ტექნოლოგიური ინდუსტრია და Covid-19

ავტორის სტილი დაცულია

თორნიკე მაისაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
Tornike.Maisashvili101@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

Covid-19- ის ეფექტებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ ტექნოლოგიურ სექტორზე, ისინი ზემოქმედებენ ნედლეულის მიწოდებაზე,  წყვეტენ ელექტრონული ღირებულების ჯაჭვს და იწვევენ ინფლაციურ რისკებს. კოვიდ პანდემიამ გავლენა იქონია უამრავ ტექნოლოგიურ კომპანიაზე, განურჩევლად იმისა, რას ჰყიდდნენ ისინი, სმარტფონებს, ნახევარგამტარებს, სერვისებს თუ ქლაუდ მომსახურებას. დარწმუნებით არავის შეუძლია თქვას თუ როდის დასრულდება ეს კრიზისი, მაგრამ დღეისათვის არსებული მონაცემებით, ჩვენ შეგვიძლია კოვიდ პანდემიის მთავარი ზეგავლენის იდენტიფიცირება მოვახდინოთ  და ასევე დავფიქრდეთ, თუ როგორ შეცვლის ეს უკანასკნელი კომპანიების  ხელმძღვანელების გადადგმულ ნაბიჯებს კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების პროცესში.    ნაშრომი დაგვაფიქრებს მრავალ ცვლაებად ლანდშაფტზე, იქნება ეს აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, IT სერვისები, ნახევარგამტარები, ინტერნეტ აღჭურვილობა და ა.შ

Annotation

The effects of COVID-19 are having a significant impact on the technology sector, affecting raw materials supply, disrupting the electronics value chain, and causing an inflationary risk on products. The COVID-19 pandemic has affected most tech companies, whether they sell smartphones, semiconductors, servers, or cloud services. No one can say with certainty when the crisis will end. But we can identify some major impacts of COVID-19 to date – and consider how they could shape leaders options and actions as tech companies seek to recover from the crisis. This article considers the shifting landscape across a number of areas, including: Hardware/software, IT services, Semiconductors, Network equipment and so on.

ტექნოლოგიური ინდუსტრია – ინვესტირება მომავალში

დრო შეიცვალა,  ახლა სხვაგვარი ფიქრია საჭირო – ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების ეპოქაში ვიმყოფებით, სადაც აუცილებლად დაიღუპები თუ თანამედროვეობას და ტექნოლოგიურ პროგრესს არ აუწყობ ფეხს.

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიების სამყარო კომპანიების ფართო სპექტრს მოიცავს. ამ ინდუსტრიას მიეკუთვნებიან, როგორც ფირმები რომლებიც უშუალოდ ტექნიკას აწარმოებენ, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები. ტექნოლოგიების სექტორის წარმომადგენლებს სწორედ ამ ორი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით ყოფენ.

ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების საქმიანობა მოიცავს კომპიუტერების, სმარტფონების, სასერვერო მოწყობილობებისა და სხვადასხვა ტიპის ნივთის წარმოებას. ხოლო რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში მომუშავე კომპანიებს, ისინი ოპერაციულ სისტემებს, მონაცემთა ბაზებს, კიბერუსაფრთხოების სისტემებსა და სხვა სახის პროგრამულ ნაწარმს ქმნიან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების გარკვეული ნაწილი ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის, ამ უკანასკნელის მიხედვით მომხმარებლები პროგრამის გამოწერის უფლებას ყიდულობენ  და არა ერთჯერად ლიცენზიას – ცხადია ეს კომპანიების შემოსავლებსაც ზრდის და მათი მომსახურება მომხმარებლებისთვისაც მეტად ხელმისაწვდომი ხდება.[1]

ტოპ კომპანიები ტექნოლოგიების ინდუსტრიაში

მსოფლიოში მრავალი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელთა აქციების ქონასაც ალბათ დამერწმუნებით, რომ ყველა ჩვენგანი ისურვებდა. ამ ჩამონათვალში გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • Amazon – ონლაინ გაყიდვების ლიდერი კომპანია;
  • Microsoft – პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი;
  • Apple –  ეს კომპანია ყველასთვის იმდენად  კარგადაა ნაცნობი რომ შეიძლება ითქვას,   ზედმეტი წარდგენაც ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ის უამრავი ადამიანისთვის საყვარელ პროდუქტებს უშვებს — აიფონები, აიპედები, მაკბუკები და სხვ;
  • Netflix – ონლაინ ვიდეო გაქირავების ლიდერი კომპანია, რომელიც წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად ვითარდება;
  • Facebook – მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელი, რომელსაც 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და რომელიც ძირითად პლატფორმასთან ერთად Instagram-ს, Messenger-სა და WhatsApp-საც ფლობს.[3]

