საქართველოში ეკონომისტებს უკვე აფასებენ
ეკა ლომიძე
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტმა წამოაყენა წინადადება, რომ მეცნიერების დარგში მაკროეკონომიკური მოდელირების პრობლემებზე გამოქვეყნებული ნაშრომები სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილიყო. საქართველოში ამ დარგში წლების მანძილზე ძალიან სერიოზული კვლევები იყო ჩატარებული.
შეირჩა ავტორები, შედგა დოკუმენტაცია, რომელმაც ბიუროკრატიული ეტაპები გაიარა, კონკურენცია დიდი იყო, რომლის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები და, შესაბამისად, სახელმწიფო პრემია ექვსმა ავტორმა მიიღო: პროფესორებმა კლიმენტი აჩელაშვილმა და იური ანანიაშვილმა, რომელთაც გავლილი აქვთ მოსკოვის სკოლა, იაშა მესხიამ, (მასაც მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და აკადემოკოს შატალინის მოწაფეა), ასევე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ვლადიმერ პაპავამ, რომელსაც უცხოური სკოლა აქვს გავლილი და ცნობილი მეცნიერია. მათთან ერთად სახელმწიფო პრემია მიიღეს კიევის სკოლაგამოვლილმა გიორგი წერეთელმა, რომელიც გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორია და ასევე საქართველოს აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ავთანდილ სილაგაძემ.
ნაშრომთა ციკლი “მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები” (რომლის ავტორები არიან: იური ანანაიაშვილი, კლიმენტი აჩელაშვილი, იაკობ მესხია, ვლადიმერ პაპავა, ავთანდილ სილაგაძე, გიორგი წერეთელი) 1965-2001 წლებში გამოქვეყნებული 49 მონოგრაფიაა და მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდების და მოდელების შესწავლას ეძღვნება.
მაკროეკონომიკური თეორიები ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. მაკროეკონომიკური მოდელების გამოყენება, ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებისათვის უაღრესად აქტუალურია; გამონაკლის არც საქართველო წარმოადგენს. ამ მიმართულებით ღრმა მეცნიერული ანალიზია ჩატარებული პროფ. ა. სილაგაძის ნაშრომებში (“ეკომომიკური ისტორიის საკითხები”, თბილისი, 2001 წ; “ეკონომიკური აზრის ისტორიის ზოგიერთი საკითხები”, თბილისი, 1996 წ. და სხვ.) რომლებშიც კომპლექსურადაა გამოკვლეული და წარმოდგენილი მსოფლიოში აღიარებული სხვადასხვა მაკროეკონომიკური მეთოდის ისტორიული ანალიზი.
პროფ. ი. ანანიაშვილი შრომების ძირითად ობიექტს აგრეგირებული დარგობრივი სტრუქტუტრის მქონე ეკონომიკა წარმოადგენს, რომლის შესწავლისათვის იგი “დანახარჯები-გამოშვება” მეთოდებზე დაფუძნებულ და ზოგადი წონასწორების მაკროეკონომიკურ მოდელებს იყენებს.
პროფ. აჩელაშვილის ნაშრომებში ქვეყნის ეკონომიკა განხილულია, როგორც ურთიერთმომქმედი რეგიონების სისტემა, რომლის რეგურილების მიზნით დამუშავებულია რეგიონთაშორისი და დარგთაშორისი მატერიალურ-ნივთობრივი კავშირების მოდელირების პრობლემების გადაწყვეტის მეთოდოლოგიური და მეთოდური საფუძვლები.
პროფ. ვ. პაპავას მიერ ხსენებულ ნაშრომთა ციკლის შესრულებაში კონკრეტულ წვლილთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ გამოკვლეულია დარგთაშორისი ბალანსის სტატიტსიკური, გაფართოებული და დინამიკური მოდელების ეკონომიკურ-მათემატიკური თვისებები, კერძოდ, კაპიტალის პროდუქტიულობის ეკონომიკური თეორიების ანალიზის საფუძველზე მის მიერ შემოღებულ იქნა ნაწილობრივ-პროდუქტიული მატრიცის ცნება, რამაც შესაძლებელი გახადა დარგთაშორისი ბალანსის დინამიკური მოდელების პროდუქტიულობის აუცილებელი და საკმარისი პირობების ჩამოყალიბება, რაც ამ კლასის მოდელებისთვის მანმადე საერთოდ არ იყო გამოკვლეული. საყურადღებოა, რომ პროფ. ვ. პაპავას მიერ მოცემული პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა ერთიანი მიდგომა, რომელიც დარგთაშორისი ბალანსის სტატიკური მოდელებისათვის დამახასიათებელი თვისებების განზოგადების საფუძვლებზე შესაძლებელი გახდა დარგთაშორისი ბალანსის გაფართოებული და დინამიკური მოდელების თვისებების შესწავლა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პროფ. ვ. პაპავას მიერ შემუშავებული კაპიტალის მწარმოებლურობისადმი მაკროეკონომიკური მიდგომის მედელები და თვსებრივად ახალი მაჩვენებლები.
მაკროეკონომიკური ე.წ. არატრადიციული მოდელებიდან აღსანიშნავია პროფ. ვ. პაპავას მიერ აგებული გადასახადების გარეშე ეკონიმიკის მაკრომოდელი, რაც მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდების სრულყოფის მიმართულებით პრინციპულად ახალ თეორიულ საფუძვლებს ქმნის.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პროფ. ვ. პაპავას მიერ ლაფერის ეფექტის გამოკვლევა ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ქვეყნებისათვის, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა ლაფერის მრუდის ალტერნატიული ვარიანტების აგება, რომელთაც საგადასახადო რეფორმის გასატარებლად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
პროფ. გ. წერეთლის მიერ შეტანილი კონკრეტული შემოქმედებითი წვლილი წარმოდგენილ ნაშრომთა ციკლში მის მიერ მაკროეკონომიკური რეგულირების პროცესთა ეკონომიკურ-მათემატიკური და ეკონიმიკურ-ეკონომიკური კვლევის საფუძველზე მიღებული თეურიულ და პრაქტიკულ შედეგებშია ასახული.
პროფ. ი. მესხიამ თავისი მეცნიერული გამოკვლევებით მაკროეკონომიკური პროგნოზირების თეორიულ-მეთოდოლოგიური და მეთოდური საფუძვლები სრულყო და განავითარა, შეიმუშავა ეკონომიკური განვითარების სინთეზურ მაჩვენებელთა პროგნოზირების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელების სისტემა, რომლითაც, პრაქტიკულად, შესაძლებელი გახადა მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირება, როგორც ქვეყნის მაკროდონეზე, ასევე რეალური სექტორის მსხვილი დარგებისა და მრეწველობის ქვედარგების ჭრილში.
პროფ. ი. მესხიას გამოკვლევებით დადგენილია საქართველოში ეკონომიკურ რეფორმებზე და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე მოქმედი პოზიტიური და ნეგატიური ფაქტორები, გამოვლენილია ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებასა და რეალიაზაციაზე მოქმედი ხელისშემშლელი სიბიექტური და ობიექტური პირობები, გაანალიზებულია გარდამავალი პერიოდის ეტაპიზაციის ძირითადი კრიტერიუმები და მაკროეკონომიკური რეგულირების ფორმირებისა და მოთოდების სრულყოფის მიმართულებით შემუშავებულია კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები.