მსოფლიო ეკონომიკური სიახლეების მიმოხილვა
რედაქციისაგან
ალან გრინსპენის შემცვლელი დაასახელეს. 1 იანვრიდან მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას ბენ ბერნაკი გაუძღვება და ის შექმნის ამინდს მსოფლიო ეკონომიკაში. მიუხედავდ მისი განცხადებისა, რომ გააგრძელებს წინამორბედის კურსს, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები შეახსენებენ საკუთარ გამონათქვამებს ლიბერალური კურსის მიმართ. ამერიკის ეკონომიკამ არნახული ზრდა განიცადა ოქტომბერში და მესამე კვარტალში – 3,8 %, რაც ნავთობზე ფასების მატებისა და ურიცხვი ქარიშხლის პირობებში სერიოზული შედეგია. ოქტომბრის ბოლოს იზრდებოდა ძირითადი ინდექსების – როგორც დოუ ჯონსის, ისე ნაზდაქის მაჩვენებლები.
საწვავის ფასები ისევ მაღალი რჩება, მაგრამ სერიოზული პრობლემა ხდება ბუნებრივი აირის ფასის მატება მსოფლიო ბაზარზე. Mმისი ფასი რუსეთშიც იზრდება, რადგან უფრო და უფრო ძვირი ხდება გაზის მოპოვება. ოქტომბრის დასაწყისში თბილისში Gას-პრომ-ის პრეზენტაცია გაიმართა. ამ ფირმამ ბუნებრივი აირის მოპოვება 2002 წელს დაიწყო და მოიპოვებდა 521 მ3-ს. ექსპერტების აზრით, 2030 წლისათვის ეს მაჩვენებელი 610-იდან 630 მ3-დე გაიზრდება. ფირმის ექსპორტიორი ქვეყნები არიან – გერმანია, იტალია, ავსტრია, ნიდერლანდები და ა.შ. ევროპა მოიხმარს 140 მილიარდ მ3-ს, აქედან 25%-ს Gას-პრომ-ი ამარაგებს რაც შეეხება საქართველოსთან კონტრაქტს, მისმა წარმომადგენელმა მორჩილაძემ გააჟღერა ფირმის სტრატეგია. ფირმა ინტერესდება ჩვენში ბიზნესის საკითხებით და სხვა სფეროებშიც სურს ინვესტიციები. Aარის წინადადება Gas-prom-თან 10 – წლიანი ხელშეკრულების დადების თაობაზე, მაგრამ, ანალიტიკოსთა აზრით, ეს მეტისმეტად გრძელვადიანი პროექტია საქართველოსთვის, რადგან 10 – წლიანი კონტრაქტი ძნელად პროგნოზირებადია და ექსტრემალურ რეჟიმში საკითხის დაყენება შეცდომაა, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც გაუგებარია, რა ხდება მსოფლიო ბაზარზე.მართებული იქნება, საქართველომ ყველა ფირმას დაუდოს კონტრაქტი და შემდეგ აირჩიოს ყველაზე იაფი. Gas-prom-ს დიდი ამბიციები აქვს, ის პერმანენტულად ძლიერდება და მოკლე ხანში გახდება მსოფლიო იმპერია, სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელსაც შეეძლება ნახევარი მსოფლიოს მართვა. ამიტომ გარდამავალი პერიოდისათვის 1 – წლიანი კონტრაქტი საკმარისი იქნება. ამის გარდა Gas-prom-ს სურს, რომ საქართველო იყოს მისი ბიზნეს პარტნიორი გაზთან დაკავშირებულ სხვა სფეროში, მაგალითად, ქიმიურ და ენერგეტიკულ მრეწველობაში. თუ მას მისცემენ სხვა სფეროში ფულის კეთების საშუალებას, ვთქვათ, როგორც სომხეთში, ის ტარიფებს შეღავათიანი პირობებით შემოგვთავაზებს. გაზ-პრომ-ი ირწმუნება რომ მას მხოლოდ ბიზნესი და ფული აინტერესებს და არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან.
საგადასახდო კოდექსი – კოვზანაძემ შეაჯამა რა ყველა შენიშვნა, ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან საკითხის გადასინჯვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მოდაში შემოვიდა. ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტშიც დაიწყო ახალი კოდექსის განხილვა. შენიშვნები თვით ფინანსთა სამინისტრომ და კონტროლის პალატამაც წარმოადგინეს. მეტად საინტერესო იყო კოტე გაბაშვილის გამოსვლა რომელმაც დამატებული ღიებულების გადასახდის 16% -მდე დაწევის საკითხი დააყენა, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისათვის. კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კოვზანაძემ, შეაჯამა რა სხდომა, აღუთქვა მონაწილეებს, რომ შექმნიდა შერეულ კომისას, ან მუშა ჯგუფს, სადაც შევიდოდნენ როგორც საკანონმდებლო, ისე Aაღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს წრეების და ექსპერტთა წარმომადგენლები და უახლოეს 2-3 კვირაში შეთანხმებულ პროექტს წარმოადგენდნენ პარლამენტში. თუმცა უცნობია Nნოღაიდელის რეაქცია ამ შენიშვნებზე. შაინტერესოა, რომ რუსეთი აპირებს, დამატებული ღირებულების გადასახადი დაწიოს, პრემიერ ფრადკოვის პროექტით, 13 პროცენტამდე, ხოლო ეკონომიკის მინისტრის, გრეფის მიხედვით – 16-მდე. ისე, ყველა შემთხვევაში ეს რუსეთს მიმზიდველს გახდის ინვესტორებისათვის.
