ტრეფიკინგი და შრომითი მიგრაცია
ფატი მამიაშვილი
სოციალური რეკლამის გამაფრთხილებელი ლოზუნგი – “ნუ გახდები მონა 21-ე საუკუნეში” – მიანიშნებს იმას, რომ მესამე ათასწლეულში ტექნიკური პროგრესი და მართლმსაჯულება ვერ უმკლავდება მონათვაჭრობას, უკანონო მიგრაციას, იაფი მუშახელის ექსპლუატაციას, სექს-ინდუსტრიას, ადამიანის ნების გარეშე ორგანოების გადანერგვას. უცნაური ის არის, რომ ტრეფიკინგის მახეში უმეტესად სწორედ ის ადამიანები ებმებიან, ვინც ასეთ რეკლამებს ყველაზე ხშირად ტელეეკრანიდან ისმენენ – დიასახლისები, უმუშევრად დარჩენილები, ახალგაზრდები. . .
მათ იციან, რომ არალეგალური მიგრანტი – ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლია, მაგრამ სჯერათ, რომ მათ ვერავინ მოატყუებს. სინამდვილეში, ყოველი მსხვერპლი – მდუმარე, უფლებაწართმეული მოწმეა, ხოლო არცერთი სახელმწიფო დაზღვეული არ არის ამ პრობლემისგან. პირიქით, კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, ვითარდება ტრეფიკინგიც, იზრდება მისი მასშტაბები, სისასტიკე და მოთხოვნილებები. რატომ? – იმიტომ, რომ ტრეფიკინგი ყველაზე დიდი, არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. მისი წლიური მოგება, როგორც მინიმუმი, 8-9 მილიარდი აშშ დოლარია. ყოველწლიურად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება 800-900 ათასი ადამიანი, აქედან 18-20 ათასი – ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება. დაუდგენელია შიდა ტრეფიკინგის შემთხვევათა რაოდენობა.
საქართველო უკანონო მიგრანტების არა მარტო სატრანზიტო, არამედ მიმღები და გამგზავნი ქვეყანაა. Mმიუხედავად იმისა, რომ უკვე მიღებულია შესაბამისი კანონმდებლობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ, მაინც არ არსებობს რეალობასთან მიახლოვებული ინფორმაცია, ჩვენი ქვეყნის რამდენი მოქალაქეა ამერიკის, ევროპისა და აზიის სახელმწიფოებში მონურ მდგომარეობაში. შესაბამისად, არ არსებობს პერსპექტივა და იმედი, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები და გაუმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა. Aარადა, სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ქართველი ქალების 75% გამოთქვამს სურვილს, სამუშაოდ წავიდეს უცხოეთში. Mმიზეზი – ფული გამოგზავნონ ოჯახისა და შვილების გამოსაკვებად.
ტრეფიკინგი გლობალური პრობლემა და ტრანსნაციონალური დანაშაულია. მარტივად – ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რეალურად – ადამიანისთვის ყველა უფლების ჩამორთმევა.
ტრეფიკინგი გულისხმობს ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, გადამალვას ან მიღებას, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით, სხვა ადამიანზე. Eექსპლუატაცია ნიშნავს, როგორც მინიმუმ, სხვათა პროსტიტუციის ექსპლუატაციას ან სქესობრივი ექსპლუატაციის სხვა ფორმას, იძულებით შრომას, ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას, სერვიტუტს ან ორგანოთა გადანერგვას.
როგორ ებრძვის მსოფლიო ამ პრობლემას.
