კონკურენციის პოლიტიკა და მისი მნიშვნელობა ბიზნესისთვის
ავტორის სტილი დაცულია
მარიამ პაიკიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Paikidzemari2000@gmail.com
ანოტაცია
ქვეყნის ეკონომიკასა და მის განვითარებაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკურენციას. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია ბაზრის მამოძრავებელი ღერძია. როგორც წესი, კონკურენცია ხელს უწყობს ეკონომიკის გაცილებით სწრაფ ზრდას და მეტად კონკურენტუნარიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკის არსებობას. მოცემული ნაშრომის თემაც სწორედ კონკურენციის პოლიტიკას ეხება. ამ ნაშრომში განხილულია ზოგადად კონკურენციის არსი და მისი როლი თანამედროვე ბიზნესში. ასევე განხილულია კონკურენციის როლი საქართველოში და კონკურენციის მოდელები.
Annotation
Competition is very important for the country’s economy and its development. It can be said that competition is the driving force of the market. As a rule, competition supports much faster economic growth and the existence of highly competitive, customer-oriented economy. Our today’s topic is about competition policy. We are going to discuss the essence of competition and its role in economy. Also we are going to discuss the role of competition and in Georgia and competition models.
კონკურენციის პოლიტიკა და მისი როლი თანამედროვე ბიზნესში
კონკურენცია არის ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად. დროთა განმავლობაში კონკურენცია მოქმედებს, როგოც შესარჩევი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც უფრო ეფექტიანი ეკონომიკური აგენტები ნაკლებად ეფექტიან ეკონომიკურ აგენტებს ჩაანაცვლებენ. კონკურენცია სწორედ იმ საკვანძო ფაქტორად არის მიჩნეული, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის გაცილებით სწრაფ ზრდას და მეტად კონკურენტუნარიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიკის არსებობას.
ეკონომიკის თეორიიდან ცნობილია, რომ ბაზარზე არსებობს ჩავარდნები , როდესაც ბაზარი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიან გადანაწილებას და, შესაბამისად, თავისუფალი კონურენციის უზრუნველყოფა შეუძლებელია. კომპანიის დომინირებული პოზიცია ბაზარზე შესვლის ლეგალური ბარიერების არარსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება შენარჩუნდეს შემდეგი მიზეზების გამო:
· სექტორისათვის დამახასიათებელი ფიქსირებული ხარჯები (sunk costs);
· ქსელური ეფექტები (network effects);
· ჩაკეტილი წრის ეფექტი (lock-in effects) და გადართვის ხარჯები (switching costs).
ასევე შესაძლებელია, ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა შესაბამისი მონიტორინგის არარსებობის პირობებში გარკვეული ქმედებებით ისე გაზარდონ საკუთარი მოგება, რომ ამით ზიანი მიაყენონ საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას. ასეთი ქმედებები შეიძლება იყოს:
· გარიგება, რომელიც მიზანმიმართულად და არამართლზომიერად ზღუდავს კონკურენციას;
· ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი კომპანიის შერწყმა, რაც კონკურენციის შესუსტებას იწვევს;
· კომპანიების მიერ შეთანხმებული ფასის დაწესება მომხმარებლის საზიანოდ;
· სხვა კომპანიების კონკურენტუნარიანობის შეზღუდვა.
კონკურენციის პოლიტიკა, თავის მხრივ, მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ისეთი პირობების არსებობა, როდესაც კონკურენცია ბაზარზე ისე არ შეიძღუდება, რომ საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას ზიანი მიადგეს. კონკურენციის პოლიტიკის საბოლოო მიზანია მომხმარებელთ საჭიროებების დაკმაყოფირება. იგი ცდილობს, ერთმანეთისაგან გამიჯნული იყოს კონკურენციის დაცვა და კონკურენტი ეკონომიკური აგენტების დაცვა. იგი ცდილობს, ერთმანეტისაგან გამიჯნული იყოს კონკურენციის დაცვა და კონკურენტი ეკონომიკური აგენტების დაცვა. [1]
თანამედროვე ბიზნესში არსებობს ჯანსაღი და არაჯანსაღი კონკურენციის ცნება. ჯანსაღი კონკურენციის ნიშნებია:
- თანაბარუფლებიანი გამყიდველების და მყიდველების სიმრავლე;
- გასაყიდი პროდუქციის ერთფეროვნება;
- ბარიერის არსებობა ამა თუ იმ ბიზნესში შესასვლელად და გამოსასვლელად;
- მწარმოებლის ფაქტორის მაღალი მობილურობა;
- ყველა მონაწილის, ინფორმაციასთან თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობა.
თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე მაინც ამოვარდნილია,მაშინ ასეთ კონკურენციას არაჯანსაღ კონკურენციას უწოდებენ.
კონკურენციას მარტo ზიანი არ მოაქვს კომპანიისთვის. არის შემთხვევები, როდესაც კონკურენტების სწორად გამოყენება ეხმარება ორგანიზაციას მოგების გაზრდაში.
ჩამოვთვალოთ რამდენიმე მიზეზი და მაგალითი, როდესაც კონკურენტის ყოლა უბრალოდ აუცილებელია ბიზნესის წარმატებულად მართვაში: [2]
1. მაგალითისთვის შეიძლება კოკა-კოლის მოყვანა. კომპანიას გამოუჩნდა ნომერ პირველი კონკურენტი პეპსი. ამ ორი კომპანიის პაექრობამ სერიოზულ მასშტაბებს მიაღწია. შეიძლება ვთქვათ, რომ პეპსის გაყიდვებმა გადააჭარბა კოკა-კოლის გაყიდვებს. გაყიდვების ზრდას კი შედეგად მისი შემოსავლის ზრდაც მოყვა.
დიაგრამა 1: პეპსისა და კოკა-კოლის შემოსავალი 2016-2020 წლებში (მლრდ.დოლარი)
როგორც ვხედავთ დიაგრამიდან, პეპსის შემოსავალი 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საგრძნობლად უსწრებს კოკა-კოლის შემოსავალს. 2016 წელს კოკა-კოლის შემოსავალი მომდევნო წლებთან შედალებით ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ყველაზე დაბალი შემოსავალი მას 2018 წელს ჰქონდა. 2018 წელს მას ჰქონდა 31,9 მილიარდი ლარის შემოსავალი, რაც პეპსის შემოსავალზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.
2. ასევე კონკურენცია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ფასის კორექტირებაში. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ IBM, რომელმაც რამდენიმე წლის წინ შექმნა სოფტი, რომლის ანალოგიც იმ დროსთვის არ არსებობდა. IBM-ის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა ფასი, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო და უფრო ძვირად ის უკვე აღარ გაიყიდებოდა. თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ კონკურენტმა კომპანიამ შექმნა ანალოგიური სოფტი, რომელიც გაცილებით დაბალი ხარისხის და ნაკლები ფუნქციების მქონე აღმოჩნდა, ფასი კი იგივე ჰქონდა რაც IBM-ის სოფტს. ამან მიახვედრა კომპანია, რომ მომხმარებელი უფრო მეტსაც გადაიხდიდა IBM-ის პროდუქტში და მათ ფასი მოუმატეს. ფასის მომატებას გაყიდვების შემცირება სულაც არ გამოუწვევია, ხოლო კომპანიის მოგება კი გაიზარდა. [2]
დიაგრამა 2: IBM-ის შემოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2016-2020 წლებში (მლრდ.დოლარი)
წყარო:https://www.statista.com/statistics/531138/worldwide-ibm-global-revenue-by-region/
როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველაზე დიდი შემოსავალი IBM-ს ამერიკიდან ჰქონდა 2016-2020 წლის განმავლობაში, ხოლო ყველაზე ნაკლები კი აზიიდან. ასევე კარგად ჩანს დიაგრამიდან, რომ წლების მატებასთან ერთად, შემოსავლების მოცულობა იზრდება. თუმცა 2018 წელს წინა წელთან შედარებით უფრო მაღალი შემოსავალი ჰქონდა IBM-ს ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან.
