პროგრესული გადასახადის ეკონომიკური მნიშვნელობა
მარიამ ღარიბაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი
marrygharibashvili@gmail.com
თეზისი
სტატიაში განხილულია პროგრესული გადასახადი. პროგრესული გადასახადი წესდება საშემოსავლო გადასახადზე, რაც უფრო მაღალია შემოსავალი, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი. პროგრესული გადასახადის უპირატესობა ისაა, რომ გადასახადის დაწესება ხდება იმის მიხედვით, თუ ვის რამდენის გადახდა შეუძლის. შესაბამისად, არ ირღვევა თანასწორობის პრინციპი.
Abstract
The article is about a progressive tax. this is a tax that imposes a lower tax rate on low-income earners compared to those with a higher income, making it based on the taxpayer’s ability to pay. That means it takes a larger percentage from high-income earners than it does from low-income individuals. The advantage of the progressive tax is that The Advantages of a Progressive Tax is that Progressive tax systems reduce the (tax) burdens on people who can least afford to pay them, and these systems leave more money in the pockets of low-wage earners.
თავისუფალი კონკურენციის პირობებში ხდება კაპიტალის გადინება ღარიბებიდან მდიდრებისკენ, ხოლო მდიდრებიდან კიდევ უფრო მდიდრებისკენ. ხდება სოციალური უთანასწორობის ზრდა და ეს არის არა მხოლოდ შემოსავლებში სხვაობა, არამედ ეს არის ნამდვილი სოციალური უთანასწორობა, ეკონომიკური უფსკრული. ისეთი უფსკრული, რომლის პირობებში ხალხს ხშირად არ გააჩნია ეკონომიკური სახსრები, რათა მინიმალური საარსებო მოთხოვნები დაიკმაყოფილოს. ქვეყანაში სწრაფად მცირდება საბაზრო მოთხოვნა, იზრდება უმუშევართა რაოდენობა, მცირდება წარმოების მასშტაბი და შედეგად ეკონომიკა ხდება არაეფექტური. ამ პრობლემიდან გამოსავალი შესაძლებელია პროგრესული გადასახადის შემოღება იყოს.
შეძლებულ მოქალაქეთა ფენა მოხმარებისთვის ხარჯავს თავისი შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილს და მხოლოდ ამ ნაწილიდან იხდის შესაბამის დამატებითი ღირებულების და აქციზის თუ სხვა გადასახადებს. ხოლო უმეტესი მოსახლეობა მოხმარებაზე ხარჯავს შემოსავლების მთლიან რაოდენობას, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებენ და იხდიან გადასახადებს მთელი თავისი შემოსავლებიდან. ამიტომაც საშემოსავლო გადასახადების პროგრესულობა არის არა მარტო სამართლიანი, არამედ სახელმწიფოს და საზოგადოების სტაბილურობის საფუძველი.
მაგრამ პროგრესული გადასახადი არ არის მხოლოდ „გადასახადი სიმდიდრეზე“. ასეთი სახის გადასახადი უწესდება მხოლოდ მათ, ვისაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ მაღალი შემოსავლის მისაღებად. საწარმოს მეპატრონეს გაცილებით უფრო დიდი შემოასვლის მიღების შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე იმავე საწარმოს მუშებს. მეწარმეებს გააჩნიათ ვარირების უფრო ფართო შესაძლებლობათა სპექტრი, ისინი ხშირ შემთხვევაში იყენებენ სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებულ სუბსიდიებს, ხანდახან დღგ-განაც თავისუფლდებიან, აქტივების სწორ გადანაწილებას ახორციელებენ და კანონის დაურღვევლად გადასახადისგან იცილებენ თავს. მთლიანობაში პროგრესული გადასახადი გვეხმარება საგადასახადო პოლიტიკის სამი მიზნის შესრულებაში: სოციალურ ჯგუფებს შორის საშემოსავლო უთანასწორობის დაბალანსებაში, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაში და სამეწარმეო საქმიანობის წახალისებაში.
მაგრამ, რასაკვირველია, პროგრესული საგადასახადო სისტემის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს პირველი საკითხის გადაჭრა. საშემოსავლო დისბალანსი აღმოფხვრილი უნდა იყოს საგადასახადო სისტემის შეუცვლელად.
საგადასახადო ტვირთის უდიდესი ნაწილი მოდის ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რადგანაც სწორედ ისინი არიან დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები, ხოლო საბანკო ბიზნესზე და მსხვილ ბიზნესზე მოდის საგადასახადო შემოსულობების მხოლოდ 13.2%.
პროგრესული საგადასახადო სისტემა შეიძლება დაყოფილ იქნეს რამდენიმე ინტერვალად და ყოველივეს თავისი ინდივიდუალური საპროცენტო იდექსი მიენიჭოს.
