სომხეთის ენერგეტიკას არა რუსები, არამედ ირანელები ეპატრონებიან ემუქრება თუ არა მილენიუმის პროექტს საქართველოში საფრთხე?
რედაქციისაგან
ექსპერტების აზრით, სამ-ოთხ თვეში დამთავრდება ირანი-სომხეთის გაზსადენის მშენებლობა, რომლის ბოლო პუნქტი რაზდანის თბოელექტროსადგურის მე-5 ბლოკი იქნება. ამ ბლოკის მშენებლობაში ირანელები 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებენ, რომელსაც სომხური მხარე 10 წელიწადში ელექტროენერგიით დაუბრუნებს უკან. მშენებელი კომპანიაც ირანული MAP-ი არჩია სომხეთის მთავრობამ. ამას გარდა, ირანი აშენებს ირანსა და სომხეთს შორის 1200 მილიონი ბატის გამტარუნარიანობის მესამე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს.
ამით სომხეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა რუსულ გაზპრომს და ”რაო იეს” რომლებიც ამ პროექტში 250 მილიონის ჩადებას აპირებდნენ და ბოლო მოუღო გაზპრომის მონოპოლიას სომხეთში.
რუსეთს უახლოესი მოკავშირეებიც ტოვებენ.
20006 წელს დასრულდება ბოლო, კაჯარან-ერევნის მონაკვეთის მშენებლობა და გაზი მივა სომხეთში. მართალია, გაზსადენის ფიზიკური გამტარუნარიანობა არ არის სატრანზიტო ხასიათისა, მაგრამ ტრანსკავკასიური გაზსადენი, რომელიც საქართველოზე გადის და სომხეთს რუსულ გაზს აწვდის, აშკარად არარენტაბელური, არააქტუალური და ინვესტორებისათვის ნაკლებ მიმზიდველი აღმოჩნდება. ამას ისიც დაემატება, რომ ამ დროისათვის ამოქმედდება ბაქო”თბილისი”ერზერუმუს გაზსადენი, საიდანაც საქართველოც მიიღებს ალტერნატიულ გაზს და მილენიუმის პროგრამით ტრანსკავკასიურ გაზსადენში ჩადებული 70 მილიონი დოლარი შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს.