ფრენჩაიზინგი და მისი როლი საქართველოს ეკონომიკაში
ავტორის სტილი დაცულია
თეკა არველაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
tekaarveladze@gmail.com
ანოტაცია
საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაცია და გამოცოცხლება უშუალოდ დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან. ბოლო ათწლეულების მანძილზე ეკონომიკის ამ სექტორის საქმინობა სერიოზულად განიხილება: როგორც თვითგანვითარების აუცილებელი პირობები და საქართველოს მთლიანი ეკონომიკური სისტემის მდგრადობა. წარმოების პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის ერთ–ერთ ფართოდ გამოყენებად ფორმას წარმოადგენს ფრანჩაიზინგი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები. ფრანჩაიზინგის სისტემა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის განსაკუთრებული მეთოდია, რადგანაც მისი მიზანია ფრანჩაიზის მიმცემმა ნახოს მოგება, ხოლო ფრანჩაიზის მიმღები კი შევიდეს კომერციულ სისტემაში
Development of Small and mid-size enterprises has always been important for stabilization and improvement of Georgian economy. During last few decades activity of this section of economy has been discussed as crucial conditions for self-development and stability of whole Georgian Economy. Franchising and related economic or legal issues are considered as one of the main effective ways of production problem solutions. Franchising is a special method for participating in commercial activities, as its purpose is to give franchiser profit and at the same time involve franchisee in commercial system.
ფრანჩაიზინგი ბიზნეს პრაქტიკიდან იღებს სათავეს, ის არის სტრატეგიული ალიანსი პირებს შორის, რომელსაც აქვს კონკრეტული ურთიერთობებით და პასუხისმგებლობით ერთად საერთო მიზანი, დომინირება ბაზარზე, ანუ მიიღოს და შეინარჩუნოს მეტი მომხმარებელი, ვიდრე მათმა კონკურენტებმა. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა ფრანჩაიზინგი არის ის, რომლითაც მცირე კომპანიას, შეუძლია შეისყიდოს ლიცენზია, მეორე მხარის ოპერაციული სისტემა ლიცენზირებულმა გამოიყენოს, ასევე ისარგებლოს ბრენდის სახელითა და რეპუტაციით.
როგორც უმეტესი ბიზნეს ურთიერთობა, ფრანჩაიზინგიც სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ ერთი ფორმაა, რომელიც პრაქტიკიდან დაინერგა კანონმდებლობაში. ხელშეკრულების დადების დროს ხელშეკრულების მხარეებს გარკვეულ პრინციპებს კანონმდებლობა თავიდანვე უყენებს ზოგადი წესების სახით.
დღეს დიდი და პატარა ფირმები არა მხოლოდ მოდელირებას უკეთებენ ან უბრალოდ „თანაარსებობენ“, არამედ მჭიდროდ თანამშრომლობენ. ვთქვათ, პატარა კომპანიები ხშირად აწარმოებენ და აწვდიან მსხვილ ფირმებს ცალკეულ და საკვანძო ნაწილებს. სხვა შემთხვევაში გამოიყენება ფრანჩაიზინგის სისტემა, ან ფრანჩაიზინგი (ინგ. franchise – უფლება, პრივილეგია)
ფრანჩაიზინგი – წარმოადგენს წინასწარ მოლაპარაკებულ სისტემას, რომლის დროსაც მსხვილი ფირმა (ფრანჩაიზერი) აძლევს საშუალო ფირმებს (ოპერატორებს) თავისი პროდუქციის რეალიზაციის უფლებას თავისი სახელით. ასე მოქმედებს, მაგალითად, „მაკდონალდსის“ ბრენდის ქვეშ საყოვეთაოდ ცნობილი სტანდარტიზირებული კვების ობიექტების სისტემა. ამ დროს ფრანჩაიზერი უზრუნველყოფს კონსულტაციით ფირმა– ოპერატორს, და ახორციელებს კონტროლს მის საქმიანობაზე. ხოლო ფრანჩაიზი უხდის „მფარველს“ გარკვეულ თანხას და მხარს უჭერს ბრენდის რეპუტაციას. ამ თანამშრომლობით ყველა მოგებაში რჩება.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში დარგის წარმატებები უკვე დამოკიდებულია ახალ ტექნოლოგიებზე და მართვის ეფექტური მოდელების შექმნაზე. თუ 50-იან წლებში თვლიდნენ, რომ ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა წარმატებას მიაღწევდა ქვეყანაში დახურული ეკონომიკური სივრცის შექმნით, თვითუზრუნველყოფით, იმპორტის შეზღუდვით და ეროვნული წარმოების განვითარებით.
