მსოფლიო ეკონომიკა დღეს, ხვალ
მოამზადა ლინა ეპიშევამ
გასული თვე მდიდარი იყო ახალი ამბებით, ეკონომიკური მონაცემებით და ბაზრებთან მიმართებაში გარე მოვლენებით. ერაყის ოკუპაციურმა ხელისუფლებამ მმართველობის სადავეები ადგილობრივი მარიონეტული მმართველობის სასარგებლოდ მათ დაგეგმილ ვადაზე ორი დღით ადრე გადასცა. როგორც ჩანს, ამის გამო ბაზრები დიდი ხნით კეთილმოსურნე განწყობამ შეიპყრო.
საერთო ჯამში, ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოდუნებულობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეკონომიკური მონაცემები, ხოლო კურსების აქტიური მოძრაობების მაგივრად, ამ თვემ გამოიწვია ქარიშხალი, მართალია, მხოლოდ და მხოლოდ “ჭიქა კოლაში”.
სამხედრო-პოლიტიკური ფონი კვლავ საშიში რჩება: ადგილობრივი მთავრობის სასარგებლოდ მმართველობის სათავეების გადაცემის შემდეგ არ შემცირდა სროლის, აფეთქებების, ნავთობსადენებზე დივერსიებისა და პოლიტიკური მკვლელობების ინტენსიურობა. დიდ ბრიტანეთში საიდუმლო სამსახურები მიჩუმდნენ, რომელთაც პარლამენტი უკვეEღიად ადანაშაულებს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდებაში. თავის მხრივ, ამერიკელები უფრო მეტად ზრდიან დაძაბულობას ალ-ქაედას ჰიპოტეკური ტერაქტების გარშემო, რომლებიც თითქოსდა ნოემბრის არჩევნებისთვისაა მოსალოდნელი; ამჯერად შტატების უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა, ტომ რიჯმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეიძლება არჩევნები გაურკვეველი პერიოდით გადაიტანოს, თანაც არა ტერაქტებთან დაკავშირებით, არამედ მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან “სერიოზული” გაფრთხილების მიღების შემთხვევაშიც კი. როგორც ჩანს, ამით მომზადებულია სერიოზული ნიადაგი იმ შემთხვევისთვის, რომ ახლანდელ პრეზიდენტს მოწინააღმდეგეებზე უპირატესობის მოპოვების დროს დიდი პრობლემები შეექმნება, რაც სრულიად შესაძლებელია დღევანდელი ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით.
“იუკოსის მორჯულება” გასულ თვეს ექსპერტთა ყურადღების ცენტრში იყო ნავთობი, რომლის ფასი სწრაფად იზრდებოდა. იმ ფაქტმა, რომ ამერიკული ჭIთ-ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 40 დოლარის ნიშანს გადააჭარბა, ნავთობის ძირითად იმპორტიორთა, იაპონიის, აშშ-სა და ევრო კავშირის გაღიზიანება გამოიწვია. ცნობილია, რომ სწორედ ნავთობის ფასი იყო აპრილის და მაისის თვეში ძლიერი ინფლაციური ზრდისა და მთელ მსოფლიოში მწარმოებელთა მატერიალური დანახარჯების სწრაფი მატების კატალიზატორი. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი “საჩუქარი” დღევანდელ ადმინისტრაციას არ აწყობს, ამიტომ ის ცდილობს, რაიმე ზომები მიიღოს.
არსებობს ნავთობზე ფასების ზრდის მუდმივი ფაქტორები, მაგალითად, ერაყში ნავთობსადენის აფეთქებები, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების მოცულობას ამცირებს. როგორც ცნობილია, სავაჭრო ბაზრები ახლა უფრო საფინანსო ბაზრებს წარმოადგენენ. მათზე ფასები გარკვეულწილად არა საცალო საქონელზე, არამედ სამრეწველო ინსტრუმენტებზე (ფიუჩერსებსა და ოფციონებზე) მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის მეშვეობით დგინდება, რაშიც დიდ როლს სპეკულანტებიც თამაშობენ, ხოლო ამ უკანასკნელთათვის უფრო მნიშვნელოვანია არა ერაყის მოვლენები, არამედ რუსეთის საპნის ოპერა “იუკოსის მორჯულება”, რომელმაც უკვე გამოიწვია საერთაშორისო რეიტინგული სააგენტოების აქტიურობა. მათ შორის პირველი ამოძრავდა ყველაზე ამერიკული სააგენტო “შტანდარდ&ამპ;Pოორ”. გასაგებია, რომ გიგანტის შესაძლებელმა კოლაფსმა, რომელიც დღეში დაახლოებით 1,5 მილიონ ბარელს აწარმოებს (მსოფლიო ნავთობმოპოვების 2%, ოპეკის ქვეყნების ნავთობმოპოვების 5% და 75% ოპეკის მიერ ნავთობის მოპოვების გაზრდის ბოლო გადაწყვეტილება), ენერგომატარებლების ბაზრის სპეკულანტთა შორის შეშფოთება გამოიწვია და, შედეგად, ფასები სწრაფად გაიზარდა. უდავოა, რომ ამ ფაქტმა უკვე დასავლეთში მაღალჩინოსნების ღვარძლიანი კულუარული სისინი გამოიწვია, რომლებიც ბოლო დროს ისედაც მიანიშნებენ იმაზე, თუ რამდენად უკმაყოფილო არიან რუსეთის ხელისუფლებით, რომელიც ვერ ახერხებს თავისი პრიმიტიული პროდასავლური პოლიტიკის გატარებას. როგორც ჩანს, აქ შემდეგი შემთხვევა ვლინდება – “რუსებმა სიხარულით გალახეს იუკოსის ცბიერი მენეჯერები და სადისტური სიამოვნება დიდი ხნით გაწელეს, რამაც ჩვენი ფასიანი ქაღალდების კურსის მკვეთრი ვარდნა და რუბლის საფინანსო აქტივებიდან სახსრების სავალუტო აქტივებში უკუდენა გამოიწვია. ამას საბანკო კრიზისი და ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა მოჰყვა”. ახლა ბრძენი ხელისუფლება გამოსავალს ეძებს და აშშ-ში არჩევნების დაწყებამდე ცდილობს, რომ მდგომარეობა განმუხტოს. სავარაუდოა, რომ გმირული ძალისხმევის შემდეგ ის მოახერხებს ამას (რა ფასად, სხვა საკითხია). საერთო ჯამში, ახლანდელი რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა ტარდება ლოზუნგით “აიღე ტომარა, მატარებელი გადის!”, ასე რომ ჩერნომირდინის ცნობილი ფრაზა “გვინდოდა უკეთესი, მაგრამ გამოვიდა, როგორც ყოველთვის” ნოსტალგიას იწვევს. ახლა შექმნილი ვაკხანალია 1970წ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ჰგავს, როდესაც პრეზიდენტ ბოკასსამ ერთხელ, სადილის დროს პირადად შეჭამა ქვეყანაში ერთადერთი მათემატიკოსი, რის გამოც მეცნიერებათა აკადემია დაიკეტა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ განათლებულ რუსეთში “კოლექტიური ბოკასსა” უხეშ აფრიკულ კაციჭამიობას საქვეყნო გამათრახებას ამჯობინებს, მაგრამ შედეგები (ინიციატორებისთვის, რა