კოვიდ-პანდემიის გავლენა ტექ-კომპანიების აქციებზე

ახლამა კორონავირუსის პანდემიამ ტექნოლოგიების მიმართ ისედაც დიდი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, რადგანაც ამ უკანასკნელმა მომხმარებლებს ახალი, განსხვავებული საჭიროებები გაუჩნა. თუ პანდემიის პერიოდში სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები მომხმარებლების დეფიციტს განიცდიდნენ, ამ სექტორის ფირმები განსხვავებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ — მომხმარებელთა სწრაფი ტემპით მატებამ და მზარდმა მოთხოვნამ მათ სწრაფი განვითარებისკენ უბიძგა, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ, საბოლოო ჯამში, ტექნოლოგიების სექტორზე დადებითი გავლენა მოახდინა.

დავიწყოთ ამაზონით, რომელიც ჩვენს ჩამონათვალში პირველ ადგილზე მოხვდა. ამაზონმა პანდემიის დასაწყისშივე გაიბრწყინა. იმის მიუხედავად რომ მისმა პირდაპირმა კონკურენტებმაც შესანიშნავად იმუშავეს, 2021 წლის პირველ კვარტალში ამაზონის გაყიდვები 44%-ით გაიზარდა და 108,5 მილიარდ დოლარს მიაღწია – რაც ცხადია წარმოუდგენელი ზრდაა ამ მასშტაბის კომპანიისთვის, რადგან, როგორც წესი, დიდი კომპანიები სტაბილურად, მაგრამ მცირე ნაბიჯებით იზრდებიან.

პანდემიამ მაიკროსოფტიც ახეირა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო სახლში იყო გამოკეტილი, მნიშვნელოვნად გაიზარდა მაიკროსოფტის პროდუქციაზე მოთხოვნაც. ბოლო მონაცემების მიხედვით დაახლოებით 44%-ით იყო გაზრდილი ამ კომპანიის წმინდა შემოსავალიც.

პანდემიის დასაწყისში, როდესაც ყველა ჩვენგანი თანხების დაზოგვასა და დაგროვებაზე ვიყავით ორიენტირებულნი და არ ვიცოდით მომავალში რა გველოდა, ეფლის გაყიდვების საკითხიც ბუნდოვანი იყო. თუმცა, ახლა ისევე იტაცებენ ეფლის პროდუქციას, როგორც ეს ადრე იყო. გასულ კვარტალში როგორც ცალკეული პროდუქტების მიმართულებით, ასვე ყველა სახეობის ნაწარმის მიხედვით ეფლის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზრდილია.

პანდემიურ 2020 წელს ნეტფლიქსსაც ბევრი გამომწერი შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას დროებითი ტექნიკური პრობლემები და შეფერხებებიც ჰქონდა, ერთგულმა მომხმარებლებმა მას არ უღალატეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით გასული წლისგან, ნეტფლიქსში წლევანდელი წლის ბოლოსათვის გამომწერთა მატების მკვეთრ შენელებას ვარაუდობენ.

რაც შეეხება ფეისფუქს, ფეისბუქის შემოსავლების ძირითადი წყარო რეკლამებიდან მიღებული თანხებია. პანდემიის დროს, როდესაც ბევრმა ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა, შემცირდა რეკლამების განთავსების მასშტაბებიც. ამან სოციალური ქსელების გიგანტი დროებით აზარალა, თუმცა ეს პრობლემა 2020 წელს იყო გასნსაკუთრებით აქტუალური და წლევანდელ წელზე არ გავრცელებულა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფეისბუქის შემოსავლები 48%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცხადია არ უნდა შეგვექმნას წარმოდგენა, რომ პანდემია ცალსახად სასარგებლო მოვლენა იყო ტექნოლოგიების ინდუქტრიისთვის, პირიქით პანდემიამ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად დააზარალა და ბევრი თავსატეეხი გაუჩინა. ამ თემებზე უფრო დაწვრილებით  შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.  [2]

რა გავლენას იქონიებს კორონავირუსის პანდემია ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე? როგორ შეცვლის მას?

COVID-19 ვირუსის გავრცელებამ პრობლემები არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს შეუქმნა, არამედ სერიოზული დარტყმა მიაყენა მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიასაც. პანდემია ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენს აღნიშნულ სფეროზე, მაგრამ მოვახდინოთ საწყისი ანალიზი იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც უკვე გვაქვს. ასევე, განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ უკვე გადადგა ამ მიმართულებით.