დღევანდელ ეკონომიკაში, მსოფლიო ბაზრის გლობალიზაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის წარმატება დამოკიდებულია ღია ეკონომიკური სივრცის შექმნაზე, რაც იძლევა ახალი ტექნოლოგიებისა და მართვის მოდელების დანერგვის საშუალებას, ხელს უწყობს ეროვნულ ბაზარზე უახლესი პროდუქციის შემოსვლას და უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების ზრდას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ცენტრალიზებულმა მართვადმა ეკონომიკურმა სისტემამ მეტად მძიმე ეკონომიკური და სოციალური მემკვიდრეობა დატოვა. ღია ეკონომიკურმა ურთიერთობებმა გვაჩვენა, რომ საქართველოში არ არსებობს დარგი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდეს. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ გარდამავალ ეტაპზე საჭიროა ტექნოლოგიური და ორგანიზაციული გარდაქმნის სწორი მიმართულებების ჩამოყალიბება. ფართოდ უნდა იქნას გამოყენებული დივერსიფიკაციის მეთოდები. დარგებმა, რომელთა კონკურენტუნარიანობის ხარისხს გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში პერსპექტივა არ გააჩნიათ უნდა იზრუნონ დარგობრივ დივერსიფიკაციაზე და ორიენტაცია უნდა აიღონ იმ სფეროებზე, სადაც პროდუქტიულობის დონე უფრომაღალი იქნება.
დივერსიფიკაციის მეთოდების განხორციელება შედარებით წარმატებით ხორციელდება ფრანჩაიზინგის სისტემის მეთოდით, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობაში. ფრანჩაიზინგმა მცირე და საშუალო მეწარმეობის სფეროში მსოფლიოში უკვე დაამკვიდრა ტერმინი _ “მცირე და საშუალო მეწარმეობის გლობალიზაცია”. ფრანჩაიზინგის სისტემა მართალია დიდ როლს თამაშობს მცირე და საშუალო მეწარმეობის სფეროში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ფრანჩაიზინგი თავის მხრივ უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს მართვის მოდელს, რომელიც იხილავს მსხვილი საწარმოების ურთიერთობას მცირე და საშუალო საწარმოებთან. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრანჩაიზინგს გააჩნია უკვე დახვეწილი და გამოცდილი მართვის მოდელები, რაც თავის მხრივ, ვფიქრობთ, დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკისა და საერთაშორისო ინტეგრაციული სისტემების ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
საქართველოს რეგიონული თავისებურებებისა და თანამედროვე მართვის მოდელების გათვალისწინებით ფრანჩაიზინგის სისტემის განვითარება საფუძველს შექმნის, ქვეყანაში გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ჩართვას გლობალურ ეკონომიკაში, რეგიონულ და სუბრეგიონულ ინტეგრაციულ სისტემებში.
ქვეყნის ეკონომიკურ ორიენტაციას რეგიონული და სუბრეგიონული მიმართულებებით მნიშვნელოვანი შედეგები ექნება, მართვის მოდელებში აქცენტი უნდა გაკეთდეს ორმხრივ სარგებლიანობაზე, რომლის საბოლოო შედეგი არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება იქნება. საერთაშორისო ინტეგრაციის რეგიონულ ინსტიტუტებს მარ თვის მეთოდების დიდი გამოცდილება და სრულყოფილი მოწყობა გააჩნიათ და ისინი მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს რეგიონებში ტექნოლოგიების, მართვის თანამედროვე მეთოდების, ინფორმაციისა და ანალიტიკური მონაცემების გაცვლას. აქედან ჩანს, რომ მსოფლიო ეკონომიკის დონეზე დაწყებულია ორი პარალელური პროცესი _ რეგიონალიზმი და გლობალიზაცია, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან ჩვენი პლანეტის ერთიან ეკონომიკურ სივრცეს. სწორედ ასეთი თავისებურებებით ხასიათდება თანამედროვე ბაზარი 50-იან წლებამდე არსებული ურთიერთობებისგან, როდესაც ეკონომიკური ურთიერთობები ხორციელდებოდა ეგრეთ წოდებული ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე.