თქმა უნდა) ერთნაირია. ევრაზია კვამლის საფარქვეშ გასული თვის ამბებიდან საყურადღებოა იაპონიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნება. არჩევნებზე მმართველმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ შესაძლებელი 121 ადგილიდან მხოლოდ 49 მიიღო, რაც არა მხოლოდ დაბალი იყო წინანდელ შედეგებზე, არამედ არ იყო საკმარისი საკუთარი გეგმებით გათვალისწინებული 51 ადგილის მოსაპოვებლადაც კი. მიუხედავად ამისა, პრემიერმა კოიზუმიმ განაცხადა, რომ საშიში არაფერი მომხდარა, რომ ის არსად არ მიდის და გააგრძელებს “რეფორმატორული პოლიტიკის გატარებას”. ეჭვების გასაფანტად მთავრობამ საჩქაროდ შექმნა კვამლის საფარი და თავიანთ გეგმურ მემორანდუმში ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობა ისეთი ოპტიმისტური სიტყვებით აღწერა, რომელსაც ამ დოკუმენტში უკვე შვიდი წელის მანძილზე არ გაუჟღერია. ნაკლებად ოპტიმისტურ ხასიათზე იყო ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ეისუკე საკაკიბარა მეტსახელად “ბატონი იენი”. ამჟამად უნივერსიტეტის “თავმდაბალი” პროფესორი თავისი განცხადებებით ბაზარზე უფრო ხშირად ახდენს ზეგავლენას, ვიდრე მთავრობის სხვა მოხელეები. იგი ახლაც კატეგორიული იყო. იაპონურმა ეკონომიკამ გაიარა მიმდინარე ციკლის საუკეთესო მომენტი – იგივე ეხება საფონდო ბაზარს და იენს. ახლა საკაკიბარა ყველა ძირითადი ინდექსის თანდათანობრივ ვარდნას ელოდება, რაც ხელისუფლების შეფასებებს და პროექტებს აშკარად არ ემთხვევა.
კიდევ ერთი იაპონური კვამლის საფარად იქცა განცხადება ორი ბანკის – UFJ da Mitsubish-ის გაერთიანების შესახებ. ამის შედეგად, უნდა შეიქმნას მსოფლიოში უდიდესი ბანკი, რომლის მთლიანი აქტივები 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენენ. მაგრამ, ბოროტმა ანალიტიკოსებმა ეს ამბავი სკეპტიკურად შეაფასეს და განაცხადეს, რომ გაერთიანება გარდაუვალი მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი; საქმე ის არის, რომ UFჟ ბანკმა ვერ შეძლო კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლის თანახმად, ბანკების საკუთარი კაპიტალი მის აქტივებზე 8 პროცენტით ნაკლები არ უნდა იყოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ბანკი არ იარსებებდა, თუ გაერთიანება არ მოხდებოდა. ასევე ნაკლებად სასიხარულო ფაქტია იაპონელებისათვის ჩინური ეკონომიკის ზრდის შენელება. პირველ კვარტალში ჩინური სახალხო რესპუბლიკის მშპ 2003 წლის პირველი კვარტალთან მიმართებაში 9,8 პროცენტით გაიზარდა. მეორე კვარტალში ანალიტიკოსები 10,5-პროცენტიან ზრდას ელოდნენ, მაგრამ მხოლოდ 9,6 პროცენტი დაფიქსირდა. თუ იმას გაითვალისწინებდით, რომ ჩინეთი აშშ-თან შედარებით იაპონური საქონლის საკვანძო მყიდველია, მაშინ ეჭვ ქვეშ დგება იაპონური ექსპორტის პერსპექტივები და მთლიანად იაპონური ეკონომიკა. ექსპორტის გარდა აქ სხვას არაფერს გააჩნია სიცოცხლის ნიშნები.
საკუთარი კვამლის საფარი ევროპელებსაც აქვთ. მაგალითად, გაყიდვების და დასაქმების შემაშფოთებელი მაჩვენებლები დიდ ბრიტანეთში ბიზნესისთვის ნაკლებად სასიხარულოა. ამ მაჩვენებლების გამო ინგლისის ბანკი იძულებულია საპროცენტო განაკვეთები კვლავ გაზარდოს. მაშინ, როცა ბრიტანული სავაჭრო პალატის ცნობების თანახმად, სამრეწველო სექტორში მეწარმეთა განწყობილება მყარად უარესდება, მიწოდების მტკიცე ზრდისთვის რეალური მოთხოვნა არასაკმარისი ხდება. კონტინენტური ევროპა იმავე გზას მისდევს: იაპონურ გაზეთში Nihon Keizai ევროპული ცენტრალური ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოტმარ ისინგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბანკი ინფლაციური წნევით შეშფოთებულია, რაც სექტემბრისთვის განაკვეთების ზრდას მოასწავებს. ამასობაში, ევროკავშირშიც ერთობლივი მოთხოვნა საშიშროების ქვეშ არის, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მრავალრიცხოვანი ლოკალური საშიშროების ქვეშ. მაგალითად, გერმანიაში ერთდროულად რამდენიმე დიდი გაფიცვას ჰქონდა ადგილი – მათ შორის ყველაზე ხმაურიანი გაფიცვა იყო პროფკავშირის საპროტესტო აქცია დაიმლერ კრაისლერის ქარხანაში. მასობრივი კერძო მოთხოვნისათვის უფრო გლობალურ საშიშროებად იქცევა ბუნდესრატის (გერმანული პარლამენტის ზედა პალატა) მიერ იმ კანონის მიღება, რომლის თანახმად, უმუშევრები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ვერ პოულობენ სამსახურს, მიიღებენ ყოფილი ხელფასიდან არა 50%-ს, როგორც ადრე, არამედ მხოლოდ ფიქსირებულ (ძალზე მცირე) დახმარებას. ევროპა აქტიურად მისდევს არასწორ ამერიკულ გზას, ხოლო, თუ თუ სად მიიყვანს იგი, ამას თანამედროვე ადვილად გავიგებთ, თუ ამერიკას შევხედავთ.
აშშ-ს მოსწყინდა ზრდის თამაში
ამერიკაში ეკონომიკური მონაცემები ერთიმეორეზე უარესი იყო. ერთადერთი სასიხარულო ამბავი (თუ არ ჩავთვლით გაზრდილ რეგიონალურ ?განწყობილების ინდექსებს”, რომელთაც, რბილად რომ ვთქვათ, რეალობასთან სუსტი კავშირი აქვთ) საგარეო სავაჭრო ბალანსი იყო, რომელიც უეცრად გაუმჯობესდა. 5-თვიანი რეკორდული დეფიციტების შემდეგ მაისში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება, თუმცა დროებით. გარკვეულწილად ეს დაკავშირებულია ძალიან ძვირი ნავთობის იმპორტის ვარდნით. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა სხვა ქვეყანაზე იქონია გავლენა. აშშ-ში ნავთობპროდუქტების მარაგი დაეცა. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, ფასები ნავთობზე მკვეთრად გაიზარდა. ასე, რომ შტატების ჭIთ-ნავთობმა ადვილად გადალახა 40-41 დოლარი ერთ ბარელზე, რამაც, თავის მხრივ, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების და დოლარის კურსის ვარდნა გამოიწვია. სავაჭრო ბალანსის გარდა, ერთადერთი კორექცია პროვოცირებული იყო ანეკდოტური მოვლენით: ერთ ღამეს (ევროპული დროით) რომელიღაც ბანკმა ვლადივოსტოკიდან (!) შვეიცარულ ფრანკებზე დოლარის ყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ გარიგების დრო აშკარად შეეშალა, რადგან მისი მოქმედება ყველაზე ულიკვიდო მომენტში მოხდა ამ ისედაც “შეთხელებულ” ზაფხულის ბაზარზე, რომლის გამოც, კურსების მოძრაობა უფრო შესამჩნევი გახდა, ვიდრე ეს ნორმალურ გარემოებაში ხდებოდა.