2020 წლის იანვრის ბოლოს, მედიაში გამოჩნდა პირველი სიახლეები კორონავირუსის შესახებ, რაც ინდუსტრიისთვის თავზარდამცმემი აღმოჩნდა. თუმცა მაშინ ცხადია ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ რაღაც ორ თვეში, COVID-19 პანდემია ყველა მოვლენას გადაფარავდა და სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, IT-ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელოვან კორექტირებას მოახდენდა.

პრობლემები წარმოებაში

კორონავირუსის გავრცელებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის შექმნილი საშიშროების გამო, ბევრ  გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიას მოუწია რომ, ოპერაციები აზიაში განეხორციელებინა. Samsung-მა და Foxconn-მა (Apple-ის მთავარი პარტნიორი iPhone-ის სმარტფონების წარმოებაში) ქარხნების მუშაობა შეაჩერეს. Google-მა დროებით დახურა ყველა ოფისი ჩინეთში, ჰონკონგსა და ტაივანში. Apple-მა, OPPO-მ და Vivo-მ წარმოების დროებით შეჩერება გამოაცხადეს და პროდუქციის გამოშვება შეწყვიტეს. ასევე, დროებით შეჩერდა LG Display-ის გამოშვება. რისკის წინაშე დადგნენ Flash-მეხსიერების, SSD-დისკების და მყარი დისკების მწარმოებლები. მათ შორის, Intel, Micron, SK Hynix, Seagate, Western Digital და სხვები. აღნიშნულმა ფაქტებმა ჩინეთიდან მაღალტექნოლოგიური ნაწილების მიწოდების ფაქტობრივი შეწყვეტა გამოიწვია.

კომპანია Apple-მა ბრენდმაღაზიების დახურვის შესახებ განაცხადა, რასაც Microsoft-ისა და სხვა ანალოგიური ბრენდმაღაზიების დახურვაც მოჰყვა.

დასაქმებული თანამშრომლების ოფისებიდან დროებით დათხოვნის და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანის გამო, ბევრი კომპანია იძულებული გახდა ახალი პროდუქციის გამოშვება გაურკვეველი ვადით გადაედო. ყველაზე მეტად დაზარალდა კომპანია OneWeb, რომელიც სატელიტური ინტერნეტის ინფრასტრუქტურას ავითარებდა. პროექტის დაფინანსების შეწყვეტის გამო, კომპანიამ გაკოტრების შესახებ გააკეთა განაცხადი, თუმცა მანამდე შეძლო 74 თანამგზავრის დედამიწის ორბიტაზე გაყვანა.[3]

ღონისძიებების მასობრივი გაუქმება

კორონავირუსის ფართომასშტაბიანმა ეპიდემიამ „თავის ტკივილი“ გამოიწვია ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა გამოფენისა და კონფერენციის ორგანიზატორებისთვის, რომელთაც სასწრაფო რეჟიმში მოუწიათ დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება.

გაუქმდა მობილური ინდუსტრიის უმსხვილესი გამოფენები − MWC 2020, ფოტოდამუშავების − Photokina 2020 და CP + 2020. ასევე, ვირუსული ინფექციის გამო გადაიდო SAS გლობალური ფორუმი 2020, Apple-ის პროდუქტების პრეზენტაცია, სადაც მილიონობით მომხმარებელი ახალი IPAD-ის და Iphone-ის წარდგენას ელოდებოდა (შემდგომ, კომპანია Apple-მა ახალი IPAD-ის წარდგენა პირდაპირ ვებგვერდზე განთავსებით განახორციელა). COVID-19-ის შეზღუდვების ფარგლებში მოექცა პროგრამისტებისთვის Facebook-კონფერენცია − F8 და თამაშები მოყვარულებისთვის − E3 2020. ასევე, ონლაინფორმატში ჩატარდა Google I / O 2020, Microsoft Build, Apple WWDC 2020, BAFTA Games Awards 2020 და სხვა.

ზედმეტად გაზრდილი დატვირთვა ქსელის ინფრასტრუქტურაზე

პერსონალის მასობრივმა გადაყვანამ დისტანციურ რეჟიმში, ასევე სტრიმინგის, ე.წ. „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგიების მასობრივი გამოყენების, ვიდეოთამაშების, ვიდეოსერვისების და ვიდეოკონფერენციების სისტემების მოთხოვნის გაზრდამ, ინტერნეტმოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა და მისი სტრუქტურის ცვლილებები გამოიწვია.

DE-CIX-ის მონაცემების თანახმად, მონაცემთა ნაკადის ზრდა საშუალოდ 10 პროცენტს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვნად, დაახლოებით 50%-ით გაიზარდა ვიდეოკონფერენციების ტრაფიკი (Skype, Zoom, Team, WebEx და ა.შ.). ონლაინ და ღრუბლოვანი თამაშებისთვის ტრაფიკის მოხმარების ზრდამ 25% შეადგინა, ასევე, შეინიშნება სოციალური ქსელების ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდაც.

ვიდეოსტრიმინგის სერვისების მოცულობა მსოფლიოში 20%-ით, ხოლო ევროპაში 30-40%-ით გაიზარდა. შექმნილი სიტუაციის გამო, ევროკავშირი იძულებული გახდა, უკიდურესი ზომები მიეღო და პოპულარული მულტიმედიური სერვისების კომპანიებს სამაუწყებლო ვიდეოს ხარისხის შემცირებისკენ მოუწოდა, ევროკავშირის ქვეყნებში ევროპული ინტერნეტ-ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრებში გაზრდილი დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით. რეგულირების რეკომენდაციებს უსწრაფესი რეაგირება მოჰყვა YouTube-ის, Netflix-ის, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა მრავალი მედიამომსახურების მხრიდან.

კიბერდანაშაულთა აქტივობის ზრდა

ადამიანების ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენების თავიდან ასაცილებლად, კომპანიების მასობრივ, დაჩქარებულ რეჟიმში დისტანციურ სამუშაოებზე გადასვლის გამო, მკვეთრად იმატა ინციდენტების რაოდენობამ ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში. ვირუსული ანალიტიკოსების აზრით, მავნე და ფიშინგ ელ.ფოსტის გავრცელების შემთხვევები უფრო გახშირდა სამთავრობო სააგენტოების ოფიციალური ბიულეტენების დახმარებით, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მონაცემების გასავრცელებლად არის შექმნილი. Cisco Systems-ის უსაფრთხოების განყოფილებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მსგავსი საფრთხეების რაოდენობის ათჯერ ზრდა დააფიქსირა. ამ დროისთვის, ფიშინგის შეტევები ბიზნესის ინფორმაციული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. კომპანიის თანამშრომლები დაუდევრად ხსნიან გაურკვეველ ან ხშირად ყალბი ელ.ფოსტის ვირუსულ დანართებს, რითაც თავდამსხმელებს კორპორაციულ რესურსებზე წვდომის გზებს უხსნიან.

ბიზნესის დაცვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას დაუცველი შორეული წვდომის საფრთხეები − Remote Desktop Protocol (RDP) წარმოადგენს. ექსპერტთა მონაცემებით, კომპიუტერების მინიმუმ 10% საერთო სერვერების შეღწევადობისგან დაცული არ არის. შეღწევის შემთხვევაში კი დამნაშავეთა ჯგუფს შეუძლია არა მარტო ინფორმაციის მოპარვა ან მონაცემების წაშლა, არამედ არსებულ მონაცემებში ჩასწორებების გაკეთებაც კი. ასეთი ზარალის ან რისკ-ფაქტორების დადგომა კი წარმოუდგენელ შედეგებამდე მიიყვანს კომპანიას.

ვხედავთ,  რომ კორონავირუსის გავლენა კიბერ თავდასხმებზე აშკარად დიდია. როგორც გრაფიკიდან ვიგებთ, კიბერ დანაშაულთა შემთხვევები ყოველ მომდევნო კვირაში იმატებდა და  მსგავსი შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა გასული წლის გაზაფხულზე, რამაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა პროგრამული უზრუნველყოფის და დაცვის სისტემების დახვეწის საკითხი. უნდა აღინიშნის, რომ დღეისათვის ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორებულია.[3]

გრაფიკი 1: Covid-19 ის გავლენა კიბერდანაშაულთა რაოდენობაზე

წყარო: https://www.lexology.com/library/detail.aspx?g=37bd456f-45f7-4212-9cfb-280ed4169efc  [8]