90-იანი წლების ბოლოს საქართველოში მნიშვნელოვანი ძვრები შეიმჩნევა, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სფეროებში. მაგრამ ეს ძვრები უფრო მაკროეკონომიკური ხასიათისაა და ჯერ კიდევ შორსაა იმ სფეროსთან, რასაც ქართული მეწარმეობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჰქვია. სად მოვძებნოთ გასაღები, რომელსაც წარმოების ამოქმედება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება.
სწორედ ამ მეთოდს მიმართავდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდნენ. ფრანჩაიზინგის გამოყენების პერსპექტივა მსოფლიოში დღითი დღე იზრდება. ამის მიზეზია იმ კონკრეტული ბაზრის არსებობა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით და მართვის თანამედროვე მეთოდებით ხასიათდება. დღეს მსოფლიო ბაზარზე იმდენი კონკურენტუნარიანი სავაჭრო ნიშანია, რომ ახალი სავაჭრო ნიშანი ძნელად თუ შეაღწევს ბაზარზე. ამიტომ ორგანიზაცია, რომელიც ახალი საქონლით აპირებს ბაზარზე შესვლას, ხშირ შემთხვევაში, ფრანჩაიზინგის მეთოდს ამჯობინებს.
საქართველოში ფრანჩაიზინგით დასაქმებული უკვე გამოცდილი ორგანიზაციები არსებობენ. ფრანჩაიზინგის სისტემით დასაქმებული ორგანიზაციების შექმნით საქართველოში გაუმჯობესდება დასაქმების პრობლემა, რადგან ფრანჩაიზინგის დროს შეიძლება ისეთი ადამიანების დასაქმება, რომლებიც არაკვალიფიციურ მუშახელად ითვლებიან. რაც შეეხება ორგანიზაციებს, საქართველოში მრავლად არის ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ შენობანაგებობანი, სასაწყობო მეურნეობები და რაც მთავარია გამოცდილება, მაგრამ ამ საწარმოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საერთაშორისო სტანდარტების მინიმუმსაც ვერ აღწევს. შესაბამისად ამ საწარმოებს არ გააჩნიათ ახალი ტექნოლოგიები და უმეტეს შემთხვევაში არა აქვთ ცნობილი სავაჭრო ნიშანი. სწორედ ასეთი საწარმოებისთვის არის რეკომენდებული ფრანჩაიზინგის გამოყენება, რადგან რაც შეიძლება სწრაფად შეაღწიონ მაღალ კონკურენტულ ბაზარზე.
მსოფლიო სამეურნეო პრაქტიკა ადასტურებს, რომ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა ეფუძნება ორ ძირითად ფენომენს: მსხვილ ორგანიზაციულ სამეურნეო სტრუქტურებს და მცირე ბიზნესს. პროფ. ნ. ჭითანავას აზრით, “ისინი თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავ პრინციპებს ეყრდნობიან, მათი მიზნებიც, საქმიანობა, მასშტაბი განსხვავებული მიდგომის საფუძველზე ყალიბდება, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე. თუ მსხვილი სტრუქტურა არის თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის კარკასის “ცენტრალური მზიდი კონსტრუქცია”, მაშინ მცირე ბიზნესი თავისი ბუნებით ხელს უწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას, უზრუნველყოფს მოქნილობას და ინდივიდუალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ამიტომ ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთს ავსებს”. [1]
ფრანჩაიზინგი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიცენზირების სტრატეგიის ერთგვარ სახესხვაობას წარმოადგენს. იგი ყველაზე მეტად გამოიყენება მომსახურების სფეროში, განსაკუთრებით ვაჭრობის დარგში. საკუთარი ბიზნესის დაწყების, გაფართოებისა და სწრაფი ზრდისათვის ზოგიერთი კომპანია იყენებს ფრანჩაიზინგს. იგი გულისხმობს ეროვნული კომპანიის მიერ საზღვარგარეთის კომპანიაზე ფრანჩაიზის ანუ უფლების გადაცემას _ გამოიყენოს მისი ტექნოლოგია, ნოუ-ჰაუ, ლიცენზია, სავაჭრო მარკა, კონსულტაციები და სხვა, გარკვეული გადასახდელების სანაცვლოდ. ამის საფუძველზე ფრანჩაიზის გამცემი კომპანია იღებს მნიშვნელოვან დამატებით შემოსავლებს. ამ სტრატეგიის განსახორციელებლად იდება ხელშეკრულება ფრანჩაიზერსა და ფრანჩაიზის მიმღებს შორის.