ივნისში საცალო ვაჭრობის მოცულობა 1,1 %-ით დაეცა (ყველაზე სავალალო შედეგი 16 თვის მანძილზე). როგორც გაირკვა, დაეცა არა მხოლოდ ავტომანქანების, არამედ სხვა საქონლის ვაჭრობის მოცულობაც. მოთხოვნის სავალალო ტენდენციები ადვილად აიხსნება ამერიკელების ხელფასების სტატისტიკით. ივნისში ხელფასი 0,8 %-ით დაბალი იყო მაისთან და 1,4%-ით 2003 წლის ივნისთან მიმართებაში. თუ გავითვალისწინებთ ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე ხელფასების მყარი ვარდნის ფაქტს, გასაგები ხდება, რომ ამ ზრდის მდგრადობა მხოლოდ ფიქციაა. ის ფულადი გაბერვის ?გაცხარებულ” შედეგს წარმოადგენს – ფაქტორს, რომელიც დადებითად მოქმედებს მხოლოდ მოკლე დროის მანძილზე. სამაგიეროდ, მისი უარყოფითი შედეგები (ინფლაცია) უკვე სახეზეა. პროფესიონალი ტრეიდერები მსგავს მოჩვენებით ზრდას ?dead cat bounce-ს” უწოდებენ, რაც პირდაპირ თარგმანში ?მკვდარი კატის კონვულსიას” ნიშნავს.
ფასები ამერიკის საფონდო ბაზარზე ეცემოდა, Nასდაქ ჩომპოსიტე-ის ინდექსმა კვლავ გადალახა ადრინდელი მინიმუმი. სავარაუდოა, რომ, თუ ფორს-მაჟორს ადგილი არ ექნება, ფასების მკვეთრი ვარდნა ბაზარზე შემოდგომამდე მოსალოდნელი არ არის, იქნება
ოქროს ფასი კვლავ დაეცა და ტროას უნციაზე 400 დოლარის ნიშნის ქვემოთ დაიწია. თითქმის ყველგან ობლიგაციებით ვაჭრობაში აღინიშნებოდა შემოსავლიანობის მცირე ზრდა, რომლის მიზეზი აშშ-ს კონგრესში ალან გრინსპენის ორდღიანი გამოსვლა იყო.
ფედერალური სარეზერვო სისტემის უფროსი ბოლო ხანს გამოუსწორებელი ოპტიმისტის როლს თამაშობს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გრინსპენი პოლიტტექნოლოგის როლში გამოვიდა. მისი სიფხიზლის მიუხედავად, მან მოულოდნელად ოპტიმისტური განცხადება გააკეთა, რითაც განათლებული აშშ-ს საზოგადოება ძალიან გააოცა დღემდე გრინსპენი ამტკიცებდა, რომ ინფლაციური ზრდა “დროებითი მოვლენა” იყო. ახლა კი განაცხადა, რომ ინფლაციის საშიშროებას ხედავს, რადგან “ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ამიტომ უახლოეს მონაცემებზე ყურადღების მიქცევაა საჭირო”.
ამ ფრაზის ფონზე, ივნისის ეკონომიკურ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად შთამბეჭდავია, კითხვებს ბადებს. ფედერალური სარეზერვო სისტემის უფროსის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ ჰალუცინაციაა. ამ განცხადებების უკან იმალება თვალსაჩინო აგიტაციური პროპაგანდა, რომ მისი უარყოფა საჭირო არც არის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს არ იყო უბრალო გამოსვლა, არამედ ფედერალური სარეზერვო სისტემის ნახევარწლიანი ანგარიშის ოფიციალური გადმოცემა. ზამთრის შეფასებებთან შედარებით ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გაკეთებული აშშ-ში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2004 წლისათვის შემცირებულია, მაგრამ ასეთი პროგნოზი მაინც უკანასკნელი ნახევარი წლის ეკონომიკური პროგნოზის შესახებ გრინსპენის თეზისთან ნაკლებად თავსებადია.
