ლიზინგის როლი და მნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში

ვასილ კიკუტაძე

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გავლენით დინამიკურად ხორციელდება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, იცვლება სამეწარმეო საქმიანობის პირობები და ფორმები. ეკონომიკური სუბიექტები აქტიურად იყენებენ სამეწარმეო საქმიანობის ისეთ მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევა მსხვილი ერთდროული დანახარჯების გარეშე განხორციელდეს საწარმოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია.

სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთ ასეთ მეთოდს მიეკუთვნება ლიზინგი. იგი ინგლისური წარმოშობის ტერმინია (ტო ლეასე) რაც “იჯარით აღებას” ნიშნავს. “ლიზინგი – ეს არის მანქანების, მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, წარმოებრივი დანიშნულების ნაგებობების გრძელვადიანი იჯარა (6 თვიდან რამდენიმე წლამდე ვადით), რომელიც მოიჯარის მიერ მათი შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს.”&ბრვბარ;1&ბრვბარ; როგორც წესი, ლიზინგის ხანგრძლივობა მერყეობს 6 თვიდან 15 წლამდე, რაც დამოკიდებულია ლიზინგის ობიექტის თავისებურებებზე და ლიზინგის სახეზე. მაგ: ოპერატიული ლიზინგის ხანგრძლივობა მოიცავს 6-თვიდან 5-წლამდე პერიოდს, ხოლო ფინანსური ლიზინგისა – 5-წლიდან 15-წლამდე პერიოდს.

ევროპის სალიზინგო კომპანიების ასოციაციის (Lეასეუეროპე) მონაცემებით, სალიზინგო ოპერაციების მოცულობამ ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში (ევროკავშირის წევრი ქვეყნები) 1995 წელს 85.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს იყო სამწლიანი ვარდნის შემდეგ ლიზინგის ევროპულ ბაზარზე გამოცოცხლების წელი. აღნიშნული მდგომარეობა განაპირობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წარმოების მოცულობის 5.2%-იანმა ზრდამ. შესაბამისად გაიზარდა ლიზინგის ხვედრითი წონა საერთო ეროვნული ინვესტიციების მოცულობაში. მაგ: გერმანიაში ლიზინგის ხვედრითმა წონამ საერთო ეროვნული ინვესტიციების მოცულობაში შეადგინა 16%, ინგლისში 35.8%, ირლანდიაში 46%, საფრანგეთში 15% და ა.შ.&ბრვბარ;5&ბრვბარ;. გერმანია ლიზინგური ოპერაციების მოცულობის მიხედვით არის ევროპის ლიდერი. 1996 წელს სალიზინგო ოპერაციების მოცულობამ გერმანიაში 24.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, ინგლისში 18.8 მილიარდი, საფრანგეთში 9 მილიარდი, ირლანდიაში 1.05 მილიარდი&ბრვბარ;4&ბრვბარ;. საერთო ეროვნულ ინვესტიციებში სალიზინგო ოპერაციების ხვედრითი წონის მიხედვით ლიდერობენ ირლანდია და ინგლისი. ეს მდგომარეობა განპირობებულია იმ საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც ამ ქვეყანაში აქვთ სალიზინგო კომპანიებს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად სალიზინგო მომსახურების მსოფლიო ბაზრის ცენტრად ითვლება აშშ და იაპონია. მათზე მოდის არსებული სალიზინგო გარიგების საერთო მოცულობის 93%. მაგ: 2000 წელს მსოფლიოში ლიზინგის მეშვეობით დაფინანსდა 400 მილიარდი დოლარის ღირებულების წარმოების საშუალებების შეძენა იჯარა-გამოსყიდვის გზით. თანამედროვე პირობებში განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ინვესტიციების 25-30% სალიზინგო ოპერაციების დაფინანსებაზე იხარჯება, შესაბამისად, ახალი პროდუქციის 80% სწორედ ლიზინგის მეშვეობით დაქირავებული მანქანა-მექანიზმების გამოყენებით იწარმოება. (იხ.ცხრ.#1)

5

გარდა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისა, ლიზინგის როლი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც. დღეისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც სოციალისტური ბანაკის არსებობამ შეაფერხა საბაზრო ურთიერთობების განვითარება, შედარებით დაბალია ლიზინგის ხვედრითი წონა საერთო ეროვნული ინვესტიციების მოცულობაში, თუმცა შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. მაგ: ჩეხეთში 1996 წელს სალიზინგო ოპერაციების მოცულობამ შეადგინა 8,17 მლნ. დოლარი, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ნორვეგიაში და საბერძნეთში. ჩეხეთს სალიზინგო ოპერაციების მოცულობის მიხედვით მე-4 ადგილი უკავია ევროპის სალიზინგო კომპანიების ასოციაციის (Lეასეუეროპე) წევრ ქვეყნებს შორის, რაც უპირატესად განპირობებულია ჩეხეთის ეკონომიკაში კერძო სექტორის მადომინირებელი მდგომარეობით.