ფრანჩაიზის მიმღები თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას მისი საზღვარგარეთ განთავსებისა და რისკის დანახარჯების შესახებ. ფრანჩაიზერის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ხარისხის კონტროლის განხორციელება. ფრანჩაიზის მიმღები საზღვარგარეთული კომპანიები არც ისე მკაცრად იცავენ ერთიან სტანდარტებს. ზოგჯერ ამის მიზეზია ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები და კულტურა ერთნაირად არ განიხილავს ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს. [2]
მაგალითად, კომპანია McDonald’s-მა დიდ წარმატებას მიაღწია ფრანჩიზის საშუალებით McDonald’s ბრენდის ქვეშ საზღვარგარეთ ხსნიდა სწრაფი მომსახურების რესტორნებს. კომპანიამ შეძლო ფრანჩაიზინგული შეთანხმების დადებით ტრანზაქციული დანახარჯების შემცირება და ის ამჟამადაც აგრძელებს ფრანჩაიზინგის გამოყენებას, როგორც საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოების ძირითად მეთოდს. [3]
მსოფლიოში მეტად გავრცელებული და პოპულარულია სწრაფი კვების მომსახურების საწარმოები. აქ ასორტიმენტი ფართო არაა. მზადდება რამდენიმე დასახელების კერძი: ცივი და ცხელი კერძი, ბუტერბროდი, სასმელები, ნაყინი და სხვა. აქ ხშირად დანერგილია თვით-მომსახურების სისტემა. სწრაფი კვების ობიექტების წარმატება განპირობებულია რამდენიმე ელემენტით: ხარისხი, ოპერატიულობა, სისუფთავე, აუცილებელი მომსახურება, ფასი, პროცესების ავტომატიზაცია და ძლიერი სარეკლამო კომპანია. მსოფლიოში ცნობილი სწრაფი მომსახურების ფორმებია: „McDonald‟s“, `FastFood“, `Burger King“, რომლებიც სპეციალიზებულია ჰამბურგერებზე, „Pizza Hut“ _ მუშაობს პიცაზე, Frac – საფრანგეთში, ნორდსეე – გერმანიაში სტუმრებს სთავაზობს ზღვის ნობათს, თევზს, ბოსტნეულის სალათებს, წვენებს; KFC (Kentucky fried chicken) _ ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი სახელგანთქმულია თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით. დღეს დიდი წარმატებით სარგებლობს „McDonald‟s“-ი, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, წარმატებით საქმიანობს (საქართველოში „McDonald‟s“-ის პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს 6 ფილიალი აქვს – ოთხი თბილისში, თითო ქუთაისსა და ბათუმში. ჩვენს ქვეყანაში სწრაფი კვების ბაზარზე „Wendy’s“-ა და „KFC“-ის შემოსვლით კონკურენტები ბაზარზე კონკურენციის ზრდას და გამოცოცხლებას პროგნოზირებენ). მსოფლიოში კი 119 ქვეყანაში მას 34.000-ზე მეტი რესტორანი ყოველდღიურად დაახლოებით 68 მლნ ადამიანს ემსახურება. [4]
ქართულ ბიზნესში ფრანჩაიზინგის გამოყენების ერთ-ერთი პირველი მაგალითია უალკოჰოლო სასმელების კომპანიის მსოფლიო ბრენდი ,,Coca-cola”, რომელიც ამასთანავე მსოფლიო ფრანჩაიზინგის სისტემის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს. ასევე, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებით ფუნქციონირებს საქართველოში ,,McDonald‟s”-ი, სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელსი მსოფლიოში. ,,McDonald‟s”-ის პირველი რესტორანი საქართველოში 1999 წელს გაიხსნა, რომელიც ამავდროულად პირველი რესტორანია მთელი კავკასიის მასშტაბით. ფრანჩაიზის მიმღები ვალდებულია ,,McDonald‟s”-ს ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების თანახმად გადაუხადოს 400 ათასა აშშ დოლარი, კონკრეტულ ადგილას 20 წლის ვადით რესტორნის გახსნის სანაცვლოდ, ხოლო ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ, ფრანჩაიზის მიმღები ვალდებულია გადაუხადოს ფრანჩაიზის მიმცემს დამატებით 40 000 აშშ დოლარი თავისი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში. [5]
თავად რესტორან „მაკდონალდსის“ დანიშნულება, როგორც ცნობილია, სწრაფი კვებაა. დასავლეთის ქვეყნებში ამ რესტორანში ადამიანი საშუალოდ 7-9 წუთს ჩერდება; არადასვლურ ქვეყნებში „მაკდონალდსმა“ სხვა დანიშნულება შეიძინა. საქართვლოში იგი წარმოადგენს არა მარტო სწრაფი კვების ობიექტს, არამედ იგი დასვენებისა და გართობის ადგილიცაა. სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ბებია-ბაბუები შვილიშვილებთან ერთად, შეყვარებული წყვილები ხშირად დადიან იქ „დროის სატარებლად“. ამასთან ერთად, „მაკდონალდსის“ გვერდით საქართველოში გაჩნდა უამრავი ე.წ. „საცხობები“ და ეროვნული საკვების წარმოების წერტილები. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართულ კულინარიაში „ფასტ-ფუდიზაციისათვის“ დამახასიათებელი საკვები ნაწარმის პოვნა არცთუ ისე ძნელი აღმოჩნადა. ტრადიციული ხაჭაპურისა და ლობიანის, კარტოფილისა და ხორცის ღვეზელის გვერდით გაჩნდა მისი მსგავსი ახალი „სასუსნავები“, მაგალითად, როგორიც არის ბრინჯისა და ხორცის შერეული ფარშით მომზადებული ღვეზელი, ბოსტნეულის ღვეზელი, რომელსაც „ბოსტნეულის სამარხვო პიცა დაერქვა“ და სხვა მრავალი. სხვაგვარად, დასავლური ჰამბურგერების შემოსვლამ საფუძველი მისცა ადგილობრივი კულინარიის ტრანსფორმაციას, თანამედროვეობაზე მორგებას და ახალი ქართული კერძების შექმნასაც კი. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში „მაკდონლადსზე“ უფრო სწრაფად კვება სწორედ ზემოთ ნახსენებ „საცხობებშია“ შესაძლებელი.
ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე ფრანჩაიზის მიმღებმა ,,ვისოლი ჯგუფმა” საქართველოში განავითარა ამერიკული რესტორნების უმსხვილესი ქსელი ,,DUNKIN‟ DONUTS”. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების მიმღები გეგმავს ჯამში 35 რესტორნის გახსნას საქართველოში [6] .
საქართველოში მოქმედ კომპანიებს ასევე გააჩნიათ შიდა ფრანჩაიზინგის განვითარების შესაძლებლობები. ამ ეტაპისათვის რამდენიმე მათგანი იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას. მაგალითად, საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდის ,,SPAR”-ის ლიცენზიის მფლობელი, ,,სპარ საქართველო”, რომელიც ყველა ადგილობრივ საცალ მოვაჭრეს, მარკეტსა თუ სავაჭრო ქსელს შიდა ფრანჩაიზინგის ლიცენზიის მოპოვებას და ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ,,SPAR”-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანება, დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებს სთავაზობსყველა იმ უპირატესობით სარგებლობას, რითაც თავად ,,SPAR”-ი სარგებლობს. ამასთან, პროექტში ჩართვა და ,,SPAR” ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია როგორც არსებული მაღაზიებისათვის, ისე ნებისმიერი მსურველი ინვესტორისა თუ მეწარმისათვის. ამ პროექტის ფარგლებში პირველი ვინც ფრანშაიზინგი მიიღოი შპს ,,ევროფუდია” და აღნიშნული პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა [7] .
ფრანჩაიზინგის მაგალითს ვხვდებით სატრანსპორტო ბიზნესშიც. მაგალითად საერთაშორისო თურქულ სატრანსპორტო კომპანია ,,METRO”-ს ფრანჩაიზის მიმღებს საქართველოში წარმოადგენს ,,მეტრო ჯორჯია”, რომელთანაც თავის მხრივ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება 2015 წელს გააფორმა ზუგდიდში დაფუძნებულმა შპს ,,მეტრო +‟‟-მა [8] . საქართველოში ფრანჩაიზინგის განვითარების დიდი შესაძლებლობები არსებობს. კერძოდ, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში წარმატებული არაერთი მსოფლიო ბრენდი, ქართულ კომპანიებს სთავაზობს წარმოდგენილი იყვნენ როგორც ფრანჩაიზის მიმღებები.
აღსანიშნავია მაგალითად, მსოფლიო მოდის ბრენდი ,,ZARA” კომპანიებს თავაზობს გახდნენ ფრანჩაიზის მიმღებები და შესაბამისად, თვითონ აარჩიონ ასორტიმენტისა და ფასების კატეგორია თავისი რეგიონის შესაბამისად. ამასთან, კომპანიებს მოუწევთ მცირე ოდენობის დანახარჯის გაწევა ბიზნესში შესვლისა და ასორტიმენტის განახლებისათვის; მიმღები კომპანიებისათვის ,,ZARA”-სგან ხელმისაწვდომი იქნება უფასო კონსულტაციები ყველა დამწყებ ეტაპზე და ასევე, რეკომენდაციები სავაჭრო აღჭურვილობის შერჩევასა და დამონტაჟებაზე. ამასთან, ფრანჩაიზი ღებულობს პერსონალის სწავლების მზა პროგრამას და მზა მაღაზიის ადგილს. აღსანიშნავია, რომ ,,ZARA”-სგან ფრანჩაიზის მიღების შემთხვევაში, ქართული კომპანია გახდება უზარმაზარი ქსელის ნაწილი, რომელიც განახორციელებს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლას რეგიონში მომხმარებლების მოთხოვნების თაობაზე.
Zara -ს წარმატების საიდუმლო არის მომარაგების ჯაჭვის თითქმის ყველა ასპექტის კონტროლში, დაწყებული დიზაინითა და წარმოებით, დამთავრებული მსოფლიოში სახელგანთქმული მისი სადისტრიბუციო ქსელით. იმის ნაცვლად, რომ ზოზინა მიმწოდებლების იმედად დარჩეს, Zara ქსოვილის 40 პროცენტს ქმნის და საკუთარი ტანსაცმლის ნახევარზე მეტს აწარმოებს. ახალი სტილი Zara- -ს საკუთარ დიზაინის ცენტრებში იღებს ისეთ ფორმას, რაც თანამედროვე მოდის გამოწვევებს პასუხობს. ახალი სტილის მოდელებით მარაგდება Zara-ს სამეწარმეო ცენტრები, შემდეგ კი დასრულებული პროდუქცია პირდაპირ მიემართება 30 ქვეყანაში განლაგებულ ძარა-ს 600 მაღაზიაში. შედეგად იზოგება დრო, ქრება დიდი საწყობების და მსხვილი მარაგის შექმნის საჭიროება, რაც მთლიანობაში ამცირებს ხარჯებს. ეფექტური ვერტიკალური მარკეტინგული სისტემა Zara- -ს საშუალებას აძლევს იყოს უფრო სწრაფი და მოქნილი, ვიდრე ისეთი საერთაშორისო კონკურენტები, როგორებიც არის Gap, Benetton და შვედური H&M. თავისი გამართული სადისტრიბუციო სისტემით Zara უფრო Dell Computer-ის ან Wal- Mart-ის მსგავსია, ვიდრე Gucciის an Louis Vuitton-ისა. Zara-ს შეუძლია ახალი პროდუქტის სერიის დასრულება სულ რაღაც სამ კვირაში. ასე რომ მოდის ახალი ტენდენციების ხილვა Zara ა-ს მაღაზიებში უკვე ერთ თვეში შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ამ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს იგივე პროცედურისათვის საშუალოდ ცხრა თვე სჭირდებათ. Zara-ს დაბალი ფასები მოსახლეობას სილამაზეს იაფად აწვდის. კომპანიის ელეგანტური, მაგრამ ხელმისაწვდომი შეთავაზებები უკვე კულტად იქცა და გასული ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 2.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი ემატება. მთავრობა სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობას იწყებს. რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოს ახალი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს:
- სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას ლარში გაცემულ სესხზე
- სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას პირველი 4 წლის განმავლობაში
- საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის („ფრანჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ანაზღაურების ე.წ Royalty Fees დაფინანსებას პირველი 2 წლის განმავლობაში ახალი პროგრამა რეგიონებში სასტუმრო სექტორის განვითარებაზე, რომელსაც ეწოდება „უმასპინძლე საქართველოში“.
უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, საქართველოს ტურიზმის განვითარების კონტექსტში. გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ თვეებში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და აუცილებელია, ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ ფეხი აუწყოს ამ დინამიკას. ამ პროგრამის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, და მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად.
პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ მიხედვით, სასტუმროებს საშუალება ექნებათ გააფორმონ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინანსებასაც.
ფრანჩაიზინგს შთამბეჭდავი მომავალი აქვს. შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ფრანჩაიზინგი ახლო მომავალში მრავალი მიმართულებით განვითარდება. ფრანჩაიზინგი კვლავ იქნება გამოყენებული, როგორც ახალი საქონლის და მომსახურების დამკვიდრების საშუალება. მოსალოდნელია ფრანჩაიზინგის პოპულარობის ზრდა საცალო ვაჭრობაში. შეინიშნება მზარდი ტენდენცია “მაღაზიის შიგნით მაღაზიების” მოწყობის მიმართულებით, რომელთაგან უმრავლესობა ფრანჩაიზინგის სავაჭრო წერტებს წარმოადგენს. ამის გარდა, ფრანჩაიზინგი გახდება უფრო პოპულარული მომსახურეობის სფეროში (სახლების დალაგება, ბეჭდვით მომსახურება, საბუღჰალტრო მომსახურება და მრავალი სხვა). ფრანჩაიზები ისეთ ფრანშიზების ყიდვისაკენ გადაიხრებიან, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ ბრუნვის ოდენობის ან შემოსავალს გარკვეულ მნიშვნელობას იქამდე, სანამ ფრანჩაიზი შეძლებს თავისი კაპიტალის ბიზნესში ჩადებას. ესგამოიწვევს იმას, რომ ფრანშიზებით მოვაჭრენი ჯერ თვითონ გაუკეთებენ ორგანიზაციას სავაჭრო წერტებს, რომლებიც მათვე ეკუთვნიან. როცა დარწმუნდებიან, რომ სავაჭრო წერტებს შეუძლიათ საკმაო შემოსავალის მოტანა, ფრანჩაიზერებს შეუძლიათ მათი შეთავაზება ფრანჩაიზისათვის.
ტექნოლოგიური პროგრესი ფრანჩაიზინგის მომავალზე მსოფლიოში აგრეთვე არსებით გავლენას მოახდენს ტექნოლოგიური პროგრესი. ამან, შეიძლება იმოქმედოს ფრანჩაიზერზე და შესაძლებლობა მისცეს მას უფრო მჭიდრო კონტაქტში იყოს ფრანჩაიზისთან. მომავალში ფრანჩაიზერებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ ფრანჩაიზმა ჩადოს ფულიც იმ მოწყობილობაში, რომელიც საცალო მაღაზიებს დააკავშირებს ფრანჩაიზერის საწყობთან. ფრანჩაიზის საკასო აპარატზე ნავაჭრის რეგისტრირების მიხედვით, ჩამწერი სისტემა ფრანჩაიზერის საწყობში განაახლებს იმ მიწოდებებს, რომლებზეც გაჩნდა ადგილობრივი მოთხოვნები. ეს აგრეთვე მოგვცემს ინფორმაციის სწრაფი ცვლის ორგანიზებას ფრანჩაიზერის და ფრანჩაიზის შორის.
მასშტაბის ეფექტი – ფრანჩაიზინგს შთამბეჭდავი მომავალი აქვს. ის გააგრძელებს განვითარებას ბიზნესის იმ დარგებში, რომლებშიც წარმატებისათვის აუცილებელია ერთმანეთისაგან დაშორებული ბაზრების მაქსიმალურ მოცვის მიაღწიოს. იქ, სადაც მომხმარებელს სჭირდება სტანდარტიზებული მომსახურეობა, ფრანშიზა თავაზობს გაფართოების მეთოდს ფრანჩაიზერისათვის, რომელსაც არ სჭირდება დიდი დანახარჯები. უნდა მოველოდეთ, რომ ფრანჩაიზი უფრო დაინტერესდება ფრანჩაიზერის მხრიდან ხელის შეწყობით და დახმარებით მარკეტინგის დარგში და ფრანჩაიზერი კი მიისწრაფვის მიიღოს მეტი ინფორმაცია და გააძლიეროს კონტროლი უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით. როგორც კი ბიზნეს-ფორმატების ფრანჩიზები გაჩნდნენ ბაზარზე, ნათელი გახდა, რომ ფრანჩაიზინგის ეს სახეობა გააგრძელებს განვითარებას და შეიცვლება დროის მოთხოვნის შესაბამისად შემდგომი ათწლეულის განმავლობაში.
დასკვნა
საქართველოში „კოკა-კოლას“ და „მაკდონალდსის“ ამოქმედება საყურადღებოა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი პირველი მაგალითი ფრანჩაიზინგის სისტემის გამოყენებისა. ეს ბიზნეს-კომპანიები მსოფლიო ფრანჩაიზინგის გრანდებია – „კოკა- კოლა“ მსოფლიოს 80 ქვეყანაში, ხოლო „მაკდონალდსი“ 130 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.
საქართველოში მოქმედ კომპანიებს ასევე გააჩნიათ შიდა ფრანჩაიზინგის განვითარების შესაძლებლობები. ამ ეტაპისათვის რამდენიმე მათგანი იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას. მაგალითად, საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდის ,,SPAR”-ის ლიცენზიის მფლობელი, ,,სპარ საქართველო”, რომელიც ყველა ადგილობრივ საცალ მოვაჭრეს, მარკეტსა თუ სავაჭრო ქსელს შიდა ფრანჩაიზინგის ლიცენზიის მოპოვებას და ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ფრანჩაიზინგის მაგალითს ვხვდებით სატრანსპორტო ბიზნესშიც. მაგალითად საერთაშორისო თურქულ სატრანსპორტო კომპანია ,,METRO”-ს ფრანჩაიზის მიმღებს საქართველოში წარმოადგენს ,,მეტრო ჯორჯია”. კერძოდ, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში წარმატებული არაერთი მსოფლიო ბრენდი, ქართულ კომპანიებს სთავაზობს წარმოდგენილი იყვნენ როგორც ფრანჩაიზის მიმღებები.
ყველა წარმატებული საწარმო მისი საქმიანობის განმავლობაში მოიპოვებს კეთილგანწყობას საზოგადოებაში. ფრენშაიზის სისტემის გადაცემის დროს ფრანშაიზის მიმცემი თავისთავად გადასცემს ფრანშაიზის მიმღებს იმ რეპუტაციას, რაც მან მისი საქმიანობის განმავლობაში დაიმსახურა. ფრენშაიზის მიმღები ფრანშაიზის მიმცემის კარგი რეპუტაციითა და სანდოობით „იძენს უნარს მიიზიდოს მომხმარებელი“, მას აღარ სჭირდება დიდი ფინანსების დახარჯვა, რათა საზოგადოებას გააცნოს პროდუქცია. საწარმოს მიერ ხანგრძლივი საქმიანობის შედეგად შეძენილი დადებითი მახასიათებლების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც მფლობელი იზიდავს მომხმარებლებს და რომელიც წარმოადგენს მომავალი საქმიანობის წარმატებით განხორციელების.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ქადაგიშვილი ლ., ფრანჩაიზინგი – ბიზნესის მართვის წარმატებული ფორმა. ჟ. „საქართველოს ეკონომიკა“
- 2 საერთაშორისო ბიზნესი. ავტორთა კოლექტივი. „უნივერსალი“ გვ. 239
- საერთაშორისო ბიზნესი ლექციებისკურსი. ავტორთა კოლექტივი. „უნივერსალი“ გვ. 142
- https://www.researchgate.net/publication/316256401_momsakhurebis_speros_zogierti_dargis_tanamedrove_m dgomareoba_da_ganvitarebis_perspektivebi_sakartveloshi
- მ. ზარიძე, ლ. ბინიაშვილი, ს.გოჩიაშვილი, ფრანჩაიზინგის არსი და ეკონომიკური სარგებელი. გვ. 14
- https://bpn.ge/biznesi/7327-saqarthveloshi-dunkin-donuts-is-restornebi-gaikhsneba.html?lang=ka-GE
- http://www.spar-georgia.com/ge/content/prenchaizingi
- http://www.transparency.ge/ge/post/general-announcement/gantskhadeba-metro-jorjiastan-dakavshirebitzugdidshiganvitarebul-movlenebze