არც ისე შეჩერებული თბილისი

გიორგი ელიზბარაშვილი

ნაწილი I
ამ ბოლო დროს პირად საუბრებშიც და ფეისბუქზე გამოგზავნილ წერილებშიც ბევრმა მკითხა, სულ ნეგატიურზე რომ წერ, ნუთუ ქვეყანაში კარგი არაფერი ხდებაო? რა საკვირველია კარგიც ხდება. მასაც უნდა დანახვა. დღეს გადავწყვიტე სწორედ მასზე მოვყვე, კერძოდ კი იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა თბილისში 2012 წლის შემდეგ.
მშენებლობები ის თემაა, რომელზედაც დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. როცა ვამბობთ რომ თბილისი ლამაზია ყოველთვის ვგულისხმობთ ძველ თბილისს, სოლოლაკს, მთაწმინდას, რიყეს, ორთაჭალას, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებს, მათ მიმდებარე ტერიტორიებს. ძველ ტაძრებსა და აივნიან სახლებს. მარმარილოთი და ჩუქურთმებით დამშვენებულ შენობებს. ვიწრო, სასეირნო ქუჩებს. ძნელია ბუნებაში ადამიანის პოვნა რომელიც აღფრთოვანდება „ხრუშჩოვკების“ არქიტექტურით. ერთმანეთზე მიწყობილი უსახური კოლოფებით. საოცარი მიშენებებითა თუ დაშენებებით. უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში აგებული კიდევ უფრო უცნაური ფორმის შენობებით. მაგრამ ასეთ არეულობაშიც არის გამორჩეული ნაგებობებიც. ამბობენ, რომ თბილისი შეჩერებულია, რასაც არც ისე ბევრი აქვს საერთო სიმართლესთან. ვნახოთ რატომ არაა ასე.

პირველი რაც გამახსენდა ეს „აქსის თაუერსია“ რომელიც ძალიან მალე შეიძლება გახდეს თანამედროვე თბილისის სახე. 2 კოშკი რომელთაგანაც 1 ქვითაა მოპირკეთებული, ხოლო მეორე შუშით. თითოეული სართული ქვედასგან 2°-ით გამოიყოფა და იქმნება ილუზია, რომ თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგოდ ბრუნავენ. სართულების რაოდენობა 41, ამასთან 4 მიწისქვეშ სადაც განთავსდება 500 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი, რომლის საერთო ფართი 4 ფეხბურთის მოედანს უდრის. კომპლექსში ერთიანდება საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, სასტუმრო და გასართობი ფართები, ჯამში 94 000 მ2. კომპლექსს მოემსახურება 22 სწრაფი ლიფტი, რომელთაგანაც 1 გათვლილი იქნება მხოლოდ მომსახურე პერსონალზე. სიმაღლე 147 მეტრი. ჭერის სიმაღლე 3.6 მეტრი. ქვის კოშკი განკუთვნილია საცხოვრებლად, ხოლო შუშის კოშკში გათავსდება A კლასის ბიზნეს ცენტრი, საოფისე ფართები და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო PULLMAN. ადგილმდებარეობის (ჭავჭავაძის 37) და გამორჩეული არქიტექტურის გარდა მას ფასს 360°-იანი ხედიც მატებს ქალაქზე. კვადრატული მეტრის ფასიც სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება. პროექტი 2008 წელს შეჩერდა და 2015 წელს განახლდა „თანაინვესტირების ფონდის“ დახმარებით. ბიუჯეტი 83$ მილიონი. გეგმის მიხდვით მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს და 2018 წელს სრულად დაიტვირთოს. სახურავზე გათვალისწინებულია 25 მეტრის სიგრძის საცურაო აუზი და ვერტმფრენის დასაჯდომი, საიდანაც უმოკლეს დროში შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ წერტილში ჩაფრენა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა და საცალფეხო ქუჩა.

1
აქსის თაუერსი

ამ ადგილიდან არც ისე შორს, გმირთა მოედნის სიახლოვეს, კერძოდ კი ალექსიძის 12-ში, კლდის ფერდობზე დასასრულს უახლოვდება კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი “King David Residences.” ამ შემთხვევაშიც 2 კოშკია, ოღონდ განსხვავებით იმავე „აქსის თაუერსისგან“ ტრაგიკული ნიუიორკული ტყუპებიდან თუ კუალა ლუმპურის ცათამბჯენიდან, კოშკების სიმაღლე თანაბარი არაა. მაღალი კოშკი 32 სართულიანია და იქ მთლიანად საცხოვრებელი რეზიდენციები განთავსდება, მეორე დაბალი 19 სართულიანი, რომელიც განკუთვნილია ბიზნეს-ცენტრისა და სასტუმროსათვის. აღსანიშნავია რომ მთელი ფართის 40% ეთმობა ინფრასტრუქტურას როგორიცაა გასართობი ცენტრი, აუზი, პარკინგი და სხვა. კომპლექსი უზრუნველყოფილია ალტერნატიული ენერგიის წყაროებით იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში მიწოდების რაიმე პრობლემა გაჩნდა. პროექტის ღირებულება 70$ მილიონს შეადგენს, ავსტრიული ინვესტიცია. დაბალი კოშკი უკვე დასრულებულია და რამდენიმე თვეში დასრულდება მაღალიც.

2
King David Residences

სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო კიდევ ერთი ცათამბჯენების კომპლექსის (თბილისის მასშტაბით) მშენებლობა ვაკეში, მიხეილ მესხის სტადიონთან. ამჯერად ორის ნაცვლად 3 კოშკია შემოთავაზებული, სამივე სხვადასხვა სიმაღლის. მათგან ყველაზე მაღალი 40 სართულიანი იქნება და მასში საცხოვრებელი ბინები გათავსდება. დანარჩენ ორში აპარტამენტები და სასტუმრო, რომელსაც ოპერირებას WYDHAM GARDEN გაუწევს. პროექტს „ალიანს ჯგუფი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 75$ მილიონს შეადგენს, დასრულება კი 2019 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

3
ალიანს პალასი

დასასრულს უახლოვდება, ამ 3 პროექტის ფონზე შედარებით მოკრძალებული, მაგრამ მაინც გამორჩეული 29 სართულიანი და 30$ მილიონიანი „თბილისი გარდენი“ საბურთალოზე, ასათიანის ქუჩაზე. მასაც აქვს ბევრი ის უპირატესობა რაც არ გააჩნია სხვა ტიპიურ კორპუსს, თუმცა თუ მაგალითად „აქსის თაუერსში“ 35-ე სართულზე 537 მ2 ბინის ფასი 5690 ლარია, 36-ე და 37-ე სართულების ბინები ჯერ არ იყიდება და სავარაუდოდ კიდევ უფრო ძვირი ეღირება, „თბილის გარდენსში“ ყველაზე ძვირი 29-ე სართულზე მდებარე 245 მ2 888 ათასი ღირს ანუ კვადრატული მეტრი 3625 ლარი, რაც თავისთავად მაღალი ფასია, მაგრამ გააჩნია რის ფონზე.

4
თბილისი გარდენსი

კიდევ ერთი ექსკლუზიური პროექტი მათთვის ვისაც საბანკო ანგარიში აძლევს საშუალებას და ამავე დროს ბუნებასაც დიდ ყურადღებას აქცევს გახლავთ „Gergeti Rise Residence” სოლოლაკის ფიჭვნარში. მხოლოდ 20 ბინა. ჭერის სიმაღლე 3.7 მეტრი, ავტოფარეხი თითოეული ოჯახისთვის 3 მანქანაზე გათვლილი, დამატებითი ფართი ველოსიპედისა და თხილამურების შესანახად, ღვინის მარანი, ბიბლიოთეკა, შესანიშნავი ხედი და მართლაც რომ გამორჩეული არქიტექტურა. დასრულების დრო 2018 წლის შემოდგომა.

5
Gergeti Rise Residence

2016 წლის 31 ივლისს თბილისი გრანდიოზული შოუს მომსწრე გახდა. ოფიციალურად გაიხსნა 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილთმორი.“ მილენიუმმა 140$ მილიონი ინვესტიცია განახორციელა 1$ მილიონზე მეტი კი სწორედ გახსნის ცერემონიალი დაჯდა. ეს იყო მსგავსი „ბურჯ ხალიფას“ გახსნის, ფეიერვერკი, ლაზერ შოუ, პროექციები კედლებზე ქართულ-არაბული კულტურის ნაზავით, მსოფლიო მედიის მოწვევა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა საემიროების შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰინი. სასტუმრო 2 ფაქტორის გათვალისწინებით თავიდანვე სკანდალური გახდა. პირველი ეს იყო მის ადგილას თაბუკაშვილის ქუჩაზე 13 სართულიანი საცხოვრებელი სახლის დანგრევა ჯერ კიდევ 2007 წელს, მიზეზად ავარიულობა სახელდებოდა, როცა მართლა ავარიული სახლი ძალიან ბევრია ქალაქში. კომპენსაციები მხოლოდ მოგვიანებით დარიგდა. მეორე მისი დიზაინია. რომელიც გარკვეულწილად მართლაც ამოვარდნილია კონტექსტიდან. თუმცა სადაო მხოლოდ ექსტერიერია, ინტერიერი თითქმის საყოველთაო მოწონებას იმსახურებს. სასტუმროში წარმოდგენილია 216 ლუქს კლასის ნომერი და სხვა ყველაფერი რაც უნდა გააჩნდეს მაღალი კლასის სასტუმროს იქნება ეს საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი თუ მისთანა. სასტუმროს ძირითადი ნაწილი შემინული კოშკი სრულიად ახალი აშენდა, წინა მხარეს კი გამოყენებულ იქნა ე.წ. „იმელის“ შენობა.

6

7
ბილთმორი

ძალიან ახლოს „ბილთმორიდან“ ყოფილ ფოსტის შენობაში იხსნება „რედისონ ტელეგრაფ ბლუ“ რომელიც უკვე მესამე სასტუმრო იქნება ამ ბრენდის საქართველოში რედისონ ივერიასა და ბათუმს შემდეგ. 170-180 ნომრიანი სასტუმროს სავარაუდო ღირებულება 60$ მილიონი იქნება. ის 2017 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა სავარაუდოდ ვადა გადაიწევს.

8
რედისონ ტელეგრაფ ბლუ

2017 წელსვე იგეგმება „ინტერკონტინენტალის“ გახსნა ყოფილს გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში კოსტავაზე. ნომრების რაოდენობა 205. ინვესტიცია 35$ მილიონი.

9
ინტერკონტინენტალი

სასტუმრო „რიქსოსი“ გუდიაშვილზე მიმდინარე პროექტებიდან, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეულია თავისი დიზაინით, არქიტექტურით, ულამაზესი შუშის გუმბათით, 22 მეტრიანი ჭაღით. ისიც ასევე წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გახსნის თარიღმა გადაიწია იმ დრომდე სანამ არ დასრულდება მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები, მაგთის საგამოფენო ცენტრი და „პანორამა თბილისი“ მტვერმა და ხმაურმა სტუმრებს დისკომფორტი რომ არ შეუქმნას. ამავე ბრენდის სასტუმრო უკვე 2 წელია წარმატებით ოპერირებს ბორჯომში.

10
რიქსოსი

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ამავე დროს ხმაურიანი ინვესტიცია ხორციელდება „პანორამა თბილისში.“ რომელიც 3 წერტილს გააერთიანებს: პუშკინის სკვერთან ყოფილ ცეკავშირის შენობასთან კარკასის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, 1 ობიექტი ერეკლეს მოედანზე განთავსდება, სოლოლაკის მაღლობზე და სოლოლაკის ბაღებში კი კი იქნება 1 და 2 სართულიანი შენობები ტერასებად რომლებიც ერთმანეთს დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან. თავი მხრივ სოლოლაკიდან ერეკლეს მოედნამდე და პუშკინის სკვერამდე გაკეთდება საბაგირო გზები. ქალაქიც ცენტრიდან სულ რაღაც 3 წუთში ეკოლოგიური ტრანსპორტით შესაძლებელი გახდება ბუნების წიაღში მოხვედრა და ქალაქის ხედებით ტკბობა. სოლოლაკის მაღლობზე სასტუმროში განთავსდება ასევე 1000 კაციანი საკონფერენციო დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, საკალათბურთო და საფეხბურთო დარბაზები, პლანეტარიუმი და აკვარიუმი… მშენებლობის ეტაპზე მოსაჭრელი ხდება 150-მდე ხე, მაგრამ იმავე და მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 30 000 4-5 მეტრის სიმაღლის ხის დარგვა. სოლოლაკში სამშენებლო სამუშაოები ხლა იწყება. გეგმის მიხედვით 2019 წელს უნდა დასრულდეს. “Aotograph collection Sololaki” მერიოტის ბრენდის ქვეშ. ღირებულება 200$ მილიონი. სასტუმროს ნომერი 370.

11
პანორამა თბილისი სოლოლაკი

2018 წელს უნდა დასრულდეს თავისუფლების მოედანზე მდებარე ობიექტი. 7 ვარსკვლავიანი „Aotograph collection.“ საინვესტიციო ღირებულება 100$, 220 ლუქს კლასის ნომრით.

12
პანორამა თბილისი პუშკინის სკვერი

„პანორამა თბილისს“ უკავშირდება კიდევ ერთი შედარებით მცირე ზომის სასტუმრო „თაბორი რეზორთსი“ 80 ნომრით, ხელოვნური ტბითა და გოლფის მოედნით. ინვესტიცია 60$ მილიონი.

13
თაბორი რეზორთსი

2016 წლის ნოემბერში თანაინვესტირების ფონდის მიერ ატვირთულ ვიდეო რგოლში ერეკლეს მოედანი საერთოდ ამოვარდნილია და მის ნაცვლად სწორედ ეს უკანასკნელი პროექტია ჩასმული. ჯამში 360$ მილიონის ინვესტიცია საკმაოდ დიდი მოცულობისაა, თუმცა საწყის ეტაპზე 500 და 600 მილიონიც კი სახელდებოდა. პროექტს წინააღმდეგობა ძირითადად პოლიტიკური მიზეზების გამო ხვდება. ერთ-ერთმა არხმა რომელსაც პრეტენზია აქვს პირველობაზე და ობიექტურობაზე ისიც განაცხადა, რომ „პანორამა თბილისი“ და „ნენსკრა ჰესი“ სეისმურად არამდგრადებიაო. პანორამაზე ინფორმაცია საჯაროდ არ დევს თუმცა „ნენსკრა ჰესზე“ გარკვევით წერია, რომ გათვლილია 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზე, მგრძნობელობა 9 ბალი. საუბარი იყო იმაზეც, რომ პროექტი ქალაქის გარეუბანში განხორციელებულიყო. 200 მილიონიანი სასტუმრო მუხიანში ძნელად წარმოსადგენია. ადგილმდებარეობა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ამ შემთხვევაში.

იხილეთ სტატიის II ნაწილი: არც ისე შეჩერებული თბილისი (II ნაწილი)

ბიბლიოგრაფია:
www.axistowers.ge
www.kdr.ge
www.alliancegroup.ge
www.tbilisigardens.ge
www.forbes.ge
www.gcfund.ge