პლატინიუმის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს – 945 დოლარს აღწევს უნციაზე, მან სრულიად დაჩრდილა და შეცვალა ოქრო. მისი ძირითადი მომპოვებელი სამხრეთ აფრიკაა. პლატინიუმზე მოთხოვნას, გარდა წარმოებაში ტექნიკური მოხმარებისა ზრდის ისიც, რომ ბევრმა საინვესტიციო ფონდმა დაიწყო მისი გამოყენება სავალუტო კურსის რყევის დასაბალანსებლად. ანალიტიკოსთა აზრით, მისი ფასი 1000 დოლარსაც მიაღწევს, რადგან გაზრდილია მოთხოვნა ჩინელი იუველირებისა და ევროპელი ავტომწარმოებლებისაგან.
ბილ გეიტსი 28 ოქტომბერს 50 წლის გახდა.Mმისი შემოსავალი მხოლოდ 2004 წელს 36,8 მლნ დოლარი იყო. Mმას დასაქმებული ჰყავს 55 000 ადამიანი მსოფლიოს 85 ქვეყანაში, ყოველ წამში შოულობს რამდენიმე მილიონს და იმავდროულად კარგავს იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება ბირჟაზე მის აქციებზე ფასი. მნიშვნელოვანია, რომ გეიტსი არის ყველაზე თავმდაბალი მილიარდერი. Mმიუხედავად ასეთი ქონებისა, ის ჩვეულებრივად დასეირნობს ქუჩებში თავისი ცისფერი ლექსუსით ყოველგვარი დაცვისა და მოციმციმე შუქფარების გარეშე. 50 წლის მილიარდერი ფირმას ქანაობით ხელმძღვანელობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ის და მისი თანაშემწეები საქანელა სავარძლებში სხედან, რადგან, მისი აზრით, ქანაობა ხელს უწყობს აზროვნების პროცესს და ახალი იდეების დაბადებას. ის დღე და ღამ იბრძვის მისი კონკურენტების და ევროგაერთიანების ბიუროკრატიის წინააღმდეგ, რომლებიც განუწყვეტლივ ეჭიდავებიან მის მილიონებს და ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. გეიტსი ეთანხმება ცნობილი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სიტყვებს: ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი ერა დასრულდა, მაგრამ ვაი მათი ბრალი, ვინც ასე ფიქრობს.
მისი საყვარელი დევიზია: ” მხოლოდ პარანოიკები გადარჩებიან და ამიტომ მისი ცხოვრების წესი პარანოიკულია. ეს არის მისი ცხოვრებისა და წარმატების საიდუმლო და, ბუნებრივია, ფორტუნაც. ბილ გეიტსმა ანახა მსოფლიოს, რომ ფულის შოვნა მარტო ნავთობისა და ოქროს საბადოებში არ არის, რომ ადამიანური რესურსი უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე წიაღისეული და ინტელექტუალური საკუთრება გადამწყვეტია როგორც პიროვნებისათვის, ისე ქვეყნისთვის. 21-ე საუკუნე ინტელექტუალური ბიზნესის საუკუნეა. Bუნებრივია, ეს საქართველოსთვის გაკვეთილია. საქართველოს გადარჩენა მისი მოქალაქეების ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მისი მომავალი სწორედ განათლებისა და მეცნიერების სწორ ორგანიზებაშია.
მორიგი სკანდალი ამერიკულ ეკონომიკაში – REFCO-ს მენეჯერები აკოტრებენ. განაცხადეს, რომ კომპანია ვალებშია. REFCO ჩამოყალიბდა 1969 წელს, როგორც Ray E. Friedan and Co. და დაერქვა თავისი დამაარსებლის სახელი. ფირმამ კარგი რეპუტაცია მოიპოვა. Oოქტომბრის დასაწყისში თაღლითობისთვის დააკავეს მისი აღმასრულებელი დირექტორი Mr. Bennette. იგი დაიქირავეს 1981წელს Chase Manhatten Bank-დან. 1983 წელს დაინიშნა ფირმის საფინანსო განყოფილების თავმჯდომარედ. 1983 წელს ფედერალური CFTC აჯარიმებს Mr Ditter and REFCO-ს ბამბის, სოიოს მარცვლით, ხორბლისა და სიმინდის საქმეში სპეკულაციისათვის 525 000 დოლარით.Mr.Bennette ფირმის აღმასრულებელი თავმჯდომარე 1998 წლის სექტემბერში გახდა. წელიწადნახევრით ადრე გარღვევამ წყალი შეუყენა ბაზარს, რამაც კლიენტების დაკარგვა გამოიწვია. REFCO ხელმძღვანელობდა 1.2 ტრილიონ დოლარზე მეტს საგარეო ვაჭრობაში და 13.7 ტრილიონ დოლარს შეერთებულ შტატებში, ფონდში ფლობდა 4.1 მილიარდ დოლარს სამომავლო ვაჭრობისათვის. იგი ყალიბდება ერთ-ერთ უდიდეს დამოუკიდებელ ფირმად მსოფლიოში.
REFCO-ს პრობლემები არ შეხებია მსოფლიოს ფინანსურ ბაზარს.