“მსოფლიო ეკონომიკა ყინულზე სრიალებს”

მოამზადა ლინა ეპიშევამ

საკმაოდ ნათლად გამოიყურება ევროკავშირის ეკონომიკური ფაქტორების მდგომარეობა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდმა ევროპის ცენტრალურ ბანკს ურჩია, რომ შეამციროს საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით – ეს, რასაკვირველია, არარეალურია (განსაკუთრებით, ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაურის ისტმან ოტმარის სიტყვების შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირში ფული უკვე ისე ხელმისაწვდომია, როგორც არასოდეს), უახლოეს მომავალში განაკვეთების შემცირებაზე საუბარი ზედმეტია, მით უმეტეს, რომ მომხმარებელი ქვეყნების საბედნიეროდ ნავთობის ფასმა ვერ გადააჭარბა ადრე მიღწეულ მაქსიმუმს და კვლავ დაეცა.

გარდა ამისა, მსოფლიო სავალუტო ფონდმა, აგრეთვე, კომენტარები გააკეთა სხვა უმსხვილესი ქვეყნების ეკონომიკაზე. მაგალითად, ფონდმა იაპონიის მშპ-ის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისათვის (2,5 ჯერ) შეამცირა, სამაგიეროდ იწინასწარმეტყველა საგრძნობი გაუმჯობესება 2006 წელს. ფონდის მსგავსი პროგნოზი რეგულარულობით გამოირჩევა – როგორც ჩანს, იაპონელები შეაგუეს იმ აზრს, რომ მათ ქვეყანაში, “ოდესღაც მომავალში”, ყველაფერი წესრიგში იქნება. ფონდმა იწინასწარმეტყველა აშშ-ში ეკონომიკური ზრდის შენელება და მიანიშნა ყველა ეკონომიკური პირობების შესაძლებელ გაუარესებაზე ერთობლივი მოთხოვნის ვარდნის ჩათვლით: ამასთან, ფონდის აზრით, ეს ნიშნავს განვითარებადი ფინანსური ბაზრებიდან არარეზიდენტების სახსრების მსხვილ უკუდინებას. ჯერჯერობით, მსგავსი რამ აშშ-ში არ ხდება, თუმცა ზრდის შენელება უკვე შეიმჩნევა (საერთოდ, იყო თუ არა ზრდა – ამერიკული სტატისტიკა ძალიან ცბიერია, ასე რომ, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია).

2

იაპონელები არ იმტვრევდნენ თავს მსოფლიო სავალუტო ფონდის დაპირებების გამო – მათ თავიანთი პრობლემები აქვთ. მწარმოებელთა ფასების ინდექსი მყარად იზრდება უკვე 13 წლის განმავლობაში, მაგრამ იმავდროულად სამრეწველო ფასების ინდექსი ვარდება. ასეთი მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, რადგან რენტაბელურობის ზედმეტმა ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ვაჭრობის გაკოტრება: საკითხავია, ვინ მოიგებს? სამრეწველო ფასები ბოლოს და ბოლოს გაიზრდება, ან მწარმოებლები შეეგუებიან დეფლაციის დაბრუნების აზრს.

რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, ანალიტიკოსებმა გაიხსენეს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი შეფის პოლ უოლკერის სიტყვები: “მსოფლიო ეკონომიკა ყინულზე სრიალებს”. ყველაფერი კარგი, რაც მაკროეკონომიკურ სტატისტიკაში ზამთარში ხდებოდა, ახლა თითქმის გამქრალია – დადგა მძიმე დრო. ევროკავშირის სამრეწველო წარმოებების შეკვეთებმა 2004 წლის ბოლოსთვის ვერტიკალური ზრდა აჩვენა (წლიური ზრდა 20%-ს აღემატებოდა), მაგრამ 2005 წლის დასაწყისი იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა: შეკვეთების მოცულობა მკვეთრად შემცირდა – 20%-დან დარჩენილია მხოლოდ 3%. ამ არასახარბიელო ტენდენციას ZEW-ის გერმანული ინსტიტუტიც ადასტურებს.

ბრიტანული მონაცემები ნაკლებად იმედგამაცრუებელია, თუმცა, აქაც არის რაღაც სიძნელეები – ექსპერტების შეშფოთებას იწვევს უძრავი ქონების ბაზარი მისი დეპრესიულობის გამო. ქვეყნისთვის, სადაც ეს ბაზარი ძალზე სპეკულაციურია (უფრო სპეკულაციურია უძრავი ქონების ბაზარი ავსტრალიაში), ფასების ვარდნა და ზრდა, როგორც წესი, მკვეთრია. ამით შეშფოთებულია ინგლისის ბანკიც, რომელიც ჯერ არ რისკავს, რომ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები – განაკვეთების ზრდას ჯერ კიდევ აძლევს ხმას ფულადი პოლიტიკის კომიტეტის ცხრა წევრიდან ორი. დიდ ბრიტანეთში საცალო ფასები მკვეთრად დაეცა, სამაგიეროდ (ასევე უეცრად) გაიზარდა სამრეწველო ფასების ინდექსი. მშპ-ის პირველი კვარტლის მონაცემები შეესაბამება პროგნოზებს და ძალიან ახლოს დგას 2004 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან.

1

მსოფლიოს უახლესი ეკონომიკური მონაცემებიდან საინტერესო იყო აშშ-ის კონგრესის მიერ გაკოტრების კანონის ახალი ვერსიის მიღება. მასში მთავარი ცვლილება ეხება პირადი გაკოტრებების მიმართ მოთხოვნების გამკაცრებას. ადრე ხალხი თავს გაკოტრებულად აცხადებდა და ვალებს იშორებდა მცირე გირაოების დაკარგვის ხარჯზე (რომლებიც ხშირად კრედიტების ზომას ვერ ფარავდნენ), ახლა ხელისუფლება აპირებს მოვალის შემოსავლის შემოწმებას და თუ მოვალეს შეუძლია 5 წლის მანძილზე ყოველთვიურად იხადოს 100 დოლარი (ესე იგი 6000 დოლარი), მას მოუწევს თანდათან დაფაროს დავალიანება საკრედიტო ბარათებზე და სამედიცინო დაზღვევაზე. ექსპერტთა შეფასებით, კანონის ახალი ვერსია შეეხება პირადი გაკოტრებების საერთო რიცხვის 20%-ს. ღარიბი ხალხისთვის კანონი იქცევა ახალ, მაგრამ არა მსხვილ გადასახადად.

რაც შეეხება შიშს და ჭორებს, აქ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა უორენ ბაფეთის ფიგურა. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე აქტიურად თამაშობს დოლარის ვარდნაზე – გასულ წელს ამ თამაშში გამოყენებულმა თანხამ 21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ახლა დადის ხმები, რომ აშშ-მ გადაწყვიტა, რომ მიჰყვეს რუსეთის გზას და დააარსა “ნიუ-ბასმანის მართლმსაჯულება”. ამბობენ, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია და ნიუ-იორკის შტატის გააფთრებულმა პროკურორმა ელიოტ სპიტცერი მკაცრად ეკვეთა ბაფეტს – თითქოს “ომახელი წინასწარმეტყველი” იძულებული გახდა სასწრაფოდ გაეყიდა ადრე ნაყიდი უცხოური ვალუტა და დაებრუნებინა დოლარები. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ფაქტი, მდგომარეობა 30 აპრილს გაირკვევა, როცა ბაფეტი გამოაქვეყნებს მის მორიგ წერილს აქციონერებთან წარსული წლის შედეგების შესახებ – ასეთი ხმა ბაზარზე აქტიურად გავრცელდა და დოლარის მკვეთრი კონვულსიები გამოიწვია.

ფინანსურ ბაზრებზე კვლავ მღელვარება სუფევდა, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო ეკონომიკის არასტაბილურობით და, ასევე, აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების სწრაფი ზრდით. ობლიგაციათა კურსი მერყევი იყო. ნავთობის ფასი თანდათან იკლებდა. ექსპერტები ამ პროცესს პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით ხსნიან.

ექსპერტების განცხადებით, ნავთობის ფასების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკაში ნავთობის მარაგების შევსებამ. ამჟამად ამერიკაში ნავთობის მარაგი საკმარისია და, შესაბამისად, ეს ნავთობის ფასის ვარდნას გარკვეულ სტიმულს აძლევს.

ბოლო დროს, ამ მიმართულებით გააქტიურდა რუსეთიც. მოგეხსენებათ, რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი სერიოზული ექსპორტიორია. ზუსტი ანალიზის გაკეთება ძალიან რთული საქმეა. საერთოდ, ნავთობის ფასი ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ მასზე ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფაქტორი სწრაფ რეაგირებას ახდენს.

“ბრენტ” მარკის ნავთობის ფასმა გადააჭარბა 50 დოლარს. Uralს-ის მარკის რუსული ნავთობი გაიზარდა 46,79 დოლარამდე ერთ ბარელზე, ხოლო ივნისის თვეში აშშ-ში ნავთობის მიწოდების ფიუჩერსები 52,35 ბარელამდე გაძვირდა. ფასების ზრდა მოხდა “ოპეკის” პრეზიდენტის, შეიხ ახმადის ფახდა ას-საბახის, განცხადების შემდე – რომ კარტელი მაქსიმალურად ზრდის ნავთობის მოპოვებას. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ეს საშუალებები შეიძლება არ იყოს საკმარისი მომავალი ზამთრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

დოლარის კურსი, ძირითადად, ვარდებოდა. ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საგარეო სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 56 მილიარდიდან 55 მილიარდამდე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს დოლარის გრძელვადიანი ვარდნის შედეგია. ახლა აშშ ვერ შეძლებს გაამართლოს ჩინეთზე ზეწოლის თავისი პოლიტიკა, რომელზეც ბევრადაა დამოკიდებული დოლარის შემდგომი გამყარება.

აშშ-ის საგარეო სავაჭრო დეფიციტის შემცირება ეკონომისტებისთვის სიურპრიზად იქცა. უკვე თებერვალში დეფიციტმა ისტორიულ რეკორდს – 60,6 მილიარდ დოლარს მიაღწია. დეფიციტის შემცირება მოხდა იმპორტის 2,5%-ით შემცირების და ექსპორტის 1,5%-ით ზრდის ხარჯზე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ დეფიციტის შემცირება შეიძლება იყოს დოლარის კურსის მრავალწლიანი შემცირების შედეგი. 2002 წლიდან დოლარმა ევროსთან მიმართებაში ღირებულების 40% დაკარგა, თუმცა აპრილის ბოლოს და მარტის დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა.

თვით დეფიციტის შემცირების ფაქტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ამერიკული საქონლის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ყველაზე დიდი დეფიციტი (12,9 მილიარდი დოლარი) აშშ-ს ჩინეთთან ვაჭრობაში აღინიშნება, ხოლო ამ ქვეყანასთან მიმართებაში დოლარის კურსის შემცირების ფაქტორი არ მოქმედებს, რადგან ჩინური ვალუტის კურსი მიბმულია დოლართან. ამ ფრონტზე ბოლო ხანს კონცენტრირდებოდა აშშ-ის ფინანსური დიპლომატების ძალისხმევა. ამერიკელები ცდილობენ დაარწმუნონ ჩინეთი, რომ იუანის რევალვაცია მოახდინოს. ამ მხრივ შეინიშნება გარკვეული ძვრები.

3

კორექციის კორექცია

საფონდო ბაზრებიც ვარდებოდა. ტოკიოს ბირჟის ნიკეის ინდექსის მკვეთრმა ვარდნამ იენის კურსის შემცირება გამოიწვია, მაგრამ მალე იენის კურსი სტაბილური გახდა და კვლავ იწყო ზრდა. რაც შეეხება აშშ-ის ინდექსებს, ისინი ჯერჯერობით აგრძელებენ 2002 წელს დაწყებულ ვარდნას 2000 წლის სიმაღლეებიდან. ახლა დადგა “კორექციის კორექციის” დრო, ე.ი. წინანდელი ზრდის შემდეგ ლოკალური ვარდნა.

საფონდო ბაზრებისთვის არასტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება საპროცენტო განაკვეთები. მათი პერსპექტივების გარკვევის მიზნით მნიშვნელოვანია როგორც ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩინოვნიკების განცხადებები, ასევე ინფლაციური მონაცემებიც. უახლესი მონაცემები სხვადასხვაგვარი იყო: აშშ-ის მწარმოებლების ფასები ზომიერად იზრდებოდა (თუ გამოვრიცხავთ ენერგომატარებლებს), ხოლო სამრეწველო ფასები აქტიურად გაიზარდა (ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან გაწმენდილმა ინდექსმა აჩვენა მაქსიმალური ზრდა 2,5 წლის პერიოდის მანძილზე). ჩინოვნიკები ფრთხილ განცხადებებს აკეთებდნენ: სან-ფრანცისკოს ფედერალური სარეზერვო ბიუროს მეთაურმა ჯანეტ იელენმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ნავთობის ფასები საშიშროებას წარმოადგენდა არა ინფლაციისთვის, არამედ ეკონომიკური ზრდისათვის: მისმა კოლეგამ სენტ-ლუისიდან – უილიამ პულმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთების აქტიური ზრდა წარმოადგენს გამონაკლისს ფედერალური სარეზერვო სისტემის პრაქტიკაში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი უახლოეს ხანებში განმეორდეს. თვით ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაურმა გრინსპენმა არჩია თავი შეეკავებინა ფულადი პოლიტიკის თემაზე საუბრისგან და საპენსიო პროგრამების და ბიუჯეტის სოციალური დანახარჯების შემცირებით შემოიფარგლა.

ეკონომიკური სტატისტიკიდან დადებით მონაცემებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ აშშ-ის შუაატლანტიკურ რეგიონში (ნიუ-ჯერსი, პენსილვანია, დელავერი) საქმიანი აქტიურობის აპრილის ინდექსი. ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბიუროს ვერსიით, ის უეცრად გაიზარდა. უმუშევრების დახმარებებზე პირველადი მოთხოვნების რიცხვის მკვეთრი ვადნა თვით დასაქმების სტატისტიკის ბიურომაც იმით ახსნა, რომ ბიურომ სეზონური ფაქტორისგან წმენდის დროს კვლავ დაუშვა შეცდომა.

ანგარიშების სეზონი

როგორც ყოველთვის, ანალიტიკოსები მთავარ ყურადღებას აქცევდნენ კორპორაციული ანგარიშების სეზონს. ავტოგიგანტის – “ჯენერალ მოტორსის” რეკორდული ზარალის მონაცემებს (და ამასთან, ამ კორპორაციის საკრედიტო რეიტინგის ვარდნას) მოჰყვა IBM-ის ძალზე ცუდი მაჩვენებლები. თუ ავტომობილების კომპანიების უარყოფით შედეგებს ბაზრის მონაწილეები უკვე მიეჩვივნენ, ტექნოლოგიურმა მონსტრმა ისინი შოკში ჩააგდო, რადგან ასეთ რამეს არავინ ელოდა. მდგომარეობა მაღალტექნოლოგიურ სექტორში არც ისეთი დრამატული იყო (განსაკუთრებით სასიხარულო მონაცემები ჰქონდა ინტელს, ასევე “მობილური” ბიზნესის მონსტრებს, როგორიცაა ნოკია, მოტოროლა და ერიქსონი), სამაგიეროდ, არასახარბიელო მდგომარეობა აღინიშნებოდა ტრადიციულ სექტორში. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება აზრი, რომ 2002-2004 წლებში ფედერალური სარეზერვო სისტემის ზედმეტად რბილი პოლიტიკის მიერ გამოწვეული მოგების მოჩვენებით ზრდას ბოლო მოეღო – საჭირო გახდა სხვა სტიმულები (მაგალითად, გადასახადების მორიგი შემცირება), რადგან ბუნებრივი გზით მიწოდება ვერაფრით ვერ გაიზრდება ქრონიკულად დაჩაგრული ერთობლივი მოთხოვნის გამო.

აგიტაციურ-პროპაგანდისტული განყოფილებით სარგებლობა

აპრილის თვის დასაწყისში თვალსაჩინო და, ამასთან ერთად, სინქრონული (ანუ შემთხვევითი) იყო მსოფლიო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტის რატოს და მსოფლიო ბანკის ეკონომისტის ბურჟიონის გამოსვლა. ისინი შეშფოთებული იყვნენ ზოგიერთ აზიურ ქვეყნებში სავალუტო რეზერვების ზედმეტი ზრდით – თავის მხრივ, რეზერვების შეგროვება არის აშშ-ის სავაჭრო ბალანსის დეფიციტის მკვეთრი ზრდის შედეგი. Eქსპერტები ამტკიცებენ, რომ თუმცა ამ სფეროში ჯერ არ არის საუბარი “საპნის ბუშტზე”, დიდია შანსი, რომ მოხდება უზარმაზარი რეზერვების დივერსიფიცირება აქტივების სასარგებლოდ, რომლებიც დოლარის გარდა სხვა ვალუტაშიც არის ნომინირებული. ამან შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის ვალუტის კურსის აქტიური ვარდნა და შესაბამისად, მძიმე შედეგები დოლარზე მიბმული მსოფლიო საფინანსო სისტემისთვის.

ასეთი მდგომარეობა არ აწყობს არც აშშ-ს და არც მსოფლიოს სხვა უმსხვილეს ქვეყნებს, რომელთა წარმოება მყარად მიბმულია ამერიკულ მოთხოვნაზე, ამიტომ მსოფლიო საფინანსო სისტემის ცნობილი პირების განცხადებები დაეჭვებულ ხალხს არწმუნებდნენ იმაში, რომ დოლარი კარგია, ხოლო ევრო არც ისე – ბაზრის უხილავი ხელი არ არის ცუდი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მოდის ბანალური აგიტაციური პროპაგანდის განყოფილება. ასე მაგალითად, ევროკომისიამ შეამცირა ევროკავშირის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2005 წელს 2%-დან 1,6%-მდე, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს 2,1%-მდე 2006 წელს. ევროკომისიის აზრით, ევროს კურსი საშუალოდ 2005 წელს მიაღწევს 1,31%-ს და 1,32%-ს 2006 წელს; შემოდგომამდე ნავთობის ფასი შენარჩუნდება ბარელზე 52,5 დოლარის დონეზე, მაგრამ ამა წლის ბოლო კვარტალში გაიაფდება 46,5 დოლარამდე. საერთო ჯამში, სიგნალი მიცემული იყო: ევროპაში საქმე ბრწინვალედ არ მიდის, არც ევროს კურსი და არც ნავთობის ფასი არ გაიზრდება, ამიტომ არ იჩქაროთ დოლარების გაყიდვა და ევროს ყიდვა. ამერიკელებმა მიიღეს ესტაფეტა. ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაური სენტ-ლუის უილიამ პული გამოვიდა განაკვეთების შესახებ ორი საკმაოდ აგრესიული განცხადებით. პირველ განცხადებაში მან აღნიშნა აშშ-ის ეკონომიკის თვალსაჩინო ზრდა და ინფლაციის გაბერვის რისკი უახლოესი ნახევარი წლის მანძილზე; მეორე განცხადებაში მან თქვა, რომ თუ ინფლაცია გავრცელდება სამუშაო ძალის ღირებულებაზეც, ფედერალური სარეზერვო სისტემა იძულებული გახდება ენერგიულად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები. ამას დაემატა აგრეთვე აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ჯონ სნოუს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნავთობზე მაღალი ფასები ზარალს იწვევენ ეკონომიკაში, რაც მოქმედებს დამატებითი გადასახადის მსგავსად და ამით წარმოების ვარდნის პროვოცირებას ახდენს.

სხვა მხრივ, ამერიკელებს არ შეუძლიათ უპირობოდ შეპირდნენ, რომ განაკვეთებს მკვეთრად გაზრდიან, რადგან საშიშროების ქვეშ აღმოჩნდება მათი გიგანტური საკრედიტო პირამიდა და, ამასთან ერთად, სავალო დერივატივების უფრო გრანდიოზული პირამიდა. ამიტომ ზემოაღნიშნულ სიგნალებს სხვა ჩინოვნიკების მშვიდი განცხადებები აბალანსებენ.

4