სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის რეფორმა

რედაქციისაგან
მსოფლიო საზოგადოებისათვის მე-20-ე საუკენე იყო ბალანსის ძიების ეპოქა – ერთი მხრივ, მეწარმეობას, ტექნიკურ პროგრესს, თავისუფალი ბაზრის განვითარების ხელის შეწყობასა და, მეორე მხრივ, ამ პროგრესის პროდუქტის მომხმარებლებისათვის,
მოქალაქეებისათვის მიწოდების
დროს უსაფრთხოების, უვნებლობის და მათი უფლებების დაცვას შორის. ტექნიკური
პროგრესი ბადებდა ბუნებასა და ადამიანზე მავნე ზეგავლენის სისტემას, მის სხვადასხვა გამოვლინებაში – ქიმიურს,
ბიოლოგიურს, რადიაციულს, გენურს
და ა.შ. იყვნენ და არიან გიგანტური საწარმოები, თავიანთი ლობით, რომლებიც ადამიანებისათვის ქმნიან პროდუქციას – იქნება ეს კვების, ფარმაცევტული თუ ტექნიკური
საშუალებები. მაგრამ ამავე დროს მოქალაქე უმწეოა ამ გიგანტების ქმედების მიმართ, რომელთა ძირითადი მიზანი მოგების
მიღებაა და არის საშიშროება, რომ მათი ტექნოლოგიური პროცესის მსხვერპლი
გახდეს ბუნებაც და ადამიანიც. ისიც ხაზგასასმელია, რომ თვით ბუნებას და ადამიანს თავის მხრივ ჰაერივით სჭირდებოდათ
მრეწველობის მიერ შექმნილი პროდუქტი.
ამიტომ დაიწყეს საუკუნის დასაწყისში ტექნიკური პირობების, რეგლამენტის შემოღება.
სისტემურად ეს არის საზომი ერთეულები
– სანტიმეტრი თუ ინჩი, დიუმი თუ მეტრი, ცელსიუსი თუ ფარენგეიტი, რადიაციის თუ პე-ჰაშის საზომი და ა.შ. დაადგინეს საზღვრები, რომლის ფარგლებშიც
დასაშვებია ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარება და შექმნეს ეტალონები კალიბრაციისათვის
ანუ ზომის შესადარებლად, მერე – პროდუქციის შემადგენლობის ცხრილი და გაჩნდა მონაცემთა ერთობლიობა,
რომელსაც სტანდარტები და ტექნიკური
პარამეტრები დაარქვეს, რათა მისთვის შეედარებინათ ყველაფერი. ასე გადაწყდა ტექნოლოგიური თავსებადობის საკითხი მრეწველობაში და უსაფრთხოების
ზომები კვების სფეროში თუ პირად მოხმარებაში. მყიდველს და გამყიდველს შორის ჩადგა მესამე სუბიექტი, სპეციალური
ორგანო – ფირმები, რომლებიც ზომავენ ყველაფერს და იძლევიან სპეციალურ დოკუმენტს, სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ ესა თუ ის პროდუქცია
უვნებელი და მისაღებია შესაბამისი პარამეტრებით. დაარსდა აკრედიტებული სერთიფიცირების ორგანოები და საერთაშორისო
ასოციაციები – ISO და კოდექს ალიმენტარიუსი და სხვა. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება დაიცვას ბუნება და ადამიანი მავნე ზეგავლენისგან და ბიზნესი ზედმეტი რეგულირებისა და ბარიერისგან.
საქართველოში, რომელიც სსრკ-ის მეტროპოლიის ნაწილი იყო, მოქმედებდა მეტროლოგიის და სტანდარტების, ასევე კონტროლის საბჭოური სახელმწიფო სისტემა. შემოიღეს “გოსტი”, “ოსტი” და მთლიანად ცენტრალიზებული სავალდებულო
სერთიფიცირების ინსტიტუტი. თავისუფლების მოპოვების შემდეგ საქართველომ
ნელ-ნელა დაიწყო ამ გოსსტანდარტის
სისტემის რეფორმირება და წლების შემდეგ, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შედიოდა, აიღო ვალდებულება
ამ ორგანიზაციის წინაშე, რომ შეცვლიდა საბჭოურ სისტემას და 2003 წლამდე სერთიფიცირებას ნებაყოფლობითს
გახდიდა. ამასთან, დაადგენდა ტექნიკურ
პარამეტრებს, მეტროლოგიაში შექმნიდა
ეტალონების ინსტიტუტს ან დადებდა ხელშეკრულებას რომელიმე მეზობელი ქვეყნის ანალოგიურ დაწესებულებასთან, (მაგალითად, თურქეთთან, რომელმაც ამერიკელების და იაპონელების დახმარებით
შექმნა ეს სამსახური და 70 მილიონი დოლარი დაუჯდა), მიიღებდა უვნებლობის რისკის კანონს კვების პროდუქტებსა და ფარმაცევტულ საქონელზე, გადავიდოდა აკრედიტაციისა და კონტროლის დასავლურ
სისტემაზე.
ის, რომ გოსსტანდარტის არსებული სისტემა სერიოზულად დასნეულებული და კორუფციის ბუდე იყო, კონტროლს კი ხშირად ფორმალური ხასიათი ჰქონდა, ეჭვს არ იწვევს. მაგრამ ამ მეტად მნიშვნელოვან
დარგში გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა
რეფორმამ და არაკომპეტენტურობამ
ქვეყანა და ბიზნესი დიდი პრობლემის წინაშე შეიძლება დააყენოს, ესეც ცხადია.
რეფორმის შედეგად ინსტიტუციონალურად
შეიქმნა:
-ერთიანი ნაციონალური აკრედიტაციის
ორგანო, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში;
-სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის
სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში;
-სოფლის მეურნეობის სამინისტროში იქმნება კვების მრეწველობის ნაწილში კონტროლის და მონიტორინგის ორგანო.
საკანომდებლო კუთხით სტანდარტიზაციის
და სერთიფიცირების კანონში 2005 წლის ივნისში შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც ამ კანონში მარტო დასახელება
დარჩა ძველი.
-2005 წლის დეკემბერში პარლამენტმა
ეკონომიკური რეფორმები
მიიიღო კანონი სურსათის მავნებლობისა და ხარისხის შესახებ. მიღებულ კანონებში
იმდენი თეთრი ლაქაა, ყველა მეწარმე დამნაშვე აღმოჩნდა და მოსახლეობა – დაუცველი.
რა ხდება ამ დარგში, რას ვაკეთებთ თუ ვერ ვაკეთებთ და რა უნდა გავაკეთოთ. ამ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციამ
თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტმ მრგვალი მაგიდა მოიწვია ექსპერტების, ბიზნესმენებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით: სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ვატო ლეჟავა, სოფლის მეურნეობის
მინისტრის პირველი მოადგილე ლილი ბეგიაშვილი, ეკონომიკის მინისტრის
მოადგილე ნათია თურნავა, არასამთავრობო
ორგანიზაცია XXI საუკუნის
წარმომადგენელი შალვა მელქაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ექსპერტი, პროფესორი ჯემალ
მანჯგალაძე, ექსპერტი, პროფესორი თამაზ აგლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია
თების წარმომადგენლები ნინო არველაძე და პროფესორი ემზარ ჯგერენაია.
საკითხის ისტორია
– როგორ შეიქმნა სტანდარტიზაცია, რა ხდებოდა მეტროლოგიაში საბჭოთა კავშირის
დროს, როცა ჩვენც მისი შემადგენელი ნაწილი ვიყავით. ჩვენში როგორი სიტუაცია
იყო დღემდე და რა ხდება ამჟამად. რა დავანგრიეთ, როგორ მივიღეთ ვაკუუმი, ჩვენი ახალი კანონმდებლობა აადვილებს თუ ართულებს ბიზნესის წარმოებას?
პროფესორი ჯემალ მანჯგალაძე:
– საქმე ისაა, რომ სტანდარტიზაციის პრობლემა მსოფლიოში დადგა მას შემდეგ,
რაც მოხდა ქვეყნების ეკონომიკის საერთაშორისო ინტეგრაცია და ასევე ტექნიკური პროგრესის ბუმი მრეწველობაში.
საქართველოში (რადგან საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო) სტანდარტიზაცია
დანერგა ცნობილმა რუსმა მეცნიერმა მენდელეევმა, რომელმაც 1906 წელს ჩვენში დააარსა ზომა-წონის პალატა. ეს იყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო დაწესებულება
ამ დარგში. რასაკვირველია, იმ პერიოდში
ამ მხრივ ცოტა რამ კეთდებოდა ქვეყანაში, თუმცა კომუნისტების ხანაში ჯერ ამიერკავკასიაში და შემდეგ საქართველოშიც
საქმე წინ წავიდა და 1926 წელს საფუძველი ჩაეყარა მეტროლოგია – სტანდარტიზაციას. მეტროლოგია არის გაზომვის ერთიანობის უზრუნველყოფა, გაზომვაში იგულისხმება ყველაფრის: წყლის, საკვების, ნავთობპროდუქტების, ელექტროენერგიის, ქიმიური შემადგენლობის
თუ დროის გაზომვა. სხვათა შორის, პირველი სერთიფიკაციაც მეტროლოგიის ნიადაგზე ჩამოყალიბდა და დღესაც სერთიფიკაციის ძირითად ნაწილს საზღვარგარეთ წარმოადგენს მეტროლოგია, ანუ მეტროლოგიური საშუალებები.
70 – იანი წლებიდან საქართველო სრულიად გოსტის სიტემით მუშაობს, ხოლო 90 – იანი წლების შემდგომ დამოუკიდებლობასთან
ერთად, ცდილობს ამ სისტემის რეფორმირებას. იღებს კანონებს, 1995-96 წლებში ქმნის საქსტანდარტის დამოუკიდებელ ინსტიტუტს, წევრიანდება
ანალოგიურ საერთაშორისო გაერთიანებებში, მაგრამ გოსტს თავს ვერ აღწევს. უფრო მეტიც, ბოლო წლებამდე მეტროლოგიაში პეტერბურგში დაჰქონდათ
ეტალონთან შესადარებლად საზომი ერთეულები და ხელსაწყოები, რადგან ყოფილ საბჭოთა კავშირში მხოლოდ მოსკოვში
და პეტერბურგში იყო შესაბამისი ინსტიტუტები. ახლაც ახალი ტექნიკური პირობების და ეტალონთა ინსტიტუტის შექმნას ათეული მილონები სჭირდება. ასე მოვედით WTO-ს წევრობამდე, სადაც ავიღეთ ვალდებულებები და ახლა ვცდილობთ, შევასრულოთ, რათა ცივილური ფორმის საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუტები გვქონდეს რეგულირების ამ სფეროში.
რა ხდება მსოფლიოში ბაზრის ზედამხედველობა ბელგიაში ბელგიაში პროდუქციის უსაფრთხოებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე კონტროლი ფედერალურ დონეზე, ცენტრალიზებულად ხორციელდება ძირითადად ორი სამინისტროს-ეკონომიკურ საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს
მიერ. დამატებით ზედამხედველობას იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო სამსახური ახორციელებს, სატელეკომუნიკაციო აპარატურაზე – საფოსტო მომსახურებისა და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტი (BIPT), მუშაობაში გამოყენებულ დაცვის ინდივიდუალურ საშუალებებსა და მანქანებზე – დასაქმებისა და შრომის სამინისტრო.
