როგორ შეიცვლება ალმასის მსოფლიო ბაზრის სქემა
სოფიკო სიჭინავა
ალმასი თვითნაბადი მინერალია, კრისტალური ნახშირბადი, მის ძირითად მასას წარმოადგენს ტექნიკური ქვები, საიუველირო დამუშავებისათვის ვარგისია მხოლოდ პროცენტული წილი. ალმასის წონის გასაზომად მიღებულია კარატი – 0.2 გრამი, ან 200 მილიგრამი. 15 კარატზე მეტი წონის ალმასი იშვიათობაა, ხოლო ასეული კარატი – დიდი იშვითობა.
დღეისათვის ცნობილია მხოლოდ 26 ალმასი, რომლის თავდაპირველი მასა 400 კარატს აღემატებოდა. ასეთ ქვებს საკუთარი სახელები ჰქვიათ, მსოფლიოში ცნობილები ხდებიან და ისტორიაში საკუთარ ადგილს იკავებენ. ავისი გამჭვირვალობის, ტონის, სისქის, თანაბარი შეფერილობის, ბზარების რაოდენობის, მინერალური შემადგენლობის და სხვა ნიშნების მიხედვით, იუველირები ალმასის 1000 სახეობას არჩევენ. იდეალური ალმასი უფერო და გამჭვირვალეა, თუმცა, შესაძლოა იყოს ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, ვარდისფერ-იასამნისფერი, რძისფერი თეთრი, რუხი და შავი შეფერილობის. ლალისფერი წითელი, ვარდისფერ-ლილისფერი, ზურმუხტისფერ-მწვანე და ლურჯი ალმასი იშვიათად გვხვდება, ხოლო საფირისფერი ცისფერი იშვიათი გამონაკლისია და ძალიან ძვირფასია. დაწახნაგებული ალმასი ბრილიანტია, სიტყვის წარმოშობა ფრანგულია და ნიშნავს ბრწყინვალეს.
როგორც მიჩნეულია, ალმასი ინდოეთში ჩვენს ერამდე 1000-500 წლის წინ აღმოაჩინეს. ინდოეთში ალმასი გაღმერთებული და გაფეტიშებული იყო, მას ბევრ მითიურ შესაძლებლობებს მიაწერდნენ: სნეულებისაგან განკურნებას, ბოროტი სულებისგან, მტრებისგან, ავი თვალისგან დაცვას და მიიჩნევდნენ, რომ ნათელმხილველობისა და წინასწამეტყველების ნიჭის მიმცემი ქვა იყო. დიდი ხნის მანძილზე ინდოეთის ფარგლებს გარეთ არ იცოდნენ, რა იყო ალმასი. ქვა მსოფლიოში ცნობილი ალექსანდრე მაკედონელის ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ გახდა, როცა მაკედონელებმა ინდოელი მახარაჯების განძეული გაძარცვეს. მას შემდეგ ბერძნები ალმასს ადამანტოს უწოდებენ, რომაელები – დიამონდს, არაბები – ალმასს, ძველი ებრაელები – შამირს, თვითონ ინდუსები კი – ფარიას.
თანამედროვე ალმასის წარმოებას, XIX საუკუნეში სამხრეთ აფრიკაში ამ მინერალის ბუდობების აღმოჩენამ და 1888 წელს ფირმა “დე ბირს კონსოლიდეიტედ მაინზის” შექმნამ დაუდო სათავე. დღეს ალმასი ოთხ მატერიკზე 20 ქვეყანაში მოიპოვება. ალამისის მომპოვებელი წამყვან შვიდ ქვეყანაზე, მსოფლიოში ამ ქვის მოპოვების 90% მოდის, ესენია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რუსეთი, ბოსტვანა, ზაირი, ნამიბია, ავსტრალია და ანგოლა. გარდა ამისა, ალმასს მოიოპოვებენ ბრაზილიაში, გვინეაში, განაში, სიერა ლიონეში, ტანზანიაში, ინდონეზიასა და ინდოეთში.