დაბოლოს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის პარასკევის სტატისტიკამ პროფესიონალი ფინანსისტების აღშფოთება გამოიწვია. ამერიკულ აქტივებში უცხოური ფულის ნეტტო შენაკადი მარტის თვეში საფუძვლიანად დაეცა და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დონეზე ძლივს შენარჩუნდა. თუ ამ წლის ორი თვის განმავლობაში ნეტტო შენაკადი 83-87 მილიარდ დოლარს აღწევდა, მარტში ის 80 მილიარდ დოლარამდე დაეცა, აპრილში – 76, მაისში – 56,2 მილიარდ დოლარამდე, რაც 2003 წლის ოქტომბრიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მაშინ ასეთი მაჩვენებელი გაჩნდა ?დიდი შვიდეულის? მიერ დოლარის კურსის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რის გამოც ამერიკულ აქტივებში უცხოური ფულის შენაკადი დროებით შეწყდა. შედეგობრივი მაჩვენებლების კომპონენტებიც არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურებოდა. სახაზინო ობლიგაციებზე უცხოური მოთხოვნა კვლავ დაეცა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საფინანსო წელს ერთ თვეში ამერიკული ხაზინა ნომინალზე საშუალოდ 75 მილიარდ დოლარის ობლიგაციებს ათავსებს. საერთო ჯამში გამოდის, რომ მათ შესყიდვაში გარე მონაწილეობა 30%-ზე ნაკლები იყო. ამას ემატება ისიც, რომ უცხოელებს უკვე სამი თვის განმავლობაში ამერიკული აქციებიდან ფული გამოაქვთ. ამ პერიოდის მანძილზე მათ უფრო მეტი აქცია გაყიდეს, ვიდრე იყიდეს. გაყიდული აქციების თანხა 20 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, გასაგები ხდება არასახარბიელო კვარტალური ანგარიში და უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Mერრილ Lყნცჰ-ის პროგნოზი. ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბანკო ოპერაციების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ დაეცა, შვება კი არ იგრძნობა.
არასახარბიელო მაჩვენებლების გრძელმა სერიამ აშშ-ში უკვე დაწყებული განაკვეთების ზრდის ნელი ტემპი თვალსაჩინო გახადა, რადგანაც ახლა ეს არის საფინანსო ბაზრებზე ზეგავლენის მთავარი ფაქტორი, მონაცემთა უმრავლესობა ამ პროცესის ჭრილში იხილება.
აიღე ტომარა, უოლ-სტრიტი გადის” წინა თვეს კორპორაციული ანგარიშები რაოდენობრივად დომინირებდა. თითქმის ყოველი კომპანია მოგების დაბალ ნორმებზე ჩივის და უარეს ელოდება. მთავარი მტირალები ტექნოლოგიური გიგანტები – ინტელი და ნოკია იყვნენ. ინტელის აქციების კურსმა ზაფხულის მინიმუმი გაარღვია და 2002 წლის მინიმალურ დონემდე დაეცა. განსაკუთრებულ ყურადღებას Mიცროსოფტ-ის გეგმები იპყრობს. ეს კომპანია გეგმაზომიერად აგროვებდა ფულად სახსრებს, რამაც 60 მილიარდი შეადგინა. Mიცროსოფტ-ი აქციონერებთან არ აპირებდა ამ სახსრების განაწილებას. ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა. კოპანიის ხელმძღვანელობამ, რომელმაც თითქოსდა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი პრესაში “აქციონერთა ინტერესების დაცვასთან” დაკავშირებული ზეწოლის გამო, განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში აქციონერებისათვის 75 მილიარდი დოლარის გაცემას აპირებდა. მათ შორის 30 მილიარდი დოლარის აქციების გამოსასყიდად არის განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი – დივიდენდებისათვის. ყველაზე თვალსაჩინო დივიდენდი ე.წ “ერთჯერადი დივიდენდია” 32 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის გადახდა შემოდგომაზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია ის, რომ აშშ-ში აქციების გაყიდვის შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით ზოგად საფუძველზეა დაბეგრილი, მაშინ, როცა დივიდენდებზე გადასახდელია 15%. ასე რომ, საკმაოდ რეზონულია იმის ვარაუდი, რომ Mიცროსოფტ-ის მთავარმა მესაკუთრეებმა უბრალოდ კომპანიიდან ფულის გატანა და სადმე თბილ ადგილას მიმალვა გადაწყვიტეს.