საშემოსავლო გადასახადის ინტერვალების აღწერა
დღესდღეობით საქართველოში საშემოსავლო გადასახადზე მოქმედებს ერთიანი განაკვეთი ყველასთვის, შემოსავლის სიდიდის მიუხედავად. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანს ხელსფასი 400 ლარი აქვს, თუ 30 000, ყველა 20%-ით იბეგრება.
ამის მაგივრად შეიძლება შემოვიღოთ პროცენტული შკალა და საპროცენტო განაკვეთები შემოსავლების მიხედვით გადავანაწილოთ, მაგალითად:
0% – 600 ლარამდე
5% – 600-დან – 1000 ლარს შორის
10% – 1000– 1800 ლარს შორის
15 % – 1800-3000 ლარს შორის
20% – 3000 ლარს ზევით
პროგრესული საგადასახადო სისტემის 6 მნიშვნელოვანი დადებითი თვისება:
1.იქმნება ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლების წყაროები მაღალი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირების ხარჯზე, რაც არ არის გათვალისწინებული ჩვეულებრივ სისტემაში და გადასახადი მთლიანად საშუალო და დაბალ ფენას აწვება.
2.რადგან დიდ შემოსავალებზე მატულობს საგადასახადო ტვირთი, ის ავტომატურად უმცირდება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე პირებს, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.
3.რადგან დაბალი და საშუალოს შემოსავლის დაქირავებულ თანამშრომლებს მეტი თანხები რჩება, შესაბამისად იზრდება სამომხმარებლო მოთხოვნა, რაც სამეწარმეო სექტორის განვითარებისთვის დამატებით იმპულსებს იძლევა.
4.საგრძლობლად იზრდება მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქტებზე, რაც ადგილობრივი მეწარმეების განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
5.გადასახადების განაკვეთის შემცირება მცირე და საშუალო შემოსავლის პირებისთვის, მათთვის ხელფასის მომატების ტოლფასი იქნება. ანუ სახელმწიფოს ამით ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
6.ასეთი გადასახადი ხელს შეუწყობს საშუალო კლასის გაძლიერებას და მის შემდგომ ჩამოყალიბებას.
გადასახადების სინერგია
ფიზიკურ პირებზე გადასახადის ცვლილება ბუნებრივად გამოიწვევს სამეწარმეო საშემოსავლო გადასახადების ცვლილებას, რადგან ეს ორი ერთიანი საგადასახადო სისტემის ორი ნაწილია.
ეს ქმნის ეკონომიკის საგადასახადო სისტემის გაჯანსაღების სტიმულს, რათა მიიღწეულ იქნეს სასურველი ფისკალური ეფექტი, მოხდეს მეწარმეების და ინვესტორების მოტივაცია, რათა მათ საკუთარი ბიზნესის გაფართოვება მოახდინონ.
საქართველოში დღესდღეობით მოგების გადასახადი იბეგრება 15 %-ით. ამიერკავკასიაში საქართველოში ყველაზე დაბალი მოგების გადასახადი მოქმედებს, თუმცა როგორც გამოცდილება გვიჩვნებეს ეს ვერ უზრუნველყოფს იმას რომ ეკონომიკა სასურველი ტემპით გაიზარდოს. უფრო მეტიც საქართველოს მთავრობა, 2017 წლის 1 იავრიდან “ესტონურ მოდელზე” გადავიდა, რაც იმას გულისხმობს რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას მოახდენს, აღნიშნული გადასახადისგან გათავისუფლდება.
რა თქმა უნდა ისევე როგორც საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაშიც, არც მოგების გადასახადის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ერთი და იგივე მცირე და მსხვილი ბიზნესისთვის. 15% როგორც ასეთი მოგების გადასახადისთვის საკმაოდ დაბალი განაკვეთია, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მაგალითად 2016 წლის მონაცემებით მთლიან საგადასახადო შემოსავლებში მოგების გადასახადს 13%-იანი წილი უჭირავს. უნდა ვივარაუდოთ რომ სამომავლოდ მოგების გადასახადის წილი უფრო შემცირდება მთლიან შემოსავლებში.
პროგრესული საშემოსავლო საგადასახადო სისტემის მაქსიმალური ეფექტი მხოლოდ მაშინ იქნება საგრძნობი თუ მოხდება მისი სინერგია პროგრესულ მოგების გადასახადთან. არასამართლიანია როდესაც მცირე ბიზნესი და მრავალი სხვადასხვა პროფილის მქონე მსხვილი ბიზნესი ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთით იბეგრებიან. მაგალითად საბანკო სექტორს საკამოდ მცირე თანხა შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში, იმასთან შედარებით თუ რა რეკორდულ მოგებებზე გადიან. ამიტომაც სახელმწიფოს პირველი ამოცანა მცირე ბიზნესის წახალისება უნდა იყოს და არა მსხვილი ბიზნესის.
აკადემიურ ლიტერატურაში გამოყოფენ ძირითადად ორ მოტივაციას, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოების მხრიდან პროგრესული გადასახადის შემოღებას, ესენია: უთანასწორობა და სიღარიბე. თუმცა პროგრესული გადასახადის შემოტანას პირველ ეტაპზე სრულიდ სხვა მიზნები ჰქონდა. პირველად პროგრესული გადასახადი დაადგინეს 1ბრიტანეთში და მისი ამოცანა იყო დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება საფრანგეთის რევოლუციური დაპირისპირებების დასაფინანსებლად. პროგრესული გადასახადის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებრივი თანაბრობის მიღწევა. ამ შემთხვევაში გამოყოფენ, როგორც ჰორიზანტალურ, ასევე ვერტიკალური თანასწორობის საკითხს. ჰორიზონტალური თანასწორობაში იგულისხმება, ის რომ თანაბარი შემოსავლების მქონე ადამიანები იხდიან თანაბარ გადასახადებს. ვერტიკალურ თანასწორობაში იგულისხმება, ის რომ მოქალაქეები იხდიან საკუთარი შემოსავლების სიდიდის გათვალისწინებით. კერძოდ, რიგ ქვეყნებში დაწესებულია შემოსავლების მინიმალური ზღვარი. მაგალითად თუ ეს მინიმალური ზღვარი 500 დოლარს შეადგენს, ამ ოდენობაზე მეტი შემოსავლის მიმღები პირები აღარ არიან განთავისუფლებულნი საშემოსავლო გადასახადისგან. მაღალი შემოსავლების შემთხვევაში, პირები იხდიან უფრო მაღალ პროცენტს. პროგრესული გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებში სიდიდით მნიშვნელოვნად განსხვავდება. პროგრესული გადასახადის ისტორიაში გვხვდება საკმაოდ მაღალმაჩვებელნიანი საგადასახადო ნიშნულებიც. მაგალითად საფრანგეთში 2012 წელს ფრანსუა ოლანდის სათავეში მოსვლის შემდგომ დაწესდა 75%-იანი ნიშნული ყველაზე მაღალი შემოსავლიანი მოქალაქეებისთვის (ვისაც ჰქონდა შემოსავალი წელიწადში 1 მილიონ ევროზე მეტი). პროგრესულ გადასახადებს, როგორც ზოგადად სხვა ფისკალურ რედისტრიბუციულ მექანიზმებს, შესაძლებელია ჰქონდეს დადებით ეკონომიკური ეფექტი ორი ძირითადი მიზეზის გამო.
პირველ რიგში, პროგრესული გადასახადიდან მიღებული თანხების ხარჯვა ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, რამდენადაც 21-ე საუკუნის ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა, მნიშვნელოვნად ეფუძნება ცოდნისა და ადამიანური კაპიტალის მაღალ მაჩვენებელს. მეორე დადებითი მხარე, რაც უკავშირდება პროგრესულ გადასახადს, არის ის რომ უთანასწორობის მაღალი დონე აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ამ არგუმენტის მიხედვით, მდიდრები არ არიან ძირითადი მხარჯველები, მათ მიერ გამომუშავებული მილიონობით დოლარი ინახება ან ტრიალებს ფინანსურ სპეკულაციურ ბიზნესში, რომლის დამატებითი ღირებულება საკმაოდ დაბალია. ძირითადი მხარჯველები არიან ღარიბები და საშუალო ფენა, რომელთა ეკონომიკური აქტივობა ქმნის მოთხოვნას ბაზარზე. შესაბამისად, პროგრესული გადასახადის შემთხვევაში საგადასახადო ტვირთი, დაბალია საზოგადოების იმ ფენაზე, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მაღალია მდიდარ ფენაზე, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება ადამიანური კაპიტალის ზრდა, უკეთესი მართვის სისტემების შექმნა, ჯანსაღი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. მიუხედავად, იმისა რომ უთანასწორობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას თანამედროვე მსოფლიოში და ხშირად მიდის კამათი ახალი რედისტრიბუციული ფისკალური მექანიზმების შემოღებაზე, არსებობს გლობალური გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლიან უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას გადასახადების საშუალებით. პირობითად, შესაძლებელია ეს გამოწვევები სამ ნაწილად დავყოთ: პირველი, ეს არის ძალაუფლების კონცენტრაცია, მცირე ბიზნეს ელიტებში, რომლებიც აქტიური ლობირების საშუალებით ხელს უშლიან საგადასახადო სისტემების ცვლილებას. მეორე, ე.წ. „სრბოლა ფსკერისკენ“ რეალობის არსებობა, როცა სახელმწიფოები ცდილობენ გადასახადების მაქსიმალურად შემცირების შედეგად მოახდინონ ინვესტიციების მოზიდვა. შედეგად პროგრესზე ორიენტირებულ მთავრობებს უჭირთ, აქტიური რედისტრიბუციული მექანიზმების გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური კაპიტალის ტოტალური გადინება ქვეყნიდან. მესამე, ეს არის უშუალოდ დღევანდელი ეკონომიკური სისტემის ხერხემალი, რომელიც ფინანსური სექტორია და ძირითადად სპეკულაციურ ეკონომიკურ აქტივობებს ემყარება, რაც ართულებს მთავრობების მხრიდან შესაბამისი ფისკალური პოლიტიკის გატარებას. ცნობილი ეკონომისტი ტომას პიკეტი, გამოვიდა ინიციატივით გლობალური პროგრესული სიმდიდრის გადასახადის დადგენის ინიციატივით, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს უთანასწორობას მსოფლიოში. იგი თავადვე აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის გადასახადების შემოღება პირველ რიგში პოლიტიკური საკითხია და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მსოფლიო ლიდერთა კონსოლიდაციაზე.