ლიზინგი წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიანი დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისათვის. მცირე და საშუალო საწარმოები წამყვან როლს თამაშობენ ეკონომიკაში ინოვაციური სიახლეების შეტანაში, ინვესტიციების განხორციელებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ლიზინგი გამოიყენება ასევე, როგორც ქონების განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზების შედარებით უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის გადაყვანა საბაზრო ურთიერთობებზე. ლიზინგის განვითარების ერთ-ერთი და აუცილებელი პირობაა წარმოების საშუალებათა მესაკუთრე ფენის ჩამოყალიბება, რაც წარმოადგენს ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების გამნსაზღვრელ ფაქტორს.

საბაზრო ურთიერთობათა განვითარების საქმეში დიდია სალიზინგო კომპანიების როლი და მნიშვნელობა. ისინი ასრულებენ საშუამავლო ოპერაციებს ქონების მესაკუთრეებს და მოიჯარადეებს შორის, ხოლო ზოგ შემთხვევაში თვით სალიზინგო კომპანიები გვევლინებიან ქონების მესაკუთრეებად. საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სალიზინგო ოპერაციების მოცულობა წლიურად საშუალოდ 12-13%-ით იზრდება, რაც მიუთითებს ლიზინგის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სალიზინგო ურთიერთობებით სარგებლობა ჯერ კიდევ ბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკის პერიოდში იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს არ იყო ლიზინგის უპირატესი მხარეების გამოყენება. დღეისათვის ქვეყანაში არსებობს კანონი “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ”, რომელიც მიღებული იქნა 2002 წლის 7 მაისს(#1392-IIს). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ბაზა ამ მიმართულებით საჭიროებს მნიშვნელოვან დახვეწას, გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც წამყვანი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილება, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი.

საქართველოში მანქანა-მოწყობილობების ლიზინგის განვითარებას დიდი პერსპექტივები გააჩნია. საერთაშორისო პრაქტიკიდან ცნობილია ტექნიკა-ტექნოლოგიების განვითარების სამი მიმართულება&ბრვბარ;2&ბრვბარ;:
1. გადმოტანის სტრატეგია (როცა რეციპიენტ ქვეყანას უცვლელად გადმოაქვს საზღვარგარეთიდან ტექნიკურ-ტექნოლოგიური სიახლეები და იყენებს მათ საკუთარ ქვეყანაში);
2. დასესხების სტრატეგია (როცა თავისი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალით და იაფი მუშახელით ითვისებენ იმ მეცნიერებადტევადი ტექნიკის წარმოებას რომელიც უკვე იწარმოება უცხოეთში);
3. გაძლიერების სტრატეგია (როცა ქვეყანა თვითონ, თავისი ინტელექტუალური პოტენციალით მუდმივად ქმნის ტექნიკა-ტექნოლოგიებში სიახლეებსა და ნერგავს მას წარმოებაში);

ამჟამად საქართველო ამ სამი მიმართულებიდან ერთ-ერთის არჩევანის წინაშე დგას.

საქართველოში ფუნდამენტალური მეცნიერებების განვითარება ყოველთვის მაღალ დონეზე იყო. ქვეყანას ამისათვის გააჩნდა საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, ჰყავდა ნიჭიერებით გამორჩეული ინტელექტუალური კადრები, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესი ჩვენში თავიდანვე დიდი შეცდომებითა და კატაკლიზმებით წარიმართა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა და მათ შორის სამეცნიერო-ტექნიკური სფერო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. დაიწყო ინტელექტუალური კადრების გადინება საზღვარგარეთ, გაიძარცვა როგორც ფაბრიკა-ქარხნების, ისე სამეცნიერო ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძველებული აღმოჩნდა წარმოებაში უკვე დანერგილი ტექნიკა-ტექნოლოგიები და, შესაბამისად, დღეისათვის საქართველო ამ მიმართულებით საზღვარგარეთის ქვეყნებს მინიშვნელოვნად ჩამორჩება.

ჩვენი ქვეყანა ახლა ერთვება მსოფლიო ინტეგრაციის პროცესებში. ამ პროცესს იგი მომზადებული უნდა შეხვდეს. მან ყველა სფეროში და, მათ შორის სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროშიც, იმ “ენაზე უნდა ილაპარაკოს”, რომელ ენაზეც ლაპარაკობენ საზღვარგარეთის მაღალგანვითარებული ქვეყნები, სხვა შემთხვევაში მისი ადგილი არც მსოფლიო და არც ევროპულ ოჯახში არ მოიძებნება.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა ვქნათ, რით დავიწყოთ? ტექნიკა-ტექნოლოგიების განვითარების ზემოთჩამოთვლილი სტრატეგიებიდან რომელი ავირჩიოთ?

იმ პირობებში, რომელშიც ამჟამად საქართველო იმყოფება – ფინანსური რესურსების დიდი დეფიციტი, განადგურებული ფაბრიკა-ქარხნები, გაურკვეველი ვადით ემიგრაციაში წასული სამეცნიერო კადრები და ა.შ. ჩვენ ვერც მეორე და მით უფრო ვერც მესამე სტრატეგიის ამუშავებას ვერ შევძლებთ. მეორე სტრატეგიის ამუშავება შეუძლებელია, ვინაიდან მრეწველობის დარგის ფლაგმანი ფაბრიკა-ქარხნები, იქ სადაც შეიძლებოდა საზღვარგარეთის მსგავსი ტექნიკის წარმოება, რომელსაც 1-2 წელიწადში ავითვისებდით, ფაქტობრივად ყველა განადგურებულია. მესამე სტარტეგიის ამუშავებას კი იმიტომ ვერ შევძლებთ, რომ ქვეყნის სამეცნიერო კადრების ძირითადი ნაწილი გასულია ქვეყნიდან, ამასთან, მათ დასაბრუნებლად და აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ასამოქმედებლად საქართველოს ამ ეტაპზე საკმარისი ფინანსური რესურსები არ გააჩნია. შესაბამისად, გვრჩება პირველი სტრატეგია – გადმოტანის სტრატეგია. მისი გამოყენება უკვე დაწყებულია. კერძო თუ სახელმწიფო საწარმოები(ვისაც ამის შესაძლებლობები გააჩნია) საზღვარგარეთ ყიდულობენ ტექნიკასა და ტექნოლოგიებს და აქ ახდენენ მათ რეალიზაციას. (განსაკუთრებით ეს ეხება სამედიცინო ტექნიკას, კომპიუტერულ ტექნიკას). მაგრამ ამის ანალოგიური შესაძლებლობა ყველა ფირმას არა აქვს. ასეთ დროს მდგომარეობიდან ყველაზე უკეთესი გამოსავალი არის მანქანა-მოწყობილობების ლიზინგი, ანუ იჯარით აღება. საზღვარგარეთ ეს მეტად გავრცელებული პრაქტიკაა და მას მიმართავენ არ მარტო ფინანსურად სუსტი, არამედ ძლიერი ფირმებიც. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენს ეპოქას ახასიათებს მცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მაღალი ტემპები. ეს იწვევს ტექნიკის მორალური ცვეთის დაჩქარებასაც. ასე, რომ თავისი სახსრებით ნაყიდი ტექნიკა ფირმას მორალურად მალე უძველდება და უსარგებლო ხდება, რაც დიდ ხარჯებს იწვევს. ხოლო ლიზინგით აღებული ტექნიკის შემთხვევაში, როდესაც იჯარის ვადა გადის, მას შეუძლია, გამოისყიდოს ტექნიკა სალიზინგო კომპანიისაგან ან დაუბრუნოს მას. ცხადია, ფირმა — მეიჯარე ცდილობს, ტექნიკა ნაკლები დროით აიღოს და კონტრაქტში უკან დაბრუნება დააფიქსიროს.

ჩვენთან რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ ლიზინგი იმიტომაა ხელსაყრელი მეწარმისათვის, რომ სალიზინგო ვადის გასვლის შემდებ ლიზინგით აღებული მანქანა-მოწყობილობები მეწარმის (ფირმა-მეიჯარის) საკუთრებაში რჩება ნარჩენი (ნაშთობრივი) ღირებულებით. ჩვენის აზრით, სწარფი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პირობებში ეს არ არის ხელსაყრელი მეწარმისათვის, ვინაიდან მას ფაქტობრივად ხელში რჩება მორალურად გაცვეთილი მანქანა-მოწყობილობა, რომელიც როგორც მისთვის, ასევე სხვა ფირმებისთვისაც უვარგისია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს მეწარმეებისათვის უმჯობესია დაბრუნებადი ლიზინგის (ბუყ ბაც) გამოყენება, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ სალიზინგო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ(რომელიც სასურველია, არ იყოს ხანგრძლივი) მეწარმემ მანქანა-მოწყობილობა უნდა დაუბრუნოს სალიზინგო კომპანიას. ამით მას შესაძლებლობა ეძლევა, სალიზინგო ხელშეკრულება გააფორმოს ახალი თაობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე სალიზინგო ურთიერთობის აღნიშნული ფორმა იმსახურებს დიდ მხარდაჭერას.