აქ ჩნდება კითხვა, რამ აიძულა ეს ხალხი ემოქმედათ პრინციპით: “აიღე ტომარა, მატარებელი გადის”?. შეთქმულებების თეორიები განხილვას მოითხოვენ. ამავდროულად გვახსენდება 1929 წელი, როცა აშშ-ს ოლიგარქებმა საფონდო ბაზრიდან ფულის გატანა ბაზარზე ფასების მკვეთრ ვარდნამდე და დიდი დეპრესიის დაწყებამდე მოახერხეს.
ყველა დანარჩენ ქვეყნებში მოვლენები სეზონის შესაბამისად ვითარდებოდა. ობლიგაციათა კურსი ერთ ადგილას გაჩერდა, აქციების და დოლარის კურსი ნელა ეცემოდა. ტერაქტის საშიშროებამ, აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ნელი ზრდის მოლოდინმა, აგრეთვე მაკროეკონომიკური მონაცემებისა და კორპორაციული ანგარიშების უარყოფითმა ფონმა მაღალი საპროცენტო განაკვეთების მქონე ვალუტების აქტიური ზრდა – ავსტრალიური დოლარის და ბრიტანული ფუნტის (მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის და ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკებმა საბაზისო განაკვეთები უცვლელი დატოვეს), აგრეთვე ტრადიციული “უსაფრთხოების ვალუტის” და მასთან ინერციით ევროს ზრდა გამოიწვია.
მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მონაცემები შეიძლება შეფასდეს, როგორც სავალალო. საწინააღმდეგო მიმართულებით მხოლოდ გერმანია “მოძრაობს”. ევროკავშირის ეკონომიკაში თითქმის შეჩერდა უმუშევრობის ზრდა, გაიზარდა წარმოება და ექსპორტი, მაგრამ, საერთო ჯამში, საქმიანი აქტიურობა ივნისში ყველგან დაეცა. ამაზე მოწმობს PMI-ის დაბალი ინდექსი. სამრეწველო საწარმოების შეკვეთები დაეცა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ იაპონიაშიც. შტატებში საბითუმო დანაზოგები გაიზარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაოდ. უკვე ივნისში აქ ავტომანქანების გაყიდვებში კატასტროფული ვარდნა აღინიშნებოდა (საშუალოდ 15%-ით). ამაზე უარესი მდგომარეობა 6 წლის წინ იყო. ასე რომ, მოსალოდნელია საცალო ვაჭრობის არასახარბიელო ანგარიში (მის საერთო რიცხვში ავტომანქანები თითქმის ერთ მეოთხედს იკავებენ). შედეგად, მეორე კვარტლისთვის ამერიკის მშპ-ის უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვს.
ზაფხულის გამო სული მოითქვეს აგრეთვე აზიურმა ცენტრალურმა ბანკებმა. მათ არ მიუღიათ აქტიური მონაწილეობა ხუთწლიანი ამერიკული ნოტების ბოლო აუქციონზე, რომლის გამოც საერთო მოთხოვნა დაბალი აღმოჩნდა.
საერთო ჯამში, მთელ მსოფლიოში “ზაფხულის განწყობა” სუფევს – ბაზარი მოდუნებული და დაბალლიკვიდურია. ერთადერთ ქვეყნად, სადაც მოვლენები მძაფრად ვითარდება, რუსეთი რჩება, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ “იუკოსის” პერმანენტული საქვეყნო “გამათრახება” დროებითია, ხოლო ახლანდელი მთავრობის წარმომადგენლების საბანკო ღვეზელის ქონიანი ნაჭრის წაგლეჯვის სურვილი შემოდგომისაკენ პოზიციური ფაზიდან ცხელ გზაზე გადავა. ყოველ შემთხვევაში, იმედია, რომ აგვისტოს თვე დიდი დაძაბულობის გარეშე ჩაივლის, როგორც რუსეთში, ასევე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში.