მოსახლეობის მიგრაცია და მისი თავისებურებანი საქართველოს მთიან რეგიონებში
თეა რაზმაძე
ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების პროცესში განსაკუთრებულ აქტუალობას შრომის ბაზრის ოპტიმალური ფუნქციონირების პრობლემა იძენს, ეს უკანასკნელი მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსახლეობის მიგრაციის რეგულირების საკითხთან. სწორედ, მოსახლეობის მიგრაციას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რაციონალური დასაქმების მიღწევაში.
სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად ინტენსიური გახდა მოსახლეობის მიგრაცია. მყისიერად გაზრდილ მუდმივ ემიგრაციასთან ერთად არნახულად გაიზარდა შრომითი ემიგრაციის, საშოვარზე წასვლის მასშტაბები. ეკონომიკური მოსახლეობის კოლაფსის პირობებში შრომითი ემიგრაცია გახდა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური არსებობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა, შრომითმა ემიგრაციამ გაამძაფრა იმავდროულად ისედაც დამძიმებული სოციალური ყოფა, რაც პირველ ყოვლისა დაკავშირებულია ოჯახთან, ახლობლებსა და სამშობლოს მოშორებასთან, უკიდურესად დისკრიმინაციულ შრომის ანაზღაურებასთან, ხშირად კი, არალეგარულ ემიგრაციის გაუთვალისწინებელ სიძნელეებთან, იძულებულია წავიდეს მოსახლეობა მის პროფესიასთან შეუსაბამო სამუშაოზე – მენაგვეებად, მრეცხავებად, ძიძებად, მებაღეებად, საროსკოპოებში და ა. შ.
საბჭოთა კავშირის დაშლამ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის სამეურნეო ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა განაპირობა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ეთნოკონფლიქტებმა, სამოქალაქო ომმა სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა და ეკონომიკის სრული ნგრევა გამოიწვია, მასობრივდ პარალიზდა საწარმოები, უმუშევრობა ლეგალური გახდა, მოსახლეობის შემოსავლებისა და ცხოვრების დონემ სიღარიბის კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ყველაფერი ეს საფუძვლად დაედო მოსახლეობის მიგრაციის ინტენსივობის ზრდას, ტერიტორიული მობილობის ხასიათისა და ვექტორების რადიკალურად შეცვლას.
მიგრაცია სხვა თანაბარ პირობებში საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა, თუმცა მიგრაციულ ნაკადთა ინტესივობა მიმართულება და შემადგენლობა, მისი სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული შედეგები არსებითად განსხვავდებიან არა მარტო ცალკეულ ისრორიულ ეპოქებში, არამედ ეკონომიკური განვითარების და ტერიტორიული დიფერენციაციის, აგრეთვე განსხვავებული ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა და მოსახლეობის მქონე ქვეყნებში.
მიგრაციის განსაზღვრის მეტ-ნაკლებად გავრცელებულ შეხედულებას წარმოადგენს მისადმი მოსახლეობის მხოლოდ ტერიტორიული გადაადგილების მიკუთვნება. მოსახლეობის მიგრაცია შეიძლება განხილულ იქნეს სიტყვის ფართო გაგებით, როგორც სივრცეში ადამიანთა ყოველგვარი გადაადგილებათა ერთობლიობა და უფრო ვიწრო გაგებით, როგორც იმ ადამიანების გადაადგილებათა ერთობლიობა, რომლებიც იცვლიან საცხოვრებელ ადგილს შედარებით ხანგძლივი ვადით.
მოსახლეობის მიგრაციის არსი ეს არის მოსახლეობის ისეთი ფორმა, რომელიც აკმაყოფილებს ერთდროულად ორ პირობას: 1) მოსახლეობა გაადადგილდება ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში; 2) გადაადგილებას თან სდევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მიგრაცია სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ პირადი სოციალური ფორმით არიან წარმოდგენილი: ჯერ ერთი, მოსახლეობის მიგრაციის ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის რაიონების მიხედვით არსებული სამუშაო ძალაზე შეუსაბამობა, მოთხოვნა იცვლება წარმოების განვითარების და ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევების, ხოლო შრომის მიწოდება დემოგრაფიული პროცესების ზემოქმედებით.
მეორე მიგრაციის მეტ-ნაკლებად, ძირითად სოციალურ ფუნქციას მიეკუთვნება: მშრომელთა ინდივიდუალური მოთხოვნილებების უფრო სრულიად დაკმაყოფილება: ერთ-ერთი სოციალური ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს ქალაქსა და სოფელს შორის არსებითი კულტურულ საყოფაცხოვრებო განსხვავებების გადალახვას, რაც, ძირითადად, ეხება სოფლის მოსახლეობის მიგრაციას. გადასახლებულთა ეს კატეგორია ქალაქურ კულტურასა და ცხოვრების სტილთან ურთიერთობისას ქალაქისათვის დამახასიათებელ კულტურულ დონეს თანდათან აღწევს.
მოსახლეობის მიგრაცია ერთ-ერთი მრავალასპექტიანი სოციალური პროცესია. პრაქტიკულად, მიგრაცია პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარესთან და სხვა მნიშვნელობა გააჩნია. თანამედროვე პირობებში იგი არ შემოიზღუდება ერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და მასში, როგორც ერთი ქვეყნის, ისე საერთაშორისო ინტერესები ვლინდება. ქვეყნების ტერიტორიული სიდიდე და გეოგრაფიული მდებარეობაც გარკვეულად განსაზღვრავს მიგრაციული პროცესების რეგულირებისა და ამის შესაბამისად, კონტროლის სისტემის ფუნქციონირების თავისებურებას.
მოსახლეობის მიგრაციის კეთილსასურველი გავლენა გამოიხატება იმითაც, რომ მიგრანტებს საშუალება ეძლევათ აიმაღლონ განათლების დონე, კვალიფიკაცია სამსახურებრივი თუ საზოგადოებრივი მდგომარეობა. მიგრაციული პროცესების შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მიგრაციის კლასიფიკაციას, რომელიც სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ხორციელდება. მიგრაციულ ნაკადთა მიმართულების მიხედვით მიგრაცია ორი სახისაა: Aა) შიგა და ბ) გარე მიგრაცია.
შიგა მიგრაცია არის ერთი სახელმწოფოს შიგნით მოსახლეობის გადაადგილება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები.
გარე მიგრაცია არის ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საბოლოოდ ასეთ გადასახლებას უმთავრესად თან სდევს მოქალაქეობის შეცვლა.
აღსანიშნავია, რომ გარე მიგრაცია ცვლის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას, არა მარტო კონკრეტულ რეგიონებში, არამედ მთლიანად ქვეყანაშიც.
შიგა მიგრაცია, ძირითადად, ოთხი მიმართულებით ხორციელდება:
1) სოფლიდან სოფელში, უმეტესად პატარა სოფლიდან დიდ სოფელში და აგრეთვე ვერტიკალური ზონალობის შემცირების მიმართულებით – მთის სოფლიდან ბარის სოფელში.
2) ქალაქიდან ქალაქში, უმთავრესად წვრილი ქალაქებიდან მსხვილ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში,
3) სოფლიდან ქალაქში, ამ შემთხვევაში მიგრაცია ქალაქის მოსახლეობის ფორმირების მნიშვნელოვანი წყაროა.
4) ქალაქიდან სოფლად. დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მიგრაციას ყოფენ შემდეგ სახეებად:
1) მუდმივი – მოსახლეობის განუსაზღვრელი ვადით ჩასახლება სხვა დასახლებულ პუნქტში, მაგალითად: ახალგაზრდების სწავლის მიზნით სხვა დასახლებულ პუნქტში გადასვლა, სახელშეკრულებო ვადით მუშაობა და სხვა.
2) სეზონური – პერიოდულად გარკვეული სეზონის დროს სხვა ადგილას წასვლა, რაც წარმოიქმნება რიგი რაიონების დომინირებული მდგომარეობით.
3) ქანქარისებური – ე.ი. მოსახლეობის რეგულარული, მუდმივი, ყოველდღიური ან ყოველკვირეული გადაადგილება ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში (სამუშაოზე, სასწავლებლად, სამკურნალოდ ან კულტურულ-საყოფაცხოვრებო მიზნით).
ქანქარისებური მიგრაცია არ შეიძლება განიხილოს მიგრაციულ პროცესთა შემადგენლობაში, რადგანაც იგი არ არის დაკავშირებული საცხოვრებელი ადგილის გამოცვლასთან. მოსახლეობის ტერიტოროული გადაადგილების ამ სახეს საფუძვლად უდევს წარმოებისა და მოსახლეობის, ძირითადად შრომითი რესურსების დისპროპორცია. მისი ძირითადი ნაკლი მდგომარეობს იმაში რომ, მოსახლეობა რეგულარული გადადგილებისას კარგავს თავისუფალი დროის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ნაკლის მიუხედავად, იგი დიდ როლს ასრულებს ამა თუ იმ რაიონის შრომითი რესურსების, მისი სოციალური მობილობის, პროფესიონალური ზრდის ქალაქური ცხოვრების წესის გავრცელების პროცესში. მიგრაციის ყველა მაჩვენებელი შეიძლება დაიყოს: პირველად და მეორად, აბსოლიტურ და შეფარდებით მაჩვენებლებად. ამ მაჩვენებლების საფუძველს წარმოადგენს გადასახლებულთა რიცხოვნობა, მიგრაციის სალდო, გადასახლებულთაშემადგენლობა, მიგრაციის ინტენსივობა, მიგრაციულ ნაკადთა ტერიტორიული სტრუქტურა და სხვა. ეს მაჩვენებლები გამოიყენება, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე მისი ცალკეული რეგიონებისა და დასახლებული პუნქტების მოსახლეობის მიგრაციის შესასწავლად.
მოსახლეობის მიგრაციის შეფარდებითი მაჩვენებლები გაანგარიშებითაა, რომლებიც ანგარიშდება მიგრაციის მნიშვნელობათა შეფარდებით ამავე ადგილების მთელი მოსახლეობის რიცხოვნობასთან. მიგრაციის შეფარდებითი მაჩვენებლები მრავალგვარია. მათ შორის კვლევის პროცესში ფართოდ გამოიყენება ჩამოსვლისა და წასვლის ინტესივობის მაჩვენებლები. ჩამოსვლის ინტესივობა განისაზღვრება მოცემულ ადგილზე ჩამოსულთა აბსოლიტური რაოდენობის შეფარდებით ამავე ადგილის მოსახლეობის რივხოვნობასთან. თუ განისაზღვრება წლიური ინტესოვობა, მაშინ გამოიყენება ამა თუ იმ მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა, ანალოგიურად განისაზღვრება წასვლის ინტესივობაც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფარდებითი მაჩვენებელია. იგი მიიღება მოცემული ადგილიდან წასულთა რაოდენობის შეფარდებით ამავე ადგილზე ჩამოსულთა რაოდენობასთან, ან პირიქით, ჩამოსულების რაოდენობის შეფარდებით წასულთა რაოდენობასთან.
მიგრაციის შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სტრუქტურულ მაჩვენებლებსაც. ამ ჯგუფის ძირითადი მაჩვენებელია მიგრანტების განაწილება სქესისა და ასაკის მიხედვით. ხშირად გამოიყენება მიგრანტების დაყოფა სამ ასაკობრივ ჯგუფად: შრომისუნარიან ასაკამდე, შრომისუნარიან ასაკში და შრომისუნარიან ასაკს გადაცილებული.
შრომითი პოტენციალის ფორმირების შესწავლისას საჭიროა მიგრაციულ ნაკადთა ძირითადი მიმართულებების, მისი სიდიდის, ინტენსივობის დატალურად გამოკვლევა, აქედან გამომდინარე კი, შრომითი პოტენციალის რაოდენობრივ მხარეზე მისი ზეგავლენა. აუცილებელია მიგრაციული ნაკადების სტრუქტურული ანალიზი, მიგრანტთა ხარისხობრივი შემადგენლობის განსაზღვრა და შრომით პოტენციალზე მისი ზემოქმედების შესწავლა, როგორც მოცემულ მომენტში, ისე ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. შრომითი პოტენციალის ფორმირებაში მოსახლეობის ტერიტორიული გადადგილება – მიგრაცია არსებით როლს ასრულებს. მიგრაციულ ნაკადში უდიდესი უმრავლესობა შრომის ასაკში მყოფი მოსახლეობაა, ამოტომაც რეალურად მოსახლეობის მიგრაცია, მიგრანტთა სტრუქტურით, მიგრაციის მიზეზებითა და შედეგებით არსებითად იგივეა, რაც შრომითი რესურსების მიგრაცია.
მოსახლეობის მიგრაცია, პრაქტიკულად, შრომითი პოტენციალის რეგიონული გადანაწილების პროცესია: იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შრომით პოტენციალს ტერიტორიული პროპორციების ცვლილებებს და განსახლების სისტემის ტრანსფორმაციას. მიგრაციული პოლიტიკის შემუშავება და გატარება სუვერენული სახელმწიფოს გლობალური, სოციალურ-ეკონომიკური, რეგიონული და დემოგრაფიული პოლოტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სწორ მეცნიერულ გააზრებას საჭიროებს.
მიმდინარე პროცესების სტატისტიკური აღრიცხვა არ მოიცავს მიგრანტთა შესახებ რამდენამდე სრულყოფილ, სოციალურ-დემოგრაფიული შეფასებისათვის აუცილებელ მონაცემებს. ხშირია შემთხვევა, როცა ქვეყნის გარეთ საცხოვრებლად გასვლა ან დედაქალაქიდან სხვაგან მიგრირება არ ფორმდება.
მიგრაციის ყოველი ინდივიდუალური აქტი მკაცრი დომუმენტაციის შედგენაზეა დამოკიდებული, რაც საფუძველს იძლევა მიგრაციის ყოველი შემთხვევა, პრაქტიკულად, სრულად აღირიცხოს, როცა საქმე გვაქვს მით უმეტეს გარე მიგრაციასთან.
საქართველოში მოსახლეობის ტერიტორიულ გადაადგილებას დიდი ხნის ისტორია აქვს. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მიგრაციის მაშტაბები და ინტესივობა საქართველოში მეტ-ნაკლებად ერთმანეთისაგან განსხვავებული ფაქტორებით იყო განპირობებული. მთიანეთში მოსახლეობის აღწარმოების მაღალი დონის შედეგად მოსახლეობას მიწები არ ჰყოფნიდა და ქართველი საზოგადო მოღვაწენი იღწვოდნენ მათ ბარში ჩამოსახლებისთვის. ვაჟა-ფშაველას მრავალი ფაქტი მოჰყავდა, როდესაც ცარიზმის ხელისუფლება კრძალავდა მთიელთა ბარში ჩამოსახლებას, იგი აცხადებდა: აი, ასეთი გაღატაკებული, უადგილოობით სიცოცხლეგამწარებული ხალხი ამაოდ ეძებს ადგილს იქ, სადაც სხვას შორიდან ეპატიჟებიან, გზის ფულს აძლევენ, სახლს უშენებენ და ასახლებენ. ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა წარმოდგენილია ოთხივე ძირითადი მიმართულებით “ქალაქი-ქალაქი” “სოფელი-ქალაქი”, “ქალაქი- სოფელი”, “სოფელი-სოფელი”, რომელთაგან ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი მოდის სოფლიდან ქალაქის მიმართულებაზე. მოსახლეობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქად არის ობიექტური პროცესი, რომელიც უპირატესად განპირობებულია ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო კანონზომიერებითა ტექნიკური პროგრესით, ურბანიზაციის საყოველთაო კანონზომიერებებით და ადგილობრივი სპეციფიკის გავლენით.
საქართველოს მთიანეთის დღევანდელი ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობა სავალალოა. ყველგან, როგორც რაჭა-ლეჩხუმში, ისე მესხეთ-ჯავახეთში და აჭარაში გამწვავდა დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები, გაჩნდა დაცარიელებული სოფლები, ცუდ მდგომარეობაშია ცენრტალური და შიგა გზები, მოშლილია ჯანმრთელობის, დაცვის და განათლების სისტემა. ბევრი რეგიონი უგზოობის გამო ზამრთრობით ხშირად, მთელი თვეობის განმავლობაში მოწყვეტილია ბართან ურთიერთობას, ამიტომ აუცილებელია შემუშავდეს მთიანი რეგიონების განვითარების მოდელი, რომელიც მიმართული იქნება ცხოვრების პირობების დაცვისა და გაუმჯობესებისაკენ.