ტურიზმის სექტორი და საქართველო

ავტორის სტილი დაცულია

ყაჭიაშვილი ანა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
akhachiashvili@gmail.com

რეზიუმე

კოვიდ პანდემიის დაწყებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. მსოფლიო ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც უბრუნდება ნორმალური ცხოვრების ტემპს. ჩვენ ვისწავლეთ პანდემიასთან ერთად ცხოვრება და შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ის უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. სიახლეების ძიება, ახალი თავგადასავლების წყურვილი, უცხო ქვეყნების გაცნობა, მოგზაურობა, დასვენება, განტვირთვა, ყოველდღიური რუტინისგან გაქცევა ადამიანის, როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკური განვითარების წყაროა და ამ ყველაფერს ტურიზმის სექტორი უზრუნველყოფს. კორონა პანდემიის შედეგები ყველაზე მწვავედ სწორედ ტურისტულ ბიზნესზე აისახა და ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი სექტორი სწორედ ტურიზმი იყო, პანდემიის შედეგად კი საქართველო აღმოჩნდა ე.წ. „ტურისტულ ხაფანგში“. ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად დამოკიდებულია ტურიზმზე და სწორედ ამ სექტორის მომამავალი განსაზღვრავს ეკონომიკურ კლიმატს საქრათველოში. როგორი იქნება ტურიზმის მომავალი? რა გზები არსებობს პანდემიის პირობებში ამ სექტორის გასავითარებლად? ან იქნებ დროა ვაღიაროთ საქართველოში ტურიტული სექტორის კრახი და ეკონომიკის აღორძინებისთვის სახვა სექტორებს მივმართოთ?

Abstract: It had passed more than one year since Corona pandemic began. The world step by step comes back the normal temp of life. We learnt to live with pandemic and put up with the fact that it is a part of our life. Looking for experiences, strong desire of adventurous, exploring new countries, traveling, going on holiday, running from every day routine is a source of humans’ physical and mental development. These things are provided by tourism. Consequences of Corona pandemic were devastating for tourism and especially for our county. Tourism was a leading sector of our country’s economic and because of pandemic it turned out that Georgia was in “tourist trap”. In fact our country depends on tourism and the future of this sector determines economical climate in Georgia. How future of tourism will be? How can be developed this sector during pandemic? Or maybe it’s time to admit the crash of this sector and try to find out new sectors to revive our country’s economic?

ტურიზმის სექტორის მომავალი საქართველოში

მანამ სანამ კორონა პანდემია ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრებოდა, ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ საქართველოს კარგი ტურისტული პოტენციალი აქვს და მრავალი გზა არსებობს იმისათვის, რომ ამ სექტორმა ჩვენს ქვეყანაში ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს. ამ მოსაზრებას უპირველეს ყოვლისა, განამტკიცებს ის ფაქტი, რომ საქართველო მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ჩვენს ქვეყანაში ერთდროულად არის შეასაძლებელი მთის და ზღვის კურორტებით ტკბობა. საქართველო ასევე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კულტურით და სამზარეულოთი. საქრთველო ღვინის სამშობლოა და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმის, თუ რა იზიდავთ უცხოელ ტურისტებს საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებოდა პანდემიამდე. ახლა როდესაც ჯანმრთელობის საკითხი ასე მწვავედ დგას ნებისიმიერი ქვეყნის მაცხოვრებლის წინაშე, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში დროის გატარება ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე ქართული ღვინის და ჩურჩხელის დაგემოვნება, მითუმეტეს რომ გლობალიზაციის გავლენით, ევროპისა და ამერიკის სუპერმატკეტებში თავისუფლად შეგიძლიათ გადაეყაროთ ქართულ ღვინოსაც და ჩურჩხელასაც. გაზრდილი რისკის და შემცირებული ინტერესისი პირობებში საქართველოში ტურიზმის სექტორმა უკან უკან დაიწყოს წასვლა. ეს მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა, ეს ხდება მთელს მსოფლიოში, მაგრამ არსებობს რიგი მიზეზებისა, რატომაც საქართველოში ტურიზმის სექტორს განსაკუთრებით უჭირს აღორძინება და ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის ამ სექტორის მომავალი.

დავიწყოთ პოლიტიკური მიზეზებით და საზოგადოებრივი არასტაბილურობით. მიტინგები, გამოსვლები, დარბევები და ხალხით გადაჭედილი რუსთაველის გამზირი უკვე ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა, რაც ტურისტებტან ერთად აფრთოხობს იმ ინვეტორებსაც, რომლებას ჩვენ ქვეყანაში სურთ ინვესტიციის განხორციელება, ეს კი პირდაპირ მოქმედებს ტურიზმის სექტორზე. სულ ცოტახნის წინ ელგებეტე პარადის მოწყობის მცდელობის გამო განვითარებული მოვლენები, ქართული რეალობისთვის უცოხო არ არის, მაგრამ რატომღაც მიმაჩნია, რომ ინგლისელი, ფრანგი ან გერმანელი ტურისტისთვის ეს ყველაფერი სრულიად გაუგებარი და აზრს მოკლებულია. რომელი ტურისტი მოინდომებს ჩასვლას იმ ქვეყანაში, სადაც ხალხს სცემენ და ხოცავენ თავისუფალი ნების გამოხატვის გამო. გასაგებია, რომ ქართული მენტალიტეტისთვის და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა ამგვარი პარადების ჩატარება, მაგრამ ძალადობა გამოსავალი არ არის. აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული ტურიზმის რეგრესი ჯერ კიდევ კორონა ვირუსის გავრცელებამდე დაიწყო. ამის შემდეგ კი განსაკუთრებული ეფექტი მასზე უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა იქონია. ქვეყანაში გამეფებული დაბნეულობისა და გაურკვებლობის ფონზე, მთავრობის მიერ კოვიდ19-ის მართვისათვის მიღებული გადაწყვეტილებები ხშირდად არაადკვეტური იყო, რამაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ბიზნესი და განსაკუთრებული დარტყმა ტურიზმის სფეროს მიაყენა.

პანდემია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევა იყო, ამიტომ მსოფლიოში ყველა სტრუქტურა, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობა, კომერვიული და არაკომერციული ორგანიზაციები ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობდა. ის ფაქტი, რომ საქართველო მომზადებული ვერ შეხვდა პანდემიას და მართვის სწორი გზები ვერ იქნა მოძებნილი, დიდ შეშფოთებას არ იწვევს, რადგან ჩვენ პირველად შევეჩეხეთ მსგაცს სიტუაციას. ახალა როცა კორონა პანდემია უკან იხევს და ბიზნესს გზა ეძლევა აღორძინებისაკენ ჩვენი ქვეყანა უკვე სხვა გამოწვევების წინაშე დგას და ეს გამოწვევა საყოველთაო ვაქცინაცია. სწორედ, რომ ეს უკანასკნელია საწინდარი ქვეყანაში ტურისტული ბიზნესისთვის ახალი სიცოცხლის საჩუქებლად. საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარე წლის 15 მარტსა დაიწყო, მას შემდეგ რაც 13 მარტს ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ 43200 დოზა მიიღო, მოგვიანებით საქართველოში შემოვიდა ფაიზერის ვაქვინაც. გეგმით გათვალისწინებული იყო, რომ ეს ვაქციები სამედიციონო პერსონალს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ნაკლები აქტიურობის გამო მთავრობამ დაუშვა, რომ 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაც აცრილიყო. {1} სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტიურობა გამოწვეული იყო, ახალი ვაქცინის მიმართ უნდობლობით, რასაც თან დაერთო ის ფაქტი, რომ „ასტრაზენას“ ვაქცინამ ანაფილაქსიური შოკის გამო ერთ-ერთი მოქალაქე იმსხვერპლა. ვაქცინაციის პირველი ეტაპი ქვეყანაში ფაქტობრივად ჩავარდა. გარდა ამისა ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანა დაგვინდა. {2}

სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსი ჩამოვიდა ჩინური წარმოების სინოფარმი და სინოვაკი. სამწუხროდ ამ ვაცინებს ჯანდაცვის მსოფლლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ განიხილავს და თავად ჩინეთიც აღიარებს, რომ აღნიშნული ვაქცინები ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებთან შედარებით არაეფექტურია. იმ ფონზე, როცა სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია სწრაფად მიმდინარეობს და ისინი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნიან, ჩვენს ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარების გამო, გახსნილი საზღვრების მიუხედავად, ტურისტების სიმცირე შეინიშნება. პანდემიამ ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხი ძალიან მწვავედ დააყენა და გაზარდა მოთხოვნა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო-პირობებზე. შესაბამისად, თუ ვაპირებთ, რომ ქართული ტურიზმი გამოვაცოცხლოთ და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, პირველ რიგში უნდა ვუზრუნველყოთ უსაფრთხო გარემო, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ტურისტული სექტორის ბედი ბუნდოვანია. {3}

ბოლო წლების ტურიზმის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერძე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების თვიური რაოდენობა კვარტლების მიხედვით ასეთია(იხილე ნახ.#I):

ნახ#I:

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც დიაგრამიდან ჩანს ტურისტების ვიზიტების რაოდენობის კლება ჩვენს ქვეყანაში 2019 წლის მესამ კვარტლის შემდეგ დაიყო, თუმცა ეს კლება არ იყო გამოწვეული კორონა ვირუსის პანდემიით, ეს კლება დაკავშირებულია ტურისტული სეზონის გასვლასთან, როგორც ცნობილია საქართველოში ტურისტების რაოდენობა მაქსისმუმს ზაფხულის სეზონზე აღწევს. კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ჩინეთში, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო მოსახლეობაში პანიკა, მაგრამ როგორც დიაგრამაზე ვხედავთ ტურიტების რაოდენობა მაინც მცირდებოდა, ხოლო უკვე მარტში საქართველოში ამოქმედდა სრული ლოქდაუნი, საზრვრები დაიკეტა, ფრენები შეწყდა. ამ ყველაფერმა გამოუსწორებელი დაღი დაასვა ტურიზმის სექტორს. წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულზე დაეცა ვიზიტორების რაოდენობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით ოდნავ მაინც დავახლოვებოდით პანდემიანდე არსებულ სტატისტიკას. 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 2021 წლის პირველ კვარტალში უცხოელთა ვიზიტების რაოდენობა 95%-ით არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით ვიზიტების კლება ფიქსირდება, მოლოდინები მაინც პოზიტიურია. იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება და ასე თუ ისე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, უკვე 2021 წლის მეორე-მესამე კვერტალში მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის ზრდა, თუმცა ეს ზრდა არ იქნება ისეთი მასშტაბური, რომ 2019 წლის მონაცემებს დავუბრუნდეთ, მაგრამ სავარაოდოდ 2020 წლის მეორე-მესამე კვარტლის მონაცემებს გადააჭარბებს. {4}

ასეთ პირობებში გასაკვირი არაა, რომ უცხოური ინვესტიციების რაოდენობა ტურიზმის სექტორში იკლებს, რადგან ეს სფერო მოგების მიღების თვალსაზრისით მომხიბვლელად აღარ გამოიყურება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ტურისტული სააგენტო, სასტუმრო თუ რეასტორანი გაჩერდა ფინანსური სიძნეელეების გამო, ტურისტულ ბიზნესში ჩართული ორგანიზაციების ნაწილი კვლავ განაგრძობს ზარალზე მუშაობას იმ იმიედით, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება აღნიშნული სფეროდან მნიშვნელოვანი მოგების მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ მობილობა ქვეყნებს შორის მაინც შეზღუდული რჩება, ტურისტული ორგანიზაციების ნაწილი ორიენტაციას შიდა ტურიზმის განვითარებაზე აკეთებს და ცდილობს თავისი სერვისი მოარგოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. ისინი ახალ გზებს ეძებენ კრონაპანდემიასთან ადაპტირებისთვის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობა მცირეა და არც თუ ისე მაღალი შემოსავლებით ხასიათდება, ადგილობრივი ბაზრის დაპყრობისთვის ბრძოლოაში კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. სასტუმროებს, რესტორნებს, ტუროპერატორებს და ასე შემდეგ უწევთ თავიანთი მომსახურების ფასების შემცირება. ხარჯების შემცირების მიზნით ხშირად უწევთ მომსახურე პერსონალის ნაწილის გათავისუფლება, რაც უკვე უმუშევრობის სტატისტიკაზეც აისახება.

შიდა ტურიზმის სტატისტიკა

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ კორონა ვირუსის პანდემიას ძალიან მცირე გავლენა ჰქონდა შიდა ტურიზმზე, კონკრეტულად რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების თვიურ რაოდენობაზე. საქსტატის ოფიციალური ვებ-გვერძე წარმოდგენილია შემდეგი წლიური მონაცემები(იხილე ნახ#II):

ნახ#II :

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო

2020წელს 2019 წელთან შედარებით შიდა ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 12%-ით არის შემცირებული და ყველაზე საოცარი ის არის, რო უკვე 2021 წლის პირველ კვარტალში 2019 წლის სტატისტიკას ვუსწრებთ და მოსალოდნელია, რომ ამ წლის მეორე-მესამე კვარტალში შიდა ტურიზმის მაჩვენებლები მოიმატებს და ვიზიტორთა რაოდენობა გიაზრდება. {4}

რას ნიშნავს ეს სტატისტიკა? უნდა მოველოდეთ თუ არა ტურიზმის სექტორის ზრდას მომავალ წლებში? უნდა დავამყაროთ თუ არა იმედები შიდა ტურიზმზე? ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ მოლოდინის დონეზე შეგვიძლია ვივარაოდოთ, რომ რომ როგორც ადგილობრივი ტურისტების, ისე უხცხოელების რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება, მაგრამ აქ საკითხავი ის არის რამდენად მომზადებული დახვდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა ტურისტებს და რამდენად კმაყოფილები დარჩებიან ისინი. მერეს მხრივ ადგილობრივ ტურიზმზე იმედების დამყარება, მცდარი გადაწყვეტილება იქნება ტურისტული ორგანიზაციების მხრიდან, რადგან საქართველოს არ გაააჩნია საკარისი შიდა რესურსი იმისათვის, რომ მაღალ ფასიანმა და მაღალ ხარისხიანმა ტურისტულმა ორგანიზაცებმა მხოლოდ ადგილობრივი მოქალაქეების ხარჯზე სრულყოფილად იფუნქციონიროს. დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ეკონკომიკა და ტურიზმის სექტორი პირდაპირპრპოპორციულ დამოკიდებუელბაშია ერთმანეთთან_ გაიზრდება ტურიზმის სექტორი, გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა. უცხოელი ტურისტები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა და მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში სავალუტო ბაზრის სტაბილურობისა და დოლარი-ლარი გაცვლითი კურსის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს. საქართველოში ცხოვრების დონე და ხარისხიც შესაბამისად მჭიდრო ურთერთკავშირშია ერთმანეთთან.

დასკვნა

საქართველოს კორონა პანდემიის პირობებში და სხვა მრავალი დაბრკოლების მიუხედავადაც კი, რეალურად აქვს პოტენციალი განავითაროს ტურისტული ბიზნესი მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარეტების შესაბამისად. ამის თქმის საფუძველს ჩვენი ქვეყინის უნიკალური გარემო, ტრადიციები, კულტურა, სამზარეულო, ქართული ღვინო და მინერალური წყლები გვაძლევს. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავალი კურორტია აუთვისებელი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში საქართველოში ტურისტული ბიზნესი წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწევს. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს უსაფრთხოების ზომები, ჰიგიენის წესები და სოციალური დისტანცირებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რათა ახალი პანდემიის გავრცელებამ ვეღარ იქონიოს ისეთი მწვავე ეფექტი ტურიზმზე, როგორიც კოვიდ 19-ს ჰქონდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1) სტატია; „საქართველოში ფაიზერის ვაქცინა ჩამოვიდა“ https://civil.ge/ka/archives/408458

2)სტატია:“საქართველოში დღეიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება“ http://kvira.ge/671069?fbclid=IwAR1wR8sOutpUb89n3eauI9gj3oUCRaaBMUApQP3FuAYkJTcPnrGh0FklAGI

3)სტატია: „რა ვიცით „სინოვაკის“ შესახებ?“https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/31231980.html

4) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიhttps://www.geostat.ge/ka/modules/categories/100/turizmis-statistika