ტექნოლოგიური კომპანიების სოციალური ინიციატივები

პანდემიის საპასუხოდ, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და საკუთარი მომხმარებლების მხარდასაჭერად, მაღალტექნოლოგიურმა ორგანიზაციებმა რესურსების გამოყოფის შესახებ გააკეთეს განაცხადი. ამერიკელმა პროვაიდერებმა დაიწყეს უფასო WiFi-ის შეთავაზება 60 დღის განმავლობაში. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) T-Mobile-ს დამატებითი სიხშირეები მიაწოდა ინტერნეტის უზრუნველყოფის მიზნით. ისეთმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, როგორებიცაა Facebook, Microsoft, Adobe Systems, Alibaba და სხვა, დაზარალებულების დასახმარებლად საკუთარი კონკრეტული ინიციატივების შეთავაზება წამოიწყეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იაპონური კომპანია Sharp, რომელმაც მოახდინა LCD-პანელის რედაქტირება, ტელევიზორების ქარხნების უსწრაფესი რესტრუქტურიზაცია და ამჟამად სამედიცინო ნიღბებს აწარმოებს. ასევე, აღნიშვნას საჭიროებს კომპანია Google, რომელმაც ვირუსის დამარცხების მიზნით, 800 მილიონი დოლარი გამოყო და რომლის უმეტესი ნაწილი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება. გარდა ამისა, ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში 400-ზე მეტი ექსპერტი საერთო მიზნისთვის – საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებების გახშირებული ჰაკერული შეტევებისგან დასაცავად გაერთიანდა.

სუპერკომპიუტერული საშუალებები ვაქცინის გამოგონების საქმეში

HPC ინდუსტრია (High Performance Computing), პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში.

მაგალითად, IBM-მა ჩამოაყალიბა კონსორციუმი − COVID-19 High Performance Computing, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების კომპანიის სუპერკომპიუტერებს აერთიანებს. მისი საერთო სიმძლავრე 330 petaflops შეადგენს. ეს საქმიანობა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. მაღალი სიმძლავრის გამოთვლითი სისტემები საშუალებას მისცემს ეპიდემიოლოგიის სფეროს მკვლევრებს, ბიოინფორმატიკისა და მოლეკულური მოდელირების სფეროში განახორციელონ დიდი მოცულობის გამოთვლები საათებში ან დღეებში, რასაც ჩვეულებრივ კომპიუტერულ ლაბორატორიებში თვეები ან წლები დასჭირდებოდა.

პროექტის  Folding @ Home განაწილებული გამოთვლითი საშუალებების გამოყენებით, ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებლები ასევე გაერთიანდნენ ვირუსული საფრთხის წინააღმდეგ. მათ თავიანთი გაერთიანებული კომპიუტერების გამოყენება დაავადების კვლევისა და მისი საწინააღმდეგო წამლების შექმნისათვის დაიწყეს. 400 000-ზე მეტი მოხალისე უკვე შეუერთდა ამ ინიციატივას, რომლის წყალობითაც ქსელის მთლიანი გამოთვლითი ენერგია 1.5 ექსტრაუფლს აღემატებოდა. მასშტაბის უკეთ გასაგებად, აღნიშნული სიმძლავრის გაერთიანებული კომპიუტერული გამოთვლითი სისტემა ყველაზე მძლავრია, რომელიც აქამდე შექმნილ ყველა სუპერკომპიუტერულ სიმძლავრეს აღემატება. [3]

სხვადასხვა ტექნოლოგიურ სექტორზე Covid-19-ის ნეგატიური ეფექტის შესაფასებლად შეგვიძლია ქვემოთ მოცემული დიაგრამაც გამოვიყენოთ, რომელიც გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ თუ რამდენად შემაფერხებელი ზეგავლენა იქონია პანდემიამ აღნიშნულ სექტორებზე.

კვლევებმა ნათლად დაადასტურა, რომ პანდემიამ ძალიან დააზარალა ამ სექტორებში მოქმედი კომპანიები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა მათ ფინანსურ მხარეს, რაზეც ყურადღება გაამახვილა globaldata-მ და გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც გვიჩვენებს covid-19ის ზეგავლენას 17 სხვადასხვა ტექნოლოგიურ, მედია თუ სატელეკომუნიკაციო სექტორზე. დიაგრამაზე გამოსახული უარყოფითი პროცენტული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ვირუსმა კატასტროფულად შეამცირა შემოსავლები, რამაც კომპანიები დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია და მათმა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო გაეძლო ამ მძიმე ეკონომიკური შოკებისთვის.  გრაფიკზე ნაჩვენებია ის სექტორები, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ. ამ მხრივ, გამოირჩეოდა : IT მომსახურება, რეკლამირება, ნახევარგამტარების წარმოება, ინტერნეტ თუ ტელეკომუნიკაციები და ა.შ [3]

გრაფიკი 2: პანდემია და სხვადასხვა ტექნოლოგიური სექტორი

წყარო: https://www.globaldata.com/while-all-tech-sectors-will-be-negatively-impacted-by-coronavirus-it-services-will-be-hit-hardest-says-globaldata/  [7]

ტექ-აქციების ანალიზი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი

საინვესტიციო პროდუქტის შერჩევისას მნიშვნელოვანია, სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ანალიზი ეხებოდეს როგორც კონკრეტულ კომპანიას, ასევე ბაზარს.

თუ საქმე ხანდაზმულ კომპანიასთან გვაქვს, რომელიც დიდი ხანია ბაზარზეა და მთავარ უპირატესობად სტაბილურობას გვთავაზობს, მნიშვნელოვანია, მისი მოგების მაჩვენებლებს დავაკვირდეთ.

გაყავი ერთი აქციის ფასი მოგების იმ მოცულობაზე, რომელსაც კომპანიის ერთი აქცია გამოიმუშავებს. ეს თანაფარდობა აჩვენებს იმას, თუ რამდენად აფასებს საფონდო ბირჟა კომპანიის მოგების მოცულობას. თუ მაჩვენებელი მაღალია, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარი კომპანიის მოგების ზრდას ელოდება — ეს ფორმულა აუცილებლად გამოგვადგება, რადგან რამდენიმე ფირმის შედარების საშუალებასაც  გვაძლევს.

ეს ფორმულა ცხადია არ გამოგვადგება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მოგებას არ იღებენ (და ასეთები, როგორც წესი, ახალგაზრდა ფირმები არიან). ასეთ აქციებთან ყურადღება შემოსავლების ზრდის ტემპს უნდა მიექცეს. თუ კომპანია სწრაფად მზარდია, მას კარგი გუნდი მართავს და სწორ ღირებულებებზეა დაფუძნებული, დიდი შანსია, რომ ის სამომავლოდ გაიზრდება. ხშირად სწორედ დამწყებ და პერსპექტიულ კომპანიებში ინვესტირებაა ყველაზე მეტად მომგებიანი. [2]

როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება, გარკვეული დონის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ამ რისკების დაზღვევის გზებიც. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ისეთ გაცვლით სავაჭრო ფონდში ფულის ჩადება, რომელიც ტექ-კომპანიების აქციებზეა ორიენტირებული.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევა – ფული დააბანდე მხოლოდ მაშინ, როდესაც საინვესტიციო ობიექტის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ფლობ და მაქსიმალურად დარწმუნებული ხარ, რომ შენი ფულის მასში ჩადება სამომავლოდ მოგებას მოგიტანს.  [6]

ციფრული ტექნოლოგიების გაძლიერება აზიის კოვიდ-19-ისგან აღდგენის გასაღებია – აზიის განვითარების ბანკი

მანილა, ფილიპინები (10 თებერვალი 2021) -ციფრული პლატფორმები და სხვა ტექნოლოგიური საშუალებები წარმოადგენს ზრდის ახალ შესაძლებლობებს ნებისმიერი ზომისა და ნებისმიერ სფეროში მოქმედი ბიზნესისთვის აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში და ამ ტენდენციას ძალუძს რეგიონის  კორონავირუსის დაავადების (კოვიდ-19) პანდემიისგან მდგრად აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.

ADB-ის წამყვანი პუბლიკაცია აზიის ეკონომიკური ინტეგრაციის ანგარიში 2021, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროგრესს მიმოიხილავს და იკვლევს პანდემიის პირველად გავლენას ვაჭრობაზე, საზღვართშორის ინვესტიციებზე, ფინანსურ ინტეგრაციასა და ადამიანების გადაადგილებაზე. ახალ გამოცემაში სპეციალური თემატური თავი ეთმობა ციფრული ტექნოლოგიების როლს და პოტენციალს ინკლუზიურ და მდრაგ განვითარებაში, როგორ შეუძლია ციფრულ ტექნოლოგიებს რეგიონში პოსტ-პანდემიური აღმავლობის სტიმულირება და ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების გზების ძიება რისკების ეფექტური მართვის პარალელურად.   

„აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნები ხელს უწყობენ ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებას და გაციფრულებას პანდემიის შემდგომი გაჯანსაღებისთვის და მსოფლიო ეკონომიკასთან კავშირის აღსადგენად. ტექნოლოგია ახალი გლობალური ქსელების შექმნას უწყობს ხელს, რაც უზარმაზარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა ასევე გვაყენებს ახალი რისკებისა და გამოწვევების წინაშე,“ — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. — „გადაუდებლად მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკისა და რეგულაციების დანერგვა, რითაც შესაძლებელი გახდება შეფერხებების მართვა და მზარდი ციფრული ეკონომიკიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება, ხოლო გაძლიერებული რეგიონული თანამშრომლობით მიღებული სარგებლის შენარჩუნება.“

ბიზნესიდან მომხმარებელზე ორიენტებული ციფრული პლატფორმების შემოსავალმა 2019 წელს მსოფლიოში 3.8 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 48% ანუ 1.8 ტრილიონი აშშ დოლარი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის და რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ია.  ეს მაჩვენებელი 2020 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომების შედეგად, მეტმა ბიზნეს-გადარიცხვამ, ­- როგორიცაა მგზავრობა, საკვების მიწოდება და ელექტრონული კომერცია, – ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა.

დაჩქარებულ ციფრულ ტრანსფორმაციას შეუძლია გლობალური წარმოების, ვაჭრობისა და კომერციის და დასაქმების გაზრდა. ანგარიშის მიხედვით, გლობალური ციფრული სექტორის 20%-იან მატებას შეუძლია გლობალური წარმოების 2021-2025 წლებში წლიურად საშუალოდ 4.3 ტრილიონით გაზრდა. შესაბამისად აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონს შეუძლია წლიურად 1.7 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დივიდენდი მიიღოს ანუ 5 წლის განმავლობაში 2025 წლამდე 8.6 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი. 2025 წლამდე რეგიონში 65 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ზრდის კვალდაკვალ და ასევე მოსალოდნელია მომდევნო 5 წლის განმავლობაში რეგიონული ვაჭრობა წლიურად 1 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდოს.[5]

რეგიონის მთავრობებს მზარდი ციფრული ეკონომიკის გაძლიერება შეუძლიათ პოლიტიკისა და რეფორმების გატარების გზით და შესაბამისად სარგებლის მიღებაც, ციფრული ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად. ეს ნაბიჯები გულისხმობს სამართლიანი კონკურენციის წახალისებას და ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისევე როგორც უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სოციალური დაცვის საშუალებების შესაბამისობას ციფრულ სამუშაო ადგილებთან. ანგარიშში ასევე აქცენტი კეთდება პირადი მონაცემების დაცულობასა და უსაფრთხოებაზე, გადასახადებზე, საჯარო და კერძო ინსტიტუტებს შორის პარტნიორობასა და რეგიონულ თანამშრომლობაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონის ვაჭრობა, რომელსაც გასულ წელს მძიმე დარტყმა მიადგა, მოსალოდნელზე სწრაფად აღდგება. აზიის საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდამ მაისში წლიურად -10.1% ვარდნა აჩვენა, მაგრამ თანდათან აღდგა და 2020 წლის სექტემბრიდან დადებითი ნიშნულისკენ გადაინაცვლა. ინვესტიციების შემოდინება გლობალურად და რეგიონში 2020 წელს წინასწარი მონაცემებით კიდევ უფრო შემცირდა, 2019 წელს 7.7%-იანი $510.5 მილიარდამდე ვარდნის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ქვეყნების გახსნის დაწყებასა და პანდემიასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნის კვალდაკვალ კომპანიების დონეზე განხორციელებული გაერთიანებები და შესყიდვები რეგიონში გაჯანსაღების ნიშნებს ავლენს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. [5]

რა ელის სამომავლოდ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას?

ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსი უახლოეს და შორეულ მომავალში რადიკალურად შეცვლის ძალაუფლების ბალანსს მთელი მსოფლიოს ბაზარზე. ისეთმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორებიცაა Acer, ASUSTeK, AMD, Microsoft, Sony და სხვა, უკვე განაცხადეს ბიზნესზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენისა და შემოსავლის სავარაუდო შემცირების შესახებ. კრიზისის გამო, კომპანიები Dell, VMware, Twitter, იძულებული გახდნენ, უკვე გადაეხედათ თავიანთი ფინანსური პროგნოზებისთვის.

ანალიტიკოსების აზრით, პანდემია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს IT-ინდუსტრიის ყველა სეგმენტზე: ნახევარგამტარული მოწყობილობების, ე.წ. დედაბარათებისა და ვიდეობარათების, დისპლეების, ოპტიკური ბოჭკოს, LED-ების, ლითიუმის-იონური ბატარეების, სმარტფონების, სათამაშო კონსოლების წარმოებიდან დაწყებული, სერვერული გადაწყვეტილებებით დამთავრებული.

მოსალოდნელი, იყო რომ რომ პერსონალური კომპიუტერების გაყიდვის მაჩვენებლები 2020 წლის პირველ ნახევარში 30%-ით, ტელევიზორების გლობალური მიწოდება 8,6%-ით, ლეპტოპების 20.3-ით, სმარტფონების −  13.3%-ით შემცირდებოდა და შეიძლება ითქვას რომ ეს პროგნოზები მართლაც მაღალი სიზუსტით გამართლდა. ახალი კორონავირუსის  გავრცელება ასევე დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე 5 წლის განმავლობაში 5G-სისტემაში ჩართული სმარტფონების მიწოდებაზე.

მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება სამედიცინო მოწყობილობებისა და ჯამრთელობის მონიტორინგის როგორც მოწყობილობების წარმოების, ასევე პროგრამული გადაწყვეტილებების ზრდის კუთხით. გაიზრდება როგორც არსებულ ტექნიკურ მოწყობილობებში ჯანმრთელობის მონიტორინგის საშუალებების სრულყოფა, ასევე გაჩნდება სრულიად ახალი ინოვაციური პროდუქტებიც. აღნიშნული ბაზარი უახლოეს წლებში შესაძლოა 500 პროცენტით გაიზარდოს, რაც მეწარმეობის თემის განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს აჩენს.

რაც შეეხება პროგრამული განვითარების ნაწილს, ამ მიმართულებით ექსპერტების უმრავლესობა მისი განვითარების ახალ ტალღაზე მიანიშნებს. ციფრული ტრანსფორმაცია ყველაზე სწორი და სწრაფი გზაა როგორც გრძელვადიანად ხარჯების შემცირებისთვის, ასევე, გაყიდვების სტიმულირებისა და ზოგადად, სამომავლო ანალოგიური რისკის დაზღვევის კუთხით. შეიძლება შეიცვალოს სამუშაოების სფეროები და სტრუქტურა, მაგრამ ციფრულ ტრანსფორმაციას ალტერნატივა ნამდვილად არ გააჩნია. [4]

საქართველოც გლობალური სამყაროს ნაწილია და გასათვალისწინებელია მიმდინარე ტენდენციები, რაც მხოლოდ წინაკრიზისული ანალიზია, ხოლო მისი დასრულების ეტაპზე უფრო ნათლად გამოჩნდება ერთიანი სურათი, რომლის შემდეგ გაცილებით ადვილი გახდება იმ პერსპექტივის დანახვა, თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და სიღრმისეული ანალიზი მომავალი განვითარებისთვის. თუმცა, ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ვირუსის შეჩერებას, ასევე, მომავალი ეკონომიკური კრიზისის სიმძიმეს. ბევრი წამყვანი ექსპერტი იმასაც მიანიშნებს, რომ ნამდვილი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც სწორედ ტექნოლოგიების ეპოქაა, სწორედ ამ კრიზისის დასრულების შემდეგ დაიწყება. [3]

დასკვნა

გასული წლები საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ  ტექნოლოგიების გარეშე, ის კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ამან კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ტექნოლოგიების აუცილებლობა.

პანდემიის პარალელურად ტექნოლოგიები კვლავ ვითარდებოდა და როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა რაღაც ასპექტში, ახალმა რეალობამ ეს პროცესი დააჩქარა კიდევაც. ამის მაგალითია სოციალური ქსელები და ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები, რომლებიც მნიშვნელოვანი  გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ და საბოლოოდ შეიძლება ითქვას თავი წარმატებით გაართვეს მათ. ეს გამოწვევა კი მათთვის განვითარების საფუძვლადაც იქცა. კორონავირუსმა ბრენდების და კომპანიების ყოველდღიურობაც შეცვალა და ისინი გაციფრულების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

ამის ფონზე, 2020 წელი უამრავი ტექნოლოგიური სიახლითაც გამოირჩეოდა. ჯერ მარტო რად ღირს ის ტექნოლოგიური ძვრები, რაც ვირტუალური რეალობის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური კომპიუტერების, კვანტური ტელეპორტაციის, მზის ხელოვნური რეაქტორების და რობოტიკის მიმართულებით გვქონდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აფციაური ლ. „მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“, თბ, 2019. 
  2. https://on.ge/story/85712-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1 
  3. https://www.entrepreneur.com/article/348731
  4. https://on.ge/story/73309-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-2020-%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98
  5. https://www.adb.org/ka/news/leveraging-digital-technologies-key-asia-covid-19-recovery-adb
  6. https://forbes.ge/teqnologiuri-progresi/
  7. https://www.globaldata.com/while-all-tech-sectors-will-be-negatively-impacted-by-coronavirus-it-services-will-be-hit-hardest-says-globaldata/
  8. https://www.lexology.com/library/detail.aspx?g=37bd456f-45f7-4212-9cfb-280ed4169efc