მონობის წინააღმდეგ კონვენცია მოქმედებს 1926 წლიდან. კონვენცია ადამიანებითA ვაჭრობისა და მეძავთა ექსპლუატაციის შესახებ, 1945 წელს იქნა მიღებული. 1996 წელს ძალაში შევიდა დამატებითი კონვენცია მონობის გაუქმების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966), ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ (1996), კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989), მიგრანტთა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის კონვეცია (1990) და აშშ. 1990 წლიდან ამ პრობლემას ინტენსიურად სწავლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები. შვედეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც მიიღეს რადიკალური კანონი ტრეფიკინგის, კონკრეტულად კი, ქალის სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ. 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალაში შევიდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ავალებს, წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში მსოგლიოში ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. 2003 წლის ანგარიშის თანახმად, საქართვველო მესამე კატოგორიის ქვეყანა გახდა, რაც სანქციების დაკისრებასა და ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტის საშიშროებას ქმნიდა. 2003 წლის 20 ივლისს, შეტანილი იქნა ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც პირველად დაფიქსირდა სიტყვა “ტრეფიკინგი”?, ხოლო ამგვარ დანაშაულში ბრალდებული ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამ ქმედების შედეგად, საქართველო მესამედან მეორე კატეგორიის ქვეყანა გახდა. მიუხედავად ამისა, საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, ტრეგიკინფთან ბრძოლა არაეფექტურია, რადგან მასზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:
– სიღარიბე და უკეთესი ცხოვრების სურვილი;
– ტრეფიკინგის შედეგების იგნორირება;
– საზოგადოებრივი ფასეულობების დევალვაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა;
– იაფი მუშახელის მოთხოვნა;
– დიდი მოგება;
– დაბალი რისკი (არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მომავლისათვის”).
თავად ტრეფიკინგის ფესვები კაცობრიობის წარსულიდან მოდის. ისტორიულად, საქართველო იყო ისლამური სახელმწიფოების “მკვებავი” მონებითა და იაფი მუშახელით. თანამედროვე მონათმოვაჭრე ქვენები სამ კატეგორიად იყოფა:
1. გამგზავნი, ანუ ღარიბი, განვითარებადი ქვეყნები (აზია, აფრიკა, Lლათინური ამერიკა, აღმოსავლეთ ევროპა, პოსტსაბჭოური სივრცე);
2. მიმღები, ანუ ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული ქვეყნები (აშშ, იაპონია, დასავლეთ ევროპა);
3. სატრანზიტო ქვეყანები, ანუ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელთა გავლით ხორციელდება უკანონო მიგრაცია.
საქართველო სამივე კატეგორიის ქყეყანაა. Gგაეროს კონვენციის “ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ შეფასების ხელსაწყოს” 2003 წლის ანგარიშის თანახმად, “საბერძნეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი ის ქვეყნებია, სადაც ხდება საქართველოდან ხალხის ტრეფიკირება. Aადამიანები ტურისტული ფირმების საშუალებით ეძებენ საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობას, არღვევენ სავიზო რეჟიმს და იღებენ ყალბ დოკუმენტებს სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა დახმარებით.
საქართველო ასევე არის ტრანზიტული ქვეყანა რუსეთიდან და უკრაინიდან ტრეფიკირებული ხალხისთვის, რომლებიც სამხრეთ ოსეთის გავლით ხვდებიან თურქეთში. აგრეთვე, ტრეფიკერები სომხეთიდან საქართველოს გავლით მიდიან თურქეთში.” საქართველოში, როგორც მიმღებ ქვეყანაში, უკვე ფეხი მოიკიდა ტრეფიკინგმა არალეგალური პროსტიტუციის სახით. არის შემთხვევები, როცა ქართული პასპორტებით გაჰყავთ არაქართველი მეძავები საზღვარგარეთ. მიჩნეულია, რომ ქართული პასპორტები ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გაყალბებადი დოკუმენტია. შიდა ტრეფიკინგის (ადამიანთა გატაცებები არაკონტროლიტებად ტერიტორიებზე, ადამიანთა მონებად გაყიდვა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ა.შ.) შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ დაუზუსტებელი, გადაუმოწმებელი ფაქტებით.
რატომ ხდება ქალი ყველაზე ხშირად ტრეფიკინგის მხვერპლი?
გაეროს 1980 წლის ანგარიშის მიხედვით, ქალები წარმოადგენენ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს, მაგრამ ასრულებენ მთელი სამუშაოს ორ მესამედს, ხოლო ღებულობენ მსოფლიო შემოსავლის მეათედს და ფლობენ მსოფლიო ქონების ერთ მესამედს.
ქალთა ტრეფიკინგი გულისხმობს მუშაობის ნებისმიერ ტიპს, რაც აქცევს ქალებს საკუთრების ობიექტად, დაქორწინებისა და სექს-ტურიზმის ჩათვლით. ასეთი განმარტება მოიცავს მიგრანტ ქალთა ყოველნაირ ექსპლუატაციას და არა მხოლოდ ექსპლუატაციას პროსტიტუციის გზით.
ქალთა ექსპლუატაცია დაუშრეტელი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს ყველას, ვისაც საამისო მატერიალური საშუალება აქვს. Mკომერციული სექს-ინდუსტრია მომხმარებელს შეუზღუდავად სთავაზობს სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, ეროვნების ქალებს, სამწუხაროდ, პოპულარული გახდა ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების იძულებითი პროსტიტუცია. ექსპერტები ქალის სექსუალურ ობიექტად გადაქცევის ძირითად მიზეზად მიიჩნევენ უძველეს სტერეოტიპს, რომლის თანახმად, ქალის სხეული მამაკაცის საკუთრებადაა აღიარებული. ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ამ ტენდენციას თავად ქალიც უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქალი – დღეს ოჯახის მარჩენალია და მას დედის როლიც ავალდებულებს, იზრუნოს და ყველა გზა მოსინჯოს შვილების რჩენისთვის. ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში, “ყველა გზა” სწორედ საზღვარგარეთ მიდის. ამიტომაც, საქართველოს ტოვებს ყველა, ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა. თურქეთსა და საბერძნეთში არალეგალური გამგზავრება (გარანტირებული სამსახურით) საშუალოდ, 2000-2500 აშშ დოლარი ჯდება, ისრაელში – 5000 ათასი აშშ დოლარი, აშშ-ში – 10 ათასი დოლარი და ა.შ. შესაბამისად, ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 200-800 აშშ დოლარია (თურქეთი, საბერძნეთი) ან უფრო მეტი – 1000-2000 აშშ დოლარი (აშშ, ისრაელი). ყოველთვიურად ოჯახებისთვის გამოგზავნილი თანხები 1000 დან 500 ევროს ფარგლებში მერყეობს. მაგრამ ეს ფული მოპოვებულია არალეგალურად, უკანონოდ, 18-20 საათიანი შრომითი გრაფიკით, შერყეული ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური სტრესის ფასად.
გაეროს კონვენციის “ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ შეფასების ხელსაწყოს” 2003 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქალის როლის დაკნინებას ხელს უწყობს ცოლად შერთვის მიზნით, მამაკაცების მიერ გოგონათა მოტაცების ტრადიცია, პატრიარქალური მენტალიტეტი და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალების სიმცირე. საქართველოდან მიგრირებულ ქალთა უმრავლესობას შეადგენენ ახალგაზრდა, გაუთხოვარი ან ქმარს გაცილებული ქალები, რომელთაც არა აქვთ საზღვარგარეთ ცხოვრების გამოცდილება, არ იციან უცხო ენა. სქემა მარტივია: ისინი მიდიან დამლაგებლებად, ძიძებად, მოდელებად, მომვლელებად, შინამოსამსახურეებად, მზარეულებად. ძალიან ხშირად, მათ ართმევენ პასპორტს, მოტყუებით მიჰყავთ ბორდელებსა და ბარებში, ფიზიკური ზეწოლის, შანტაჟითა და ნარკოტიკების ზემოქმედებით, აიძულებენ იმუშაონ მეძავებად. ამგვარი მდგომარეობიდან ქალთა განთავისუფლების შემთხვევები ძალიან მცირეა, ხოლო მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის არ არსებობს ყველაზე მთავარი – საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა. ამასთან, როგორც ცნობილია, ჩვენი სახელმწიფო ვერ ახერხებს თავისი მოქალაქეების დაცვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოდან საზღვარგარეთ წამსვლელთა 90% შრომისუნარიანია, მათ შორის, ეთნიკურ ქართველთა წილი 57%-ია, მიგრირებულთა 53, 2% უმაღლესი განათლებისაა (ძირითადი პროფესიები – ინჟინერი, პედაგოგი, ეკონომისტი, კომერსანტი, ხელოსანი). ამათგან, 22%-ს აქვს გარანტირებული ან წინასწარ შერჩეული სამსახური, 8% კი მიდის სამუშაოს შოვნის იმედად. მიგრირებულთა შორის სჭარბობენ ქორწინებაში მყოფი პირები (70, 4%). ექსპეტრთა შეფასებებით, 1995-2000 წლებში საქართველოში გარე მიგრაციის უარყოფითი სალდო, საშუალოდ, 80 ათასის ფარგლებში მერყეობდა. მათივე პროგნოზით, მიგრაციის უარყოფითი სალდო შენარჩუნდება 2010 წლამდე, თუმცა, იქნება კლების ტენდენციაც (კვლევევი ჩარატებულია თაცის-ის მხარდაჭერით.).
