მისალმება
ჯემალ ინაიშვილი
“საქართველოს ეკონომიკა” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ჟურნალ “მაკრო მიკრო ეკონომიკის” პირველი ერთობლივი გამოცემაა.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრება, ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმთავრეს ამოცანებს.
ამ ამოცანების შესასრულებლად, დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნეს საზოგადოების ინფორმირებას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, მეწარმეობის განვითარების და კონკრეტული ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ.
ჩვენი ჟურნალის მეშვეობით, შევეცდებით დავეხმაროთ ქართულ ბიზნესს ფეხზე დადგომასა და შემდგომ განვითარებაში. შევეცდებით გავაანალიზოთ და კომპეტენტური შეფასება მივცეთ ადგილობრივ თუ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს და ტენდენციებს, დაწვრილებით განვიხილოთ კანონპროექტები, თუ ნორმატიული აქტები, რომელებიც ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განსაზღვრავს. მკითხველი მიიღებთ რჩევებს და პასუხებს საჭირბოროტო საკითხებზე.