საბანკო-საფინანსო გვერდი

რედაქციისაგან

2005 წლის 17 აგვისტოს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის აშშ დოლარზე ვაჭრობაში მონაწილეობდა 6 კომერციული ბანკი (4 გამყიდველის და 2 მყიდველის სტატუსით). დაიდო 6 საბირჟო გარიგება, რომელთა საერთოO მოცულობამ 20 50000 აშშ დოლარი შეადგინა.

ვაჭრობაში ეროვნული ბანკიც მონაწილეობდა. სებ-მა 430000 აშშ დოლარი შეიძინა. საბირჟო ვაჭრობა დაიწყო კურსით 1 აშშ დოლარი/1,8025 ლარი. უცხოურ ვალუტაზე ბანკების თავდაპირველმა მოთხოვნამ – 20 50000, ხოლო მიწოდებამ 2050000 აშშ დოლარი შეადგინა. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის 17 აგისტოს ვაჭრობაზე მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდა კურსით: 1 აშშ დოლარი/1,8025 ლარი.

სულ 2005 წლის 17 აგვისტოდან თვის ბოლომდე თბსბ-ზე დაიდო 56 საბირჟო გარიგება, რომელთა საერთო მოცულობამ 45,630,000 აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 20,630,000 აშშ დოლარი და გაყიდა 8,670,000 აშშ დოლარი.

რაც შეეხება სექტემბრის თვეს, პირველ დეკადაში თბსბ-ზე დაიდო 32 საბირჟო გარიგება, რომელთა საერთო მოცულობამ 7,920,000 აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 4,560,000 აშშ დოლარი.

10 სექტემბრიდან ძალაში შევიდა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლის კურსი 1 აშშ დოლარი/1.8040 ლარი.

2

1