მონეტარული პოლიტიკა საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია
მარიამ შეყლაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი
mariami.sheklashvili654@eab.tsu.ge

ანოტაცია

მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ პროცესებზე ზემოქმედების ინსტრუმენტთა ერთობლიობას,რომლის მიზანია დაბალი,სტაბილური ინფლაციის უზრუნველყოფა.ზომიერი და პროგნოზირებადი ინფლაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური ზრდისთვის.მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება გავლენას ახდენს ფულადი ბაზრის საპროცენტო განაკვეთზე,ფინანსური ინსტრუმენტის ფასებზე,შინამეურნეობებისა და ფირმების ქცევაზე ხარჯვასთან,დაზოგვასა და ინვესტირებასთან მიმართებით. მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობა და თავისებურებები ზოგადად,განხილულია მისი ძირითადი გამოწვევები.

 Annotation

Monetary policy is a set of tools used by the state to influence economic processes to ensure low and stable inflation. Moderate and predictable inflation, in turn, is a necessary factor for long-term economic growth. A change in the monetary policy rate (refinancing rate) affects the money market interest rate, the prices of financial instruments, the expectations of economic agents, as well as functioning of the household sector and companies regarding spending, savings, and investments. This artical presents, the importance and features of monetary policy in general, it’s being discussed the current monetary policy in the country and its main problems.

რა არის მონეტარული პოლიტიკა

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ცენტრალური (ეროვნული) ბანკების მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. თავად მონეტარული პოლიტიკა იგივე ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა, რომლის მეშვეობით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში ფულის ბაზარზე აქვს გავლენა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის სარგებლის განაკვეთი, თუ რამდენ პროცენტში აიღებენ კომერციული ბანკები რეფინანსირების სესხებს ეროვნული ბანკისგან.

დღეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ცენტრალური ბანკების საქმიანობის მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობაა, ანუ მაღალი ინფლაციის არდაშვება. ამ მიზნის მისაღწევად ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს აქტიურად იყენებენ. მაგალითად, როდესაც ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის, კომერციული ბანკების ზრდიან მათ მიერ გაცემული და გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთებს, რაც ქვეყანაში საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას ამცირებს და ფასების ზრდას აჩერებს ან ანელებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას მოლოდინების კუთხითაც დადებითი გავლენა აქვს ინფლაციაზე.

საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იღებს, რომელიც კვარტალში ორჯერ იკრიბება. ამჟამად საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ია, რაც საკმაოდ მაღალია. მონეტარული პოლიტიკის 10.5%-მდე ზრდის მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ინფლაცია გახდა.[1]

მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი საქართველოში

“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს. კონსტიტუციით მინიჭებული უფლების საფუძველზე (მუხლი 68) და “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”  ორგანული კანონის მიხედვით (მუხლი 4) ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უფლებამოსილია მონეტარული პოლიტიკა დამოუკიდებლად წარმართოს.[2]

ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეკონომიკისთვის დამაზიანებელია როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე ნულოვანი ინფლაცია ან დეფლაცია. ზოგადად, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის მაღალი დონე ძირითადად ამ უკანასკნელ ჯგუფში პროდიქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება. ქვეყნებში, სადაც პროდუქტიულობა ვაჭრობად სექტორში უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ხელფასების ზრდის ტემპით უფრო მაღალია, რაც არავაჭრობად სექტორში ფასების ზრდასა და, საბოლოო ჯამში, შედარებით მაღალ ინფლაციას განაპირობებს. [3]

მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს ეყრდნობა. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ფასების სტაბილურობის მისაღწევად  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა.  ამ რეჟიმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს წინასწარ აქვს განსაზღვრული ინფლაციის თარგეთი (მიზნობრივი მაჩვენებელი)-3% და მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს იმგვარად, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მასთან ახლოს იყოს.ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია (რეფინანსირების განაკვეთი). მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საპროცენტო განაკვეთის, საკრედიტო, მოლოდინებისა და გაცვლითი კურსის არხით აისახება ეკონომიკაზე. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე გადაწყვეტილება ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს ეყრდნობა.ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები განსაზღვრულია “ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში”, რომელიც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ ყოველწლიურად მუშავდება და საქართველოს პარლამენტის მიერ მტკიცდება

ნახაზი1 : წლიური ინფლაციის დონე საქართველოში

წყარო:https://nbg.gov.ge/monetary-policy

ფასების სტაბილურობა ინფლაციის დაბალ და ზომიერ დონეზე შენარჩუნებას გულისხმობს. განვითარების არსებულ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკისათვის ოპტიმალურია ინფლაციის  3%-იანი დონე.[2]

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისთვის საოპერაციო ორიენტირს  მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს, რომლის მიღწევაც  აუცილებელია ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ოპერაციული ორიენტირის მისაღწევად სებ-ი საოპერაციო ჩარჩოს იყენებს, რომელიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და პროცედურებისაგან შედგება. საოპერაციო ჩარჩო განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება არსებული ინსტრუმენტებით ფულად ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის მიღწევა. ეს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სექტორის მოკლევადიანი ლიკვიდობის ეფექტიანი მართვით მიიღწევა. მოკლევადიან პერიოდში საბანკო ლიკვიდობა დიდი მერყეობით ხასიათდება. იმისათვის, რომ ეს საპროცენტო განაკვეთების რყევებში არ გადაიზარდოს, ლიკვიდობაზე მოკლევადიანი მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოს ეროვნულ ბანკს როგორც ლიკვიდობის მიწოდების, ასევე ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი – ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტის სახით – რეფინანსირების სესხებია. საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებით ბაზარს იმდენ ლიკვიდობას აწვდის, რამდენზეც არის ბაზრის მოთხოვნა მოცემული საპროცენტო განაკვეთის პირობებში. რეფინანსირების სესხები შესაბამისი გირაოს (მთავრობის ფასიანი ქაღალდები და სხვა) სანაცვლოდ გაიცემა. ეს არის ბანკების ლიკვიდური სახსრები, რომელიც მათ ლიკვიდურ აქტივებში წინა პერიოდებში განათავსეს და აღნიშნულ აქტივებს საჭიროების დროს ლიკვიდობის მისაღებად იყენებენ. [2]

ცხრილი 1:მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების განაკვეთები

წყარო:საქართველოს ეროვნული ბანკი

ცხრილში მოცემულ ზოგიერთ ინტრუმენტებს მოკლედ განვმართავთ:

რეფინანსირების სესხი- რეფინანსირება ნიშნავს ახალი ფინანსური რესურსის მიღებას, რომლითაც უკვე არსებულს გადაფარავ ან მისი მოქმედების ვადას გააგრძელებ. შესაბამისად, რეფინანსირების სესხი უკვე არსებული სესხის ახალი სესხით გადაფარვაა. [4]

ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტები-აღნიშნული ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება  საბანკო სექტორისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის, საჭიროებისამებრ მიწოდება.როგორც სხვა ღია ბაზრის ინსტრუმენტების, ასევე ერთთვიანი ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებთან.[2]

სადეპოზიტო სერთიპიკატები-სადეპოზიტო სერტიფიკატი ფასიანი ქაღალდების ტიპის პროდუქტია. იგი წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის მფლობელის მიმართ, სერტიფიკატით  გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.[5]

ფულადი აგრეგატები

ფულის აგრეგატები არის ფართო კატეგორიები, რომლებიც ზომავს ფულის მასას ეკონომიკაში. შეერთებულ შტატებში ეტიკეტები მიეკუთვნება სტანდარტიზებულ მონეტარულ აგრეგატებს:

  • M0: მიმოქცევაში მყოფი ფიზიკური ქაღალდი და მონეტა, ასევე ცნობილია როგორც ფულადი ბაზა
  • M1: ყველა M0, პლუს სამგზავრო ჩეკები და მოთხოვნადი დეპოზიტები
  • M2: მთელი M1, ფულის ბაზრის წილები და შემნახველი ანაბრები

მემკვიდრეობით მიღებული აგრეგატი, რომელიც ცნობილია M3, რომელიც შემდგომში შეიცავდა ვადიან დეპოზიტებს 100,000 აშშ დოლარზე მეტს და ინსტიტუციონალურ თანხებს, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ 2006 წლის შემდეგ არ იძებნება, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსის მიერ ჯერ კიდევ ითვლება.

გასაღებები

  • ფულადი აგრეგატი არის ფულის აღრიცხვის ფორმალური გზა, როგორიცაა ნაღდი ფული ან ფულის ბაზრის სახსრები.
  • ფულადი აგრეგატები გამოიყენება ეროვნულ ეკონომიკაში ფულის მასის გასაზომად.
  • ფულადი ბაზა არის მთლიანი თანხა, რომელიც მოიცავს მიმოქცევაში მყოფი ვალუტის მთლიან მიწოდებას, ცენტრალური ბანკის კომერციული ბანკის რეზერვების შენახული ნაწილის პლუს.
  • ფედერალური სარეზერვო სისტემა იყენებს ფულის აგრეგატებს, როგორც მეტრულს, თუ როგორ მოქმედებს ეკონომიკაზე ღია ბაზრის ოპერაციები.

ფულადი ბაზა (MB ან M0) არის ფულადი აგრეგატი, რომელიც ფართოდ არ შეიმჩნევა და განსხვავდება ფულის მასისგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია. იგი მოიცავს მიმოქცევაში მყოფი ვალუტის მთლიან მომარაგებას ცენტრალური ბანკის კომერციული ბანკის რეზერვების შენახული ნაწილის გარდა. ეს ზოგჯერ ცნობილია როგორც მაღალი სიმძლავრის მქონე ფული (HPM), რადგან მისი გამრავლება შესაძლებელია ფრაქციული სარეზერვო ბანკის მეშვეობით.[6]

ცხრილი 2:ფულის მასა აგრეგატების მიხედვით

წყარო:  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/92/monetaruli-statistika

მოცემულ ცხრილში ასახულია საქართველოს მონეტარული აგრეგატები 2015-2022 წლებში. წლიდან წლამდე ფულის ერთობლივი მასის ზრდასთან ერთად ,თითოეული აგრეგატის წილიც იზრდება,2015 წელს M0 ფულის საერთო მოცულობა 2 მილიარდი ლარი იყო,ხოლო 2022 წლის ბოლო კვარტლისთვის 4,7მილიარდი ლარი შეადგინა,ანალოგიური ტენდენციით ხასიათდება M1 და M2 აგრეგატებიც.

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე

2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკა ახალი მძიმე გამოწვევების წინაშე დადგა. კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აგრესიის შეკავების მიზნით დაწესებული სანქციები, იმავდროულად, მრავალი ქვეყნის ეკონომიკისთვის სირთულეებს წარმოშობს. შესაბამისად, მიმდინარე წელს, განსაკუთრებით განვითარებული ეკონომიკების ქვეყნებისთვის, ზრდის ტემპების გაუარესებაა მოსალოდნელი. ამას ემატება კვლავ არსებული მწვავე შეფერხებები გლობალურად მიწოდების მიმართულებით, რის ფონზეც მთელ რიგ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებლები უპრეცედენტოდ გაიზარდა და ინფლაციის მოლოდინების თანმდევი გაუარესების პასუხად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა.[7] აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ოქტომბრის პროგნოზის1 მიხედვით, 2022 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდა წინა პროგნოზის2 მსგავსად 3.2% შეადგენს, ხოლო 2023 წელს კი 2.7% იქნება, რაც 0.2 პროცენტულ პუნქტიანი (პპ) გაუარესებაა. ამასთან, გაზრდილი ინფლაციური წნეხის ფონზე, გლობალური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 2022 წელს 8.8%, 2023 წელს კი 6.5%-ია.პროგნოზირებული, რაც 1.7 პპ-ით მეტია, ვიდრე წინა პროგნოზი. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2022 წელს, ისევე როგორც 2023-ში, 3.7%-ს უტოლდება, რაც წინა პროგნოზთან  შედარებით 0.1 პპ-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ინფლაციას, 2022 წლის პროგნოზი 9.9%-ია ხოლო 2023 წელს კი 8.1%-ია . [2]

დიაგრამა 1. ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების რეალური მშპ-ის წლიური ზრდა

წყარო:საქართველოს ეროვნული ბანკი

ნახაზზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ 2022 წლის მესამე კვარტალში მაღალი ინფლაციური გარემო შენარჩუნდა როგორც განვითარებულ, ასევე მზარდ და განვითარებად ქვეყნებში.აღნიშნული, ძირითადად განპირობებულია უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არსებული გამოწვევებით და საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე პროდუქციის მაღალი ფასებით.

მონეტარული პოლიტიკა და გაცვლითი კურსი საქართველოში

სავალუტო ბაზარი არის ადგილი, სადაც ხდება ვალუტებით ვაჭრობა. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. ასეთ შემთხვევაში გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, სადაც აწვდიან ვალუტას და ქმნიან მოთხოვნას ის ფირმები და ინდივიდები, რომლებსაც ჭირდებათ ლარი ან უცხოური ვალუტა სხვადასხვა მიზნებით, მათ შორის ადგილობრივი ან საიმპორტო ოპერაციებისათვის. გაცვლით კურსზე მოკლევადიან პერიოდში მოქმედი ფაქტორები მნიშვნელოვნად განსხვავდება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მოქმედი ფაქტორებისგან. თუკი გაცვლით კურსზე გრძელვადიან პერიოდში სტრუქტურული ფაქტორების გავლენა დომინირებს, საშუალოვადიან პერიოდში მასზე ციკლური, ხოლო მოკლევადიან პერიოდში – ბაზრის მონაწილეთა მოლოდინები ახდენს გავლენას. გაცვლითი კურსის მერყეობა მოკლევადიან პერიოდში ხშირად ქაოტურია და გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე მაკროეკონომიკური ცვლადებისთვის.ვალუტის გაცვლითი კურსის არხი – ღია ეკონომიკაში მონეტარული პოლიტიკის მაკროეკონომიკური მოდელის მთავარ ელემენტს წარმოადგენს. იგი გამოხატავს ფასების დონის მგრძნობელობას ვალუტის კურსის ცვლილებასთან მიმართებით.[3]

ნახაზი 3: გაცვლითი კურსები

წყარო:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/92/monetaruli-statistika

მაღალი დოლარიზაცია განაპირობებს ეკონომიკური აგენტების მაღალ ინტერესს ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მიმართ,თუმცა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაანალიზებლად უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორია რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი,რომელიც ასახავს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის მიმართ,ინფლაციებს შორის განსხვავების გათვალისწინებით[8] ეროვნული ვალუტის გამოყენების ზრდა და შესაბამისად ლარიზაციის მაჩვენებლის მატება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. საქართველოს ეროვნულ ბანკს მხოლოდ ლარის საპროცენტო განაკვეთის მართვა შეუძლია, შესაბამისად რაც უფრო მაღალი იქნება ლარიზაციის კოეფიციენტი, მით უფრო ძლიერი იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკის ზეგავლენა ერთობლივ მოთხოვნასა და ინფლაციაზე[3]

დასკვნა

მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენს მაკროეკონომიკურ პროცესს, რომელიც მართავს ქვეყანაში ვალუტის მარაგს, რათა მიაღწიოს ისეთ ეკონომიკურ მიზნებს, როგორიცაა ფასების სტაბილურობა, მოსახლეობის სრული დასაქმება, ფინანსური სტაბილურობა და სხვა. მონეტარულ პოლიტიკას ძირითადად წარმართავს ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით. სადღეისოდ, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკის შემდეგი მოდელები გამოიყენება: ფიქსირებული გაცვლითი კურსი; პეგირებული გაცვლითი კურსი; მიზნობრივი ინფლაცია; ე.წ. „დოლარიზება“; შერეული მოდელი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეტირება. აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას (გრძელვადიან პერიოდში ფასების ცვლილების სასურველ დონედ საქართველოში განიხილება წლიური ინფლაცია 3%-ის ოდენობით), ხოლო მონეტარული ინსტრუმენტები იმართება იმგვარად, რომ მიღწეულ იქნას ინფლაციის მიზნობრივი დონე საშუალოვადიან პერიოდში.

ბიბლიოგრაფია

  1. https://forbes.ge/ra-aris-monetaruli-politikis-ganakvethi/
  2. .https://nbg.gov.ge/monetary-policy
  3. https://openscience.ge/bitstream/1/2318/1/Samagistro%20Gelashvili.pdf
  4. https://forbes.ge/ra-aris-rephinansirebis-seskhi/ 
  5. https://bb.ge/ge/personal/deposits/anabrebi-1/deposit-certificate 
  6. https://ka.thelittlecollection.com/monetary-aggregates-12131 
  7. https://netgazeti.ge/news/623997/ 
https://digitallibrary.tsu.ge/book/2018/DISERTACIEBI/n4/Aleksandre%20Ergeshidze%20-v17_2003.pdf