საქართველოს საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა
ირინა ვაშაყმაძე
საქართველოს საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევაში. იგი, გარდა იმისა, რომ უდიდეს ზეგავლენას ახდენს ეროვნული ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე, ამასთანავე გულისხმობს: კაპიტალის საკმარისობის გაძლიერებას, აქტივების ხარისხის ამაღლებას, რისკების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვას? ლიკვიდობის, დეპოზიტების დაზღვევის უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობების შექმნის და საბანკო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობას.
საქართველოს საბანკო სისტემაში შემავალი კომერციული ბანკების ფინანსური მდგრადობა არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს შემდეგი მიზეზების გამო: 1. ბანკების მნიშვნელოვანი რაოდენობა კვლავ ლიკვიდურობის პრობლემებს განიცდის? კერძოდ, ქვეყანაში შექმნილი საბიუჯეტო კრიზისი და ჩრდილოვანი ეკონომიკის ფართო მასშტაბები ზღუდავენ ფულადი ნაკადების ბრუნვადობის ხარისხს; 2. მოსახლეობაში კვლავ არსებობს უნდობლობა საბანკო ინსტიტუტებისადმი, შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი ამჯობინებს დანაზოგის სახლში, უცხოურ ვალუტაში, შენახვას; 3. საქართველოს კომერციული ბანკების მომსახურების სპექტრი მეტად შეზღუდულია და ხშირ შემთხვევაშიც მომსახურების ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია; 4. არასაკმარისად არის განვითარებული ფინანსური მართვის სისტემები, საკრედიტო რესურსების მართვის პროცედურები. ბანკების უმრავლესობას არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, მათი საქმიანობა არ არის გათვლილი და გაანალიზებული გრძელვადიანი მიზნების რეალიზაციისთვის.
დამოუკიდებელი საბანკო სისტემის ჩამოყალიბების პერიოდში საქართველოს საბანკო სისტემამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. განვითარების და რესტრუქტურიზაციის პროცესი მიზნად ისახავდა ბანკების ფინანსური მდგრადობის განმტკიცებას, კაპიტალის საკმარისობის გაძლიერების საფუძველზე. თუ საქართველოში 1995 წლის დასაწყისში მოქმედებდა 229 კომერციული ბანკი, 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 21 საბანკო დაწესებულებით? რომელთაგან 19 საქართველოს რეზიდენტი კერძო კომერციული ბანკია, ხოლო 2 ბანკი — თურქეთისა და აზერბაიჯანის ბანკების ფილიალებია. კომერციული ბანკების კაპიტალში უცხოური ინვესტიციები შედარებით გაიზარდა და საბანკო სექტორის მთლიანი კაპიტალის 33?2%-ს შეადგენს. კაპიტალში უცხოური ინვესტიციების მონაწილეობით საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს 10 კომერციული ბანკი? რომელთა ხვედრითი წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 69?5%-ს შეადგენს. ამ ბანკებიდან 6 ბანკის კაპიტალში უცხოელები ფლობენ 50%-ზე მეტს და მათი ერთობლივი წილი საბანკო აქტივების 58?1%-ს შეადგენს. უცხოური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი 10 კომერციული ბანკიდან 5 ბანკის კაპიტალში ინვესტიციები განხორციელებული აქვთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. მთლიანობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი წილი საქართველოს საბანკო სექტორის კაპიტალში 20?2%-ს შეადგენს. გააქტიურდა უცხოური ბანკების და ინვესტიციების ინტერესი საქართველოს საბანკო ბაზრისადმი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ ბანკებთან. 2004 წლის განმავლობაში საბანკო აქტივები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გაიზარდა 15?7%-დან 18?0%-მდე? მთლიანი სესხები – 9?2%-დან 10?2%-მდე? ვალდებულებები – 11?6%-დან 14?1%-მდე, დეპოზიტები – 8?5%-დან 10?3%-მდე1.
საწესდებო კაპიტალის მოცულობის გაზრდით კომერციული ბანკები მიუახლოვდნენ საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობის დონეს, რადგან საწესდებო კაპიტალის მინიმალური ასეთი მოცულობითი მოთხოვნა ბანკების ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციით იყო განპირობებული. ბაზელის შეთანხმება ითვალისწინებს პროცენტულ თანაფარდობებს, რომელთა მეშვეობითაც ბანკის ყველა აქტივი უნდა შეფასდეს რისკის მიხედვით. ბაზელის შეთანხმებიდან გამომდინარე, კაპიტალის კონვერგენციის თაობაზე წევრი ქვეყნები ვალდებული არიან “რისკის” ცნების ასოცირება მოახდინონ აქტივების გაგებასთან და ეს უკანასკნელი განიხილონ როგორც კაპიტალის ანალიზის განუყოფელი ნაწილი. აღნიშნული მიდგომა იძლევა საშუალებას, რომ აქტივები განვასხვავოთ მომეტებული რისკის აქტივებისგან, რომლებისთვისაც რისკი ნულის ტოლია. ყურადღებას იმსახურებს იმის აღნიშვნაც, რომ ყოველივე ბანკებს აძლევს საშუალებას არეგულირონ კაპიტალის მიმართ მოთხოვნა მაღალრისკიანი აქტივების დაბალრისკიან ან ნულოვანრისკიან აქტივებში გადათამაშებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ კაპიტალის ანალიზისას, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების გამოყენება ყველა სხვა დადებით მოვლენასთან ერთად საშუალებას იძლევა ზუსტად გამოითვალოს მინიმალურად აუცილებელი, ანუ საკმარისი კაპიტალი. ამასთანავე, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ “საკმარისი” კაპიტალის არსებობა არ გამორიცხავს ბანკის გაკოტრების ალბათობას. კაპიტალის მოცულობის განსაზღვრა და მისი ანალიზი არის ინდიკატორი, რომელიც მიანიშნებს იმ ტენდენციებზე? რომლებიც ბანკის ფინანსური მდგომარეობის შეფასებისას ვლინდება და ამასთან იძლევა გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალებას. სხვა პირობებში კი მაღალი კაპიტალიზირებული ბანკიც ისევე შეიძლება ადვილად გაკოტრდეს, აღმოჩნდეს გადახდისუუნარო, როგორც არასაკმარისი კაპიტალის მქონე, მცირე მოცულობის ბანკები. საბანკო სისტემების ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვან გამოხატულებას კაპიტალის საკმარისობის გადიდებასთან ერთად? აქტივების ხარისხის გაუმჯობესება, კერძო სექტორის დაფინანსება და ლიკვიდობის მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს.
საბანკო სექტორის მნიშვნელოვანი ზრდის ტემპებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო წლის განმავლობაში საბანკო აქტივები ყოველწლიურად არანაკლებ 20%-ით იზრდებოდა. ასეთივე მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციებით ხასიათდებოდა 2004 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის განვითარება. კერძოდ, საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები გაიზარდა 28%-ით? წმინდა სესხები – 24%-ით, ვალდებულებები – 35%-ით? დეპოზიტები – 34%-ით? ნასესხები სახსრები – 40%-ით, კაპიტალი – 7%-ით.
2004 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები ლარებში გაიზარდა 45?7%-ით? უცხოურ ვალუტაში 35?4%-ით და შეადგინა 1699 მლნ ლარი. ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ბანკებში დეპოზიტების და ნასესხები სახსრების ზრდით. საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების 53%-ს შეადგენდა წმინდა სესხები? 31%-ს – ფულადი სახსრები? 4%-ს – ფასიანი ქაღალდები. კომერციული ბანკების აქტიური ოპერაციები ძირითადად კონცენტრირებული იყო საკრედიტო და საანგარიშსწორებო საქმიანობაზე? რამაც ასახვა ჰპოვა ამ სახის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ხვედრით წილზე მთლიან შემოსავლებში.
საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 2004 წლის განმავლობაში ლარებში გაიზარდა 57?4%-ით? უცხოურ ვალუტაში 35?2%-ით და შეადგინა 965 მლნ ლარი. ბანკების საკრედიტო საქმიანობა კონცენტრირებული იყო კერძო სექტორის დაფინანსებაზე? რომლის ხვედრითმა წილმა საკრედიტო პორტფელის 98% შეადგინა. ბანკების მიერ გაცემული სესხების 34% მოდიოდა ვაჭრობასა და მომსახურებაზე? 29% – ფიზიკურ პირებზე? 14% – მრეწველობაზე? ხოლო დანარჩენ დარგებზე გაცემული სესხებიდან თითოეული არ აღემატებოდა საკრედიტო პორტფელის 8%-ს. ამ კუთხით წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით, განსხვავება უმნიშვნელო იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდასთან ერთად ბანკებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს გრძელვადიანი დაკრედიტება? რის შედეგად გრძელვადიანი (საქართველოს დღევანდელი რეალობისთვის 1 წელზე მეტი) სესხების ხვედრითი წილი მთლიან სესხებში გაიზარდა 11%-ით და 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 61% შეადგინა.
საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის 90%-ს საიმედო სესხები შეადგენს? ხოლო უმოქმედო სესხების ხვედრითი წილი 2003 წლის მონაცემთან შედარებით 0?7%-ით შემცირდა და მთლიანი სესხების 6?2% შეადგინა. რისკის კატეგორიების მიხედვით საკრედიტო პორტფელის კლასიფიკაცია ძირითადად არ შეცვლილა? რაც პორტფელის ხარისხის სტაბილურობის მაჩვენებელია. საბანკო სექტორში სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვმა საკრედიტო პორტფელის 7% შეადგინა და წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის ანალოგიური იყო.
2004 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის ფულადი სახსრების მოცულობა ლარებში გაიზარდა 74?4%-ით? ხოლო უცხოურ ვალუტაში გაიზარდა 27?6%-ით და შეადგინა 522 მლნ ლარი. საბანკო სექტორი ხასიათდებოდა ჭარბი ლიკვიდობით? მისი საშუალო ლიკვიდობის მაჩვენებელი მთლიან ვალდებულებებთან მიმართებაში შეადგენდა 45%-ს? ხოლო დეპოზიტებთან მიმართებაში – 53%-ს. ბანკებში ჭარბი ლიკვიდობა ძირითადად განპირობებული იყო ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ფაქტორების გამო ბანკებში დეპოზიტების ზრდით და საკრედიტო საქმიანობის გაფართოებისადმი ბანკების ფრთხილი დამოკიდებულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ კონცენტრირებულია უცხოურ ვალუტაში? რაც ლარის? როგორც დაგროვების საშუალების სისუსტეზე მეტყველებს. ამასთან, უნდა შევნიშნოთ? რომ ბანკების შემდგომი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს ფისკალური პოლიტიკის დაბალეფექტურობა? ჩრდილოვანი ეკონომიკის და აღურიცხაობის დიდი მასშტაბები, და საერთოდ, ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული პრობლემები.
საბანკო სისტემის წამყვან? “ძირითად” ბანკებში მიმდინარე დადებითი პროცესების პარალელურად უნდა აღინიშნოს? ასევე მცირე ზომის ბანკების არაეფექტური საქმიანობა. მხედველობაში გვაქვს, ბანკების ცალკეული ჯგუფების მკვეთრად განსხვავებული ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლები. აღნიშნულის დასადასტურებლად საყურადღებოა აღინიშნოს ის ფაქტი? რომ საბანკო ბაზარზე კონსოლიდაციისა და კონცენტრაციის პროცესების გააქტიურებით განხორციელებული მოვლენების შედეგად? საბანკო ბაზარზე მყარად ჩამოყალიბდა დიდი ბანკების ჯგუფი? რომელიც შედგება 6 ბანკისგან. საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების 83% და დეპოზიტების 85% კონცენტრირებულია ამ ბანკებში? რომელთაგან თითოეული ფლობს საბანკო სექტორის აქტივების 5%-ზე მეტს. საბანკო სექტორის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდა ძირითადად განაპირობეს დიდმა ბანკებმა? რომელთა ფინანსური სიჯანსაღე ფაქტობრივად განსაზღვრავს საბანკო სექტორის მდგრადობასაც. აღსანიშნავია? რომ დიდი ბანკების პარალელურად 2004 წლის ბოლოსთვის საშუალო ზომის 4 ბანკი ფლობდა საბანკო სექტორის აქტივების 11%-ს, დეპოზიტების 13%-ს და მათი საქმიანობა ძირითადად კონცენტრირებული იყო საშუალო მოცულობის საბანკო მომსახურებაზე. საბანკო სექტორის აქტივების 6?4% და დეპოზიტების 2?5% განთავსებული იყო მცირე ზომის 11 ბანკში? რომელთაგან თითოეულის აქტივები საბანკო სექტორის აქტივების 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ყურადღებას იმსახურებს იმის აღნიშვნაც? რომ მიუხედავად ამ მცირე ბანკების მინიმალური საწესდებო კაპიტალის საკმარისობისა? მათი საქმიანობა არადამაკმაყოფილებელია? რაც გამოიხატება შემდეგში:
– ბანკების მენეჯმენტის სისუსტის გამო არ ხდება მათი ფინანსური პოზიციების და საერთოდ ფინანსური მდგრადობის ხარისხის გაუმჯობესება5;
– მათი საქმიანობა შედარებით მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული და მომსახურების სპექტრის მოცულობა უაღრესად შეზღუდულია;
– ყოველივე ზემოაღნიშნული ამ ბანკების ფინანსური მდგრადობის ალბათობას ეჭვქვეშ აყენებს? მიუხედავად იმისა? რომ მათი ფინანსური მდგრადობის გაუარესება შესამჩნევ ზეგავლენას ვერ იქონიებს საბანკო სისტემების ფინანსური მდგრადობის საერთო მდგომარეობაზე. საყურადღებოა ისიც? რომ პროცენტული შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირების გამო ბანკების მოგების მოცულობაც მნიშვნელოვნად დაეცა.
2004 წელს საბანკო სექტორის საოპერაციო მოგებამ შეადგინა 70?9 მლნ ლარი? რაც წინა წელთან შედარებით 9 მლნ ლარით ნაკლებია. ასევე შემცირება განიცადა (18?5 მლნ. ლარით) საბანკო სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებელმა და 27?5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლების შემცირება ძირითადად გამოწვეულია სასესხო-საპროცენტო განაკვეთის შემცირებით და ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკის მიერ აქტივებზე დამატებითი რეზერვების შექმნის შედეგად დარეზერვების ხარჯების ზრდით. საბანკო სექტორის წმინდა მოგების შემცირების, აქტივების და კაპიტალის ზრდის შედეგად? საბანკო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები გასულ წელთან შედარებით შემცირდა. კერძოდ? საბანკო სექტორის წმინდა მოგების უკუგებამ აქტივებზე (ღOA) შეადგინა 2?4%? ხოლო მოგების უკუგებამ კაპიტალზე (ღOE) – 10%.
მიუხედავად მოგების დონის შემცირებისა იგი საკმარისი იყო საბანკო სექტორში კაპიტალის ზრდის ტემპების შესანარჩუნებლად. 2004 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7%-ით გაიზარდა და 372 მლნ ლარი შეადგინა. აქტივების მოცულობით დიდი ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის (საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან) საშუალო მაჩვენებელი აღემატებოდა ეროვნული ბანკის დადგენილ 12%-იან ნორმას და შეადგენდა 15,3%-ს ხოლო მთლიანად საბანკო სექტორის კაპიტალის ადეკვატურობის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 18?8%.
კაპიტალის ადეკვატურობის საშუალო მაჩვენებლის პარამეტრის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ბანკების ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლამ და კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვირების წესის გამოყენებამ? რამაც დარეზერვების ხარჯის ზრდასთან ერთად აქტივების მოცულობის ხარისხობრივი გაუმჯობესებაც გამოიწვია.
საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორია დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი. საქართველოში საბანკო სექტორში დეპოზიტების დიდი ნაწილი კვლავ კონცენტრირებულია უცხოურ ვალუტაში, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ეს პროცესი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ? 2004 წლის განმავლობაში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 86%-დან 73%-მდე შემცირდა. საბანკო სექტორში დედოლარიზაციის ტენდენცია განპირობებულია ქვეყნის ფისკალურ სფეროში მიღწეული პოზიტიური შედეგებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებისგან განხორციელებული ღონისძიებების შედეგად სამეწარმეო საქმიანობაში უნაღდო ანგარიშსწორების ტემპების ზრდით და, რაც მთავარია, ლარის გაცვლითი კურსის გამყარებით. ამის შედეგად საბანკო დეპოზიტებში დედოლარიზაცია ყველაზე მეტად აისახა მიმდინარე დეპოზიტებზე. კერძოდ? მიმდინარე დეპოზიტების დოლარიზაცია 75%-დან 55%-მდე შემცირდა. რაც შეეხება ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელს, იგი უმნიშვნელოდაა შემცირებული და ძირითადად განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საზოგადოება ფულადი დანაზოგების გარკვეული ვადით შენახვისთვის, სამწუხაროდ, უპირატესობას ჯერ კიდევ უცხოურ ვალუტას ანიჭებს6. ამასთან, მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ უძრავ ქონებასთან და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული მსხვილი გარიგებები ძირითადად უცხოური ვალუტით ხორციელდება.
საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ლიკვიდურობა. საქართველოში შექმნილი ზოგადი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კომერციული ბანკების უმრავლესობისთვის პრობლემურია ლიკვიდობის შენარჩუნება. კვლავ მცირე ნდობა არსებობს მოსახლეობაში საქართველოს საბანკო სისტემისადმი? რაც უარყოფითად მოქმედებს კომერციული ბანკების ლიკვიდობაზე. აღნიშნულის მიზეზია ფინანსირების და დამატებითი სამუშაო კაპიტალის სიმცირე. საყურადღებოა ისიც? რომ კაპიტალის ბაზარი ჩამოყალიბების პროცესშია? რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს ბანკის საქმიანობაზე. ასე რომ, თანამედროვე ეტაპზე უმნიშვნელოვანესს რისკის მოქმედი კომერციული ბანკებისთვის წარმოადგენს ლიკვიდობის რისკი7.
საქართველოს საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის პრობლემებს შორის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ასევე საკრედიტო რესურსების ნაკლებობა, მათი შევსების წყაროების არარსებობა. მართალია, უკანასკნელ ხანს მნიშვნელოვანი ძვრები აღინიშნება უცხოური პარტნიორებისგან საკრედიტო ხაზის გახსნის თვალსაზრისით, მაგრამ ამ კრედიტის მიღების პროცესში ბევრი ხელშემშლელი ფაქტორიც არსებობს. კერძოდ, ბანკების საიმედობის, სტაბილურობის და გადახდისუნარიანობის დაბალი დონე, რისკის მაღალი ხარისხი, რომლებიც დაუყოვნებლივ, მოკლე დროში გამოსწორების შესაძლებლობებს არ ექვემდებარება და წინასწარ მოსამზადებელი პირობების შექმნას მოითხოვს.
საბანკო სისტემის მიმართ არსებული არასაკმარისი ნდობა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბურობა საგრძნობლად აფერხებს ბანკებს გარეთ არსებული ფულის მასის საბანკო არხებში მობილიზაციას. ეს კი, თავის მხრივ, საბანკო სისტემაში საკრედიტო რესურსების დეფიციტს ქმნის და საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება საპროცენტო განაკვეთებსა და, შესაბამისად, ეკონომიკის სესხებით უზრუნველყოფაზე. ბანკებს გარეთ არსებული ფულის საბანკო არეალში მოქცევის პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საბანკო სექტორის საგადამხდელო და საანგარიშსწორებო სისტემების გაუმჯობესებასთან ერთად საბანკო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო რეგულირების დონეზე.
დღევანდელ პირობებში კომერციული ბანკების მნიშვნელოვან ნაწილს, საწესდებო და საკუთარი კაპიტალის შეზღუდულობის გამო, არ გააჩნია მეწარმეების ინტერესების სრულად მომსახურების შესაძლებლობანი. მეწარმეებისადმი ბანკების საკრედიტო მხარდაჭერა დაყვანილია მხოლოდ საშუამავლო საქმიანობასა და ბანკის მაღალი მოგების მიღებაზე, მაშინ, როდესაც მათი საქმიანობის მთავარი მიზანი უნდა იყოს ეკონომიკის სტაბილიზაციის მიღწევა და სამეწარმეო საქმიანობიდან მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფა.
დღეს საქართველოს ბანკების უმრავლესობას მსგავსი პრობლემები გააჩნია და აღნიშნულის მიზეზია მათი საქმიანობის ორგანიზაციული სტრუქტურისა და სტრატეგიის სრულყოფის საკითხები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში ცვლილებებს განიცდიან.
მართალია, განვლილ პერიოდში არასაიმედო აქტივების მქონე ბანკებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა და ისეთი ბანკების დახურვამ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის შექმნა, ეკონომიკური ნორმატივების შესრულება, ხელი შეუწყო საბანკო სისტემების ფინანსური მდგრადობის განმტკიცებას, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე პირობებში ბანკების საქმიანობის კონტროლის სისტემა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ სრულად არ არის ჩამოყალიბებული