სოციალური პოლიტიკა საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ბექა კერესელიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
beqa.kereselidze@gmail.com

ანოტაცია
სტატია შეეხება საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემას, სოციალურ პოლიტიკას.ქვემოთ განხილულია როგორც სოციალური პოლიტიკა საქართველოში და მისი გატარების ღონისძიებები, პრობლემები და მიზნები. საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო მხარდაჭერას საჭიროებენ. მხარდაჭერის ფორმა დამოკიდებულია მათი ცხოვრების პირობებზე.სოციალური პოლიტიკის საგანია საზოგადოებაში წარმოშობილი ის ურთიერთობები, რომლებიც შინამეურნეობათა კეთილდღეობას უკავშირდება.

ამ თემის არჩევის საფუძველი იყო საქართველოში მოქალაქეების მძიმე სოციალური მდგომარეობისა და ამის გადასაჭრელად განხორციელებული პოლიტიკის ეფექტიანობობის შეფასება.სტატიაში განვიხილავ სოციალური დაცვის სახეებს, ოდენობას და ეფექტიანობას.

Annotation
The article deals with a sensitive topic for the society, social policy. Below is discussed as a social policy in Georgia and its activities, problems and goals. There are people in the community who need state support. The form of support depends on their living conditions. The subject of social policy is the relationships that arise in society, which are related to the well-being of households.
The basis for choosing this topic was to assess the difficult social situation of citizens in Georgia and the effectiveness of policies implemented to address this. In this article I will discuss the types, amount and effectiveness of social protection.

სოციალური პოლიტიკა საქართველოში

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თითოეული მთავრობის მართველობის პერიოდი ხასიათდება თავისი სოციალური პოლიტიკით. 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარმა გეო და შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა მნიშვნელოვანი სოციალური სიდუხჭირე, ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის უკმაყოფილება, რამაც ხელი შეუწყო სახელმწიფოს ჩამოშლასა და რევოლუციას. 2003 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავრობამ მიზნად დაისახა კაპიტალიზმის ახალი მოდელის დამკვიდრება, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სოციალური პოლიტიკის ახლებური მოწყობა წარმოადგენდა. ამ დროს დაიწყო პროგრამები, პირველ რიგში, სახელმწიფო შემწეობის პროგრამა, რომელიც ძირითადად, საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენის დახმარებას ისახავდა მიზნად. ამ თვალსაზრისით სოციალური პოლიტიკის ხედვა კეთილდღეობის სახელმწიფო ნეოლიბერალურ მოდელთან იყო თანხვედრაში. 2004 წელს შეიქმნა სოციალური უზრუნველყოფის ქსელი, 2006 წლიდან კი დაინერგა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა. ამ სისტემამ შეცვალა აქამდე არსებული დახმარება მარტოხელა პენსიონერების, ობლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, უსინათლოებისა და მრავალშვილიანი ოჯახების კატეგორიებისთვის. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ პოლიტიკას არ მოჰყვა საზოგადოების უმრავლესობისთვის კეთილდღეობის ამაღლება (2009-11 წლებში სიღარიბის ფარდობითი მაჩვენებლების შემცირების მიუხედავად, 2011 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი და ბავშვების მოსახლეობის მეოთხედი კვლავ ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა). ზრდადი უთანასწორობით გამოწვეული უკმაყოფილება წარმოადგენდა ერთ-ერთ ფაქტორს, რომელმაც ხელი შეუწყო ხელისუფლების შეცვლას. ახალმა მთავრობამ დაიწყო უფრო აქტიური სოციალური პოლიტიკა, პირველ რიგში, დაიწყო ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. ამან შეამცირა სამედიცინო მომსახურებაში ჯიბიდან გადახდების წილი, რომელიც 2012 წლის მონაცემებით დაახლოებით 79%-ს შეადგენდა. 2014 წლის მონაცემებით საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის, 496 ათასამდე პირს აქვს კერძო ან კორპორატიული დაზღვევა, დანარჩენი მოსახლეობა კი მოცულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.

უშუალოდ სოციალური დაცვის სისტემა მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს – მიზნობრივ სოციალურ დახმარებას (TSA) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის და საპენსიო სისტემას . სოციალური დაცვის სისტემას შეიმუშავებს და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის სამინისტრო მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საპენსიო ასაკში მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.დღესდღეობით პენსიის მიღება შეუძლია მამაკაცების შემთხვევაში 65 წლისა და უფროსი ასაკის, ხოლო ქალბატონების შემთხვევაში 60 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეს. მაგრამ საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა უსამართლოა, რადგან ვერ უზრუნველყოფს ასაკოვან მოქალაქეებს ღირსეული პენსიით. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან პენსიის ოდენობა გაიზარდა 220 ლარამდე, მაღალმთიანში 240 ლარამდე(2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 30 ლარით; 2021 წლის 1 იანვრიდან კი დამატებით 25 ლარით გაიზრდება და გახდება 275, ხოლო 70 წლამდე ასაკის პირებისთვის 20 ლარით და გახდება 240 ლარი ), ფასების ზრდის გამო მისი მსყიდველუნარიანობა შემცირებულია.2019 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 934.3 ათას ადამიანით განისაზღვრა, ხოლო პენსიონერთა რაოდენობა 762.6 ათასი ადამიანით.. 6,2
ბოლო ათწლეულში საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებული პრიორიტეტების ჩამონათვლაში პირველ ადგილს იკავებს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, რასაც ადასტურებს ქვემოთ მოცემული მაჩვენებლები.

1

დიაგრამის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში მცირდება როგორც ბიუჯეტური, ისე სოციალური დაცვაზე განსზაღვრული ხარჯები.კერძოდ სოციალურ დაცვაზე მიმართულია 3,9 მლრდ ლარი(ბიუჯეტის ხარჯების 34%) , რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე დაახლოებით 335 მლნ ლარით ნაკლებია.მაგრამ იზრდება პენსიებზე გაწეული ხარჯები თითქმის 370 მლნ ლარით, რაც პოზიტიურად შეგვიძლია შევაფასოთ.

მიუხედავად ამისა, არსებული სისტემა ვერ ახდენს უფრო მაღალი საპენსიო შემოსავლების უზრუნველყოფას იმ პირებისთვის, ვისაც სამუშაო ასაკში მეტი წვლილი აქვთ ეკონომიკურ განვითარებაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის სტრატეგია ითვალისწინებს არსებული სისტემის გაძლიერებას და ახალი ეფექტური საპენსიო რეფორმის შემუშავებას, რაც გამოიხატა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნით, სადაც უკვე აკუმულირებულია საკმაოდ დიდი თანხა. დაგროვებითი საპენსიო სისტემა რეგულირდება საქართველოს კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელიც 2017 წელს არის მიღებული.

საქართველოში არსებობს სოციალური დახმარებების შემდეგი სახეები: საარსებო შემწეობა, რეინტეგრაციის შემწეობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურება, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება, არაფულადი სოციალური დახმარება, სოციალური პაკეტი. საქართველოში სოციალური დახმარება განისაზღვრება საქართველოს კანონით „სოციალური დახმარების შესახებ“, რომელიც 2006 წელს მიიღეს.

2015 წელს საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსავლენად შეფასების ახალი სისტემა დაინერგა.სარეიტინგო ქულები თითოეული ოჯახისთვის ინდივიდუალურად ითვლება. დღეისთვის არსებული ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, ძირითადი აქცენტი მრავალშვილიან ოჯახებზე კეთდება. ფორმულა, რომელიც 2015 წლამდე მუშაობდა, ნაკლებად ხედავდა ბავშვებს. ეს დიდად აშფოთებდა გაეროს ბავშვთა ფონდს.

სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ოთხი წლის განმავლობაში იღებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური აგენტი ვალდებულია, კვლავ შეამოწმოს ოჯახი და კიდევ ერთხელ დაადგინოს საერიტინგო ქულა. ასევე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელიც იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან, საზღვარგარეთ გამგზავრებისა და იქ სამი თვის ვადით დარჩენის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მაგრამ თუ 3 თვეზე მეტი ხნით დარჩება უცხოეთში და არ შეატყობინებს ამის შესახებ სოციალურ აგენტს, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა ავტომატურად ამოშლის პირს ბაზიდან. რათა სახელმწიფომ ფინანსური დახმარება დანიშნოს, აუცილებელია 65 ათასი ქულის მოგროვება. დახმარების ოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე ქულების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება: <30 001 ქულა - 60-60 ლარი თითოეულ ოჯახის წევრზე, 30001-570001 ქულა - 50-50 ლარი, 57001-60001 ქულა - 40-40 ლარი, 60001-65001 ქულა - 30-30 ლარი.ხოლო რაც შეეხება ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე იღებს 50 ლარის ოდენობის შემწეობას. ამასთან ერთად, ფულადი სოციალური დახმარების გარდა ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს კიდევ ორ სოციალურ პროგრამას: დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა და სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის. ორივე პროგრამის მიზანია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების გზით.პირველი პროგრამის ბენეფიცირია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული რიგით მესამე ბავშვი.მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის დახმარება შეადგენს 200 ლარს , ხოლო სხვა დასახლებაში 150 ლარს 2 წლის განმავლობაში. მეორე პროგრამის საფუძველზე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები იღებენ დახმარებას 100 ლარის ოდენობით პირველი ან მეორე შვილის ყოლის შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში. მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში ერთ-ერთი ტყუპისცალი იღებს 100 ლარს ერთი წელი , ხოლო მეორე - 200 ლარს 2 წლის პერიოდში.ამ პროგრამით სარგებლობენ 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვები, რომლის ერთ- ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივი მცხოვრები.
2

ამ დიაგრამაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხვი სტაბილურია ამ წლების განმავლობაში. რაც იმის დადასტურებაა, რომ გარკვეულწილად სახელმწიფოს სოციალური დახმარების ხარჯები მოტივაციას უკარგავს ბევრ მათგანს, რათა დაიწყოს სამუშაო და ჩაერთოს შრომით საქმიანობაში. სოციალური პაკეტის მიმღებთა უმეტესობას ურჩევნია ბიუჯეტის ხარჯზე იცხოვროს, ვიდრე საკუთარი შრომით გაიმჯობესოს არსებული მდგომარეობა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებულ სახელმწიფო გასაცემლებში, სახელმწიფო პენსიის გარდა, შედის საყოფაცხოვრებო სუბსიდია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება.

საყოფაცხოვრებო სუბსიდია – ყოველთვიური გასაცემელია , რომელიც სხვადსხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისთვის საყოფაცხობრებო – კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. ამ დახმარებას იღებენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები(44 ლარი), პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები(7 ლარი), 1989 წლის 9 აპრილს, დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები(44 ლარი) და სხვა.

სახელმწიფო კომპენსაცია – მას იღებენ საჯარო სამსახურში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად პარლამენტის ყოფილი წევრები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგნლები, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრები და ა.შ.

სოციალური პაკეტი – ის იყოფა 4 ნაწილად : სოციალური პაკეტი მარჩენალდაკარგული პირებისთვის , სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირებისთვის , პოლიტრეპრესირებული პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

რაც შეეხება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებას – მას იღებს როგორც საჯარო მოსამსახურე , ისე კერძო სექტორში დასაქმებული. მათი დახმარება არ აღემატება 1000 ლარს. ამ დახმარების მიმღებთ შეუძლიათ ჩამოთვილი მიზეზების გამო ისარგებლონ შვებულებით 730 კალენდალური დღის ოდენობით , რომელთაგან 183 ანაზღურებადია.

სოციალური მომსახურების სააგენტო ასევე ახორციელებს დამატებით რამდენიმე პროექტს, რათა უფრო ეფექტიანი გახადოს სოციალური პოლიტიკა. ამ პროექტებიდან საყურადღებოა „ჩემი მეგობარი“ და „სოციალური ინფორმაციის მართვის სისტემა – SIMS“.

პროექტი „ჩემი მეგობარი“ არის ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი , რომელიც 2009 წლიდან მიმდინარეობს, გულისხმობს ტრადიციული ბავშვთა სახლების რაოდენობის შემცირებას და მათ ჩანაცვლებას მცირე საოჯახო ტიპის სახლებით.რეფორმის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებულ პირობებში აღზრდა. სააგენტო პროქტში მონაწილეობას სთვაზობს სხვადასხვა კომპანიებს, რომლებშიც მცირე საოჯახო ტიპის 18 წელს გადაცილებული აღსაზრდელებს შეეძლებათ დასაქმება.14

2009 წლიდან , ისეთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, როგორებიცაა USAID,WORLD BANK, დაიწყო მუშაობა სოციალური ინფორმაციის მართვის სისტემის შექმნაზე.მოცემული სისტემა უზრუნველყოფს ყველა ძირითადი სოციალური პრაგრამის ავტომატური მართვას, მოქალაქეთა ხარისხიანი მომსახურებას, სოციალური ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობას, მოქალქის მომსასხურებას „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ნაკლებ სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, ზოგადი ეფექტურობის ზრდას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და სხვას.

გარდა უშუალოდ საარსებო შემწეობისა, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველები უამრავ სარგებელს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, იქნება ეს კომუნალური შეღავათები, შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე, კვების ვაუჩერები, ერთჯერადი ფულადი დახმარება, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე ახალგაზრდობის სახლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ხელოვნების სკოლებში, სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე სწავლების დაფინანსება და ა.შ.ეს ყველაფერი ჯამში შეიძლება აღემატებოდეს კიდეც საარსებო შემწეობის თანხას.განვიხილოთ რამდენიმე პროგრამა.

კომუნალური სუბსიდირება – ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული სოციალრად დაუცველი ოჯახებისთვის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში , ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული ელექტროენერეგიის , დასუფთვებისა და წყლის გადასახადის სუბსიდირებას. ოჯახები, რომლთა საერეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს, იღბენ თვეში არაუმეტეს 106 ლარის სუბსიდიას,ხოლო ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტი 70 ათასზე და არ აღემატება 200 ათასს, 20 ლარის სუბსიდიას.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება.ამ პროგრამით სარგებლობენ 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თბილისში, ან, რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში ,მომსახურებას იღებენ თბილისში არსებულ შშმ პირთა დღის ცენტრში. მერია პროგრამის მოსარგებლებზე გასცემს ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც ისინი თავად ირჩევენ სასტუმროს საქართველოს კურორტებზე არანაკლებ 6 დღე-ღამის განმავლობაში.

100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება.პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებულ 100 წელს მიღწეულ ხანდაზმულთათვის 1000 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფინანსური დახმარების გაცემას.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებზე ზრუნვა, რისთვისაც საქართველოში არსებული სოციალური პოლიტიკით განისაზღვრება და კონტროლდება შემდეგი მიმართულებები : ბავშვის შვილად აყვანა, ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაცია, მიუსაფარ ბაშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, მძიმე და ღრმა გონბრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლა, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმები(მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის სახლი , მინდობით აღზრდა და რეინტეგრაცია) , ოჯახის დამხმარე პრევენციული ღონისძიებები, ბავშვთა ადრეული განვითრება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც გლობალური პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად შემუშვდა.გეგმის ორივე ეტაპი მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს, რომლის მიხედვით დახმარება განხორციელდება ფულადი სახსრებითა და სხვადასხვა შეღავათებით, პირველ ეტაპზე მოქალაქეების დახმარებაზე სულ დაიხარჯა 1,04 მლრდ ლარი, რაც მოიცავდა : კომუნალური გადასახადების დაფინანსებას, ფასების დაზღვევას 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე,სამუშაო დაკარგულ დაქირავებით დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, საგადასახადო შეღავათებს, პენსიის ზრდას 70 წლისა და უფრო ასაკის პირებისთვის. 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების გამო, მთავრობამ უკვე დაამტკიცა ახალი დახმარებების პაკეტი, რომელიც გადანაწილებული იქნება 2020-2021 წლებზე. მთლიანობაში ეს ახალი პაკეტის ბიუჯეტია 1 420,0 მლნ. ლარი, მ.შ. 280 მლნ ლარი 2020 წელს, ხოლო 2021 წელს 1 140 მლნ ლარი.

დასკვნა

ზემოთ მოყვანილი საქართველოში არსებული და წარსული სოციალური პოლიტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია დაკვნის სახით ვთქვათ,რომ საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღის შემდეგ სოციალურმა პოლიტიკამ ბევრი ცვლილება განიცადა და ახლაც განვითარების პროცესშია.მოსახლეობის უფრო მეტი კეთილდღეობის შესაქმნელად საჭიროა პოლიტიკის გამტარებლები და პასუხისმგებელი პირებმა გაცილებით ეფექტური გახადონ მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რათა სოციალურმა დახმარებამ მოიცვას თითოეული ადამიანი, რომელსაც გარკვეულ მიზეზთა გამო საზოგადოების და სახელმწიფოს დახმარება ესაჭიროება.აუცილებლობას წარმოადგენს სოციალური დახმარების სისტემის გადახედვა და ძირეული რეფორმა, რათა არ მოხდეს დაუმსახურებელი შეღავათებისა და დახმარებების მითვისება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შინამეურნეობების მიერ, აღმოიფხვრას პოლიტიკის გამტარებლების მიერ კორუფციის შანსები და საპენსიო ასაკში მყოფი ადამიანები, რომლებსაც აქვთ წვლილი შეტანილი სხვებთან შედარებით ქვეყნის სარგებლის შექმნაში.

სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა სოციალური დაცვის სისტემის შექმნით უზრუნველყოს ადამიანთა ღირსეული ცხოვრებისა და შრომის პირობები, შეამციროს მოსახლეობის სიღარიბითა და ხანდაზმულობით გამოწვეული სოციალური რისკები და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
სტატისტიკა და საქართველოს მთავრობის განვითარების გეგმა გვაძლევს დამაიმედებელ მოლოდინებს,რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა გახდება უფრო მეტად ინკლუზიური და თითოეული შეჭირვებული ადამიანი მიიღებს სათანადო დახმარებას, რათა მათ მოახერხონ საზოგადოებაში ხელახალი ადაპტაცია და ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა. თუმცა პანდემიისგან შექმნილმა ვითარებამ მასშტაბურად გაზარდა უმუშევართა რაოდენობა და გააღრმავა ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირე, შესაბამისად საქართველოს მსგავს ეკონომიკურად სუსტი ქვეყნის ბიუჯეტს აღნიშნული კონტიგენტის დასახმარებლად არ ჰყოფნის რესურსები, რადგან გაიზარდა ჯანდაცვისთვის და ბიზნესის მხარდასაჭერად საჭირო ხარჯების მოცულობა. ამდენად, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად დაიძლიოს აღნიშნული პანდემია და ქვეყანამ დაიწყოს ეკონომიკის აღდგენა, ხალხი დაუბრუნდეს შრომით საქმიანობას და გაგრძელდეს აღმავალი ტემპებით ეკონომიკის ზრდა, ხოლო სოციალური პოლიტიკა კიდევ უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა გახდეს და უნდა შეესაბამებოდეს განვითარებული ქვეყნების სტანდარტს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1 .საქართველოს მთვრობის დადგენილება №724 , 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად“ დამტკიცების შესახებ. დ ო კუ მენტ ის მიმღები საქარ თ ელ ოს პარლ ამენტ ი. ქ. თბილისი , 2014 წლის 26 დეკემბერი
2.საქართველოს კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ.დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი. ქ. თბილისი. 31/10/2017.
3.საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ. დოკუმენტის მიმღები : საქართველოს პარლამენტი .ქ.თბილისი. 31/12/2006.
4.რეგულირების გავლენის შეფასება დაგროვებითი საპენსიო რეფორმაზე.ავტორი საქართველოს მთავრობა, ქ.თბილისი, გამოცემის წელი 2018. გვერდების რაოდენობა : 106.
5.სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდი.ფულადი სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა).თარიღი 01.03.2019წ.
6.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდი. სტატისტიკური მონაცემები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.
7.sputnik-georgia.com
8.საქართელოს ხელისფულების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის II ეტაპი – მიზნობრივი სოციალური დახმარება მოქალაქეებს. მიმღები : საქართელოს მთვრობა. თარიღი : 2020.
9.ssa.gov.ge
10.sputnik-georgia.com
11.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები : მიმღები საქართველოს მთავრობა, ქ. თბილისი, თარიღი : 2020. გვერდების რაოდენობა : 201.
12.საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, მიმღები : საქართველოს მთავრობა. ქ.თბილისი.თარიღი : 2020.გვ76.გვერდების რაოდენობა : 110.
13.ssa.gov.ge
14.http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=5&info_id=478
15.ssa.gov.ge
16.ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯამურად 1420 მლნ ლარია გათვალისწინებული – 01,12,2020 , 1tv.ge
17.ცოვიდ-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთვრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში . 3.1.2 ზრუნვა ბიზნესზე,გვ57. 2020წ. gov.ge
18. საქართელოს ფინანასთა სამინისტრო , საქართველოს ბიუჯეტი. www.mof.ge