საქართველოში საბანკო ინსტიტუტები და საბროკერო კომპანიები დააჯილდოვეს

რედაქციისაგან

FOREX საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია საქართველოში 2006 წლიდან მოღვაწეობს და მისი მისია საბირჟო ვაჭრობის პოპულარიზაცია და საინვესტიციო გარემოს სრულყოფაა. მან საქართველოში სავალუტო და საფონდო ბირჟების განვითარების მიზნით აღნიშნულ სფეროში წლის საუკეთესო ბანკებისა და საბროკერო კომპანიების დაჯილდოების ტრადიცია დაამკვიდრა, რასაც ყოველწლიურად ახორციელებს. მიმდინარე წლის 12 მარტს საბირჟო საქმიანობაში ნომინაციების მიხედვით გამოვლინდა საუკეთესო ბანკები და საბროკერო კომპანიები:

1. საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2007 წლის ყველაზე აქტიური საბროკერო კომპანია:
I ადგილი – “გალტ ენდ ტაგგარტ სიქიურითი”; II ადგილი – “საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+”; III ადგილი – “საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი”.
2. საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2007 წლის საუკეთესო საბროკერო კომპანია გარიგებების მოცულობის მიხედვით:
I ადგილი – “პაბლიკ ინვესტმენტ მენეჯმენტ კომპანია”; II ადგილი – “გალტ ენდ ტაგგარტ სიქიურითი”; III ადგილი – ქართული საფონდო კომპანია”.
3. საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2007 წლის საუკეთესო საბროკერო კოპმპანია გარიგებების ჯამური ღირებულების მიხედვით:
I ადგილი – “გალტ ენდ ტაგგარდ სიქიურითი”; II ადგილი – “ქართუ ბროკერი”; III ადგილი – “ქართუ საფონდო კომპანია”.
4. 2007 წლის საუკეთესო ფასიანი ქაღალდები, საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგებების ჯამური ღირებულების მიხედვით:
I ადგილი – “ლაგუნა ვერეს” ფასიანი ქაღალდი; II ადგილი – “გალტ ენდ ტაგგარდ სიქიურითი”; III ადგილი – “საქართველოს ბანკი”.
5. 2007 წლის ყველაზე აქტიური ბროკერი:
I ადგილი – ჯემალ თოდუა; II ადგილი – ნინო თანდარაშვილი; III ადგილი – თემურ ირემაშვილი.
6. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მონაწილე 2007 წლის ყველაზე აქტიური ბანკი:
I ადგილი – სს “ბანკი რესპუბლიკა” ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი”; II ადგილი – სს “ინვესტბანკი”; III ადგილი – სს “საქართველოს ბანკი”.
7. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 2007 წლის ყველაზე აქტიური დილერი:
I ადგილი – ზურაბ ჭაჭია; II ადგილი – ავთანდილ საყვარელიძე; III ადგილი – ლევან ჭიჭინაძე.
8. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მონაწილე 2007 წლის საუკეთესო ბანკი დადებული გარიგებების მოცულობის მიხედვით:
I ადგილი – სს “საქართველოს ბანკი”; II ადგილი – სს “ბანკი რესპუბლიკა” ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი”; III ადგილი – სს “თი ბი სი ბანკი”.
9. 2007 წლის საუკეთესო ბიზნესგადაცემა, რომელიც ხელს უწყობდა საბირჟო საქმიანობის პოპულარიზაციას:
I ადგილი – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ბიზნესგადაცემა – “ბიზნეს კურიერი”.
10. 2007 წლის საუკეთესო რადიოგადაცემა, რომელიც აშუქებდა საბირჟო საქმიანობას:
I ადგილი – რადიო “ფორტუნას” ბიზნესგადაცემა.
11. 2007 წლის საუკეთესო საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ყველაზე აქტიურად აშუქებდა საბირჟო საქმიანობას:
I ადგილი – საინფორმაციო სააგენტო – “ახალი ამბები საქართველო”.
საბირჟო საქმიანობის განვითარების ასოციაცია მიზნად ისახავს საბროკერო კომპანიების ინტერესების დაცვას, მოსახლეობისათვის გამოცდილების გაზიარებას, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო კურსის მიხედვით კვალიფიკაციის ამაღლებას სავალუტო და საფონდო ბაზრებზე (საბროკერო და ტრეიდერული საქმიანობის სწავლება), ასევე სპეციალური პროგრამების, პროექტების, აქციების, კვლევებისა და პუბლიკაციების მეშვეობით საბირჟო საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივება, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სავალუტო დილინგის განვითარება.
ასოციაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის პროექტები, მათ შორის: FOREX სასწავლო ცენტრი, პირველი, ქართულენოვანი სახელმძღვანელო “FOREX ტრეიდერებისათვის”, რადიო “სინდიკატი” – ყოველკვირეული გადაცემა “FOREX news”, რადიო “ახალი ტალღა” – ყოველკვირეული გადაცემა Bუსინესს ნეწს, პროექტი “პარტნიორი” – ყოველკვირეული ახალი ამბების ქართულენოვანი ბიზნეს-გაზეთი.
ასოციაციის პარტნიორები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის: ამერიკული საფინანსო კომპანია GAIN CAPITAL GROUP და ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის და ჩიკაგოს სავაჭრო პალატის შერწყმის შედეგად შექმნილი საბროკერო კომპანია INFINITY FUTURES და FX SOLUTIONS, ასევე საქართველოში მოღვაწე ფინანსური ინსტიტუტები.

მეწარმეობის კურსები თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში
მარტის დასასრულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა საბერძნეთის დელეგაცია, რომლის მიზანი იყო საბერძნეთის მთავრობის მიერ “Hელლენიც Aიდ”-ის პროგრამით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პირეოსის უნივერსიტეტის საერთო პროგრამის განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
აღნიშნული პროგრამა მოიცავს თსუ-ში ლექციათა კურსს: “მეწარმეობის შესახებ”. ლექციებს, რომლებიც სამ ფაზად ჩატარდა, თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა. ისინი კონკურსის წესით შეირჩნენ, კერძოდ, ძირითადი მოთხოვნა მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნა იყო, რადგან ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.
უკვე დასრულდა პროექტის მესამე დასკვნითი ფაზა. 5-დღიანი ლექციების ბოლოს სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაციები გავლილ მასალებთან და თემებთან დაკავშირებით, აბარებენ გამოცდას და წარმატების შემთხვევაში სერთიფიკატთან ერთად მიიღებენ 5 დამატებით კრედიტს.
ივნისის ბოლოსთვის კი დაგეგმილია პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც სტუდენტები წარმოადგენენ მათ მიერ მომზადებულ დეკლარაციას “მეწარმეობის შესახებ”.
პროგრამის განხორციელება, რომელსაც საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს, 2006 წლის ნოემბერში დაიწყო, თსუ კი მას 2007 წლის იანვრიდან შეუერთდა. როგორც პროექტის კოორდინატორმა საბერძნეთის მხრიდან პირეოსის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა იოსებ ჰასიდმა აღნიშნა, იგეგმება ასეთივე ტიპის თანამშრომლობა თსუ-ს სხვა ფაკულტეტებთან (ზუსტ და საბუნებისმეტყველო და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა) და საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან, მაგალითად, საქართველოს ტექნიკურ და საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტებთან.