ღვინის ტურიზმი და ბიზნესი

ქეთევან ღარიბაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი

ketato97@gmail.com

რეზიუმე
სტატიაში განსაზღვრულია ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის დონე, შესაბამისად შემოთავაზებულია ღვინის ბაზრისა და ღვინის პროდუქტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები. ღვინის ბაზრის კონკურენტული ძალების შეფასების საფუძველზე გაანალიზებულია ქართულ ღვინოზე მოთხოვნა-მიწოდების კონიუნქტურა ტრადიციულ და ახალ ბაზრებზე. გამოვლენილია საქართველოსა და მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, დასახულია დარგის განვითარების პერსპექტივები.

Abstract
The article evaluates the level of competitiveness of Georgian wine is determined, therefore, the possibilities of diversification of the wine market and wine products are proposed. Based on the evaluation of competitive forces of the wine market, the structure of demand and supply of Georgian wine on traditional and new markets is analyzed. Modern trends in the development of viticulture and winemaking industry in the world and in Georgia are identified, prospects for the development of the industry are determined. conclusions on the modern challenges in viticulture and winemaking industry in Georgia are proposed and the competitive models of diversification are suggested.

საქართველოში ღვინოს დიდი ტრადიცია აქვს, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც მოწმობს: ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაახლოებით 7000 წლის წინანდელი ყურძნის ჯიშები. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, სადაც ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. თერმოსის ტიპის ქვევრებით ქართული ღვინო საბერძნეთში, სპარსეთში, იერუსალიმში გაჰქონდათ ექსპორტზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 3.614.1 ათასი ლიტრი, ხოლო შემოსავალმა 10.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ქართული ღვინის ორი ყველაზე მსხვილი – ევროკავშირის და დსთ-ს ბაზარია. ბოლო წლების ახალი ბაზარი, რომელიც ქართულმა ღვინომ აითვისა, ჩინეთია.
2009-2011 წლებში საქართველოდან ექსპორტზე 39.324.8 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა. ამ პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 127.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი – 54 მილიონი აშშ დოლარი – უკრაინაზე მოდის.

2010 წელს ექსპორტზე 50 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, უფრო მეტი, ვიდრე ემბარგომდე გადიოდა. 2011 წელს ექსპორტზე უკვე 18 მილიონი ბოთლი ღვინოა გასული. მაგრამ სხვას ამბობს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია. საქსტატის მონაცემებით, 2005 წელს ექსპორტზე გასულმა ღვინის ღირებულებამ 80 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2010 წელს კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ ნახევარი, 40 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის მაქსიმალური იმპორტის მაჩვენებელი, რასაც საქართველომ ემბარგოს შემდეგ მიაღწია.

ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ, რისთვისაც საჭიროა სათანადო კამპანიის განხორციელება, რათა გაიაზარდოს მოთხოვნა ქართულ ღვინოზე. იმისთვის, რომ კამპანია შედეგის მომტანი იყოს, კარგად უნდა იქნეს შესწავლილი, მაგალითად, ჩინური ბაზარი, მისი ყველა მნიშვნელოვანი ასპექტით, მოხდეს მისი ანალიზი, შემდეგ შეიქმნას ამ ბაზარზე შესვლისთვის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი ბიუჯეტი, აგრეთვე, გაიმიჯნოს ის საკითხები, რა შეიძლება გააკეთონ ცალ-ცალკე სახელმწიფომ და კერძო სექტორმა და როდის შეიძლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობა.

მნიშვნელოვანია დეგუსტაციისას ღვინოსთან მხოლოდ ადგილობრივი კერძების შეხამება, ისევე როგორც მნიშვნელოვანია ტიპიური არქიტექტურის, ჩაცმულობისა და ღვინის ჭურჭლის შერჩევა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველივე ეს მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული და გარკვეულწილად ღვინის ტურიზმის განვითარებას აფერხებს.

ცალკეული კომპანიებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია დიდ ბაზრებზე და მით უმეტეს კონკურენტულ გარემოში ბიზნესის განვითარება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევა უფრო ნაყოფიერი იქნება. ფაქტია, რომ ამ ბაზარზე შესვლისთვის არაკვალიფიცირებული კადრების გამო არათანამიმდევრული პოლიტიკა მიმდინარეობს სახელმწიფოს, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან.

დღეისათვის ფაქტია, რომ ქართული ღვინის ბიზნესს სათანადოდ არ ეწყობა ხელი, ის, რომ საერთაშორისო გამოფენებში მათი მონაწილეობისთვის სოლიდური თანხები იხარჯება, ღვინის გაყიდვების რაოდენობაზე არ ისახება და ეს არის სახელმწიფოს მიერ არაეფექტურად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგი, საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობა არასაკმარისია ღვინის გაყიდვებისთვის, საჭიროა თანამიმდევრული მარკეტინგული პოლიტიკის განხორციელება და მაშინ შეიძლება, გამოვიდეს ეს დარგი კრიზისიდან. აუცილებლად უნდა ვთქვათ, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორი არის უმძიმეს კრიზისში, ეს არის სამწუხარო რეალობა.