საქართველოში ნაკლებად აფიშირებულია მამაკაცთა ტრეფიკინგი, ორგანოების უკანონო ტრანსპლანტაციისა და ბავშვევის პროსტიტუციის შემთხვევები. ცალკე პრობლემაა ტრეფიკინგის უფრო “უმტკივნეულო” ფორმა – იძულებით მათხოვრობა. ამ ბიზნესში გამოყენებულნი არიან ბავშვები, ინვალიდები, მოხუცები, ფსიქიურად დაავადებული ადამიანები. არსებობს, აგრეთეე, “ხელოვნური ქორწინებისა” და ბავშვების შვილად აყვანის შემთხვევები, როცა ცოლები და ნაშვილები ბავშვები არიან მონების მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში, მონობაში მყოფი ქალის შვილიც კი ქმრის საკუთრებად ითვლება. არსებობს “მეორადი მსხვერპლის” ცნება. ისინი არიან ტრეფიკირებულთა შვილები და ოჯახის წევრები.
ანალოგიური მდგომარეობაა დსთ-ს სივრცეში. რუსეთის არალეგალურ, პროსტიტუციის ბაზარს, ძირითადად, აზერბაიჯანელები აკონტროლებენ (მათი რაოდენობა რუსეთში უკვე მილიონს აჭარბებს).
ტრეფიკინგისა და ქალებით ვაჭრობას რუსული ჟურნალი “დიალოგ ჟენშინ” უკავშირებს 1990-იან წლებს – საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარმავალ პერიოდს, როცა რუსეთი და “მოძმე” რესპუბლიკები დამოკიდებული გახდნენ უცხოურ კვების პროდუქტებზე. ჟურნალი ფარსს უწოდებს ვაუჩერებით განხორციელებულ პრივატიზაციას, რომელმაც საბჭოთა ხალხი საკუთრების გარეშე დატოვა. “ეს იყო პერიოდი, როცა ორგანიზებული დანაშაული პროფესიონალი კრიმინალებისა და მილიციის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, ხოლო კორუფციას სამთავრობო მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. გარდა ამისა, ბანკების გაკოტრებისა და ფინანსური მაქინაციების წყალობით, მოსახლეობა ულუკმაპუროდ დარჩა.” რუსი ექსპერტები დღესაც ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ამ ფაქტორებმა ქალთა უმრავლესობას სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა. ანუ ისინი, ვინც ხანდაზმულობის გამო გადაურჩა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, ვერ იხსნა შვილები და შვილიშვილები.
ცნობილია, რომ ტრეფიკინგი განიხილება, როგორც საზოგადოებრივი, სოციალური პრობლემა, მაგრამ მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი სიღარიბე და უმუშევრობაა, ანუ მთავარი რისკ-ფაქტორი ქვეყნის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა (ICMPD). 2004 წლის დეკემბერში ჟენევაში გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ ჩაატარა “ფორუმი პეკინი+10”-ის რეგიონალური მოსამზადებელი შეხვედრა. მასში მონაწილეობდა 53 ქვეყნის 316 მთავრობისა და 157 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჟენევის კონფერევნციას, სადაც გენდერული საკითხები სწორედ სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში განიხილეს, ესწრებოდა ჩარიტა ჯაში, ექსპერტი გენდერული ეკონომიკის საკითხებში. ქალბატონი ჩარიტა ტრეფიკინგს “სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემას” უწოდებს. მისი ინფორმაციით, შრომითი მიგრაციისას ყოველი მეორე – ქალია.
ნახეთ, რა უხერხული სქემაა! – ქალები ტოვებენ თავიანთ შვილებს სხვების მოსავლელად, მიდიან უცხოეთში და ზრდიან სხვის შვილებს! ჩემთვის, ტრეფიკინგის ამოსავალი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. ადამიანს არა აქვს სამუშაოს შოვნის პერსპექტივა. ასეთი ადამიანი კი უუფლებოა. არ არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც იტყვის, რომ სურს იყოს ძალადობის ობიექტი. საზღვარგარეთ ყველა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობებსების სურვილით მიდის. მაგრამ მიდიან ისეთებიც, ვისაც გამომუშავებული არა აქვს სამუშაო უნარ-ჩვევები, არ აქვს გამოცდილება. ასეთები, ბუნებრივია, უფრო იოლად თანხმდებიან ნებისმიერ სამუშაოს.
