თავისუფლება და განვითარება

რედაქციისაგან

ა. გრიშიკაშვილის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ლ. ბალცეროვიჩის წიგნი “თავისუფლება და განვითარება”.

წიგნში განხილული პრობლემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია XXI საუკუნის დასაწყისში სოციალისტური აზროვნების ძლიერი ინერციის მატარებელი საზოგადოებისთვის, რომელიც ცდილობს ერთდოულად გადაჭრას ორი უზარმაზარი პრობლემა: ააშენოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო გეოპოლიტიკურად ურთულეს რეგიონში და იმავდროულად მოახდინოს არაბუნებრივი და არაეფექტიანი სოციალისტური ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია საბაზრო ეკონომიკურ სისტემად.

გიორგი წერეთლისა და ნანა ბიბილაშვილის ავტორობით გამოიცა ნაშრომი “პოსკომუნისტურ ქვეყანაში უმუშევრობით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების განსაზღვრისა და შემცირების გზები”,რომელიც ეძღვნება პოსკომუნისტურ სივრცეში მყოფ ქვეყანაში უმუშვერობით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების განსაზღვრისა და შემცირების მეთოდოლოგიურ-მეთოდიკური და პრაქტიკული საკითხების შესწავლას საქართველოს მაგალითზე. მასში დასმულია პოსკომუნისტურ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არსებული დასაქმებისა და უმუშევრობის პროცესთა რეგულირების, აგრეთვე უმუშევრობით გამოწვეულ ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგთა განსაზღვრა-შემცირების არაერთი პრობლემა და შემოთავაზებულია მათი გადაჭრის ეფექტიანი გზები.

ნაშრომი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის. იგი დახმარებას გაუწევს არა მარტო სპეციალისტებს, ასპირანტებსა და სტუდენტებს, არამედ, ამ საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ მკითხველს.