წრიული ეკონომიკა

ავტორის სტილი დაცულია

გვასალია ანი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი
ani.gvasalia99@gmail.com

ანოტაცია

სტატიაში განხილულია წრიული ეკონომიკის არსი,კონცეფციები,კომპონენტები.გამახვილებულია ყურადღება იმაზე,თუ რატომ გახდა აქტუალური და მნიშვნელოვანი წრიული ეკონომიკის დანერგვაზე მსჯელობა. მოსახლეობის რიცხოვნობა დღითიდღე იზრდება,ბუნებრივი რესურსები კი შეუზღუდავი რაოდენობით არ მოიპოვება ბუნებაში.ამ ორ სიდიდეს შორის აცდენა წარმოშობს სხვადასხვა ეკონომიკურ,თუ ეკოლოგიურ პრობლემას.ამ პრობლემების მოგვარების საშუალებას გვთავაზობს სწორედ წრიული ეკონომიკა.სტატიაში კი გაეცნობით რა მექანიზმებით არის შესაძლებელი წრიული ეკონომიკის წარმატებით დანერგვა თანამდეროვე მსოფლიოში.ვეცდები დაგანახოთ განსხვავება სწორხაზოვან ეკონომიკასა და წრიულ ეკონომიკას შორის.ჩამოვაყალიბო,თუ რა სიკეთეების მოტანა შეუძლია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას და რამდენადაა შესაძლებელი მისი 100%-ით  განხორციელება.ასევე,სტატიის ბოლო ნაწილში მოყვანილია რამდენიმე ბიზნესის მაგალითი,რომელიც წარმატებულად ფუნქციონირებს,სწორედ,წრიული ეკონომიკის პრინციპით.

Annotation

The article is about circular economy,about it`s meaning,components and concepts.In this article you can read the reason why circular economy is gradually getting the most interesting and important part of modern economic and environmental discussion. World population is increasing the day after day,but raw materials are exhaustable.The difference between these changes causes many economic or ecological problems.The circular economy offers us the solutions for this kind of difficulities.This article introduces operational system of the circular economy.How it can be successful and effective economic.There is also shown difference between linear and circular economy.Moreover,there are listed benefits of circular economy and also,in article you can find the answer of the question,,Is it possible to implement 100% circular economy in the real world”.And at the least,you can get the information about real circular businesses.

წრიული ეკონომიკის არსი და მისი დეფინიცია.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მჭიდრო კავშირშია ქვეყნის ბუნებრივ პოტენციალთან.ეკონომიკური საქმიანობა მოითხოვს ახალი სახეობის რესურსების ათვისებას.თუმცა განახლებადი და არაგანახლებადი რესურსები ამოწურვადია.ამიტომ აუცილებელია მათი რაციონალურად გამოყენება.სულ უფრო და უფრო მწვავედ დგება საკითხი არააღდგენადი რესურსების ამოწურვის შესახებ.იმისათვის,რომ მსოფლიო არ დადგეს ასეთი რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშე,საჭიროა არაგანახლებადი რესურსების ალტერნატიული წყაროების ძიება.ეკონომიკური ზრდა კი საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკოლოგიას,ეს კი კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენებს მომავალში.რესურსებზე მოთხოვნა კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იზრდება,მათი მოპოვება კი თანდათან ძნელდება,ეს საბოლოოდ მიგვიყვანს რესურსების და ბუნებისდაცვითი  ღონისძიებების გაძვირებამდე.[1]

წრიული ეკონომიკა გვევლინება ზემოთ მოყვანილი პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად.წრიული ეკონომიკის 100-ზე მეტი განმარტება არის გამოყენებული მეცნიერულ და ეკონომიკურ ლიტერატურაში.წრიული ეკონომიკა თანამედროვე აღდგენადი ეკონომიკური სისტემაა.ამ სისტემაში ხდება როგორც პროდუქციის საწარმოებლად გამოსაყენებელი რესურსების, ასევე ნარჩენების მინიმიზაცია.ამ ტერმინის დეფინიცია ძირითადა ეყრდნობა შემდეგ 3 მიდგომას:[1]

  • შეამცირე(Reduce).ნედლეულის მინიმალური მოხმარება პროდუქციის საწარმოებლად.
  • ხელმეორედ გამოიყენე(Reuse)მაქსიმალურად იქნას პროდუქცია და პროდუქციის ნარჩენები ხელმეორედ გამოყენებული.
  • გადაამუშავე( Recycle)დავნერგოთ ნარჩენების გადამუშავების ხარისხიანი და გამართული სისტემა.

  წრიული ეკონომიკის ძირითადი კონცეფცია არის შემდეგი:რაციონალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები,გარემოსადმი მინიმალური დაბინძურების პირობებში.

  წრიული ეკონომიკა შედება შემდეგი ელემენტებისგან:[1]

  1. დახურული წრე (Closed cycles)

ეს გულისხმობს,რომ ასეთ ეკონომიკაში,ფაქტობრივად,არ იარსებებს ნარჩენი,რომლის გადამუშავება-განახლება არ იქნება იქნება შესაძლებელი.ასეთ სისტემაში მნიშვნელოვანია არამარტო ის,რომ ასეთი ნარჩენები იქნეს შესაბამისად გადამუშავებულნი,არამედ ისიც,რომ კომპანიებმა გამოიყენონ მაღალი ხარისხის ნედლეული პროდუქციის დასამზადებლად.ეს პროცესები შექმნის უწყვეტ წრეს,რომლის გარშემოც იფუნქციონირებს ეკონომიკა.

  • განახლებადი ენერგია(Renewable energy)

  ასეთ სისტემაში განმოყენებული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროები.

  • სისტემური აზროვნება(Systems thinking)

წრიული ეკონომიკა ზემოთ ნახსენები ელემენტების გარდა,მოითხოვს იმას,რომ ეკონომიკა გააზრებული იქნას,როგორც ერთიანი ქსელი.ამ ქსელში ერთიანდება როგორც კომპანიები,ასევე ინდივიდები და ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.თითიოეული ამ სისტემის წევრის ქმედება ზემოქმედებს მეორე წევრის ქმედებაზე,სწორედ ამიტომ,აუცილებელია საერთო სურათის დანახვა და ანალიზი. სხვადასხვა მეცნიერი გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ,რომ საზოგადოების ჩართულობაც დიდ როლს თამაშობს წრიული ეკონომიკის წარმატებულ ფუნქციონირებაში და ის უნდა იქნას განხილული,როგორც წრიული ეკონომიკის მეოთხე ელემენტი.

  სწორხაზოვანი ეკონომიკა ფუნდამენტალურად განსხვავდება წრიული ეკონომიკისგან.სწორხაზოვან ეკონომიკაში ვიყენებთ ნედლეულს პროდუქციის შესაქმნელად,ხოლო ნარჩენები ხვდება გარემოში.აქ მთავრდება ეკონომიკაში მისი მოძრაობის ციკლი.წრიულ ეკონომიკაში კი ეს ნარჩენები გადამუშავდება და იქცევა ახალ პროდუქციად.ასეთი ეკონომიკა არის აღდგენადი ეკონომიკა,რომლის სქემას აქვს შემდეგი სახე: რესურსები-პროდუქცია-ნარჩენები-რესურსები.სწორხაზოვან ეკონომიკაში არსებობს ბუნებრივი რესურსების სწრაფად ამოწურვის,კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული კატასტროფების საფრთხე,ხოლო ციკლური ეკონომიკის პირობებში ასეთი საფრთხეები მინიმალურამდეა დაყვანილი.[2]

 სწორხაზოვანიწრიული
მოქმედების სქემააღება-შექმნა-განკარგვაშემცირება-ხელმეორედ გამოყენება-გადამუშავება
მიზანიეკო-ეფექტიანობაეკო-ეფექტურობა
სისტემის ჩარჩოებიმოკლევადიანიგრძელვადიანი
ხელმეორედ გამოყენებანარჩენების გადამუშავების დაბალი დონენარჩენების აქტიურად გადამუშავება
ბიზნესის მოდელიფოკუსირებულია პროდუქციაზეფოკუსირებულია მომა

ნახ.2 [5]

წრიული ეკონომიკის მოდელში ნედლეული მაქსიმალურად გამოიყენება რამდენიმე სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.ასევე გვაძლევს იმის საშუალებას,რომ აღვადგინოთ და დავაბრუნოთ რესურსი,რითაც მინიმალურია გარემოზე ზემოქმედება,კერძოდ,ერთი მხრივ,ნარჩენს არ ვათავსებთ ნაგავსაყრელზე და,მეორე მხრივ,არ გვჭირდება რესურსის ხელახალი მოპოვება ბუნებაში.ციკლური ეკონომიკის კიდევ ერთი პლუსია,რომ ის ქმნის ახალ,ინოვაციურ ბიზნეს-შესაძლებლობებს.[6] წრიულ ეკონომიკას ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე,მათი აზრით,100%-ით ასეთი სისტემის დანერგვა შეუძლებელია.ყოველთვის იარსებსბს ნარჩენები,რომელთა გადამუშავებაც ვერ მოხერხდება და გარემოზე ზემოქმედებასაც ყოველთვის ექნება ადგილი.მაგრამ,ასევე მეცნიერების დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ მდგრად ეკონომიკას განვითარების სხვა ალტერნატივა არ აქვს,გარდა წრიული ეკონომიკისა.[3]

წრიული ეკონომიკის კომპონენტები

ბუნებაში არსებული რესურსები არ არის მუდმივი,ამიტომ უნდა ვიპოვოთ ისეთი გზა,რომ რესურსების მინიმალურად გამოყენებით შევქნათ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი და მოვახდინოთ ნარჩენების მინიმიზაცია.წრიულ ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს პროდუქტის დიზაინი,კონკრეტულად კი გამოყენებული უნდა იყოს ისეთი ნედლეული,რომელიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.ასეთი ბიზნეს მოდელის შესაქმნელად გასათვალისწინებელია შემდეგი წრიული ეკონომიკის კომპონენტები:[3]

  • ნარჩენების ჩამოყალიბებული მართვის გეგმა.რაც შეიძლება ხანგრძლივად იქნეს გამოყენებული პროდუქტი და ნედეული.
  • განსხვავების დანახვა ბიოლოგიურ და ტექნიკურ რესურს შორის.
  • განახლებადი ენერგიების გამოყენება.
  • ცოცხალი სისტემის აღდგენისთვის ხელშეწყობა.

ევროკავშირი და საქართველო წრიულ ეკონომიკასთან დამოკიდებულებაში

ევროკავშირი წრიული ეკონომიკის დანერგვაში ლიდერობს.2015 წელს ევროკომისიის მიერ შეიქმნა ,,ამბიციური ახალი წრიული ეკონომიკის პაკეტი“(An Ambitious New Circular Economy Package for EU).ასევე ევროკომისიის მიერაა შექმნილი პლატფორმა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის.(European Circular Economy Stakeholders Platform).ევროკომისიის მიერ გატარებული ეს ღონისძიებები ხელს უწყობს ევროპის ქვეყნებს წრიულ ეკონომიკაზე გადასვლაში.2018 წელს კი ევროკომისიამ მიიღო წრიული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა,რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება.[6]

  • ევროკავშირის სტრატეგია პლასტმასის ნაწარმზე წრიულ ეკონომიკაში.2030 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით ყველა პლასტმასის შეფუთვა უნდა იყოს გადამუშავებადი.
  • ამოწურვად ნედლეულსა და წრიულ ეკონომიკაზე მომზადებული ანგარიში.
  • კანონმდებლობა,რომელიც განსაზღვრავს პროდუქტებისა და ქიმიკატების ერთმანეთთან კავშირს.
  • წრიული ეკონომიკის დანერგვისა და შემდეგ უკვე მისი მონიტორინგის ჩარჩოს შექმნას ევროკავშირში ეროვნულ დონეზე,რომელიც მოიცავს ათ ინდიკატორს.ეს ინდიკატორები ფარავს ყველა ფაზას:წარმოებას,მოხმარებას,ნარჩენების მართვას და მერადი ნედლეულის შექმნას.ასევე გათვალისწინებულია ეკონომიკური ასპექტები.[2]

  ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ,რომ ევროკავშირში დიდი პოპულარობით სარგებლობს წრიული ეკონომიკის განერგვის იდეა და ასევე ნათელია,რომ ამ იდეის რეალობაში მოყვანას დიდ ყურადღება ეთმობა.

  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაშიც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი საკითხები,კერძოდ:[2]

  • ჰაერის ხარისხი
  • ნარჩენების მართვა
  • ბუნების დაცვა
  • გარემოსდაცვითი მმართველობა
  • წყლისა და რესურების მართვა,საზღვაო გარემოს ჩათვლით.
  • ქიმიური ნივთიერებების მართვა
  • კლიმატის ქმედება
  • სამრეწველო დაბინძურება

  “ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაციის ვალდებულების შესრულების მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის ფარგლებში სამინისტრომ შეიმუშავა “გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსია, რომელმაც უნდა მოიცვას მთლიანად გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმირება. შედეგად, ახალი კანონის მიზანი იქნება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორების და ასეთი ზიანის პრევენციისათვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რაც დაეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს… ამავე კანონის ფარგლებში განსაზღვრული იქნება გარემოსდაცვითი სარეზერვო ფონდის შექმნაც, რომელშიც იგეგმება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სახით გადახდილი სხვადასხვა ტიპის საკომპენსაციო თანხების აკუმულირება, რაც შემდგომ მოხმარდება ისტორიული დაბინძურების აღდგენას და ასევე გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც მომავალში შეუძლებელი იქნება დამბინძურებლის იდენტიფიცირება”- აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნულ პროგრამაში (2017-2021)[2]

წრიული ეკონომიკის მაგალითები

წრიული ეკონომიკის პრინციპით მომუშავე კომპანიები გვიჩვენებს,თუ როგორ მუშაობს პრაქტიკაში ზემოთ ნახსენები მოდელი.ასეთი კომპანიების რიცხვი დიდია,ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე წარმატებულ მაგალითს.

Closing the Loop

მათი ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, მათ მინიმუმადე დაჰყავთ ნედლეულის გამოყენება მობილური ტელეფონის წარმოების ინდუსტრიაში.ამისათვის ისინი შესყიდიან ძველ ტელეფონებს და იყებენ მათ გადამუშავებაზე პასუხისმგებლობას.[7]

Philips

მათ მიერ დანერგილი მოდელის მიხედვით,ისინი კავშრის არ კარგავენ თავიან პროდუქციასთან.ეს კომპანია გაყიდვის ნაცვლად აქირავებს ნათურებს და ამისთვის მომხმარებელი იხდის ყოველთვიურ საფასურს.ამით ის ცდილობს,რომ წარმოებული პროდუქტი დააბრუნოს ბიზნესში.[7]

Bundles

ჰოლანდიური სარეცხი მანქანების მწარმოებელი ინოვაციური კომპანიაა.სარეცხი მანქანის გაყიდვის შემთხვევაში,მათ ადგილზე მიაქვთ ახალი ტექნიკა,ამონტაჟებენ მას და დაზიანეუბლი,ძველი,სარეცხი მანქანა უკანვე მიაქვთ.სარეცხი მანქანების გასაყიდ ფასში ასევე გათვალისწინებულია ახალი ტექნიკის მოვლის და შეკეთების ხარჯები,რადგან პროდუქცის სასიცოცხლო ციკლი იყოს რაც შეიძლება ხანგრძლივი.[2]

დასკვნა

„წრიული ეკონომიკის“ ცნება ეკონომიკურ მეცნიერებაში ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პერსპექტიულ საშუალებად გვევლინება.როგორც ზემოთ აღვნიშნე,ის წარმოადგენს აღდგენად სისტემას,რომელშიც ნედლეული ასევე პროდუქციის ნარჩენები მინიმიზებულია.ეს მოდელი გულისხმობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ეკონომიკის მიერ ბუნებაზე უარყოფითი ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირებას.მიუხედევად ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებისა,რომ სრულყოფილად წრიული ეკონომიკის გატარება წარმოადგენს პარადოქსს,მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის უკეთესი მოდელი არ არსებობს.საგულისხმოა ის ფაქტიც,რომ ევროკავშირი დიდ იმედებს ამყარებს წრიულ ეკონომიკაზე და სულ უფრო და უფრო ისწრაფვის მის ჩამოსაყალიბებლად.საქართველოში ამ კუთხით გასატარებელია მრავალი რეფორმა,ჩამოსაყალიბებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.და მაინც, წრიული ეკონომიკა მიმართულია ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებისკენ,ეკონოგიური მოთხოვნების უზრუნველყოფის საფუძველზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://kenniskaarten.hetgroenebrein.nl/en/knowledge-map-circular-economy/what-is-the-definition-a-circular-economy/
  2. http://eugeorgia.info/ka/article/701/wriuli-ekonomika-alternatiuli-koncefcia-mdgradi-ekonomikuri-ganvitarebistvis/?fbclid=IwAR1pi-Kp4kGvHGRdFlbdtxdh4LN-4L4GqQ1xcLrq-OxYlq4x-YOECCbo_5s
  3. https://kenniskaarten.hetgroenebrein.nl/en/knowledge-map-circular-economy/how-is-a-circular-economy-different-from-a-linear-economy/
  4. http://www.conferenceconomics.tsu.ge/?mcat=&cat=pers&leng=ge&adgi=737&title=%20%20%E2%80%9E%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E2%80%9C%20%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90:%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
  5. https://kenniskaarten.hetgroenebrein.nl/en/knowledge-map-circular-economy/how-is-a-circular-economy-different-from-a-linear-economy/
  6. https://kenniskaarten.hetgroenebrein.nl/en/knowledge-map-circular-economy/ce-disadvantages-linear-economy/
  7. https://kenniskaarten.hetgroenebrein.nl/en/knowledge-map-circular-economy/circular-business/