კონკურენციის პოლიტიკის მოდელები
ცნება კონკურენცია არანაირი მიზნის ფორმულირებას არ ახდენს, შესაბამისად თეორიულმა კონკურენციის პოლიტიკამ განავითარა მოდელები რომლებიც, კონკურენციის მიზნებს აფორმულირებს და მათ მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტებს განსაზღვრავს. ეს მოდელებია:
სრულყოფილი კონკურენცია-ეს მოდელი გულისხმობს, რომ ბაზარი ხასიათდება მონაწილეთა დიდი რაოდენობით, როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის მხრივ, ბაზარზე შესვლა თავისუფალია და ბაზარი ხასიათდება მაქსიმალური გამჭირვალობით. შესაბამისად, კონკურენციის პოლიტიკის მთავარი მიზანია ბაზრები მასიმალურად მიუახლოვოს სრულყოფილ კონკურენციას, თუმცა რეალობაში სრულყოფილად კონკურენტული ბაზარი არ არსებობს. ეს მოდელი უარყოფს დინამიკური კონკურენციის თეორიის გამოცდილებას, იმის თაობაზე, რომ სიახლეების დასანერგად აუცილებელია ინოვატორებს ჰქონდეთ მიკლევადიანი მონოპოლიური მდგომარეობა.
ქმედითუნარიანი კონკურენცია- იმის გამო, რომ სრულყოფილი კონკურენცია რეალობაში არ არსებობს, ხელი შეუწყო ჩამოყალიბებულიყო ახალი მოდელი. ამ მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ განავითაროს ისეთი ინსტრუმენტები, რომ ნებისმიერი სრულყოფილი კონკურენციისგან შორს მდგომი ბაზრის პირობები დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს კონკურენციის პოლიტიკის თვალსაზრისით. ბაზრის რეალური პირობების და კონკურენციის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმი: სტრუქტურა-ქცევა-შედეგი-მეთოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბაზრის სტრუქრუტურა გავლენას ახდენს საბაზრო ქცევაზე, რაც თავის მხრივ მოქმედებს ბაზრის შედეგებზე. [3]
თავის მხრივ საბაზრო სტრუქტურის კრიტერიუმები მოიცავს ისეთ სიდიდეებს, რომლებზეც მეწარმეები მოკლევადიან პერიოდში გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენენ, მაგალითად საბაზრო წილი, ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა და ა.შ. ბაზრის ქცევის კრიტერიუმები მოიცავს მეწარმეთა სტრატეგიულ სიდიდეებს: ფასს, რაოდენობას, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და სხვა. ხოლო ბაზრის შედეგები იზომება ფასის, ხარჯის, მოგების ინოვაციების ტემპისა და ბაზრის უზრუნველყოფის შესახებ არსებული სიდიდეებით. შესაბამისად ქმედითუნარიანი კონკურენციის მოდელის თანახმად ემპირიული ტესტებით უნდა დადასტუროს რამდენად შესაბამისობაშია ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმები, მაგალითად რამდენად შესაბამისია ბაზრის მონაწილის მოგება, რამდენად მისაღებია ინოვაციების ტემპი და სხვა. იმ შემთხვევაში თუ ემპირიული ტესტებით არ დასტურდება მათი კონკურენციასთან შესაბამისობა, საჭირო ხდება კონკურენციის პოლიტიკის ინსტრუმენტების ამუშავება.
აღსანიშნავია, რომ სტრუქტურა-ქცევა-შედეგი მეთოდსაც აქვს თავისი სუსტი მხარე, ესაა შეფასების კრიტერიუმთა დიდი რაოდენობა და ბაზრის პირობების ბუნდოვანება,რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენციის პოლიტიკის დიდი დოზით ჩარევა საბაზრო მექანიზმში და დინამიკური კონკურენციის პარალიზება. კონკურენციის მოდელის დაზუსტება ცადეს კონკურენციის ოპტიმალური ინტენსივობის კონცეფციით, რომელიც გულისხომბს, სასურველი ბაზრის შედეგის მისაღწევად უპირველესად, განიხილებოდეს წარმოების ფაქტორების პროდუქტიულად გამოყენებას, ინოვაციების სწაფი დანერგვას და პროდუქციის მოქნილ ადაპტაციას ბაზრის მონაცემებთან.
კონკურენციის თავისუფლება- ეს კონკურენცია წარმოადგენს ქმედითუნარიანი კონკურენციის საპირისპიროს და მისი მიზანია თავიდან აიცილოს ბაზრებზე სახლმწიფოს გადამეტებული ჩარევა. ეს კონცეფცია ეფუძვნება ევოლუციურ კონკურენციის თეორიას და გულისხმობს ეკონომკის მოქმედებათა თავისუფლებას, ბაზრის ოპტიმალურ უზრუნველყოფას, და დასაშვებად მიიჩნევს ბაზარზე შესვლის ბარიერების გაუქმებას კონკურენციის დინამიკის არსებობისათვის. მის ამოცანას წარმოადგენს კონკურენციული ქცევების ზოგადი წესების გარდა ყველანაირი ხელოვნური ხელისშემშლელი ფაქტორის თავიდან აცილება. მაგალითად როდესაც დიდ სამრეწველო საწარმოებს აქვთ ხარჯების უპირატესობა, საჭიროა სახელმწიფომ დააწესოს კონტროლი, რათა არ მოხდეს კონკურენციის შეზღუდვა. თუმცა ბოლო ხანებში კიდევ უფრო მეტად იზღუდება კონკურენციის პოლიტიკის ჩარევა საბაზრო მექნაზმში საწარმოო სიმძლავრეები, დიდი საბაზრო წილი და მეწარმის დიდი მოგება აღარ ითვლება საბაზრო ძალაუფლების გამოხატულებად და ისინი წარმოადგენენ სამეწარმეო მიღწევებს. ამ იდეასაც ყავს კრიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამგვარმა არაკონტროლირებადმა გარემომ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა მეწარმეებს შორის გარიგებების გზით აღმოფხვრას კონკურენცია და შეზღუდოს კონკურენტთა ბაზარზე შესვლა.[3]
კონკურენციის დაცვა საქართველოში და კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა
კონკურენციის დაცვა, ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის მოწესრიგება ასოცირების შეთანხმების დადების წინაპირობას წარმოადგენდა. აგრეთვე შექმნილია და ფუნქციონირებს კონკურენციის სააგენტოც. თუმცა, საქართველოს კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში ჯერ კიდევ არ არის. კერძოდ, ძირითადი ნაკლოვანებებია:
1.კონკურენციის სააგენტოს არ აქვს საწარმოთა კონცენტრაციის ეფექტური კონტროლის საშუალება. კერძოდ:
კანონით არ არის გათვალისწინებული რაიმე სანქცია კონცენტრაციის წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელების შემთხვევაში, ან სააგენტოს დასკვნის არ-დალოდების, ან სააგენტოს უარყოფითი დასკვნის უგულებელყოფის შემთხვევაში.
• არ არსებობს პროცედურები კონკურენციის სააგენტოს დასკვნის გარეშე კონცენტრაციის ეფექტური პრევენციისათვის.
• კონკურენციის სააგენტოს ძალიან მცირე ვადა აქვს მისთვის შეტყობინებული კონცენტრაციების შესასწავლად და შესაფასებლად.
• კონკურენციის სააგენტოს არასათანადო უფლებამოსილება გააჩნია კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებისათვის.
2.საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა მცირეა ევროკავშირთან შედარებით. კერძოდ:
• საქართველოში კარტელის შექმნისათვისან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის შეიძლება ეკონომიკურ აგენტებს დაეკისროთ მათი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5%-მდე ჯარიმა, მაშინ როდესაც ევროკავშირში ჯარიმების ზედა ზღვარი წლიური ბრუნვის 10%-ა
•საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, განსხვავებით ევროკავშირის კონკურენციის ორგანოსაგან, არ აქვს უფლება პერიოდული ჯარიმები დაუწესოს ეკონომიკურ აგენტებს მათი შესაბამისი ბრუნვის 1-5 პროცენტამდე, რათა ისინი აიძულოს დაემორჩილოს კონკურენციის ორგანოს გადაწყვეტილებას.