აფრიკული ქვეყნები მსოფლიოს წელიწადში მთლიანად 70 მლნ კარატ ალმასს აწვდიან, ავსტრალია – 25 მლნ კარატს, რუსეთი – 23 მლნ-ს, კანადა – 2 მლნ-ს. ალმასის მსოფლიო მოპოვება წელიწადში მთლიანად 115 მლნ კარატია, ანუ 23 ტონა ალმასი, კარატზე საშუალოდ 60 დოლარს თუ ვიანგარიშებთ, მთლიანად 7 მლრდ დოლარი გამოვა.
მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ამ ძვირფასი ქვის “სამშობლო” მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოფილა და მასზე ფასები კატასტროდულად ეცემოდა, ალმასის ბიზნესის ლიდერები იძულებულნი გახდნენ გაერთიანებულიყვნენ, რათა მკაცრი შეთანხმებების საფუძველზე მსოფლიო ბაზარზე ალმასის ფასი შეენარჩუნებინათ. ამ გაერთიანებებს შორის ყველაზე გავლენიანი 1893 წელს შექმნილი ლონდონის სინდიკატი იყო.
ფირმა “დე ბირისის” ანალიტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ბოლო 60 წლის მანძილზე ალმაისის მოპოვება 20-ჯერ გაიზარდა, ანუ წლიურად 5-6%-ით იზრდებოდა. ყოველწლიურად მსოფლიოში 50-60 მლნ კარატს მოიპოვებენ (10-12 ტონა), რომლის საერთო ღირებულება 6-6,5 აშშ დოლარია. ალმასის მსოფლიო ბაზარი საკმაოდ სტაბილურია, თუმცა უკანასკელ ხანებში მისი ერთარხიანი სისტემის რესტრუქტურიზაცია შეინიშნება. მწარმოებლები ადრე თავიანთ ალმასის რეალიზებას ერთი ფირმის, “დე ბირსის” საშუალებით ახერხებდნენ, რომელიც პროდუქციაზე მაღალ ფასს ხელოვნურად ინარჩუნებდა. ეს სიტუაცია შეიცვალა და ბაზარი მრავალარხიანი გახდა, რომელიც ალამასის ნედლეულის მწარმოებელ და მოვაჭრე ქვეყნების ურთიერთშეთანხმების საფუძველზეა აგებული (ისევე, როგორც ოპეკი).
ბუნებრივი ალამასი მსოფლიოში წლიურად 8-9 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იყიდება. მისი დაწახნაგების და დამუშავების შემდეგ ღირებულება 30-40 მლრდ დოლარამნდე იზრდება, თუმცა მოპოვებაში უფრო მეტი დანაკარგია, ვიდრე დამუშავებაში, ხოლო ყოველწლიურად ალმასებით დამზადებული საიუველირო ნაწარმის საერთო ღირებულება 250-300 მლრდ დოლარს აღწევს. აღმოჩენის დღიდან დღემდე მოპოვებული ალმასის საერთო მოცულობა 500 ტონას შეადგენს. აქედან, საიუველირო წარმოებისთვის ვარგისი მხოლოდ 50%-ა. ალმასის დაწახნაგება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ყველაზე უკეთ ამას აშშ-ში (ნიუ-იუორკში), ბელგიაში (ანტვერპენი), ისრაელში და ინდოეთში აკეთებენ. მაგალითად, ინდოეთში ალმასის დაწახნაგებით 750 ათასი ადამიანია დაკავებული, ხოლო ისრაელში 10 ათასი. ალმასის დამწახნაგებლები ქვეყანას ექსპორტიდან საერთო შემოსავლის 25%-ს აძლევენ.