ზემოხსენებული ორგანოები უფლებამოსილნი არიან, განახორციელონ პროფილაქტიკური და სადამსჯელო ღონისძიებები ბაზარზე სახიფათო პროდუქციისა და მომსახურების მიმწოდებლების მიმართ. ბაზრიდან სახიფათო პროდუქტების ამოღება განხორციელებული კონტროლის ან RAPEX სისტემის ინფორმაციის საფუძველზე ხდება.
ამჟამად ეკონომიკურ საქმეთა სამინისტროში ხდება რესტრუქტურიზაცია, რომლის მიზანი პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ ევროპული დირექტივების უფრო ეფექტური რეალიზაციაა. კერძოდ, სამინისტროში შეიქმნა დეპარტამენტი-ფედერალური სამსახური ეკონომიკის, მცირე და საშუალო საწარმოების, ინდივიდუალური მეწარმეების და ენერგეტიკის საკითხებში , რომელიც, სხვა ფუნქციების გარდა, ასრულებს მომხმარებელთა გენერალური
დაცვის ორგანოს ფუნქციებს. SPF-ის შემადგენლობაში შემავალი 7 გენერალური დირექტორატიდან 4 უშუალოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვის
საკითხებით არის დაკავებული. მათ შორის, გენერალური დირექტორატი – ხარისხისა და უსაფრთხოების ორგანო აგრეთვე ბაზრის მთელი პროდუქციის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის კოორდინაციას ახორციელებს.
(შენიშვნა: გენერალურ დირექტორატს ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებში ექვემდებარებიან ბელგიის მეტროლოგიისა და აკრედიტაციის სისტემის ორგანოები).
ბაზრის ზედამხედველობა დიდ ბრიტანეთში დიდ ბრიტანეთს ბაზრის ზედამხედველობის დეცენტრალიზებული სისტემა აქვს, რომელიც ეფუძნება ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დადებულ შეთანხმებას პროდუქციის უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონების ცხოვრებაში გატარების თაობაზე. დიდ ბრიტანეთში პროდუქციის (მათ შორის, სურსათის) უსაფრთხოებისა და მამხმარებელთა უფლებების სფეროში საკანონმდებლო აქტების უმრავლესობის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან არსებული თრადინგ შტანდარდს-ის დეპარტამენტები
(თრადინგ შტანდარდს დეპარტმენტს), რომლებსაც ზემოხსენებული შეთანხმების საფუძველზე ზედამხედველობის საკითხებში კონტროლის უფლება ვაჭრობისა
და მრეწველობის სამთავრობო დეპარტამენტმა (DTI) მიანიჭა. თრადინგ შტანდარდს-ის დეპარტამენტები წარმოადგენენ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლება ქირაობს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე. (თრადინგ შტანდარდს-ის დეპარტამენტები აგრეთვე დაკავებულნი არიან მეტროლოგიის საკითხებით.
მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების (სამომხმარებლო კრედიტი, მაცდუნებელი რეკლამა, უძრავი ქონებით ვაჭრობა და ა.შ) დაცვის და ჯანსაღი კონკურენციის სფეროში ზედამხედველობის ორგანოს კეთილსინდისიერი ვაჭრობის სამმართველო ( OFT) წარმოადგენს. ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის დაცვაზე ზედამხედველობა ყველა დარგში ეკისრებათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან არსებულ გარემოს დაცვის დეპარტამენტებს.
ადგილობრივი ხელისუფლება კი ანგარიშვალდებულია სამთავრობო სააგენტოს (HSE) წინაშე. სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის საკითხებითაც დაკავებული არიან ასევე გარემოს დაცვის დეპარტამენტები.
ძირითადი საკანონმდებლო აქტები
1. 1987 წლის კანონი მომხმარებელთა დაცვის შესახებ;
2. 1990 წლის კანონი სურსათის უსაფრთხოების შესახებ;
3. 1994 წლის განკარგულება პროდუქტების საერთო უსაფრთხოების შესახებ;
4. 1998 წლის კანონი კონკურენციის შესახებ;
ბაზრის ზედამხედველობა ლიტვაში
ლიტვაში ბაზრის ზედამხედველობის სისტემამ დღევანდელი სახე 2000 წელს მიიღო ბაზარზე პროდუქციის (განსაკუთრებით
კვების პროდუქტების) უსაფრთხოების ეფექტური კონტროლის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციების დანერგვის შედეგად. წელს გაუმჯობესდა ადრე მიღებული კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ (1994 წ.) და კანონი პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ
(1999 წ.). აგრეთვე მიღებულ იქნა კანონი სურსათის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის ზედამხედველობას, კონკურენციის შესახებ
კანონიდან გამომდინარე, ახორციელებს
კონკურენციის საბჭო (რომელიც უშუალოდ ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს),
ფარმაცევტულ პროდუქციაზე კონტროლს ბაზარზე გამოტანამდე და შემდგომ ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს
მედიკამენტებზე კონტროლის სახელმწიფო სააგენტო.
საკანონმდებლო ბაზა
1. 01.06.1999 წლის კანონი პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ;
2. 10.11.1994 წლის კანონი მომხმარებელთა დაცვის შესახებ;
3. 10.10.1998 წლის კანონი შესაბამისობის შეფასების შესახებ;
4. 04.04.2000 წლის კანონი სურსათის შესახებ;
5. 23.03.1999 წლის კანონი კონკურენციის შესახებ.
ბაზრის ზედამხედველობა პოლონეთში.
ამ სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი გამომდინარე იქიდან, რომ ბაზრის ზედამხედველობის მიზანს მომხმარებლების
სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ეკონომიკური ინტერესების დაცვა წარმოადგენს, 1995 წელს ევროკავშირმა Eჩ-ის წევრობის კანდიდატ
ქვეყნებს შემდეგი ვალდებულებები დააკისრა:
1. ეროვნულ კანონმდებლობაში ევროკავშირის კანონების დანერგვა უპირველეს ყოვლისა შემდეგ სფეროებში: საქონლის, განსაკუთრებით კოსმეტიკური
საშუალებების, სათამაშოებისა და საფეიქრო ნაწარმის უსაფრთხოება; მომხმარებლის ეკონომიკური უსაფრთხოება, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ცრუ რეკლამა, ფასების მითითების წესი, სამომხმარებლო კრედიტები, ხელშეკრულებებში არაკეთილსინდისიერი პირობები, დისტანციური
ვაჭრობა, ტურისტული მომსახურება, უძრავ ქონებაზე დროებითი სარგებლობის უფლებები.
2. მომხმარებლის უფლებების ეფექტური დაცვის ინსტიტუციონალური სტრუქტურის შექმნა (სამომხმარებლო ორგანიზაციების მონაწილეობის გათვალისწინებით)
იმისათვის, რომ განხორციელდეს: ბაზრის მონიტორინგი საქონლის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის
თვალსაზრისით; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური სტრუქტურის შესაქმნელად პოლონეთის სახელმწიფოს პირველი ნაბიჯი იყო 1990 წლიდან მოქმედი ანტიმონოპოლიური ბიუროს (რომლის შემადგენლობაში მომხმარებლების დაცვის დეპარტამენტიც შედიოდა) გარდაქმნა 1996 წელს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის ბიუროდ (UOKIK) და მასზე სავაჭრო ინსპექციის (ადრე სავაჭრო უწყების ნაწილი) დაქვემდებარება.
1998-2002 წლებისათვის ევროკავშირის წევრობისათვის მზადების ეროვნულმა პროგრამამ (მომხმარებელთა დაცვის სფეროში) დაადგინა აუცილებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ცვლილებები და მათი დანერგვისათვის საჭირო ხარჯები. პროგრამის რეალიზაციას UOKIK-ის ხელმძღვანელობით ახორციელებდნენ იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები, ფიზიკური კულტურისა და ტურიზმის ბიურო და სხვა ორგანოები.
შემდგომ წლებში პოლონეთში მიღებულ იქნა მომხმარებლების დაცვის სისტემის საკანონმდებლო საფუძველი და გაიზარდა
UOKIK-ისა და სავაჭრო ინსპექციის კომპეტენციები. გაუმჯობესდა მომხმარებლის მოთხოვნების სასამართლო დაკმაყოფილების სისტემა. კერძოდ, ამ მიზნით მოქმედ საკანონმდებლო აქტებში შეტანილ იქნა ცვლილებები (1993 წლის კანონი არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან
ბრძოლის შესახებ), 1998 წელს შეიქმნა ანტიმონოპოლიური სასამართლო, სავაჭრო ინსპექციასთან – სამომხმარებლო
სამედიატორო სასამართლოები, თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან – მომხმარებლების საოლქო დამცველის ინსტიტუტი და სხვ.
პროფესორი თამაზ აგლაძე: – მსოფლიო იცნობს მეტროლოგიის და სერთიფიცირების ორ პრინციპულ მოდელს
აშშ-ის ცენტრალიზებულს და ევროპულ დეცენტრალიზებულს. ორივეგან სერთიფიცირება ნებაყოფლობითია და მეტროლოგია სახელმწიფოს პრეროგატივაა.
-აქვთ თუ არა სხვადასხვა ქვეყნებს ერთნაირი, თავსებადი ტექნიკური პარამეტრები, მეტროლოგია და მიმართავენ თუ არა საერთო ან რომელიმე ერთი ქვეყნის ეტალონის ინსტიტუტებს?
ჯ.მ.- დიახ. რა იყო მატროლოგიის მთავარი არსი? მაგალითად, თუ ერთი სახელმწიფო რაიმეს აწარმოებდა, როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება მეორე სახელმწიფოში წარმოებული პროდუქციის ნაწილისათვის ანუ თავსებადობა. ამავე დროს თუ ორი სახელმწიფო ერთდროულად აწარმოებდა პროდუქციას, მეორე სახელმწიფოს გამოადგებოდა თუ არა პირველის მიერ წარმოებული პროდუქცია თავის სისტემაში და საერთოდ რა პარამეტრებით და შემადგენლობით ხასიათდებოდა ნაწარმი, როგორი იყო მისი უსაფრთხოება და მოხმარების წესი. ამ ყველაფერს სტანდარტი ეწოდება. სამწუხაროდ, მაშინ საბჭოთა კავშირი გაემიჯნა ევროპულ ქვეყნებს და დაიწყო “გოსტებისა”
და “ოსტების” შემოღება (სსრ კავშირის სტანდარტების, ტექნიკური პირობების და კონტროლის სისტემა), რაც გარკვეულ ნაწილში ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ევროპული. კონკრეტულად, ჩემი დარგი იყო რადიაციული კონტროლი, მე ვარ ამ სფეროში ერთ-ერთი ნაშრომის ავტორი და სტანდარტის მიღებაშიც ვმონაწილეობდი, ჩვენ გვქონდა საკმაოდ მკაცრი სანიტარული ნორმები. დღესაც კი “გოსტის” ზოგიერთი სტანდარტი ბევრად უფრო მკაცრია ISO-ს ან EN- თან შედარებით.
-რა არის ISO და EN?
ჯ.მ. – ISO არის მსოფლიოს სტანდარტიზაციის
ორგანიზაცია, რომლის წევრიც
საქართველო 1998 წელს გახდა ჩემი ძალისხმევით. EN არის ევროპის სტანდარტიზაციის
ორგანიზაცია. მას აქვს ხუთნიშნა რიცხვი, რომელიც გარკვეულ სტანდარტს განსაზღვრავს. ISO მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით – 14 000 არის გარემოს დაცვის სტანდარტები და 9 000 – მთლიანად პროდუქციის დაცვის სტანდარტები. ახლა უკვე მიდის მათი გაერთიანება და მალე ორივე საერთო სტანდარტის სახეს მიიღებს. ხდება ამ სტანდარტების სხვადასხვა მიმართულებით
დაყოფა – ეს არის პროდუქციის უსაფრთხოების ნორმები, ხარისხობრივი ნაწილი. თუ ჩვენ განვიხილავთ სტანდარტს,
როგორც ორი ძირითადი ნაწილისგან
შემდგარს, უსაფრთხოების ნაწილს და საერთოდ დაშვებულ ნაწილს, რომელიც არ განსაზღვრავს ადამიანის ან გარემოს მიმართ ზემოქმედებას, არამედ თავსებადობას და მისაღებლობას, შეიძლება, ის ხარისხობრივ მაჩვენებლად ჩავთვალოთ. მაგრამ თუ ხარისხს განვსაზღვრავთ როგორც ამ ორი ნაწილის ერთობლიობას, მაშინ საჭიროა, ორივე ელემენტი იყოს დაცული. ევროპელები ამბობენ, რომ ნებისმიერი სტანდარტი ნებაყოფლობითია და მათ შეიმუშავეს ტექნიკური რეგლამენტები, რომლებშიც უსაფრთხოების მაჩვენებლებია განსაზღვრული და ის ყველა მრეწველისათვის სავალდებულოა ე.ი იქ უკვე არის ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების ერთეულები. ახლა ვნახოთ, თუ როგორ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის დაცვითი ფუნქციები ყოფილი საბჭოთა კავშირის, თუნდაც “გოსტის” სისტემის ერთეულებს. “გოსტში” აისახებოდა როგორც უსაფრთხოების, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე და ამასთან ერთად განსაზღვრული იყო კვლევის მეთოდები. ევროპელებმა კი სტანდარტი გახადეს ნებაყოფლობითი, მაგრამ ყველა მეწარმისათვის სავალდებულოა ტექნიკური რეგლამენტი და უკვე აქ საჭიროა უსაფრთხოების მაჩვენებელის კვლევის მეთოდიკა. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ევროპული მიმართულებით წასვლა და ტექნიკური რეგლამენტის მიღება, მაგრამ არ უნდა გადმოგვეღო იგი პირდაპირ, როგორც ბალტიის ქვეყნები მოიქცნენ. WTO-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) მოლაპარაკებებისას, რომელიც სამი ძირითადი კუთხით მიმდინარეობდა: სტანდარტიზაცია, საბაჟო გადასახადები და საერთო სტანდარტი, მე წამოვაყენე პირობა, რის გამოც დიდი უთანხმოება მქონდა, რომ ჩვენ ვერ წავიდოდით სტანდარტების პირდაპირი გადმოღების გზით და ვერც ტექნიკურ რეგლამენტს გადმოვიღებდით პირდაპირ. ამ შემთხვევაში საჭირო გახდებოდა ჩვენი მრეწველობის რეფორმირება, ანუ მრეწველებს უნდა გადაეიარაღებინათ საწარმოები, რასაც მილიარდები სჭირდება. ამიტომ მე მართებულად მივიჩნიე ჰარმონიზაციის გზა, როცა ევროპულ სტანდარტებს და რეგლამენტის პირობებს მივუსადაგებდით ადგილობრივ წარმოებას. სწორედ ეს არის ჰარმონიზაცია.
საერთაშორისო ვალდებულებები -საბოლოო დოკუმენტში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცის მემორანდუმში როგორ არის ჩადებული ჩვენი ვალდებულებები სტანდარტიზაციის კუთხით?
ჯ.მ. – აღნიშნული მოლაპარაკება მიმდინარეობდა 1997-99 წლებში. ჭთO-ს ძირითადი პრინციპი შემდეგია: არც ერთ შემთხვევაში მისი წევრი ქვეყანა არ უნდა გამოვიდეს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ამ ორგანიზაციაში არის მისაღები. მაგალითად, თუ ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი არ უნდა იქნეს მიღებული, რადგან გვიჩერებს პროდუქციას, მაშინ მას არ მიიღებენ ორგანიზაციაში, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია ვაჭრობის ხელშეწყობაა და ყველასათვის ერთნაირი პირობების შეთავაზება წევრი ქვეყნების მიერ. აქედან, თუ რუსეთი ბლოკავს ან დისკრიმინაციას ახორციელებს
ჩვენი პროდუქციის მიმართ, ჩვენ შეგვიძლია, წინაღმდეგი წავიდეთ რუსეთის წევრობაზე ამ ორგანიზაციაში და მას არ მიიღებენ. სამწუხაროდ, ჩემი ინფორმაციით, საქართველოსთან მოლაპარაკება დასრულებულია, ჩვენს ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი და იმ საკითხს, რომელზეც ადრე საუბრობდნენ, საერთოდ აღარ ახსენებენ. რუსეთის ეკონომიკის მინისტრი გერმან გრეფიც საერთოდ არ ახსენებს საქართველოს. მათ ოთხი სახელმწიფო არ უწერდა ხელს. ამ ოთხიდან კოლუმბიასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. იგი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის ჭთO-ში გასაწევრიანებლად. საერთოდ ევროპის კავშირს ჰყავს ერთი წარმომადგენელი, რომელიც ყველა ქვეყნის ნაცვლად საუბრობს, ამიტომ ჩვენთვის საკმაოდ ძნელი იყო მათთან მოლაპარაკება, რომლის უშუალო მონაწილე მეც ვიყავი ჟენევაში, მაგრამ ჩვენ გვყავდა ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა აშშ, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა საქართველოს მიღება, თორემ ჯერ არ ვიყავით მზად ჭთO-ში გასაწევრიანებლად. დოკუმენტში ჩაიწერა, რომ საქართველო ცნობს ნებაყოფლობითობას, რომ სერთიფიკაცია არ იქნება სავალდებულო, რადგან მისი ძირითადი მექანიზმი სავალდებულო სტანდარტია და თუ ის სავალდებულოა, მაშინ სერთიფიკაციაში გამოსჭვივის სტანდარტთან შესაბამისობა. ჩვენი და WTO-ს შეთანხმებით, როდესაც ნებაყოფლობითობაზე გადავიდოდით, სერთიფიკაციაც ნებაყოფლობითი გახდებოდა. ამ შემთხვევაში საქმეში ჩნდება ტექნიკური რეგლამენტი – უსაფრთხოების რა მაჩვენებელი უნდა დაიცვას მეწარმემ: მომხმარებელს არ უნდა მიაწოდოს ისეთი პროდუქცია, რომელიც მის ჯანმრთელობაზე იმოქმედებს. ამისათვის მე ვითხოვდი 5 წელს, მაგრამ ისინი მხოლოდ ერთს გვაძლევდნენ. შემდეგ მოგვცეს 3 წელი – 2003 წლის ივლისისათვის გადავიდოდით ნებაყოფლობით სტანდარტებზე და, შესაბამისად, ნებაყოფლობით სტანდარტიზაციაზე.
– შემუშავდა თუ არა ტექნიკური რეგლამენტები?
ჯ.მ. – არავითარი ტექნიკური რეგლამენტი არ შემუშავებულა.
– მაგრამ მთავრობა ამზადებს ოესიდის წევრი იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთაგან მიღებული პროდუქციაც საქართველოში ავტომატურად აღიარდება სანდოდ როგორც ტექნიკური პარამეტრებით, ისე უვნებლობის მხრივ. (იხ. დანართი1). გამოდის, რომ ჩვენ ვარღვევთ კანონს. კიდევ რა მუხლში ვარღვევთ მას?
ჯ.მ. – ვარღვევთ სერთიფიკაციის მუხლს იმ კანონში, რომლის თაობაზეც მე მქონდა ომი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
მე ხელი მაქვს მასზე მოწერილი და ნიკო ლეკიშვილსაც მოვაწერინე. კანონს პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ თავიდან ვერავინ უწოდებდა
კანონს, ასეთი კანონი მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის. იქ არის დადასტურების შესახებ კანონი, ხოლო დადასტურება და სერთიფიკაცია
ერთმანეთისაგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა
-გამოდის, რომ ბიუროკრატიულ საწყისს დავუბრუნდით.
ჯ.მ. – დიახ, დერეგულირების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ საშინელი რეგულირება. საბოლოო ჯამში, რადგანაც ზოგად დებულებებში არ იდო მუხლი სავალდებულო სერთიფიკაციაზე, ჩვენ ეს საკითხი ბოლომდე შევისწავლეთ, ვმუშაობდით ეკონომიკის სამინისტროსთან, შევუთანხმდით ბენდუქიძეს, ჩავატარეთ სამი სხდომა, 12-ფურცლიანი დასკვნა დავწერეთ. მან კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტების წინაშე აწია ხელები და თქვა, რომ 10 ჩვენს ყველა დასკვნას ეთანხმებოდა. ამ გადასაგდებ კანონს როგორღაც მივეცი გარკვეული სახე. რაც მთავარია, მასში ჩავადებინე ნებაყოფლობითობის პრინციპი. შემდეგ პარასკევს, როდესაც პარლამენტს
უნდა გაეგზავნა კანონი პრეზიდენტისათვის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, მის ზოგად დებულებებში იყო ოთხი მუხლი. ბოლოს ეთერ სვიანიძეს,
ვინც პრეზიდენტთან აგზავნის კანონებს, ვკითხე, იყო თუ არა ეს საბოლოო
ვარიანტი და მან დამიდასტურა. მე ხელი უნდა მომეწერა მასზე, რადგან შვიდ საათზე კანონი პრეზიდენტთან უნდა ყოფილიყო. შვიდის ათ წუთზე იგი ავიტანე ნიკო ლეკიშვილთან და ვუთხარი, რომ შეიძლებოდა ხელის მოწერა. მართალია, იყო ლაფსუსები, მაგრამ მათი გამოსწორება შემდეგაც მოხერხდებოდა, და ჩვენ ხელი მოვაწერეთ. შვიდის ოც წუთზე ეს კანონი გადავეცი სვიანიძეს, შვიდ საათზე კი მასში უკვე მეხუთე მუხლი იყო ჩადებული.
– რომელია ეს მეხუთე მუხლი?
ჯ.მ. – ეს არის მუხლი, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო სერთიფიცირება დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში და მას განახორციელებს
შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო. საერთოდ რა არის სერთიფიკაცია? სერთიფიკაცია არის ფუნდამენტური სტანდარტი, რომელიც იხმარება ამ სისტემაში. სხვა განსაზღვრება მას არ უნდა ჰქონდეს და იგი სავალდებულოა ყველა ამ ტიპის კანონისათვის.
IშO 2993-ის თანახმად,Eეს არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც მესამე მხარე წერილობით ადასტურებს, რომ პროდუქცია, პროცესი, მომსახურება
შეესაბამება მოცემულ მოთხოვნებს, ანუ ეს მესამე დამოუკიდებელმა მხარემ უნდა დაადასტუროს. ჩვენს კანონში წერია,
რომ დასტურს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო იძლევა, ერთი სიტყვით, სერთიფიკაციის პრინციპი არის დარღვეული.
– ვის შეიძლებოდა ეს ჩაეწერა და რატომ?
ჯ.მ. – მე ვიცი, ვინც ჩაწერა, ეს ჩაწერა კუბლაშვილმა, მაგრამ არც მიზეზი ვიცი და არც შემკვეთი.
– ალბათ იმან შეუკვეთა, ვისაც არ უნდა, მოისპოს ზედმეტი რეგულირება.
ჯ.მ. – როდესაც ეს კანონი ვნახე, გაოცებული დავრჩი, რადგან ძველი კანონი ჩვენ სწორედ იმიტომ გავაუქმეთ, რომ სერთიფიკაცია სავალდებულო იყო. გამოდის,
რომ იგივე გავაკეთეთ, თანაც უფრო დავამძიმეთ.
– იცის თუ არა ბენდუქიძემ ამის შესახებ?
ჯ.მ.- როგორ არ იცის, მე ვესაუბრე ბენდუქიძეს. გამოირკვა, რომ ზუსტად ორ თვეში, როგორც კი დაიწყო საშემოდგომო
სესია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შემოაგდო კანონი, სადაც მთელი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ექვემდებარებოდა სავალდებულო სერთიფიკაციას. რა არის ეს? ეს ხომ შეგნებულად არის გაკეთებული?!
– რა განსხვავებაა ამ ორ კანონს შორის ახალი კანონი სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ (27. 12. 05.) და სტანდარტიზაციის და სერთიფიკაციის შესახებ ახალი შესწორებებით (24. 06. 05.) და რატომ არ ვარგა იგი?
ჯ.მ. – აქ განსაზღვრების თავში შეცდომაა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იგი საერთოდ არ არის კანონი სერთიფიკაციის შესახებ, ეს კანონი არის უფრო დადასტურების
შესახებ. ბენდუქიძეს აქვს ჩემი წერილი, რომელშიც ვამბობ, რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული ჭთO-ს წინაშე, რომლის მიხედვითაც, უნდა გავაუქმოთ კანონი სერთიფიკაციის შესახებ და მის ნაცვლად მივიღოთ კანონი დადასტურების შესახებ. მე ბენდუქიძეს ვუთხარი, რომ ამ კანონში დევს ძირითადად შესაბამისობის დადასტურების პუნქტები. მან მიპასუხა, რომ მე ან ნიკო ლეკიშვილს შეგვეძლო, კომიტეტის სხდომაზე შეგვეტანა წინადადება, რადგან, მისი თქმით, კანონის გაუქმება და ახლის მიღება უფრო ძნელი იქნებოდა. მე მაშინ შევცდი, როდესაც ამ წინადადებას დავთანხმდი. ამ საკითხზე იმიტომ ვღელავ, რომ ეს ჩემი სპეციალობაა და არ მინდა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდე მომავალი თაობის თვალში. შემდეგ, მეორე სხდომაზე, სადაც უკვე მეორე მოსმენისათვის გადავეცი კანონი, რადგან მისი პირველი ვარიანტი მიუღებელი იყო და საერთოდ არ ჰქონდა კანონის სახე, წამოვაყენე წინადადება, რომ ვინაიდან ეს კანონი ძირითადად განსაზღვრავს პროდუქციის შესაბამისობის დადასტურებას, ამიტომ მისი სათაური შეცვლილიყო და დარქმეოდა პროდუქციის შესაბამისობის დადასტურების კანონი, რაზეც უარი მივიღე. ამ ერთ კანონში გაერთიანებულია სამი კანონი, გამოდის, რომ ეს არ არის არც პროდუქციის შესაბამისობის დადასტურების და არც სერთიფიკაციის კანონი, რადგანაც აქ არის აკრედიტაციაც და კონტროლიც, რომლებიც საერთოდ სხვა დარგია.
– რა არის კანონის სხვა ხარვეზი?
ჯ.მ. – ჩვენმა “ჭკვიანმა” იურისტებმა ამ კანონში ჩამატებული მუხლი სტანდარტიზაციის კანონშიც ჩადეს. სრულიად გაუგებარია, რა კავშირშია სავალდებულო
სერთიფიკაცია და სტანდარტიზაცია ერთმანეთთან, როდესაც შესავალშივე წერია, რომ სტანდარტიზაცია ნებაყოფლობითია.
– მეშვიდე მუხლის თანახმად – მწარმოებლებისა და დისტრიბუტორის ვალდებულებანი, მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე გაიტანოს უსაფრთხო პოდუქცია და მიაწოდოს მომხმარებელს, რათა ამ უკანასკნელს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს გაფრთხილების გარეშე შეუმჩნეველი რისკი, რაც გულისხმობს პროდუქციის ექსპლუატაციის ვადის გათვალისწინებით მის გონივრულ გამოყენებას, მიიღოს გამაფრთხილებელი ზომები და ა.შ. შალვა მელქაძე:
-ეს უკვე აღარ არის მუხლი, ეს არის წესი და წესი წესად უნდა დამტკიცდეს. ეს არის კანონქვემდებარე აქტი, ეს არ არის საკანონმდებლო აქტი.
– გამოდის, რომ ესეც ხარვეზია.
შ.მ-რა თქმა უნდა. იცით, რა არის მთავარი? ამაში დევს ის წესები, რომლებიც კანონქვემდებარე აქტით უნდა იქნეს შეფასებული.
– ეს ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს ქართულ ენაზე წარწერა, პასპორტი და ეს კარგია მომხმარებლისათვის…
შ.მ. – მაგრამ ეს არის სხვა კანონით რეგულირებადი და აღარ არის მისი ამ კანონში ჩაწერა საჭირო.
– აგრეთვე გვხვდება გაუგებარი და ზოგადი სიტყვები, რას ნიშნავს სრულიად უსაფრთხო პროდუქცია?
შ.მ.- მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონში წერია გაფრთხილება, ამა თუ იმ პროდუქციის მიღება ვისთვის არ შეიძლება. ვთქვათ, დიაბეტით დაავადებულმა
რომ არ უნდა მიიღოს შაქრის შემცველი პროდუქტი, ამას წარწერა უნდა? ეს აბსურდია.
– კანონის მიზნები: მუხლი მეორე -განსაზღვროს პროდუქციის მიმართ ტექნიკური რეგლამენტების მიღების მექანიზმები და ბ პუნქტი – უზრუნველყოს
ბაზარზე გატანილი პროდუქციის უსაფრთხოება, განსაზღვროს ბაზრის ზედამხედველობის და კონტროლის ძირითადი პრინციპები. პირადად მე სწორად
არ მიმაჩნია ტექნიკური პირობების მიღების მექანიზმების განსაზღვრა და სიტყვა-უზრუნველყოს.
შ.მ. – საერთო ნაწილში არავითარი პრობლემა არ არის, თუმცა ეს კანონქვემდებარე
აქტი თავისუფლად შეიძლებოდა დარეგულირებულიყო იმის მიხედვით, ტექნიკური პირობა როგორ იქნებოდა მოცემული
ტექნიკურ რეგლამენტში.
11
– მეოთხე თავში არის ისევ აკრედიტაცია, არადა, ცალკე უნდა ყოფილიყო მეტროლოგია, ცალკე უნდა ყოფილიყო აკრედიტაციის საკითხი და ცალკე უნდა ყოფილიყო სერთიფიცირება.
შ.მ. – საერთოდ მთავარი აქ იყო შესაბამისობის დადასტურება, რასაც უშუალოდ ეხება ეს კანონი, მაგრამ აქვს სხვა დასახელება.
– შემდეგი მუხლი – მავნებელი სურსათი, სურსათი, რომელიც ვერ პასუხობს ამ კანონით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, აქ კანონით გათვალისწინებულია ხარისხი.
შ.მ – არ შეიძლება, ჩვენ თვისუფალი ეკონომიკის ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში, ასე გვგონია.
– მიღებულ კანონში არის მუხლი 13, რომლის მიხედვითაც ყველა პროდუქცია, რომელიც გავა იმპორტში და ექსპორტში, სერთიფიკაციას ექვემდებარება, ეს უკვე სავალდებულო სერთიფიკაციაა და თანაც უვნებლობის კანონს დაამატეს ხარისხის შემოწმება ფალსიფიკაციის კუთხით, რაც დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ნახევარ საქართველოს დაიჭერენ, რადგან თუ მეწარმემ 2%-ით მაინც დაარღვია არჩეული სტანდარტი, ის უკვე სისხლის სამართლის დამნაშავე ხდება.
ქალბატონი ლილი ბეგიაშვილი:
– რაც აბსოლუტურად სწორია იმიტომ რომ ეს არის მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. თუმცა ის ცვლილებები, რაც გაითვალისწინებს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ სანქციებს, ჯერ არ არის დამუშავებული. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე
პარლამენტს წარედგინება ეს სანქციები. რაც შეეხება მე-13-ე მუხლს, იქ წერია, რომ იმპორტირებული სურსათის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ანუ აქ არ არის საუბარი სავალდებულო სერთიფიცირებაზე.
მოთხოვნები არის სხვადასხვა, ეს არის ტექნიკური რეგლამენტი, უვნებლობის
პარამეტრები, თუ სტანდარტს აღიარებს მეწარმე, იმ სტანდარტთან შესაბამისობა, ერთი სიტყვით, მოთხოვნის
ცნება ძალიან ფართოა. რაც შეეხება ექსპორტირებულ და რეექსპორტირებულ სურსათს და ცხოველის საკვებს, ცხადია, ისინიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სხვა რამეს მოითხოვს მიმღები ქვეყანა. ანუ თუ ქვეყანა, სადაც ახდენ ექსპორტირებას, გთხოვს იტოსანიტარულ
სერთიფიკატს ან უბრალოდ სერთიფიკატს, მაშინ ცხადია, უნდა დააკმაყოფილო მისი მოთხოვნები, სხვა შემთხვავაში ის ელემენტარულად არ მიიღებს შენს პროდუქტს.
– მე – 13-ე მუხლი შევიდა ძალაში და როდესაც საქონელი შემოდის, მებაჟე ითხოვს სერთიფიკატს.
ლ.ბ. – აქ იგულისხმება კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, სადაც წერია, რომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი
ნებართვაზეა დამოკიდებული.
– ანუ საჭიროა ნებართვა.
ლ.ბ. – რა თქმა უნდა, თქვენ გეგულებათ ქვეყანა, სადაც ექსპორტზე გაგაქვთ ვეტერინარული პროდუქცია და არ მოითხოვენ ნებართვას? ყველაფერი მარტივია,
ამ კანონით ჩვენ არ ვადგენთ ახალ მოთხოვნებს.
– გასაგებია, მაგრამ თუ სერთიფიკატი ან მისი დადასტურება არის ნებაყოფლობითი, მაშინ იმპორტისათვის რატომ ხდება საჭირო სერთიფიკატი?
ლ.ბ. – არა, აქ არსად წერია სერთიფიკატი, აქ წერია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ გულისხმობს სერთიფიკატს. ეს სწორია, რომ პროდუქცია კანონით დადგენილ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, თქვენთვის სულ ერთია, რას შეჭამთ?
– ჩემთვის მთავარია არჩევანის უფლება.
ლ.ბ. -ეს კანონი ამასაც ითვალისწინებს და ეს ეწერება მთავრობის უახლოეს დადგენილებაშიც, რომელიც მოახდენს ტექნიკური რეგლამენტების აღიარებას. ეს წერია
აგრეთვე სტანდარტიზაციის კანონში და პროდუქციის და სერთიფიკაციის მომსახურების შესახებ კანონში – თუ ეს არის ტექნიკური რეგლამენტი, მისი დაცვა არის სავალდებულო, თუ ეს არის სტანდარტი, მისი არჩევა არის ნებაყოფლობითი.
აღნიშნული დადგენილებით მოხდება ტექნიკური რეგლამენტის აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს სრული თავისუფლება აქვს, აირჩიოს აქედან ნებისმიერი
ტექნიკური რეგლამენტი და იმის მიხედვით აწარმოოს პროდუქცია.
– ექსპერტები ამბობენ, რომ პირდაპირ ვერ გადმოვიღებთ უცხოეთში აღიარებულ რეგლამენტებს.
ლ.ბ. – ის რეგლამენტები, რომლებიც
სხვა ქვეყნებშია აღიარებული, არ აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას.
– რას ნიშნავს შემდეგი მუხლი – დადგენილი წესით რეგისტრირება?
ლ.ბ. – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც კი გაუქმდა ლიცენზიები სურსათზე და ნებართვები აღარ არსებობს, ერთადერთი, რაც დაგვრჩა,
ეს არის კანონის გამარტივება. ეს ახალი კანონი მთელი ამ პროცესების გამარტივებაა და მხოლოდ რეგისტრაცია ხდება სავალდებულო, ანუ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იცოდეს და იყოს რეგისტრირებული ყველა საწარმო, რომელიც სურსათსა და ცხოველის საკვებს აწარმოებს ან მის დისტრიბუციას ახორციელებს. ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ, დღის წესრიგში დავაყენოთ პროექტი, რომელიც დაადენს რეგისტრაციის წესს. მეწარმეები ავსებენ სარეგისტრაციო
ბარათს, სადაც მიუთითებენ მდებარეობას, გამოშვებული პროდუქციის ტიპს, კონკრეტული პროდუქციის გამოსაშვებად საჭირო მანქანა – დანადგარებს.
არის თუ არა საწარმო შესაბამისად
აღჭურვილი, უნდა მოახდინოს ამის დეკლარირება და შემდეგ ამის საფუძველზე ხდება ჩვენთან რეგისტრაცია. რეგისტრაცია არ არის ის აქტი, რომელიც შემდეგ ნებას აძლევს რომელიმე საწარმოს საქმიანობის დასაწყებად, უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენ აწარმოებთ კონკრეტულ სურსათს, ვინაიდან ევრო რეგულაციები თუ ჩვენი კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ ითვალისწინებს, რომ სახელმწიფომ პერიოდულად უნდა განახორციელოს კონტროლი სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად.
ბუნებრივია, თუ არ გვეცოდინება, რას აწარმოებს მეწარმე, ვერ მოვახდენთ გაკონტროლებას. გავითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციის შედეგად მიღებული ყველა ინფორმაცია ჩვენთვის არის კომერციული საიდუმლოება, ამას ადასტურებს დადგენილებაც და რეგისტრაციის ბარათიც. საწარმოს მიერ ბარათში შეტანილი ნებისმიერი ინფორმაცია დაცული იქნება. ამ პროცედურის გავლის შემდეგ მეწარმეს ეძლევა სამწლიანი გარდამავალი პერიოდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს ქვეყნისათვის და ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქციისათვის ევროპის ან სხვა ნებისმიერ ბაზარზე გასვლა, თუ ის არ შეესაბამება უვნებლობის პარამეტრებს. ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ თუ ახლავე ავამოქმედებთ ვალდებულებებს, რაც ამ კანონში არის ჩადებული, ეს გამოიწვევს მწარმოებელთა უმეტესობის გაჩერებას. ეს მიუღებელია და ამი12 ტომაც ჩვენ ჩავდეთ 3, 4, და ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდები დიდი რისკის შემცველი საწარმოებისთვის, როგორიც არის გადამამუშავებელი წარმოება, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება და ა.შ მათ ამ გარდამავალი პერიოდის მანძილზე უნდა მოახდინონ ცვლილებები. შემდეგ უკვე ყველაფერი სავალდებულო ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონი საერთოდ არ ვრცელდება პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ საქონელზე.
– ეს არ ეხება გლეხს, რომელმაც ლორი გაყიდა?
ლ.ბ. – ეხება. არ ეხება იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას პირადი მოხმარებისათვის აწარმოებ.
– ერთ-ერთ მუხლში წერია, რომ მეწარმე არ შეიძლება ახორციელებდეს სურსათის ან საკვების წარმოებას, შენახვას, დაფასოებას,
თუ ის არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული. ვთქვათ, გაიარა რეგისტრაცია და შემდეგ მოდის მე-14-ე მუხლი, მწარმოებელი და დისტრიბუტორი, სადაც ნათქვამია, რომ მეწარმე სისტემატურად უნდა აკონტროლებდეს თავის პროდუქციას. მაგალითისათვის ავიღოთ ლაღიძის სახაჭაპურე, მან მუდმივად უნდა შეამოწმოს
თავისი ხაჭაპურის ხარისხი, იგივე ეხება ნიკორას სოსისს . ლ.ბ.- ცხადია, უნდა შეამოწმონ თავიანთი პროდუქციის ხარისხი. ევროპაში არის ასეთივე წესები, მეწარმე თავისი პროდუქციის ხარისხს ამოწმებს სისტემატურად.
– სჭირდება თუ არა ამას ლაბორატორია?
ლ.ბ.- ეს სადავო საკითხია, რასაკვირველია, თუ საწარმოს აქვს ისეთი სიმძლავრე, რომ ჰქონდეს საკუთარი ლაბორატორია, ეს სხვა საკითხია, ჩვენ კი ვერ მოვთხოვთ. მაგრამ საქართველოში უკვე ინერგება ლაბორატორიის სისტემა აკრედიტაციით, მას შეუძლია, ნებისმიერ აკრედიტებულ ლაბორატორიას დრო და დრო მიაწოდოს პროდუქციის ნიმუშები, თვით მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს უვნებელი სურსათის განთავსება ბაზარზე.
– ეს მუხლი მეწარმეებმა, ექსპერტებმა და, სხვათა შორის, ლაბორატორიების მფლობელებმაც გააკრიტიკეს და აცხადებენ, რომ სახელმწიფო გამორიცხავს მესამე
მხარეს ანუ ლაბორატორიას და უშუალოდ მეწარმეს ავალდებულებს ხარისხის შემოწმებას.
ლ.ბ.- ეს არის მეწარმის ვალდებულება, მაგრამ მას შეუძლია, მიმართოს მესამე მხარეს. ეს კანონი ადგენს უშუალოდ მეწარმის ვალდებულებას და ცხადია, რომ მას ევალება ხარისხის დაცვა. თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებაა ბაზრიდან სურსათის ნიმუშების აღება და შემოწმება ლაბორატორიაში.
– აქვე არის მუხლი, სადაც ნახსენებია საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც არ არის გაშიფრული და კითხვებს ბადებს.
ლ.ბ.- ჩვენც გვქონდა დებატები ამ ტერმინის ჩადებისას. მაგრამ მთელ მსოფლიოში იგივე პრაქტიკაა. ეს არის საკითხი, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს იმის დრო, რომ გამოიკვლიოს, შემდეგ დაელოდოს ლაბორატორიული ანალიზის პასუხს და ბოლოს წარადგინოს დასაბუთებული დასკვნა. ასეთი ფუფუნება, როდესაც ბაზარზე განთავსებულია მოწამლული პროდუქტი და მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია, არ გვაქვს, რადგან ზომების სწრაფად მიღება არის საჭირო. კანონი საფუძვლიან ეჭვთან ერთად დებს იმ აზრს, რომ მიღებული ზომები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ საფრთხეს. ჩვენი სამინისტროს ფუნქცია იქნება არა მხოლოდ მწარმოებლებთან, არამედ მეცნიერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, რადგან ამ საკითხს საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს. მთელ მსოფლიოში საფუძვლიანი ეჭვი საკმარისია პროდუქციის ბრუნვიდან ამოსაღებად და მის დასაპატიმრებლად. – საფუძვლიანი ეჭვის გამო საბაჟომ ავსტრიის ერთ-ერთ მწარმოებელს გაუჩერა პროდუქცია, ძეხვი, სოსისი..
ლ.ბ.- თქვენ ეს უსამართლოდ მიგაჩნიათ?
– შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროდუქცია უვნებელი იყო.
ლ.ბ.- რომ ყოფილიყო წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამ შემთხვევაში ვერ შეაჩერებდნენ.
– მაგრამ მას ჰქონდა ყველა საჭირო სერთიფიკატი, ჩვენი ვეტერინარული დეპარტამენტის ნებართვის გარდა, რამაც გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვი.
ლ.ბ. – მე არ ვარ მაგ საქმის კურსში, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა ამ კანონის გამო, რადგან იგი ჯერ არ არის ძალაში შესული.
– ერთი კითხვა დეფინიციებთან და განმარტებებთან დაკავშირებით. ექსპერტები ამბობენ, რომ ISO-მ გამოსცა ლექსიკონი, რომელიც საერთაშორისოა. სურსათის ხარისხის განმარტება ამ კანონში ლექსიკონისგან განსხვავებულია და დაკავშირებულია მომხმარებლის ეკონომიურ ინტერესებთან, რას ნიშნავს ეს?
ლ.ბ. – ცხადია, სურსათის ხარისხი დაკავშირებულია მომხმარებლის ეკონომიურ ინტერესებთან. ჩვენ ვყოფთ მას – ხარისხი შეიცავს როგორც უვნებლობის პარამეტრებს, რაც ტექნიკური რეგლამენტის წესით არის დადგენილი, ასევე ხარისხის ნაწილს. IშO სტანდარტები მოიცავენ ზომასაც, წონასაც და სხვა პარამეტრებსაც. როდესაც მეწარმე 200 გრამს დაწერს 150-ის ნაცვლად, ეს არ იქნება ჯანმრთელობისთვის მავნებელი, მაგრამ დააზარალებს მომხმარებელს ეკონომიურად. ჩვენი კანონის თანახმად, ყველამ უნდა დაიცვას უვნებლობის პარამეტრები.
– კვლავ დეფინიციასთან დაკავშირებით. ერთგან ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით ნახსენებია
– სურსათის ასორტიმენტი. ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი.
ლ.ბ.- ყველა ეს მონაცემი აღინიშნება ეტიკეტზე.
– მაგრამ არა ასორტიმენტი.
ლ.ბ. – ჩვენ ვეცადეთ, დაგვეცვა ყველა პარამეტრი.