3. საქართველოში კონკურენციის კანონმდებლობის ხანდაზმულობის ვადები უფრო მცირეა, ვიდრე ევროკავშირში. (კონკურენციის დაცვა საქართველოში, 2019) [4]
თავისუფალი და სამართლიანი საბაზრო კონკურენცია ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია. შესაბამისად, საქართველოში მოქმედებს კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი ძირითადად კონკურენციის სააგენტოა.
კონკურენციის სააგენტო დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე. 1996 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე თავდაპირველად შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს სამსახური გაუქმდა და 2005-2010 წლებში იგი წარმოადგენდა ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, ხოლო 2010 წელს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იგი ჩამოყალიბდა სსიპ-ად და დაერქვა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. 2012 წლიდან მოცემული ორგანო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან გაერთიანდა.
2014 წელს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკურენციის სააგენტო კვლავ დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. ცალკე გამოყოფის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებაა, სადაც კონკურენციის დაცვა მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის განხილული. ამ ცვლილებით გაიყო მანამდე არსებული კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და კვლავ ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და კონკურენციის სააგენტო.
კონკურენციის სააგენტოს საშტატო განრიგი 43 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. 2015-2019 წლებში ეს რაოდენობა არ შეცვლილა. [5]
დიაგრამა3: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მლნ.ლარი) (2015-2020 წლები)
2014 წელს ბიუჯეტიდან სრული წლიური დაფინანსება არ მიუღია, რადგან ცალკე სტრუქტურად აპრილიდან ჩამოყალიბდა. როგორც ცალკე სტრუქტურამ მან ბიუჯეტიდან 510 095 ლარი მიიღო. 2015 წელს სააგენტომ ბიუჯეტიდან 1.9 მლნ ლარი მიიღო, რომელიც მომდევნო წლებში გაიზარდა და 2020 წელს 2.2 მლნ ლარს მიაღწია.
დასკვნა
ამ ნაშრომმა და მასში განხილულმა თითოეულმა საკითხმა კარგად დაგვანახა თუ რამდენად დიდი ადგილი უკავია კონკურენციას ბიზნესში და რამდენად აქტუალურია ეს თემა ეკონომიკის ჭრილშიც. ნაშრომმა დაგვანახა, რომ კონკურენციას ცალკეული მხარე არ გააჩნია და მას მოაქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი შედეგები და ხშირად ზარალის ნაცვლად შეიძლება მოგებაც მოუტანოს კომპანიას.
ასევე განხილულმა რამდენიმე მაგალითმა, რომელიც ეხებოდა კოკა-კოლასა და IBM-ს დაგვანახა, რომ კონკურენცია ხშირ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელიც კი იყოს მიზნის მიღწევისათვის, რომელიც ჩვენ შემთხვევაში მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვებისაკენ იყო მიმართული. ეს კი თავისთავად ბიზნესის წარმატების გარანტად გვევლინება. ამ ნაშრომში საკვანძოდ შეგვიძლია ის ფაქტიც მივიჩნიოთ, რომ ხშირ შემთხვევაში კონკურენცია კომპანიას უბიძგებს არა ფასის დაკლებაზე, არამედ პირიქით, მის მომატებაზე. მიმოვიხილეთ ასევე კონკურენციის მოდელები და განვიხილეთ კონკურენციის როლი საქართველოშიც, გავეცანით კონკურენციის სააგენტოს საქმიანობასაც.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.https://www.transparency.ge/sites/default/files/post_attachments/Competition%20Policy%20in%20Georgia%20%28GEO%29.pdf
2. http://www.aaf.ge/index.php?menu=2&jurn=0&rubr=4&mas=1167
3. ,,ეკონომიკური პოლიტიკა: მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები“ (რაინერ კლუმპი; 2015; თსუ; თბილისი)
4.http://asocireba.ge/show_article.php?id=1&fbclid=IwAR3CaXCNjn9zhViZgS577mdyQauK1fq2jy8RlG9hW-tuQ6sbBZiNuDWorbw
5. https://www.transparency.ge/ge/blog/konkurenciis-saagentos-sakmianoba-2014-2019-clebshi-uplebamosilebebi-da-ganxiluli-sakmeebi
6. https://www.trefis.com/stock/ko/articles/478347/can-coca-cola-bridge-its-revenue-gap-with-pepsico/2019-12-16