მსოფლიოს მსოფლიო კომპანია, რომელიც ალმასის ნოპოვებიდან დაწყებული, მისი დამუშავებით დამთავრებული, მთელს პროცესს აკონტროლებს, სამხრეთ აფრიკული კორპორაცია “დე ბირსია”, დღეს ეს კომპანია სამხრეთ აფრიკის, ნამიბიის და ბოსტვანის საბადოებზე საიუველირო ალმასების მსოფლიო მოცულობის 50%-ს მოიპოვებს, ხოლო ახარისხებს, აფასებს და ცენტრალური რეალიზატორი ორგანიზაციის საშუალებით ყიდის ალმასის ნედლეულის მსოფლიო წლიური მოპოვების 80%-ს. კორპორაციას ფილიალები აქვს დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბელგიაში, რუსეთში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში.
დღეს ალმასის მოპოვება და დამუშავება მაღალმექანიზირებული და ფართომასშტაბიანი წარმოების პროცესია, გრანდიოზული “ბრილიანტის კონვეიერი” დახლებზე მბრწყინავ ქვებს შეუჩერებლად აფრქვევს, წელიწადში 30 მლნ კარატს. ერთ კარატიანი ბრილიანტი ერთი-ორი ათასი დოლარი ღირს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად მოპოვებული ბრილიანტის საერთო ღირებულება დაახლოებით 40 მლრდ დოლარს უტოლდება. ერთკარატიანი ბრილიანტი იშვიათობაა, ხუთკარატიანი დიდი იშვითობა, ხოლო 10-კარატიანი ბრილიანტის შესაძენად მილიონერები რიგში დგანან, ისე, როგორც მომაკვდავები დონორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოებისთვის. რამდენიმე ხნის წინ, საერთაშორისო ვაჭრობაზე გასაყიდად გამოტანილი იყო უიშვიათესი ვარდისფერი 103-კარატიანი ბრილიანტი, საწყისი ფასით, 5 მლნ დოლარი, მაგრამ გააფთრებულმა ვაჭრობამ, რომელიც ე.წ. “ახალი რუსების” მიერ იყო ორგანიზებული, ბრილიანტის ფასი 100 მლნ დოლარამდე ასწია.
ბრილიანტის წარმოების მოცულობის მიხედვით, დღესდღეობით ჩვენს პლანეტაზე 200 დოლარის ღირებულების ბრილიანტით მორთული ძვირფასეულობის შეძენა ყველა ადამიანს შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში, როგორც სტატისტიკა ამტკიცებს, მოსახლეობის 70%-ის თვიური შემოსავალი 100 დოლარს შეადგენს, 20%-ისა – 100-300 დოლარს. ძვირფასეულობის რეალური მყიდველი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 8-10%-ია, ასე რომ, დღემდე შექმნილი 30 მილიარდის ღირებულების ბრილიანტი მიმოქცევაში, ან ბაზრის საცავებშია, რომლის მფლობელ-გამყიდველ-მყიდველი დაახლოებით, 500 მილიონი ადამიანია, ერთ სულზე 60 ბრილიანტი!
ბრილიანტის ძირითად მწარმოებლებად მაინც ინდოეთი და ისრაელი გვევლინებიან. შეერთებული შტატები, სადაც დიდი მასშტაბებით არა, მაგრამ ეს საქმიანობა ასევე გავრცელებულია, ბრილიანტის მოხმარებაში ლიდერობს. აქაური ბაზარი მსოფლიო ბრილიანტის წამოების 40%-ს ითვისებს. თავისი მყარი პოზიციები აქვს მსოფლიო ბაზარზე რუსი სპეციალისტების მიერ შექმნილ პროდუქციასაც.