საქართველოში შრომითი ბაზარი ისეა გაჯერებული, რომ ქალები დაკავებულნი არიანUყველაზე ნაკლებად მომგებიან სექტორებში – ეს არის ჯანდაცვა, მომსახურების სფერო, განათლება. მათი შემოსავლები იმდენად დაბალია, რომ იძულებულნი არიან, დამატებით, მეორადი საქმიანობით ირჩინონ თავი. მათ, ფაქტიურად, ოჯახისთვის დრო ნაკლებად რჩებათ!
– რას კარგავს საქართველო ლეგალური და არალეგალური შრომითი მიგრაციის შედეგად?
– საქართველო კარგავს ძალიან ბევრს. პირველ რიგში, გაედინება ჯანსაღი სამუშაო ძალა, ახალგაზრდები. რჩებიან ხანდაზმულები. მეორეც, შრომითი მიგრაცია გავლენას ახდენს ქვეყნის გენერაციულ ფუნქციაზე.
– სინამდვილეში, რა ღირს ის სამუშაო, რასაც იაფი მუშახელი, ანუ არალეგალური ემიგრანტები ასრულებენ?
– რა თქმა უნდა, ეს სამუშაო გაცილებით ძვირია. დასავლეთ ევროპის მოქალაქე არ შეასრულებს იმ სამუშაოს იმ ანაზღაურებით, რასაც იაფ მუშა-ხელს სთავაზობენ. მაგალითად, გერმანიაში ენის კურსებზე სასწავლებლად იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის გოგონებს, მათ სწავლასთან ერთად სთავაზობენ სამსახურს ოჯახებში, ძიძებად, თვეში 350 მარკის სახელფასო ანაზღაურებით. რა თქმა უნდა, გერმანელი ძიძის დაქირავება უფრო ძვირია – ის ამ სამუშაოსთვის, დაახლოებით, 10-ჯერ მეტს მოითხოვს. ამდენად, იაფი მუშა-ხელზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია!
– რა ფაქტორები განსაზღვრავს ტრეფიკინგის გავრცელებას?
– საქართველოში ტრეფიკინგის გავრცელებას ხელს უწყობს მისი გეოპოლირიკური მდგომარეობაც. გარდა ამისა, დღეს ადვილია არალეგალურად საზღვრების დატოვება. აუცილებელია, მიღებული იქნას კანონი მიგრაციის შესახებ, რომელიც, რამდენიმე წელია, მზადაა.
საქართველოში არ არსებობს არა მარტო ზუსტი, არამედ მიახლოებითი სტატისტიკა, არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევათა შესახებ. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შრომითი მიგრაცია, ძირითადად, არალეგალურად, ხორციელდება და შეუძლებელია აღურიცხავი ფაქტების რაოდენობის დადგენა. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გაცილებით მეტი შესაძლებლობები და ფინანსური საშუალებები ტრეფიკინფის რეალურ მსხვერპლთა და უკანონო მიგრაციის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. 24-26 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები მომავლისათვის” ჟურნალისტთა ქსელთან “გენდერი-მედია-კავკასია” პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებისთვის გამართა სემინარი, სადაც ექსპერტებმა ისაუბრეს იმაზეც, როგორ უნდა ვიმუშაოდ ტრეფიკინგის მსხვერპლთან, რა როლი აქვს დაკისრებული მასმედიას ამ პრობლემის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირების თვალსაზრისით. სემინარებს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგთან ბრძოლის დეპარტამენტის ახალგაზრდა თანამშრომლები. ისინი აცხადებენ, რომ საქმეს იწყებენ რეალურად, სუფთა ფურცლით და სურვილით, საზოგადოებაში აღადგინონ პოლიციის დაკარგული ავტორიტეტი და მოიპოვონ მოქალაქეების ნდობა, თუ ეს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქრურების მართლაც გულწრფელი პოზიციაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრეფიკინგის მასშტაბები ოდნავ მაინც შემცირდება.