ოქროს როლი ეკონომიკაში

თეონა ნასყიდაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
te.naskidashvili@gmail.com

ოქროს შემოსვლა და დამკვიდრება ფულად სისტემაში
ოქროს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყნებში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია. თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ ნატურალური გაცვლა, რომელიც დღემდე “ბარტერის” სახელით არის შემონახული. გასაცვლელად იყენებდნენ ტყავს ან თავად საქონელს, ეს იმ პერიოდზეა საუბარი, როდესაც ფერადი ლითონები ფასეულობას არ წარმოადგენს.
“ოქრო” ქართული სახელწოდებაა და შესაძლებელია,რომ ეს სახელწოდება წარმოქმნილი იყოს სიტყვისაგან “უქრობი”, იმის გამო, რომ ამ ლითონის ბზინვარება არ ქრება და არ იცვლება. ლამაზი ფერის, ძლიერი ელვარების, კარგი ჭედადობისა და იშვიათობის გამო. ოქროს უძველესი დროიდან იყენებდნენ ადამიანები სამკაულებისათვის და ფულის მოსაჭრელად. ოქროს მონეტების წარმოშობის ისტორიას შორეულ წარსულში მივყავართ.

ითვლება, რომ პირველად მონეტები გამოჩნდნენ ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ.წ VII საუკუნეში. დაახლოებით 500 წელს კი ჩვენს ერამე სპარსეთის მეფე დარიოსმა თავის სახელმწიფოში”ეკონომიკურირევოლუცია” მოახდინა, შემოიღო რა მონეტები ოფიციალურ გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. მონეტები სწრაფად გავრცელდა მეზობელ ბარბაროსულ ტომებში, მოგვიანებით კი მოიცვა დიდი ტერიტორია. იმ დროისათვის მონეტების ბეჭდვის სახსრები და შესაძლებლობები მხოლოდ მდიდარ მიწათმფლობელებსა და მონასტრებს ჰქონდათ. თავიდან მონეტები მხოლოდ ოქროსი იყო.

ძვირფასი ლითონების სიმცირემ სახელმწიფოები იძულებული გახადა გამოეშვათ შედარებით დაბალი ღირებულების მონეტები, რომლებზედაც დატანებული იქნებოდა ღირებულების აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები. არიოს მეფემ, პირველად ისტორიაში, ოქროს მონეტებზე თავისი სახე გამოაჭედვინა.ამის შემდეგ კი მონეტებზე სახავდნენ დიდებულების, გმირების, ისტორიული მოვლენების და ბევრ საინტერესო ფაქტს.

პირველად ქაღალდის ფული ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. იმპერატორმა მაღალი ხარისხის ქაღალდი დააბეჭდინა, რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10.000 სპილენძის მონეტის მაგივრობას წევდა, მასიურად ბანკნოტების ბეჭდვა 1024 წელს დაიწყო, რადგან ომის დასაფინანსებლად დიდი თანხები იყო საჭირო და ამას მონეტებით ვერ უზრუნველყოფდნენ მათი სიმცირის და ძნელად ტრანსპორტირებადობის გამო.

აღსანიშნავია ასევე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბანკნოტებს პერიოდულად უშვებდნენ და შემდეგ იღებდნენ სავალუტო სისტემიდან. ამის მიზეზი იყო ის, რომ როდესაც მთავრობას ფული სჭირდებოდა, დიდი რაოდენობით ბეჭდავდა ფასიან ქაღალდებს, რაც მოკლე ხანში იწვევდა ჰიპერინფლაციას და იძულებულნი ხდებოდნენ კვლავ მეტალს დაბრუნებოდნენ.
1971 წლამდე ბანკნოტების მფლობელებს ჰქონდათ უფლება ქაღალდის ფული ნებისმიერ დროს გადაეცვალათ ბანკში ოქროზე საბაზრო ფასის შესაბამისად(ოქროს სტანდარტი). ეს გულისხმობდა,რომ ბანკის სარდაფში იმდენი ოქრო უნდა ყოფილიყო შენახული, რა ღირებულებისკუპიურებიც ჰქონდა მას ემისირებული.1971 წელს კი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკნოტებმა ეს უფლება დაკარგეს. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ ეს პროცესი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა. აქედან მოყოლებული დღემდე ქაღალდის ფული არც ერთ ლითონზე არაა მიბმული და თავისუფლად ცურავს მსოფლიო სავალუტო სისტემაში.

