რამ განაპირობა ნავთობის გაძვირება

რედაქციისაგან

იანვრის ბოლოს, როცა ერთი ბარელი ნავთობი ნიუ-იორკში 70 დოლარი, ხოლო ლონდონში 69 დოლარი ღირდა, ოპეკის ქვეყნებმა ბოლო შეკრებაზე განაცხადეს, რომ 10 – ვე ქვეყანა არ გაზრდის მოპოვების კვოტას დღეში 28 მილიონ ბარელზე, რაც მსოფლიოში დღიური მოპოვების – 85 მილიონის მესამედია. ეს მაჩვენებელი მარტში ვენის კონფერენციამდე უცვლელი დარჩება.

რა ფაქტორებმა განაპირობა ნავთობის ფასების ასეთი ზრდა
ნიგერიაში არეულობამ, ირანის ატომური დოსიეს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემაში საბჭოს წევრი ყველა ქვეყნის აზრთა თანხვედრამ და ირანის ირგვლივ სიტუაციის დაძაბვამ. აგრეთვე არნახულმა ყინვებმა რუსეთის ძირითად ნავთობსაბადოებზე, ქუვეითში პოლიტიკურმა არეულობამ, ალქაიდას მხრივ გაუთავებელმა მუქარამ, საერთოდ მთელ ევროპაში ცივმა ზამთარმა, ჩინეთის ეკონომიკის არნახულმა ზრდამ და იქ ნავთობის მოხმარების მატებამ.
ამ ფონზე საქართველოში დეკემბრის ბოლოს დაწყებული ტენდენცია ბენზინზე ფასების ზრდისა შეჩერდა. და აი, ფასებმა ისევ იმატა. სუპერბენზინის ფასი გახდა 115 თეთრი. მოიმატა მსოფლიოში გაზის ფასმაც.
ნავთობის ფასი 69 ამერიკულ დოლარს აჭარბებს ლონდონი იუწყება, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 69 ამერიკულ დოლარზე მაღალია.
2005 წლის 1 სექტემბრიდან ნიუ იორკში დაფიქსირდა ნავთობის ყველაზე მაღალი ფასი – 69.20 ამერიკული დოლარი ბარელზე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ,
რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 70 ამერიკულ დოლარზე მაღლა აიწევს. მათი თქმით, ეს მოსალოდნელი იყო და მომავალში ნავთობის გაიაფება მათთვის
სიურპრიზი არ იქნება. აგვისტოში გალფის ყურეში მომხდარი ქარიშხლის შემდეგ გადაუმუშავებელი ნავთობის ფიუჩერსმა ისტორიულად მაღალი ფასი აჩვენა. დამანგრეველი ქარიშხლის შემდეგ ნიუ იორკში ერთი ბარელი ნავთობი 70.85 ამერიკულ დოლარად ფასობდა, ხოლო ლონდონში მისი ფასი 68.89 ამერიკული
დოლარი იყო. ნავთობის მწარმოებელ მთავარ სახელმწიფოებს – ირანსა და ნიგერიას ყველასათვის ცნობილი პრობლემები
აქვთ, ამას ემატება ალ-ქაიდას აშშ-სადმი მიმართული მუქარა.
ნიგერიაში არეულობამ უკვე მწყობრიდან გამოიყვანა აფრიკის ნავთობის მომპოვებელი უდიდესი საბადო, ამასობაში
ურთიერთობას არკვევენ ირანი და დასავლეთი – ევროპა სასტიკად ეწინააღმდეგება თეირანის ატომური იარაღის პროგრამას. ჩინეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი კორპორაცია შNOOჩ-ი თანახმაა, შეისყიდოს ნიგერიული საბადოს საწარმოო კაპიტალის დიდი ნაწილი. ჩინეთმა უნდა აწარმოოს გადაუმუშავებელი ნავთობის 1/3-ის იმპორტი, ბოლო დეკადაში ქვეყანაში ნავთობზე მოთხოვნა გაორმაგდა.
ნავთობზე მომატებული ფასების გამო, რამაც მსოფლიო ეკონომიკაში არეულობა შეიტანა, საფრანგეთი ცდილობს, შეამციროს
ნავთობის მოხმარება. საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გამოვიდა განცხადებით გეგმის შესახებ, რომლის თანახმადაც, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ბირთვული იარაღის სადგურებს.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უნდა განავითაროს მზის ენერგეტიკა, რისი მეშვეობითაც თავისთავად შეიზღუდება ნავთობის მოხმარება.
მსოფლიოში ცნობილი ნავთობის კომპანია Royal Dutch Shell-ი ნიგერიაში სერიოზულად დაზარალდა, რადგან იქ 4 მუშა გაიტაცეს და დააზიანეს მაგისტრალი. ამ შემთხვევის გამო დაიხურა ნავთობის მომპოვებელი საბადო, რის შედეგადაც კომპანიამ დიდი რაოდენობის პროდუქცია
დაკარგა. იანვარში სამხრეთ ნიგერიაში მდებარე კიდევ ერთ ნავთობსადენზე დაუდგენელმა პირებმა მიიტანეს იერიში. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაგისტრალებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიგერია აფრიკის ნავთობის მწარმოებელი უდიდესი ქვეყანაა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი
ძალიან დაბალია – 260 ამერიკული დოლარი, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი ზოგიერთ რეგიონში 90%-ს აღწევს. შჰელლ-ის საკუთრებაშია ქვეყნის ნავთობის
ნახევარი, მაგრამ კომპანია მუდმივად ადგილობრივი სოფლების მკვიდრთა სამიზნეა, რომლებიც იტაცებენ მუშებს, ქოლავენ ჭაბურღილებს ან მიმართავენ სხვა ძალისმიერ მეთოდებს შჰელლ-ისა და სხვა კომპანიების დასაშანტაჟებლად. ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდა აშშ-ში (პროცენტული ცვლილება)
აშშ-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ 2006 წელს მოიმატებს ბუნებრივი აირის ფასიც. მათი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე
წლის ივლისში გაზის ფასი 57 ცენტით გაიზრდება. წელს დიდად არ მოიმატებს ბუნებრივ აირზე მოთხოვნა, 2007 წელს კი მოსალოდნელია 1.3%-ით ზრდა. საცხოვრებელი სახლების მოთხოვნა გაზზე 2006-2007 წლებში 0.8%-ით გაიზრდება, ხოლო საწარმოთა მოთხოვნა კი – 3.5%-ით. მიუხედავად იმისა, რომ გალფის სანაპიროს საბადოების უმეტესი ნაწილი აღდგენილია და გაზაფხულიდან მთელი სიმძლავრით ამუშავდება, ენერგეტიკაზე ფასები კვლავ მაღალია. ისტორიულად
მაღალი ფასები, განსაკუთრებით ბუნებრივ აირზე, აშშ-ის ეკონომიკის დიდ პრობლემად რჩება.
გაზის საკითხზე რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შემდეგ ევროპაში ბუნებრივი აირი ძვირდება. განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა ეს დასავლეთ ევროპაზე,
რადგან მისი გაზით მომარაგების 25% რუსეთს ეკუთვნის. პროგნოზების მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში 2006 წელს ბუნებრივი აირი 93 ცენტით გაძვირდება.
ანალიტიკოსები ამ მოვლენას “გეოპოლიტიკურ დრამას” უწოდებენ.
ყურადღების ცენტრში ექცევა კუვეიტიც, ნავთობით მდიდარი სახელმწიფო, სადაც მთავრობამ განაცხადა, რომ მათი ამირა მეტისმეტად მოხუცი და ავადმყოფია
სახელმწიფოს სამართავად (78 წლის) და პარლამენტს აქციების გამართვისკენ მოუწოდა მის გადასაყენებლად. ძალაუფლებისათვის
ბრძოლამ, რის შედეგადაც აბდულა ალ-საბაჰი წინა ამირას (82 წლის) სიკვდილის შემდეგ ხელისუფალი გახდა, გალფის ემირატებს უპრეცედენტო პოლიტიკური
კრიზისი მოუტანა.
ფიუჩერსები გამუდმებით იზრდება, ანალიტიკოსები ირანის 1979 წლის რევოლუციასთან ავლებენ პარალელს, როდეევროპის საც ნავთობზე ისტორიულად მაღალი ფასი დაფიქსირდა. ირანისთვის სანქციის დაწესებით ნავთობის ფასი 100 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს.
ნავთობის ამჟამინდელი ფასი თითქმის 70 ამერიკული დოლარია ბარელზე, მაგრამ თუ ირანი არ შეწყვეტს ბირთვულ
პროგრამაზე მუშაობას, ნავთობი უფრო გაძვირდება. ექსპერტები ვარუდობენ, რომ თუ გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს სავაჭრო სანქციებს დაუწესებს, რომელთაც დასავლეთი ატომური ბომბის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, ირანი სამაგიეროს გადახდის მიზნით შეწყვეტს ნავთობის ექსპორტს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკის გლობალური დაღმასვლა.
ეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული კავშირისათვის სერიოზულ დილემას წარმოადგენს და მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ. თუმცა ექსპორტის შეწყვეტა ირანსაც ძვირი დაუჯდება, ამჯერად ექსპორტის შემოსავალი 80%-ით შემცირებულია და ქალაქებში არეულობაა უმუშევრობის 14%-იანი მაჩვენებლის გამო. ნავთობის ექსპორტის შეწყვეტა მეტად აქტიური სვლა იქნება – ირანი ნავთობის მომპოვებელი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, მისი ექსპორტი 2.5 მილიონი ბარელია დღეში.
რუსეთი შეიძლება მოგებული დარჩეს
Rand Co-ს მთავარი მკვლევარი ჯეიმს ბარტისი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი ბაზრიდან ამოიღებს ნავთობის
მცირე რაოდენობას, მისი ფასი 100 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს და ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი. მაგრამ ანალიტიკოსთა მეორე ჯგუფის აზრით, ნავთობის ფასი 75 ამერიკულ დოლარზე მაღლა არ აიწევს, რადგან მსოფლიოში ეკონომიკის აქტივობის შემცირებასთან ერთად მოთხოვნაც შემცირდება.
ასე რომ, ვინ დარჩება დაზარალებული? შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ამტკიცებენ, რომ დაზარალდება თეირანი,
რადგან ეკონომიკურ შანტაჟს ვერ აიტანს. ჩვენ არ შეიძლება შევუშინდეთ მათი მხრიდან ეკონომიკაზე მუქარას,”- განუცხადა მისისიპის რესპუბლიკელმა CNN-ს.
ამასობაში ნავთობის ფასი კვლავ იზრდება და ირანი ვერ ახერხებს 1980-88 წლებში ერაყთან ბრძოლის ნაშთებისგან განთავისუფლებას.
შესაძლებელია, ნავთობით მდიდარმა რუსეთმა სარგებელი ნახოს ნავთობის მაღალი ფასებითა და ასევე მაღალი მოთხოვნით, თუ ირანის ნავთობი ბაზრიდან
გაქრება.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ბენზინის ფასმა რუსეთში დეკემბერში დაიკლო 0,1 %, ხოლო 2005 წელს გაიზარდა 15,8 %. ამასთან, ბენზინის
მწარმოებელთა ფასებმაც დეკემბერში ასევე იკლო 11,8 %, ხოლო მთლიანობაში გასულ წელს იმატა 18,1 %. მთავრობა ვარაუდობს 2006 წლისთვის ბენზინზე ფასების 11 %-ით ზრდას, ხოლო ბაზრის მონაწილეები გვაფრთხილებენ მოსალოდნელ დეფიციტზე.
როსსტატის მონაცემით, 2005 წლის მანძილზე რუსეთში წარმოებული იყო 32 მლნ. ტონა ბენზინი. იგი აგრეთვე იუწყება,
რომ ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა აწიეს ფასები 40,9 %-ით, ხოლო ტარიფი მილსადენით ტრანსპორტირებაზე – 33,5 %-ით.
მოსკოვის საწვავის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსეი ნებოლსინის აზრით, 2006 წელს ბენზინზე ფასების ზრდა არ გაუსწრებს ინფლაციის ტემპებს და შეადგენს 10-10,5 %-ს. მის მოსაზრებას ეთანხმება ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჟუკოვი. ფასები ბენზინზე ისევე გაიზრდება, როგორც ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენზინი გაძვირდება საშუალოდ ერთი რუბლით წელიწადში.
გაზპრომს უზბეკეთში ახალი პროექტების განხორციელება სურს
რუსეთის ენერგოგიგანტი “გაზპრომი” უზბეკეთთან შეთანხმების მიღწევას გეგმავს, რათა აწარმოოს სამჯერ მეტი რაოდენობის
ბუნებრივი აირის ექსპორტი ცენტრალური აზიიდან. ამ საკითხების განსახილველად მისი თავმჯდომარე ალექსეი მილერი ტაშკენტს ეწვია და პრეზიდენტ
ისლამ კარიმოვს შეხვდა. “გაზპრომის” მხარე აცხადებს, რომ შეხვედრა დაგეგმილი იყო, თუმცა უზბეკეთის ხელმძღვანელობა ამ ფაქტს უარყოფს.
“გაზპრომი” ყოველწლიურად 5-6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს აწარმოებს უზბეკეთიდან. კომპანიის
ახალი გეგმის თანახმად, ექსპორტის რაოდენობა 17-18 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში “გაზპრომი “გახდება
დე ფაქტო მონოპოლისტი უზბეკეთიდან გაზის ექსპორტზე. იგი ექსსაბჭოთა უზბეკეთთან აქტიურად თანამშრომლობს.
კომპანია მუდმივად ავითარებს კუნგრად-შახფახთის საბადოებს ქვეყნის დასავლეთში. ორივე მხარის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დეკემბერში განაცხადეს, რომ აპირებენ უზბეკეთში სახელმწიფოს კუთვნილი ბუნებრივი აირის მომპოვებელი საბადოს განვითარებას, რაც 1 მილიარდი დოლარი დაჯდება. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის უზბეკეთი სიდიდით მეორე გაზის მწარმოებელი სახელმწიფოა, მაგრამ მოპოვებული გაზის მეტ წილს თვითონ მოიხმარს. ყოველწლიურად უზბეკეთი დაახლოებით 55 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწარმოებს.
ჩინეთი და საუდის არაბეთი ენერგოპაკეტზე ხელს აწერენ
ჩინეთმა და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რის საფუძველზეც ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ ენერგეტიკის სფეროში.
“ნავთობის, ბუნებრივი აირისა და წიაღისეულის” შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ ნუაიმიმ და ჩინეთის სახელმწიფოს განვითარებისა და რეფორმების საბჭოს მინისტრმა მა კაიმ.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელმოწერის ცერემონიის წინ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება საფუძველს ჩაუყრის ორ სახელმწიფოს შორის სამომავლო ურთიერთობებს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ხელშეკრულება პირველია ორ სახელმწიფოს შორის. საუდის არაბეთი მსოფლიოს უდიდესი ნავთობის ექსპორტიორია,
ხოლო ჩინეთი კი მსოფლიოს ნავთობის მომხმარებელ ქვეყნებს შორის მეორეა. გასულ წელს ჩინეთმა 20 მილიონ ტონაზე მეტი იმპორტი აწარმოა საუდის არაბეთიდან, რაც ჩინეთის მთლიანი იმპორტის 14%-ს შეადგენს.
ამ გარემოებათა გამო გადასახადების უცვლელობის პირობებში საქართველოში ბენზინზე ფასი 2006 წლის პირველ ნახევარში
აიწევს 165 -180 თეთრამდე, ხოლო დიზელზე 135 თეთრამდე მომხმარებელთათვის.
რაც შეეხემა 110 – დოლარიანი თურქმენულ – რუსული გაზის მომატებას, დაემატება მეტად ძვირიანი ირანული გაზი. და საერთო ფასი 27 თეთრზე მეტიც იქნება კუბურ მეტრზე, თუ სახელმწიფო არ დაფარავს ამ ფასთა სხვაობას, ან გაზის სექტორში არ შეცვლის საგადასახადო პოლიტიკას.