კარგავს საცხოვრებელ ადგილს, ან მოძრავ ქონებას.

ამის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. იურიდიული საკონსულტაციო კომპანია LCC ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სარჩელებისა და შესაგებლების მომზადებასა და სასამართლოში წარმომადგენლობას, რათა ისედაც მძიმე პირობებში მყოფი ადამიანებისათვის თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოში გამოუცხადებლობით გამოწვეული შედეგები. ანუ, თუ დროულად მოგვმართავენ, ძალიან ბევრ პრობლემას საწყის ეტაპზევე მოვაგვარებთ, გართულებების გარეშე.

eka

იურიდიული საკონსულტაციო კომპანია LCC ის დირექტორი ეკა ჩაფიჩაძე
საკონტაქტო ნომერი: 032 2946982; 599030037
მის: ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის N88
e-mail: info@lcc.com.ge
web: www.lcc.com.ge