– ამ ტერმინის საფუძველზე ადვილია მეწარმის ფალსიფიკაციაში დადანაშაულება, გამოდის, რომ ასორტიმენტის დარღვევა ფალსიფიკაციაა. ეს უხეში შეცდომაა. აგრეთვე არის შენიშვნა, რომ შექმნილია ერთიანი აკრედიტაციის ორგანო და სახელმწიფო თავის თავში აერთიანებს როგორც ტექნიკური პირობების შექმნას, ასევე ის ხდება სერთიფიკატის გამცემი და მაკონტროლებელი ორგანოც.
ლ.ბ.- მე ეს არგუმენტი დაუსაბუთებლად
მიმაჩნია. ჯერ ერთი, ეს კანონი ადგენს სურსათის სფეროში ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნას, რაც შეუძლებელია ეწინააღმდეგებოდეს პროდუქციისა და სერთიფიკაციის შესახებ კანონს. არც ერთ იურისტს არ დაუფიქსირებია ეს ფაქტი. ჩვენ არაფერს ვუკეთებთ აკრედიტაციას, ჩვენ ვახორციელებთ სურსათის კონტროლს.
– ამბობენ, რომ არასწორია ვეტერინარული სამსახურების საბაჟოსთვის გადაცემა.
ლ.ბ.- არ გასდაცემია. საუბარია საბაჟო გამშვებ პუნქტებში ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელებაზე.
საბაჟო მოახდენს მხოლოდ ამ საკითხის ადმინისტრირებას, რადგან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით საბაჟოზე
უნდა იდგეს მებაჟე. ამასთან, 2009 წლამდე ვრცელდება ეს და თუ საბაჟომ, რომელმაც ახლა გამოაცხადა კონკკურსი ამ ტიპის სპეციალისტების მისაღებად და ვერ შეძლო ამ სახის რეგულირების განხორციელება, თანაც ამასობაში სოფლის
მეურნეობის სამინისტროში ახალი სტრუქტურა ეფექტურად ჩამოყალიბდა, ამ ფუნქციას ისევ დავიბრუნებთ.
თ.ა. – მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს, რომელშიც მონაწილეობა მაქვს მიღებული აშშ-ში. მსუბუქი ავტომობილებისათვის თუნუქის საწარმობელ საამქროში ძალიან მნიშვნელოვანია ქრომის დანაფარები, რომელიც ექვსვალენტიანი ქრომის ხსნარით
მიიღება და ძალიან ტოქსიკურია რაც გენეტიკას ანგრევს. ამერიკაში არ არის კანონი, რომლითაც მას აკრძალევენ. იქ არის კანონი, რომ ჩამდინარე წყლებში 6 – ვალენტიანი ქრომის კონცენტრაცია უნდა იყოს ათი მინუს 6 ხარისხში, თუ კონცენტრაცია მეტია, საამქრო უზარმაზარ
ჯარიმას გადაიხდის. ამით იმართება ტექნოლოგიები. უნდა შემუშავდეს შესაბამისი
ტექნოლოგია კონცენტრაციის შესამცირებლად. კომპანიები გადავიდნენ
3 – ვალენტიანი ქრომის ხსნარებზე.
1 3
სახელმწიფო კი არ ზღუდავს პროდუქციის გამოშვებას, არამედ უნდა მოხდეს ტექნოლოგიების მოდერნიზაცია, რათა საზოგადოება იყოს დაცული. საერთოდ ყველა სტანდარტი არის პროგრესული და მიმართულია მაღალი ხარისხის პროდუქციის საწარმოებლად თუ ის ეყრდნობა მეცნიერულ გათვლებს და სერიოზულ ანალიზს.
– რა ხდება ამ მხრივ ევროპაში?
თ.ა.- ევროპაშიც იგივე პროცესები ხორციელდება. პრინციპული განსხვავება ისაა, რომ ამერიკას და რუსეთს აქვთ ცენტრალიზებული სისტემა, რომლებიც მუდმივად
იკვლევენ სიახლეებს, არის თუ არა ისინი მავნებელი ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, რაზეც უზარმაზარი თანხები იხარჯება. ევროპაში კი არ არის ცენტრალიზებული სისტემა. იქ ეს სისტემები ნაციონალურია, სადაც თავიანთ სპეციფიკას ითვალისწინებენ.
– როგორ არის ეს საკითხი ჩვენთან? მივიღეთ კანონი, რომელიც 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა და რომლის მიხედვითაც მთელი კვების მრეწველობა ფაქტობრივად გასაჩერებელია, იმის მიუხედავად, რომ მოცემულია გარდამავალი პერიოდები. როგორც ექსპერტი, რას გვეტყვით, არის კი ჩვენი კვების მრეწველობა თავისი ტექნოპარკით მზად ამ კანონის მისაღებად?
თ.ა.- საკითხი სხვაგვარად დგას, რა გვინდა ჩვენ? ჭთO-ის ქვეყნებისთვის მიღებული სისტემით – სერთიფიცირება არის ნებაყოფლობითი. მთავარია ერთი რამ- თუ მეწარმე უშვებს დაბალხარისხიან ძეხვს, გამოუშვას, მაგრამ მიუთითოს, რომ იგი არის დაბალხარისხიანი. მოახდინოს
დეკლარირება, როგორც ეს ჩვენს ახალ კანონშია მითითებული. ამ მხრივ ჩვენი ახალი კანონი ნოვატორულია და მისაღები, ის ეყრდნობა მსოფლიო გამოცდილებას
და აღიარებს მეწარმის თავისუფლების და მომხმარებლის არჩევითობის პრინციპს.
– რამდენი აკრედიტებული ლაბორატორიაა დღეს საქართველოში რომელიც შეძლებს ამ პროცესების მონიტორინგს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად?
თ.ა.- არის რამდენიმე ნორმალური ლაბორატორია, სხვა საკითხია რამდენად სწორად მუშაობენ ისინი.
– ყველა ამბობს, რომ ისო 9000-ით არის აკრედიტებული.
თ.ა.-ეს თავისთავად კარგი სისტემაა, მაგრამ მათი ხელსაწყოების კალიბრაცია და ასევე ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობა
სათუოა. ეს მეტად ძვირადღირებული საქმეა, წელიწადში ერთხელ შეამოწმო ეტალონზე ლაბორატორიის მოწყობილობა, ვერ გეტყვით, ეს როგორ დამაჯერებლად ხდება. არადა, ცდომილება სერიოზულია..
– სურსათის შესახებ კანონში წერია, რომ ყველა საწარმომ, რომელიც კვების პროდუქციას აწარმოებს, პერმანენტულად უნდა შეამოწმოს ისინი ლაბორატორიაში.
თ.ა. – ეს თვითონ მწარმოებლის ინტერესებშია. მაგრამ ლაბორატორიის ქონა დიდი ფუფუნებაა, ისე, მცირე კონტროლის
ორგანო მსხვილ საწარმოებს უნდა ჰქონდეთ. საწარმოებს და არა დისტრიბუტორებს.
– ვფიქრობ, რომ ეს კანონები ართულებს მდგომარეობას, რა ღირს ლაბორატორიაში შემოწმება, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ჩვენს პირობებში?
თ.ა- საერთოდ ნორმალური კომპანია თვითონ აკონტროლებს თავის პროდუქციას, რადგან, ვიმეორებ, ეს მის ინტერესებში შედის. ფირმის ლაბორატორიაში შესვლის უფლება არავის აქვს, რადგან მეწარმეს შეიძლება პროდუქციის დამზადების საიდუმლო რეცეპტი ჰქონდეს.
– სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა კომპანიის საიდუმლოება
დაცული იქნება, როდესაც ის რეგისტრაციას გაივლის, ვფიქრობ, რომ ბიზნესი რთულდება.
თ.ა.- რა საჭიროა რეგისტრაცია? ეს საერთოდ უსარგებლო პროცედურაა. არავის აქვს უფლება, ჩემი თხოვნის გარეშე შეამოწმოს პროდუქცია ჩემს ლაბორატორიაში.
ისე გარეთ კი ბატონო, ამოწმოს და იყოს.
– ახალი კანონის მიხედვით, ამის უფლება ეძლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
თ.ა.- საწარმოო ლაბორატორია მეწარმის საიდუმლოა და არც ერთი ფირმა არ შეუშვებს ვინმეს მასში. სხვა საკითხია აკრედიტებული ლაბორატორია. შეიძლება
გამოშვებული პროდუქციის შემოწმება შემმოწმებლის ფულით, მაგრამ არ შეიძლება საწარმოო ლაბორატორიის შემოწმება, ეს კანონის დარღვევაა. ჩვენ სულ რაღაცის კონტროლი გვინდა, მაგრამ ვერ გაგვიგია, რისი. როგორც კი კანონი მოგვცემს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კანონი არ ვარგა.
– ამ კანონში არის ტერმინი – საფუძვლიანი ეჭვი.
თ.ა.- უკვე აღარ შეიძლება მასზე მსჯელობა. საერთოდ ბიზნესმენისა და საზოგადოების ინტერესები სრულად უნდა იყოს დაცული. არ შეიძლება საფუძვლიანი ეჭვის საბაბით ბიზნესმენის დაზარალება.
ყველა მეწარმე დამნაშავეა
– ამ მუხლის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე გაიტანოს ისეთი პროდუქცია, რომელიც შეესაბამება მის მარეგულირებელ საწარმოში მოქმედი აღიარებული ტექნოლოგიის რეგლამენტის მოთხოვნებს. საქართველოში აღიარებული ტექნიკური რეგლამენტი არის?
ჯ.მ.- არ არის.
– გამოდის, რომ დღეს საქართველოში ნებისმიერი მეწარმე დამნაშავეა. ანუ, მიღებულია
წინასწარ განწირული კანონი და ამ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებაში უნდა დაგვხმარებოდა ამერიკა, იაპონია და უნდა დახარჯულიყო უამრავი ფული.
ჯ.მ.- კიდევ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში მისი პირდაპირი გადმოღება. დღეს ჩვენ არ გვაქვს ისეთი მრეწველობა და არ გვყავს ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც ათეულ მილიონებს ჩადებენ თავიანთ წარმოებაში, რომ პირდაპირი გზით მოვახდინოთ ტექნიკური რეგლამენტის გადმოღება. ვალდებულება არის, რომ საწარმოს ჰქონდეს თავისი ლაბორატორია, რაც, სხვათა შორის, პროდუქციის უვნებლობის კანონშიც დევს და რეგლამენტის
მიხედვით მას უნდა ჰქონდეს პელკი ნერმელის სპექტომეტრი, რომელიც ღირს 250000 დოლარი. ამ დროს, ვთქვათ, მე მაქვს შF4 ძველი რუსული წარმოებისა, რომლითაც იგივე შედეგს მივიღებ, ეს კანონი კი მავალდებულებს ძვირიანი სპექტომეტრის ყიდვას.
– რამდენი დროა საჭირო ჩვენი წარმოების აღსაჭურვად?
ჯ.მ.- 5-6 წელი. დროის გარდა, ამას ათეული და ასეული მილიონები სჭირდება. მე რომ ვიყო კონტროლის სამსახურის უფროსი, შემიძლია, ნებისმიერი მრეწველის გაჩერება.
– ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, მწარმოებელი
ვალდებულია, პროდუქციის ბაზარზე გატანამდე შეადგინოს და ხელი მოაწეროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციას.
ჯ.მ.- აი, აქ უკვე შემოდის პროდუქციის შესაბამისობის დადასტურების მცნება. სერთიფიკაციაც.
– კანონის მიხედვით, მეწარმე ავსებს პროდუქციის წარმოებისას შესაბამისი ხარისხის და უვნებლობის დეკლარაციას. როგორ უნდა შეავსო დეკლარაცია, როდესაც
სახელმწიფოში არ არის ტექნიკური პირობა მიღებული?
შ.მ. – აქ არის მინიშნება, რომ გარდამავალ
ეტაპზე შეიძლება მიმართო ნებისმიერ
ორგანოს.
1 4
ჯ.მ.: – მე ეს ჩავადებინე, როდესაც სხვა არაფერი გამივიდა. და იქ წერია, რომ დღესდღეობით მოქმედი სტანდარტების უსაფრთხოების ნაწილში დევს რეგულირების
ნორმატივები. ესეც რომ არ ყოფილიყო,
მაშინ ეს კანონი იქნებოდა მეწარმეების
დასაჭერი კანონი. თუ მე მაქვს სამპინი, რომელიც განსაზღვრავს, ტყვია, მძიმე მეტალები ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებები
რა დოზით მოქმედებს ადამიანის
ჯანმრთელობაზე, ამ კანონის აღნიშნული
მუხლის საშუალებით, მე მაქვს უფლება, ეს ნივთიერებები სამედიცინო ნორმის ფარგლებში გამოვიყენო.
– ისევ დავუბრუნდეთ მომხმარებლის ინტერესებს და ფალსიფიკაციას. აქ ფალსიფიკაცია
განმარტებულია როგორც – სურსათის შემადგენლობის მახასიათებლების,
ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან. რას ნიშნავს ასორტიმენტის შეუსაბამობა?
შ.მ. – ძალიან ადვილია მეწარმის სისხლის
სამართალში გაშვება, თანაც ჩვენთან წარმოებაში არ არის ხარისხის სისტემები დანერგილი და ამიტომ აუცილებლად იქნება ხარისხობრივი ცვლილებები. რაც შეეხება სიტყვა ასორტიმენტს, მე ამაზე ვერაფერს გეტყვით, ვინც ეს დაწერა, მას უნდა ჰკითხოთ. მეორე, რადგან ჩვენ სურსათზე ვსაუბრობთ, კანონმა მოგვცა განმარტება – ერთი ტიპის და დასახელების
პროდუქციის იდენტიფიცირებადი რაოდენობა გამოშვებული ერთი და იმავე საწარმოს მიერ ერთი და იმავე ცვლის დროს გაფორმებული ეტიკეტით. იცით რა, კვების პროდუქტების საკითხს რომ უფრო ჩავუღრმავდეთ, სხვადასხვა პარტიას
ყველგან თავისებური განსაზღვრება აქვს. ძეხვს თავისებური განსაზღვრება აქვს, ლიმონათს თავისებური, ნედლეულს კიდევ განსხვავებული და ესენი ცალკე იყო მითითებული “გოსტებში”. როდესაც საქსტანდარტში ვმუშაობდი, მინდოდა პარტიის ერთად ჩამოყალიბება და აი, აქ არის, თუმცა ერთ ცვლაშიც შეიძლება, განსხვავებული პროდუქცია გამოვიდეს და ამიტომ საბჭოთა კავშირის დროს პარტიის
განსაზღვრება ყველა პროდუქციაზე განსხვავებული იყო.
მეტროლოგიის პრობლემები
– მინდა მეტროლოგიას დავუბრუნდეთ. სახელმწიფომ დააწესა მეტროლოგიაში ტექნიკური პირობა ან მიუერთდა არიაღებული
ტრადიციების მქონე ქვეყნების სისტემას. ვინ აკონტროლებს მას?
თ.ა. – მისი გაკონტროლების საშუალება აქვს სტანდარტების მიხედვით აკრედიტებულ
ლაბორატორიას, რომელიც იძლევა ამაზე დასკვნას.
– მეტროლოგია, ექსპერტების აზრით, შეიძლება სახელმწიფოსათვის დიდი შემოსავლების
წყაროდ მოგვევლინოს. მაგალითად,
შევქმნათ თურქეთის მეტროლოგიის
ინსტიტუტის რეგიონული ცენტრი თბილისში მთელი კავკასისათვის. რაში კეთდება აქ ფული?
თ. ა. – ჩვენ შეგვიძლია, მაშინ მოვემსახუროთ
ჩვენს საწარმოებს და ლაბორატორიებს,
ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანისას.
ვიყოთ ეტალონის ცენტრი, როგორც მოსკოვი და პეტერბურგია. დღეს დამოწმება
დიდი შემოსავალია.
ჯ.მ.- ფული არ კეთდება. უფრო სწორად,
მაშინ კეთდება, თუ შენ ვერ ასრულებ
ამ პირობას, მე კი თვალს დავხუჭავ
დარღვევებზე და სამაგიეროდ ფულს მივიღებ. მაგალითად, ავიღოთ გაზომვის ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ კანონი. იქ პირდაპირ დევს, რომ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა იმ სვეტებისა, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზეა
და ის უნდა იქნეს დაკალიბრებული.
– კერძო ფირმა, ლაბორატორია ამაში იღებს ფულს?
ჯ.მ.- რასაკვირველია. მხოლოდ სახელმწიფო
არ აკონტროლებს. ყველგან მსოფლიოში სახელმწიფო გამოდის მეოთხე
მხარე, როგორც მაკონტროლებელი. ჩვენს კანონში, მეხუთე პუნქტის მიხედვით,
სახელმწიფო არის პოლიტიკის გამტარებელი,
სახელმწიფო არის ნორმატივის
განმსაზღვრელი, სახელმწიფო არის სამუშაოს შემსრულებელი და სახელმწიფო
არის მაკონტროლებელი, გამოდის, რომ ოთხი ფუნქცია ერთ ხელში ექცევა, რაც ყოვლად დაუშვებელია.
კონტროლი
ჯ.მ. – რაც შეეხება კონტროლს, ამ კანონში ხომ დევს კონტროლის პუნქტი. ეს კანონი უფრო ადრეა მიღებული, ვიდრე
პროდუქციის უვნებლობის შესახებ კანონი (ლაპარაკია სერთიფიცირების და სტანდარტიზაციის კანონში ცვლილებებზე
ს.ე.). როდესაც ეს კანონი შევიდა ძალაში პარლამენტში პირველი მოსმენით,
სწორედ მაშინ გამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში დამუშავებული
კანონი პროდუქციის ხარისხის შესახებ.
ვერაფერს გაიგებ, მთავრობა ერთს აკეთებს, პარლამენტი მეორეს. დავწერე შენიშვნები ამ კანონის შესახებ, 12-გვერდიან კანონზე 12 გვერდი შენიშვნა გავაკეთე. შემდეგ ზურაბ ცქიტიშვილმა მითხრა, რომ კანონის ავტორები მოვიდოდნენ
ჩემთან, მოვიდა ერთი პატარა გოგონა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას წარმოდგენაც კი არა აქვს, რა არის კონტროლი, მას მოჰყვა იურისტი. მე მათ ვაჩვენე ჩემი დასკვნა და ვუთხარი, რომ თუ არ დაეთანხმებიან მას და დამისაბუთებენ,
რატომ, ამ შემთხვევაში მე დავეთანხმებოდი
მათ აზრს. რაც ყველაზე მთავარია, მთავრობამ და პარლამენტმა არ იციან ერთმანეთის საქმიანობის შესახებ,
ერთდროულად ორი ერთნაირი კანონი შემოდის და ორივეში ერთიანი საკონტროლო სისტემაა. ამ საკითხზე მე სულ ვსაუბრობდი და სწორედ ამის გამო მომივიდა პირველად უთანხმოება შევარდნაძესთან, რომ საქსტანდარტის საქმე არ არის კონტროლი, მაგრამ წინა პრეზიდენტთან არაფერი გამივიდა.
– ვის ეხება კონტროლი?
ჯ.მ.- საერთოდ კონტროლის სისტემა უნდა იყოს ერთიანი და იგი არ უნდა ემორჩილებოდეს რომელიმე უწყებას, ანუ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი,
ამაში არასამთავრობო სექტორს უდიდესი როლი აქვს. მაგალითად, საფრანგეთში
არასამთავრობოები განსაზღვრავენ
პოლიტიკას. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპის გზით მივდივართ, მაშინ მათი წესები უნდა მივიღოთ. კანონის ავტორები
ამბობდნენ, რომ იგი ამერიკული მოდელია. ამერიკაში კი ორი მაკონტროლებელია
– კვების პროდუქტებისა და წამლის ხარისხის FDA და სამრეწველო
პროდუქციის ხარისხისა, რომელიც რადგან ძირითადად მეტროლოგიის საკითხია, სერთიფიკაციით კონტროლდება.
მეტროლოგია სახელმწიფო სისტემაა,
არ შეიძლება მეტროლოგიური კონტროლი
იყოს არასახელმწიფო და ის განსაზღვრავს საერთო სერთიფიკაციის პოლიტიკას.
– განვაგრძოთ, წარედგინოს ბაზრის ზედამხედველ ორგანოს… ვინ არის ბაზრის ზედამხედველი ორგანო?
ჯ.მ.- თუ ამ კანონის მიხედვით ვიმსჯელებთ,
ბაზრის ზედამხედველი ორგანო
არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თანაც რაშია იცით, საქმე? ამ კანონში დევს მუხლი, რომელიც ერთიან საკონტოლო სისტემას გულისხმობს, მაგრამ შემდეგ ცალკე შექმნეს კვების პროდუქტის უვნებლობის შესახებ კანონი, FDA-ს ტიპისა, რომელშიც შედის არა მარტო
კვების პროდუქტები, არამედ წამლებიც.
ამ კანონში კი კვების პროდუქტები გამოყვეს. ცალკე მუხლში წერია, რომ ეს წამლებს არ ეხება, არც სხვა სამრეწველო პროდუქციას და ეხება მხოლოდ კვების პროდუქტებს. სხვა საკითხია, არის თუ არა კვების პროდუქტები სასერთიფიკაციო.
არ არის სავალდებულო. აი, რატომ წერია მანდ სიტყვა დადასტურება. დადასტურებას
ორი მიმართულება აქვს: 1. როდესაც მრეწველს აქვს თავისი ლაბორატორია
და მას შეუძლია, თავად აკონტროლოს
უსაფრთხოების მაჩვენებლები და საერთო მაჩვენებლები, რასაც ჩვენ პირობითად ხარისხი დავარქვით, რადგან ხარისხი, როგორც უსაფრთხოების, ასევე სხვა მაჩვენებლების ერთობლიობაა. მრეწველს შეუძლია, თვითონ შეადგინოს
ოქმი, რომელიც უნდა წარუდგინოს პირველი მოთხოვნისთანავე იმ ორგანოს,რომელიც ბაზარს აკონტროლებს. უვნებლობის
კანონის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო რომელიმე ორგანიზაციას.
– მაკონტროლებელი ორგანო არის სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, ჩვენი კონსტიტუციით,
ეს არის სამეურნეო ფუნქცია. ეს მუხლი ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას?