პრობლემა ფულშია, თუმცა არამხოლოდ ამაში! დიდ საწარმოებს აქვთ ბევრი ფული და არ აინტერესებთ ტურიზმიდან შემოსავალი. მცირე მეწარმეებსა და გლეხურ მეურნეობებს კი აქვთ მცირე შემოსავალი და ცოტა ფული და ვერ ახერხებენ მარნების კეთილმოწყობას, შესაბამისად აღჭურვას. ასევე საჭიროა ხელსაბანი, მარანთან მისასვლელი გზა, რათა ტალახში არ მოუწიოთ ტურისტებს სიარული.

თუმცა უსახსრობა არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ღვინის ტურიზმი საქართველოში ჯეროვნად ვერ თვალშისაცემია გიდების განათლებისა და სერტიფიცირების პრობლემა. ყველას შეუძლია იყოს გიდი, არანაირი დამადასტურებელი მოწმობა მას არ სჭირდება. ზოგი გადამზადებულია, ზოგი – არა. ეს პრობლემა მძაფრად დგას ღვინის ტურიზმში, რომელიც ახლა იკიდებს ფეხს და ცოდნა ამ მიმართულებით არის ძალიან დაბალი. არადა, სხვა გიდებთან შედარებით, ღვინის ტურიზმში მეტი ცოდნაა საჭირო. გიდი კარგად უნდა ფლობდეს სპეციალურ ტერმინოლოგიას. მართალია, ნაბიჯები იდგმება, მკვიდრდება გარკვეული სტანდარტები, მაგრამ არაფერი გამოვა, თუ თავად არ იზრუნეს ღვინის კომპანიებმა საკუთარ გიდებსა და მათ მომზადებაზე.
ჩინეთთან თავისუფალ
ი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მეღვინეები ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ელოდებიან. ღვინის მწარმოებლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჩინეთში ქართული პროდუქციის შეტანაზე ნულოვანი ტარიფები ამოქმედდება, მოთხოვნა განსაკუთრებულად სწორედ ქართულ ღვინოზე გაიზრდება, რადგანაც ამ მიმართულებით დაინტერესება ამჟამადაც საკმაოდ მაღალია.

ევროკავშრის ბაზარზე პროდუქციის გატანის მთავარი პრობლემა არის ის, რომ რეალურად პროდუქცია არ არის საქართველოში. ღვინო საკმარისი გვაქვს, თუმცა, ევროპის ბაზარი საკმაოდ რთული ბაზარია ღვინისთვის. ძნელია თავის დამკვიდრება. რაც შეეხება ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას, ჩინეთს ბაზარზე შეღავათები წაადგება ქართულ მეღვინეობას, მოიმატებს გაყიდვები.
მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ სხვა ბაზრები, მაგალითად ევროპა, სადაც მნიშვნელოვანია ჩვენი ღვინის არსებობა, ასევე სხვა აზიური ბაზრები, სადაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჩვენი ღვინო. თუმცა, ეს ყველაფერი კომპანიებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სურთ მათ საკუთარი ბაზრების დივერსიფიკაცია.

მოუწყობელი ინფრასტრუქტურისა და დაბალი ხარისხის სერვისის გამო, მიწოდება ყოველთვის ვერ აუდის მოთხოვნას, რაც, თავის მხრივ, ჩრდილს აყენებს ღვინის სამშობლოს სტატუსის მატარებელი ქვეყნის რეპუტაციას და საეჭვოს ხდის ქართველი მეღვინეების მტკიცებას, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უკანასკნელი 8 ათასი წლის განმავლობაში უწყვეტად ტარდება რთველი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბოლო დროს საქართველო არა მხოლოდ ღვინის კულტურის, არამედ ღვინის ტურიზმის სექტორის განვითარებითაც დაინტერესდა: 3-4 თვეში რამდენიმე ახალი მარანი გაიხსნა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ისტორიულ მარნებს. ღვინის ტურიზმით ინვესტორებიც უფრო ხშირად ინტერესდებიან – ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოსთვის შედარებით ახალი მიდგომა – შატოს კულტურა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებში. აქ სტუმარს შეუძლია გაჩერდეს, ადგილზე დააგემოვნოს ღვინო, მონაწილეობა მიიღოს რთველში.

სულ მალე ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ღვინის სპეციალურ რუკაზე დატანილი მარშრუტებით ისარგებლონ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო მუშაობს ღვინის მარშრუტების შემუშავების პროექტზე, რომელიც რამდენიმე ფაზისგან შედგება: მარნებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების აღწერა, მათი ანალიზის საფუძველზე ღვინის ადგილების მარკირება და ტურისტული მარშრუტების შემუშავება. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მომზადებულია სომელიეს და სპეციალიზებული გიდის სასწავლო მეგზურებიც.

საქართველოს მთავრობის გარდა, ღვინის ტურიზმის განვითარებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, ღვინის ტურიზმის სექტორის ხელშესაწყობად საქართველოში ჩამოვიდა EPI-ს საერთაშორისო ექსპერტი ჯესიკა ბელი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებთან იმუშავებს, მათ ტრენინგებს ჩაუტარებს და ახალ მეთოდებს პრაქტიკაშიც გამოცდის.

საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას ორი ძირითადი ფაქტორი უშლის ხელს – არასწორი მარკეტინგი და ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი დანადგარები. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ხარისხზე ეს მოძველებული ტექნიკა გავლენას ვერ ახდენს, ღვინის ტურიზმისთვის მაინც ნაკლია, რადგან დასავლელი ტურისტები განათებულ-გაკრიალებულ ქარხნებს არიან მიჩვეული. მათთვის ქარხანაც ტურიზმის ნაწილი და ინტერესის სფეროა. ამიტომ, თუ ქართულ ღვინოს უცხოელი ტურისტების მოზიდვა და ამ მხრივ კონკურენტუნარიანობის მოპოვება უნდა, მაშინ ქარხნების უკეთ აღჭურვა და შემდეგ მათი მარკეტინგულად სწორად შეფუთვა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველომ საკუთარი ნიშა უნდა იპოვოს. ევროპული ტექნოლოგიებით დაყენებული ღვინით ევროპული ბაზარი ისედაც გაჯერებულია. ამიტომ საქართველოს შეუძლია ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები დახვეწოს და ქართული ქვევრის თუ ნახევრად ტკბილი ღვინით მსოფლიო ბაზრისკენ გზა უფრო ადვილად გაიკვალოს. ასე ქვეყანა საკუთარი ღვინის იდენტურობის შენარჩუნებასაც მოახერხებს და მის გემოსაც უფრო თანამედროვეს გახდის. თუმცა ეს ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე იქნება.

საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნების შეცდომებზე ისწავლოს. რამდენიმე წლის წინ ბევრმა ესპანურმა ქარხანამ დიდი შეცდომა დაუშვა: ღვინო მხოლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ჯიშებისგან დააყენეს და არცერთი ადგილობრივი ჯიში არ გამოიყენეს. შედეგად, უცხოელი ტურისტები ვერ დააინტერესეს, რადგან ამ ტიპის ღვინის დაგემოვნება მათ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სამშობლოშიც, შეეძლოთ. ფაქტია, რომ ამერიკელი ტურისტი ესპანეთში სიამოვნებით გაუსინჯავს გემოს ადგილობრივ ტემპრანიოს და არ იყიდის კაბერნეს, რომელიც ამერიკაში მოდის.

ამდენად, აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა არის სინამდვილეში ღვინის ტურიზმი და რისთვის ჩამოდის ქვეყანაში ღვინით დაინტერესებული ტურისტი. ღვინის ტურში მონაწილე ადამიანებს ყველაზე მეტად ადგილობრივი ღვინო, მისი ისტორია და კულტურა ხიბლავთ. ეს საქართველოს არ აკლია. უბრალოდ, ამის სწორად გამოყენება უნდა ისწავლოთ.

ახალი ღვინის ბრენდების შექმნა არის საჭირო სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე შესვლისთვის, აუცილებელია ამა თუ იმ ქვეყნის მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინება და ამას ბევრი ქართული ღვინის კომპანია წარმატებით ახერხებს, ამ მხრივ ქინძმარაულის მარანი მართლაც მისაბაძია, მაგრამ მარტო ამ კომპანიის წარმატება საერთო ქართულ მეღვინეობაზე უმნიშვნელოდ იქონიებს გავლენას. ღვინის კომპანიები დაკავებული არიან ძირითადად ადგილობრივი წარმოებით და ახალი ბრენდების შექმნა დიდი პრობლემაა, რადგან მისი პოპულარიზაცია ითვლება კომპანიისთვის დიდ დანახარჯად, არადა ახალი ბრენდების შექმნის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს.

აუცილებელია, საზღვარგარეთის ბაზრებზე გასვლის სტრატეგიის შემუშავება-განვითარებასთან ერთად დიდი ყურადღება დავუთმოთ ადგილობრივი ბაზრის განვითარებას, დღეს ადგილობრივ ბაზარზე მრავალი პრობლემაა, რომელსაც სჭირდება იდენტიფიცირება, პრიორიტეტების მიხედვით დალაგება და მათ მოსაგვარებლად სათანადო გადაწყვეტილებების მიღება, ეს ორივე მხარის საჯარო და კერძო სექტორის მოსაგვარებელია, სამწუხაროა, რომ ღვინის ქვეყანაში კარგი ღვინის ყიდვა პრობლემაა.

გამოყენებული ლიტერატურა:
1.ხმალაძე 2010: ხმალაძე კ. ბერიძე ლ. ტურიზმის განვითარების რეგიონული
პროგრამის შედგენის მექანიზმი და სტრუქტურა. „ტურიზმი: ეკონომიკა და
ბიზნესი“. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები.
2.ჩაგელიშვილი 2011: ჩაგელიშვილი ლ. კლასტერები ტურიზმის ინდუსტრიაში.
„ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“.
3. ჩარლზ 2013: ჩარლზ რ. გელდნერი, ჯ.რ. ბრენტ რითჩი. ტურიზმი:
საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია.