ანტიკორუფციული გამოძიება გადაწყვეტს ტაილანდის მომავალს
მოამზადა სოფო ჭიჭინაძემ
ტაილანდი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ცხოვრებაში აშკარა კორუფციის აღმოფხვრას მთელი ძალღონით ცდილობს, გამოძიების ჩატარებით აპირებს, გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ამომრჩეველთა ფართო სპექტრით სარგებლობს პარტია “თაი რაქ თაი”, რომელსაც ტაილანდის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ბიზნესის ფუძემდებელი, თაქსინ შინავატრა ლიდერობს.
საკუთარი სახსრებით დაფინანსებული “გაქნილი” საარჩევნო კამპანიით თაქსინმა ამომრჩევლებს იმ დაპირებებით აუხვია თვალი, რომ 1997 წლამდე არსებული ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის აღდგენას ადვილად შეძლებდა.
მსხვილი ბიზნესის მწარმოებელი კომპანიები, მათ შორის რამდენიმე ბანკი იმ ადამიანის მხარდასაჭერად გაერთიანდა, რომელიც პრობლემების მოგვარებას შეპირდა.
მაგრამ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში პარტია “თაი რაქ თაი” და მისი ლიდერი თაქსინი, ანტიკორუფციულ მეთვალყურეთა მიერ საფუძვლიან შესწავლას გაივლიან.
საარჩევნო კომისია ხმების გაყალბების გამო ბევრ არჩეულ საპარლამენტო კანდიდატს უქადის გადაყენებას. რაც შეეხება თაქსინ შინავატრას, იმ შემთხვევაში თუკი იგი ნაციონალურ ანტიკორუფციულ კომისიას ვერ დაუმტკიცებს, რომ 2,3 მილიარდი ბატი (1 ბატი – 0.228 აშშ დოლარი) შინამოსამსახურეების სახელებზე აღირიცხება, მას პოლიტიკურ ასპარეზზე ხუთწლიანი შესვენება ემუქრება.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სახალხოდ არჩეული კანდიდატების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დისკვალიფიკაციამ, პოლიტიკოსებს ბიძგი მისცათ პოტენციური საკონსტიტუციო კრიზისის, სამხედრო გადატრიალების, თუ რეფორმების წინააღმდეგ გამოსვლებისაკენ აეღოთ გეზი.
“თაი რაქ თაი” პარტიის წევრი ჯონ ფანსთოუნი გამორიცხავს ამგვარი ქაოსის საშიშროებას. “მართალია სრული მოუწესრიგებლობა შეინიშნება, მაგრამ საქმის ვითარება ცხადყოფს, რომ ახალი კონსტიტუცია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღების საკითხს წარმატებით გადაწყვეტს”, – აცხადებს იგი.
ახალი პარლამენტის შეკრებამდე დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია შედეგებს შეაფასებს, რათა მოქრთამულ ამომრჩეველთა მიერ არჩეული გამარჯვებული კანდიდატი გამოავლინოს. Aასეთ შემთხვევაში საარჩევნო კომისიამ არჩეული კანდიდატურები შესაძლოა გააუქმოს, ან ხელახალი არჩევნები დანიშნოს.
საარჩევნო კომისიის წევრის, გოთომ ერიას განცხადებით, კომისია “შეუბრალებელი” იქნება საზოგადოებრივი ნდობის დარღვევების მიმართ.
“აღნიშნული ვითარება საბოლოო შედეგებზე დარტყმას იქონიებს, მაგრამ იგი შესაძლო კოალიციაში ცვლილებებს არ გამოიწვევს”, – განაცხადა გოთომმა.
საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები იანვრის ბოლოსათვის დაგეგმილ ხელახალ არჩევნებთან ერთად 5 თებერვლამდე არ იქნება ცნობილი.
ამასობაში საკონსტიტუციო სასამართლო გამოძიებას თაქსინის მიერ განზრახ გაყალბებულ ქონების დეკლარაციაზე აწარმოებს. Aაღნიშნული პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს. Mმოქალაქეთა თავისუფლების ორგანიზაციის “Fორუმ Aსია”-ს გენერალურმა მდივანმა, სომჰაი ჰომლაორმა განაცხადა, რომ თაქსინს შეუძლია “გადავადების ტაქტიკა” გამოიყენოს, რათა შეწყვიტოს პროცესი.
“ერის კეთილდღეობისათვის ორივე მხარე უნდა შეეცადოს პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე დროულად შეაჩეროს სასამართლო პროცესი”, – აცხადებს სომჰაი. “იმ შემთხვევაში, თუ თაქსინი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ შესაძლოა პროცესი 6 თვეს, ან მეტხანს გაგრძელდეს”.
გასული კვირის შემდეგ რამდენიმე ცნობილმა “თაი რაქ თაი” პარტიის წევრმა თაქსინს დროებით აღნიშნული პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდა. “სანამ ეკონომიკა კვლავ კრიზისულ მდგომარეობაშია, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საჭიროა სტაბილური მდგომარეობა არსებობდეს, რათა მოხდეს რწმენის განმტკიცება, განსაკუთრებით კი უცხოელ ინვესტორთა შორის”, – ვკითხულობთ გაზეთ “Bანგკოკ Pოსტ”-ის პირველ გვერდზე განთავსებულ სარედაქტორო სტატიაში. “როგორ შეძლებს არამყარი პოლიტიკური პოზიციის მქონე პოლიტიკოსი რწმენის განმტკიცებას? სანამ საკონსტიტუციო სასამართლო თაქსინის სამართალს დაამტკიცებდეს, პოლიტიკური სტაბილურობისა და საკუთარი ღირსებისათვის მას მოცდა სჭირდება”.
ამის მიუხედავად, თაქსინს საკუთარ პოზიციაზე უარის თქმა ჯერ არ გადაუწყვეტია.