გადასახადების თემა ყოველთვის იყო ეკონომისტების ყველაზე დიდი განხეთქილებისა და კამათის მიზეზი. თანამდროვე დომინანტ ეკონომიკურ თეორიაში, კონკრეტულად ნეოკლასიკური ეკონომიკაში, გადასახადის თემა წარმოდგენილია როგორც არჩევანი ორ იმპერატივს შორის. ნეოკლასიკოსი ეკონომისტების მოსაზრებით, მეტი ეკონომიკური თანაბრობა, შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას, და პირიქით, მეტი ეკონომიკური ზრდა, ამცირებს თანასწორობას. თუმცა მათი მოსაზრებით, მეტი ეკონომიკური ზრდის შედეგად ჯამური კეთილდღეობა იზრდება და საზოგადოებრივი დანაკარგები ნაკლებია. ნეოკლასიკოსების ეკონომიკური ლოგიკის ხერხემალი მოთხოვნა მიწოდების პრინციპისა და ბაზრის პრიმატის აღიარებაა. გადასახადებთან მიმართებაში, ნეოკლასიკოსი ეკონომისტები გვეუბნებიან , რომ გადასახადის ზრდა ერთნაირად მოქმედებს, როგორც დასაქმებულზე, ასევე დამსაქმებელზე და საგადასახადო ტვირთი თაბარად ნაწილდება. გადასახადების ზრდა შეამცირებს დამქირავებლის მოტივაციას აიყვანოს მეტი თანამშრომელი და ამასთან იგი შეეცდება შეამციროს დაქირავებულთა რაოდენობა. ამის შედეგად, ჩვენ მივიღებთ გაზრდილ უმუშევრობას და შემცირებულ ჯამურ კეთილდღეობას. კიდევ ერთი არგუმენტი პროგრესული გადასახადების საწინააღმდეგოდ, დაკავშირებულია დასაქმებულთა მოტივაციის შემცირებასთან, ე.ი. რაც უფრო მაღალია ხელფასი, მით უფრო მეტი გადასახადის გადახდა უწევს მუშას. ამიტომაც, დასაქმებულს აღარ აქვს ისეთი მაღალი მოტივაცია, პროგრესული გადასახადის ნაცვლად, ფიქსირებული გადასახადი რომ ყოფილიყო. ამასთან ერთად, მიიჩნევა რომ დიდმა პროგრესულმა გადასახადმა შეიძლება შეამციროს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურს მიიღოს უმაღლესი განათლება და ასევე შეამციროს ინოვაციური განვითარება.
დასკვნა
ნეიტრალური ფისკალური პოლიტიკის პირობებში, რასაკვირველია არ არის იმის საშულება, რათა მთლიანად ვისარგებლოთ პროგრესული საგადასახადო სისტემის ფართო დადებითი თვისებებით, მაღალი ეკონომიკური ეფექტის უზრუნველსაყოფად.
იმისთვის რომ დაქირავებული მუშების, მეწარმეების და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მაქსიმალური ეფექტურობით იქნას გამოყენებული, საჭიროა საგადასახადო სისტემის რეორგანიზაცია, როგორც ეს უკვე მოხდა განვითარებულ სახელმწიფოებში. საკმარისი არაა მხოლოდ საშემოსავლოს გადასახადის პროგრესული შკალის შემოღება, ასევე საჭიროა პროგრესული გაგადასახადის დაწესება მოგებაზე, უძრავ ქონებაზე, ფუფუნების ძვირადღირებულ ნივთებზე და ა.შ.
წყაროები:
www.investopedia.com
www.thebalance.com
www.geostat.ge