ბრილიანტის მსოფლიო ბაზარი მთელ რიგ ბირჟების ქსელს წარმოადგენს, რომლიდანაც ყველაზე სახელგანთქმული ნიუ-იორკის, ტოკიოს, თელავივის და ამსტერდამის ბირჟები გახლავთ. ეს დახურული ტიპის ბაზარია, რომელიც გარიგებების, მოცულობის, გაყიდვების ფასების თვალსაზრისით, საკმაოდ მკაცრად არის ფორმირებული. სავაჭროდ ბრილიანტები გამოაქვთ ლოტებით, ან კონკრეტულ კომპანიებს, თუკი მათ მიმართ გარკვეული ინტერესია. ცალკე იყიდება მსხვილი, ან ძალიან მაღალი ხარისხის ქვები. მართალია, თუკი ლოტი ტყდება, მათგან მსხვილი ქვების გაყიდვა ადვილია, ხოლო დანარჩენი შესაძლოა საერთოდ არ გაიყიდოს. ძირითადი მომხმარებლები, როგორც წესი, არიან სოლიდური საიუველირო კომპანიები. ძალიან მომგებიანია იმ იუველირის მომსახურება, რომელსაც ნაკეთობას სპეციალურად უკვეთავენ.
ალმასის ბიზნესი სხვა დანარჩენებისაგან იმით განსხვავდება, რომ ბაზარზე ძნელად თუ შეხვდებით ახალ მონაწილეს, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი და სტრუქტურული ბარიერები ამისთვის მეტად უმნიშვნელოა. ახლები ძირითადად დიამანტერების (ალამისის დამწახნაგებლების) დინასტიის განაყოფები არიან, ან კომპანიები, რომლებსაც ალმასის ბიზნესთან რაღაც შეხება აქვთ. აქ თავს იჩენს სავალდებულო კაპიტალის მოცულობასთან მიმართებაში მაღალი მოთხოვნები და ალმასის ნედლეულის დეფიციტი. ამ ბარირების გადალახვა მხოლოდ სპეციალიზაციის ან ტოლინგური ოპერაციების საშუალებითაა შესაძლებელი (ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური ფირმების მიერ გადასამუშავებლად მიწოდებული ნედლეულის დაუბეგრავად შესვლის ოპერაცია).
რუსეთის ფედერაციაზე ალმასის მსოფლიო მოპოვების 20% მოდის და დღეისათვის ქვეყანას ალმასის ფონდში 200 მლნ კარატი აქვს, საერთო ღირებულებით, 8 მლრდ დოლარი. რუსული ალმასის დასამუშავებლად ინდოეთში, ისრაელში, სომხეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში აგზავნიან. ასეთი სქემით მუშაობა ბევრად მომგებიანია იმდენად, რამდენადაც ალმასის ნედლეულის დამუშავება ჩამოთვლილ ქვეყნებში ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე რუსეთსა თუ ბელგიაში. მაგალითად ინდოეთში, 1-კარატიანი ბრილიანტის წარმოება შესაძლოა 4-6 დოლარი ღირდეს, მაშინ, როდესაც მოსკოვში ამ სამუშაოს ღირებულები 35 დოლარია. ყველაზე ძვირი, ამ თვალსაზრისით, აშშ-ა – 1-კარატიანი ბრილიანტის წარმოება აქ 100 დოლარი ჯდება, ხოლო ბელგიაში – 80 დოლარი.
დსთ-ს ქვეყნებში ალმასის ნედლეულის ურთიერთმიწოდების სამთავრობოთშორისო შეთანხმება მოქმედებს. ასეთი შეთანხმების საფუძველზე ალმასის მიწოდება დაწახნაგებისთვის სმოლენსკის საწარმო “კრისტალიდან” უკრაინის ქარხნებში ხორციელდება (ტოლინგის პრინციპით), რაც ორივე მხარისთვის საკმაოდ მომგებიანია.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში ცნობილი ალმასის დამწახნაგებლები მათ შორის, ისრაელიდან, აქტიურად ყიდულობენ ნედლეულს რუსეთიდან, ალბათ, მისი დაბალი ფასების გამო. რუსეთის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ალმასის ნედლეულს ისინი მსოფლიო ფასებში ყიდიან, რაც გარკვეულ ეჭვს იწვევს, იმ მიზეზის გამო, რომ მაღალ ფასში “დე ბირსის” ცენტრალურ რეალიზატორ ორგანიზაციაში ალმასის შესყიდვა უკეთესია. 2002 წელს რუსეთის ხელისუფლებამ რუსული ალმასის ექსპორტის ლიბერალიზაციის კანონმდებლობა მიიღო და ამ გადაწყვეტილების თანახმად, სააქციო კომპანიის “ალმაზი როსიი – სახა” (ალროსა) და რფ-ს სახელმწიფო საცავის გარდა, ალმასის ექსპორტის უფლება რუს დამწახნაგებლებასც აქვთ. ეს გარემოება მსოფლიო ალმასის ბაზარზე ძალთა განლაგებას კარდინალურად ცვლის. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, “დე ბირსის” წნეხით დასამუშავებლად ნედლეულის სხვა ქვეყანაში გატანა აკრძალული იყო. შეწყვეტილია ასევე ალმასის ექსპორტის ლიცენზირება, ხოლო მთავარი ექსპორტიორი “ალროსას” ხუთწლიანი კვოტა აქვს მიღებული.
ალმასის წარმოებასა და ვაჭრობაში მსოფლიო ლიდერ კორპრაციას, “დე ბირისს” 50 წლის წინ აშშ-ს ბაზარზე საქმიანობა აუკრძლეს. იმ შემთხვევაში, თუკი “დე ბირსის” ხელმძღვანელები აშშ-ს ტერიტირიაზე გამოჩნდებოდნენ, მათ დაპატიმრება ემუქრებოდათ. თუმცა, 2004 წლის თებერვალში დადასტურდა ინფორმაცია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროსთან კორპორაციის მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ს ბაზარზე მისი მუშაობის აკრძლვის მოხსნის თაობაზე. “დე ბირსის” მუშაობის პრინციპის კარდინალური რეფორმების წყალობით, რომელმაც უარი თქვა მსოფლიო ბაზარზე ალმასის ერთარხიან მიწოდებზე, მისი მონოპოლიური პოზიციები შეარყია, რის შედეგადაც, გაიხსნა აშშ-ს ბაზარზე კორპორაციის დაბრუნების პერსპექტივა. ამ ჭრილში, ალმასის ბიზნეს-წრეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია “დე ბირსის” ხელმძღვანელობის მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე საკუთარი იმიჯის და სტრატეგიის შეცვლის სურვილის გამოთქმამ და ასევე იმან, რომ, იგი მონოპოლისტის პოზიციებს დათმობდა და მხოლოდ საბაზრო პრინციპების და წესების დაცვით ითამაშებდა.
თავის დროზე საბჭოთა კავშირი წარმატებით თანამშრომლობდა ამ კორპორაციასთან, დღესაც “დე ბირსსა” და რუსულ “ალროსას” შორის კარგა ხანია ხელმოწერილია დოკუმენტი სავაჭრო შეთანხმებაზე, მაგრამ უკვე მესამე წელია ევროკომისიის მხრიდან მასზე დასტურს ამაოდ ელიან, თუმცა “დე ბირსის” რუსული წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ საკითხის გადაჭრასთან ისინი უკვე ახლოს დგანან და აცხადებენ, რომ რუსეთის ბაზარზე სრულფასოვან მუშაობაში თავიანთი ინვესტიციების გარანტიების არარსებობა ხელს უშლით. რუსთის კანონმდებლობის მიხედვით, მათ არ შეუძლიათ ალმასის მომპოვებელ საწარმოებში საკონტროლო პაკეტის ფლობა. დაბოლოს, “დე ბირსისთვის” აუცილებელია, რომ თავისი პროდუქციის თავისუფალი ექსპორტირების უფლება ჰქონდეს.