ოქროს ფასის ცვლილების დინამიკა

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო შვიდი წლის მაქსიმუმზეა.
Goldman Sachs Group Inc.-ის ანალიტიკოსების აზრით, ოქროზე ფასი შესაძლოა, ნავთობის ფასზე მეტად გაიზარდოს. UBS Group AG და ABN Amro Bank NV-ს ანალიტიკოსების აზრით კი, თუ რეგიონში დაძაბულობა შენარჩუნდება, ოქროს ფასმა სამომავლოდ შესაძლოა, 1 600 დოლარსაც გადააჭარბოს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ღირს ოქრო საქართველოში. ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, გასული წლის იანვართან შედარებით, წელს უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ 6.60 ლარით მოიმატა. კერძოდ, 999 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 115.60 ლარია, მაშინ როცა გასული წლის იანვრის მდგომარეობით, 109 ლარი ღირდა.

რაც შეეხება სხვა სინჯის ოქროებს, პლატფორმის თანახმად, დღეის მდგომარეობით, 375 სინჯის ოქრო 43.39 ლარი ღირს, მაშინ როცა წინა წლის იანვარში მისი საშუალო ფასი – 41
ლარი იყო; 500 სინჯის ფასი – 57.86-ია, 2019 წლის იანვარში კი – 54 იყო; 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი – 67.46 ლარია, 2019 წლის დასაწყისში კი – 64 ლარი ღირდა; 750 სინჯის ღირებულება დღეის მდგომარეობით – 86.79 ლარია, 2019 წლის იანვარში კი მისი ფასი – 82 ლარი იყო; 900 სინჯის ოქროს ფასი 1 გრამზე – 104.15 ლარია, მაშინ როცა გასული წლის დასაწყისში – 98 ღირდა; ხოლო 958 სინჯის ოქრო – 110.86 ლარი ღირს, წინა წლის იანვრის მდგომარეობით კი მისი ფასი – 105 ლარი იყო.
აშშ დოლარის კურსის დამოკიდებულება ოქროს ფასზე
როგორც ცნობილია, ოქრო წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკების სტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებელს.
ფინანსისტები ოქროს მშვიდ ნავსაყუდელს უწოდებენ, რადგან ინვესტორები, კრიზისების პერიოდებში, სწორედ ამ ძვირფას მეტალში აბანდებენ ფულს.
ოქროს ფასი მკვეთრად იზრდება, როდესაც დეფოლტის ან მსოფლიო ბაზრების ვარდნის ან ჩამოშლის საშიშროება დგება. მისი ფასი იზრდება მაშინაც, როდესაც პრაქტიკულად ყველა მსოფლიო ვალუტის ფასები ეცემა. ასეთ ვითარებაში აშშ დოლარი გამონაკლისი არ არის.
ამერიკის შეერთებული შტატები ოქროს მეტალის უდიდესი მომპოვებელია. ლოგიკის მიხედვით ოქროზე ფასის ზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ნაციონალური ვალუტის გამყარებას, მაგრამ ჩვენ (ფორექსის) შემთხვევაში სიტუაცია ვითარდება სხვა სცენარით.
ამერიკის შეერთებული შტატები მოპოვებულ ოქროს ექსპორტს პრაქტიკულად არ აწარმოებს და იგი ქვეყნის შიდა ბაზარზე იყიდება, ან გამოიყენება სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოქროს მოპოვების მოცულობების ზრდა ან კლება, ფორექსზე აშშ დოლარზე მოთხოვნის ზრდას ან კლებას არ იწვევს, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მისი (აშშ დოლარის) ფასის ზრდის ან კლების სტიმულირებას, ისე, როგორც ეს ავსტრალიური დოლარის შემთხვევაში ხდება, რომელიც შესამჩნევად იზრდება ოქროს გაძვირების შემთხვევაში, ვინაიდან ავსტრალია ოქროს მეტალის და ნაკეთობების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.
ანუ, ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვება ოქრო დიდი რაოდენობით, ეს აბსოლუტურად არავითარ როლს არ თამაშობს ფორექსის ბაზარზე.
მეორე ფაქტორი, რომელსაც აქვს გავლენა ამ ორი ინსტრუმენტის ურთიერთკავშირზე, არის ის, რომ აშშ დოლარის კურსის კლება წარმოადგენს სიგნალს ძვირფასი მეტალების ფასის ზრდისათვის. მაგალითად, ცნობა უახლოეს პერიოდში აშშ დოლარზე ფასის საგრძნობის კლების პროგნოზირების შესახებ, ყოველთვის იწვევს ოქროზე ფასის ზრდას.

რეალური ოქროს სტანდარტის აღდგენა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანების თანახმად ერთი ხელის მოსმით გაუქმებული ოქროს სტანდარტი ადრინდელი გზით ვეღარ აღდგება. ახლა, როდესაც პოლიტიკური სისტემა სიფრთხილით უბრუნდება ოქროთი უზრუნველყოფილ ფულს, ოქროს სტანდარტთან დასაბრუნებლად საგზაო რუკის არსებობა გახდება აუცილებელი.ეს ზუსტად ის არის, რაც ლუის ი. ლერმანმა (ვისთანაც სტატიის ავტორი ამერიკული პრინციპების პროექტისა და ლერმანის ინსტიტუტის მეშვეობით პროფესიურად არის დაკავშირებული) წარმოადგინა, როგორც ჭეშმარიტი ოქროს სტანდარტი: მონეტარული რეფორმის გეგმა ოფიციალური სარეზერვო ვალუტების გარეშე. ეს გახლავთ მსოფლიო ფინანსური სისტემის მოწესრიგების ყოვლისმომცველი და ამავდროულად მარტივი გეგმა, რომელიც ომის შემდგომი საფრანგეთის ოქროს სტანდარტთან მიბრუნების პროცესის მართვის ჟაკ რიუფისეული გამოცდილებითა და ინტელექტუალლერმანის მოსაზრებებით არის გაჟღენთილი.

როგორც ქვესათაურიდან ჩანს, გეგმა ეფუძნება ეროვნული ვალუტების (დოლარი, ევრო, იენი) ჩანაცვლებას არაეროვნული, ნეიტრალური ოქროს – როგორც მსოფლიოს სარეზერვო ფულადი მასის – აქტივით. სახელმწიფოები საერთაშორისო გადახდების დეფიციტსა და სიჭარბეს არა ქაღალდის ვალუტით, არამედ ოქროთი დაარეგულირებენ. ეს საშუალებას მოგვცემს მოვიცილოთ სასესხო ვალდებულებების მყისიერი ემისიები (-რომელთა გამოც სავაჭრო დეფიციტი, გადაჭარბებული სამთავრობო სესხები და ფინანსური პირამიდები ცხოვრების წესად იქცა), განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების – როგორც მსოფლიო რეზერვების ორი მესამედის გამომშვების – შემთხვევაში.

ლერმანის ისტორიულ მოდელს წარმოადგენს 1873 – 1914 წლების ოქროს სტანდარტი, ინდუსტრიული მიღწევების, გლობალური ეკონომიკური ზრდისა და ფასების საოცარი სტაბილურობის ერა. როგორც მისმა კოლეგამ, ჯონ მიულერმა აღნიშნა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სამომხმარებლო ფასების ინდექსზე დამყარებული სავალუტო სისტემების ყველაზე სტაბილური პერიოდი იყო. ტექნოლოგიური ცვლილებებისა და სწრაფი გლობალიზაციისაგან გამოწვეული შოკის დროსაც კი, ფასები როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო სტაბილური იყო, ვიდრე ამერიკის ისტორიის ნებისმიერ სხვა ეტაპზე. ეს გამოიწვია დოლარსა და ოქროს შორის კავშირის მიმართ ნდობის არსებობამ როგორც მოქალაქეებში – ქვეყნის შიგნით, ისე მთავრობებში – ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როგორ მოვარგოთ ეს შესანიშნავი მოდელი XX საუკუნეს? გარკვეულწილად, ეს შედარებით ადვილი იქნება, რადგან საშუალება გვეძლევა ოქროს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირება ახლა უკვე ელექტრონული გადახდის სისტემების დახმარებით განვახორციელოთ. პრაქტიკულ დონეზე ფულის სახით ოქროს გამოყენება არასდროს ყოფილა უფრო ადვილი, ვიდრე დღესაა (თუმცაგადასახადებითა და რეგულირებებით ოქროს ფინანსური რეპრესია კვლავ სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს).

მეორე მხრივ, ახალი ინსტრუმენტების მეშვეობით კრედიტის სწრაფმა ზრდამ და დეზინტერმედიაციამ (როდესაც ხდება ბანკების მომსახურებაზე უარის თქმა ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ემისიებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების სასარგებლოდ, რის შედეგადაც საბანკო სისტემიდან რესურსებიგაედინება) ფინანსური სისტემა ისეთი მოუწესრიგებელი გახადა, როგორც არასდროს. კრედიტების მთავარი წილი დღეს გადავიდა ჩრდილოვან საბანკო სისტემაზე, რომელიც ფედერალური სარეზერვო ბანკებისგან “სასწრაფო” ფინანსურ დახმარებას იღებს. ოქროსა და დოლარს შორის შეუზღუდავი კონვერტაციის სისტემასთან ერთად, ლერმანი გვთავაზობს საბანკო რეფორმის მცირე მონახაზს, რომელიც მოითხოვს ფინანსური ინსტიტუტების მიერ თავიანთი ნდობის მანდატის აღდგენას გაუმჯობესებული ლიკვიდურობის სტანდარტების საშუალებით, რაც შეიძლება მიღწეულ იქნეს ბაზრის ობიექტური შეფასებისა და ყოველკვარტალური სტრესული ტესტების გამოყენების გზით.

ოქროს სტანდარტის არსი ყოველთვის ემყარებოდა ფულით მანიპულირების ცდუნების გარე, მიუკერძოებელი და ავტომატური ზომებით მოწესრიგების იდეას. ოქროს სტანდარტი ფულის მიწოდებას მის ბუნებრივ მოთხოვნასთან აკავშირებს. ის ინფლაციისაგან იცავს ცენტრალურ ბანკს და მთავრობას ათავისუფლებს დეფიციტის უწყვეტი დაფინანსების საჭიროებისაგან. ეს სახელმწიფოებს საკუთარი ვალის იმპორტის მომსახურებისათვის გამოყენების საშუალებას არ მისცემს და სავაჭრო ურთიერთობებს წონასწორობისაკენ უბიძგებს. აღნიშნულთაგან არც ერთი არ წარმოადგენს პანაცეას კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი პრობლემებისათვის, მაგრამ ისინი ნამდვილად ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი სახის კაპიტალიზმს, რომელშიც, როგორც ვამბობთ, გვინდა რომ ვიცხოვროთ. ალბათ არ მოიძებნება სხვა ადამიანი, ვინც ღირსეული მონეტარული სისტემის აღდგენაში მეტი ენერგია და საკუთარი შესაძლებლობები ჩადო, ვიდრე ლუის ლერმანმა და ახლა ის გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ აქედან იქამდე.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. www.facebook.com/notes
2. www.marneulifm.ge
3. www.geoforex.info
4. forbes.ge