ჯ. მ. – რასაკვირველია, ეწინააღმდეგება.
საერთოდ გამოგვრჩა, სურსათის განსაზღვრებაში რა არის ნახსენები – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი
პროდუქტი, გადამუშავებული თუ გადასამუშავებელი, მოიცავს ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს და ყველა ნივთიერებას
დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც
მიზანმიმართულადაა დამატებული
მის შემადგენლობაში. როგორც ვიცით, წყალი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საკონტროლებელია. ავიღოთ
ლუდი “ნატახტარი”. გამოდის, რომ ლუდში წყალს სოფლის მეურნეობის
სამინისტროც შეამოწმებს. კარგით, გავაგრძელოთ, სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს.
საერთოდ ეს კანონი უვნებლობისა
და ხარისხის შესახებ შეუკვეთა და დააფინანსა USAID-მა და მას ეწოდებოდა
კანონი რისკის შესახებ, მაგრამ ვინაიდან
რაღაც შეთანხმებები მოხდა, იგი გადაიტანეს მთლიანად სურსათზე. ახლა ვნახოთ, ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით რას ნიშნავს გადამუშავება – ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის
თავდაპირველ პროდუქტს, მათ შორის,
გაცხელება, შებოლვა, დაკონსერვება,
დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაცვიება ან მათი ნებისმიერი კომბინაცია. ახლა მე გეუბნებით, ხდება ჩვეულებრივი რძის პასტერიზაცია, რაც იგივე გაცხელებაა.
აგრეთვე არის დაკონსერვების ორი მეთოდი – კოხის და პასტერიზაციის. ცილის
შემცველ საკვებ პროდუქტში ცილა იწყებს დენატურალიზებას 64 გრადუსის შემდეგ, ამიტომ მცირე დროით ხდება მისი გაცხელება, რომ ცილა არ დაიშალოს
და ბაქტერია მოკვდეს.. აღარაფერს ვამბობ გაცვიებაზე, რომლის დროსაც არფერი იცვლება.
– მუხლი 13, როგორც ვიცი, ჩვენ მოვხსენით
სავალდებულო სერთიფიცირება, ამ მუხლში კი წერია, რომ საქართველოში იმპორტირებული სურსათი და ცხოველის
საკვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე საქართველოდან ექსპორტირებული
და რეექსპორტირებული სურსათი და ცხოველის საკვებიც. ეს მუხლი
ნიშნავს თუ არა, რომ საზღვარზე მებაჟემ
მოითხოვოს სავალდებულო სერთიფიკატი?
შ.მ.- რა თქმა უნდა. ეს პირდაპირ არის მითითებული და ჩვენ არ გაგვიუქმებია
სურსათისა და თამბაქოს შესახებ ჩანაწერი, რომ ყველა საკვებ პროდუქციას,
როგორც იმპორტირებულს, ასევე ექსპორტირებულს, სჭირდება სერთიფიკატი.
აქ ვითომ სახელის გამოა ჩადებული ეს მუხლი, მაგრამ სახელმწიფომ სახელი კანონით უნდა მოიპოვოს.
მაგრამ ამაზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რეფორმების დარგში, ბატონმა
ვატო ლეჟავამ განაცხადა, რომ შემუშავებულია კანონქვემდებარე აქტი,რომელიც საერთოდ აადვილებს იმპორტიორთა
საქმიანობას და აღიარების პრინციპზე
გადავდივართ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, რუსეთის გარდა. აკრედიტაცია და
ინსტიტუციონალური საკითხები
ჯ. მ. – ლაბორატორიებისა და ორგანოების
აკრედიტაციაზე მოიხმარება ორი ძირითადი სტანდარტი, ISO17025 და ISO17011, რომლებიც საერთაშორისო
სტანდარტებია და სავალდებულოა აკრედიტაციის ყველა სისტემისათვის. მათში განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ლაბორატორიებისა და ორგანოების
აკრედიტაცია. ჩვენ თავის დროზე მივიღეთ 45 004 EN-ის სტანდარტი. შემდგომ
უკვე ჩამოყალიბდა სტანდარტი, რომელიც გაერთიანდა ISO 90001-ში. ამიტომ ISO 17025-ის ელემენტები შედის ISO9001-ში. როდესაც რომელიმე ლაბორატორია
იღებს ატესტატს, იქ სტანდარტი განსაზღვრულია, მაგრამ თუ აკრედიტაციას
გადის, უნდა გავიდეს ISO17025-ით. ერთი სიტყვით, ეს არის გართულებული სისტემა და ყველას არ ეძლევა ამის უფლება, თუ მას პერსონალიდან დაწყებული,
საპირფარეშოთი დამთავრებული ყველაფერი წესრიგში არ აქვს.
ნათია თურნავა
– სწორედ შეიქმნა ასეთი ორგანო ეკონომიკის
სამინისტროს შემადგენლობაში. სამინისტრომ მოახდინა ინსტიტუციონალური
რეფორმირება და შეიქმნა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორგანო:
-სერთიფიცირების ერთიანი ნაციონალური
ცენტრი;
-სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სააგენტო;
შ.მ. – ისევ ვაცხადებ და ეს მნიშვნელოვანია,
რომ გავიმეორო- საქრთველოს პარლამენტმა
2005 წლის 27 დეკემბერს მიიღო
კანონი სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში შევიდა ძალაში, გარდა
მისი ზოგიერთი მუხლისა (მიკვლევადობის
შესახებ). ექსპერტების აზრით, კანონზე მუშაობდა ზოგი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ შორის USAID. ის მიღებულია ევროკავშირის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე – სურსათის უსაფრთხოების და რისკების შესახებ. მაგრამ საბოლოო ვარიანტს დაემატა სათაურში ხარისხის თემა და ამას გარდა,
დეფინიციებშიც ბევრი ლაფსუსია. მათ შორის ყველაზე თვალში საცემი და მძიმეა ფალსიფიკაციის დეფინიციაში, სადაც
ასორტიმენტის დარღვევა ფალსიფიკაციად
ითვლება და შესაბამისად ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ასევე სურსათის ხარისხის განმარტებაში შემოღებულია
ცნება ეკონომიკური ინტერესი,
ხოლო კონტროლის ორგანოდ სოფლის
მეურნეობის სამინისტრო ითვლება. ასევე მე-13-ე მუხლის მიხედვით: საქართველოში
იმპორტირებული სურსათი და ცხოველის საკვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანომდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. ეს, ექსპერტების აზრით,
ნიშნავს, რომ მას უნდა ჰქონდეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ესე იგი ისევ სავალდებულო სერთიფიკატი შემოგვაქვს და წინა კანონს და ჭთO-ს მოთხოვნებს ვეწინააღმდეგებით.
ვატო ლეჟავა – მოხდება ავტომატური დადასტურება გარკვეული ქვეყნებიდან შემოსული პრიდუქციის და ამით მოიხსნება
ეს პრობლემა. ეს ჩამონათვალი, რომელიც გააადვილებს იმპორტიორთა საქმიანობას, ეხება არ მარტო სურსათს, არამედ საერთოდ ყველა პროდუქციას და ექსპერტთა შიში ბიზნესის გართულებაზე და დერეგულირების პროცესის შეჩერებაზე,
უსაფუძლოა.
შ.მ.- ამასთან, სურსათის მწარმოებლებმა უნდა გაიარონ სპეციალური რეგისტრაცია
სოფლის მეურნების სამინისტროში და წარადგინონ დეკლარაცია პროდუქციის
უვნებლობაზე. თანაც პერმანენტულად უნდა ამოწმონ ლაბორატორიულად თავიანთი
პროდუქცია, მაგალითად, ლაღიძის სახაჭაპურემ – ხაჭაპურები, ნიკორამ – სოსისი.
ლ.ბ.- რეგისტრაცია ფორმალური ხასიათის
იქნება და მიზნად ისახავს მონიტორინგს,
ხოლო დეკლარაცია მწარმოებლის
ნებაზეა დამოკიდებული. რაც დეკლარირებული იქნება, ის პროდუქცია უნდა გამოუშვას მეწარმემ, არ მოატყუოს მომხმარებელი და პასუხი აგოს იმ პარამეტრებზე,
რასაც განაცხადებს.
თ. ა. – ეს სწორია და ადეკვატურია მსოფლიო პრაქტიკისა, აქ დაცულია მომხმარებლის არჩევანის თავისუფლების პრინციპი, მეწარმე ვალდებულია, რაც აწერია პროდუქციას, ის პარამეტრიც დაიცვას.
მას შეუძლია, გამოუშვას მაღალი ან დაბალი ხარისხის პროდუქცია ან განსხვავებული
შემადგენლობის, ვთქვათ, ძეხვი, რასაც ვერავინ აუკრძალავს, თუ მავნე არ არის ჯანმრთელობისათვის. მთავარია, ის მიაწოდოს მომხმარებელს, რაც ზედ აწერია და ამაზე სერიოზული კონტროლი უნდა იყოს.
შ.მ.- მე-15-ე მუხლის მეორე პუნქტი იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას, სადაც წერია საფუძვლიანი ეჭვი და კონტროლი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
ლ.ბ. – ეს მეტად მნიშვნელოვანი ჩანაწერებია, რადგან როცა ადამიანის უსაფრთხოებას ეხება საქმე, იქ არ შეიძლება
უმოქმედობა და სასამართლოების გადაწყვეტილების ლოდინი, ეს მიღებული პრაქტიკაა ყველგან.
ჯ.მ. -მაგრამ ამ შემთხვევაში მეწარმეებს კიდევ ერთი მაკონტროლებელი უჩნდებათ-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
– დარღვეულია ის, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული
ორგანო მოითხოვს კვლავ
სავალდებულო სერთიფიკატს, მეორე სავალდებულო სერთიფიკატი დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ
შემთხვევებში და ამის საფუძველზე
ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ გადმოვიღოთ ამერიკული სტილი FDA. შემდეგ სოფლის მეურნეობამ შეიმუშავა სურსათის უვნებლობის
და ხარისხის შესახებ კანონი და ალბათ ჯანდაცვა ახალ კანონს ამზადებს და ამ ყველაფერს ჰქვია მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
შ.მ.: – თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის
მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს მომხმარებელთა დაცვა. იგი მოიცავს საქმიანობის ფართო სპექტრს: პოლიტიკის,
წესდებების, რეგლამენტების, გამყიდველებისა და მომსახურების მიმწოდებლების
მიერ პოლიტიკის ნებაყოფლობითი
გატარების ჩათვლით. ამ საქმიანობის გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს მათი დამცავი ეფექტი იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ყიდულობენ საქონელს ან სარგებლობენ მომსახურებით როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე დასვენებისას ან მგზავრობისას.
მომხმარებელთა დაცვის მიღწევა შესაძლებელია
სხვადასხვა გზით და იგი მოიცავს სამართლებრივი და საზოგადოებრივი
სისტემის ბევრ სფეროს. ზღვრები დგინდება იმის მიხედვით, არის თუ არა მომხმარებელთა დაცვის კონკრეტული
საკითხი სამართლებლივი სისტემის მიხედვით დასარეგულირებელი. მაგალითად,
მომხმარებელთა სწავლება წარმოადგენს
სასურველ საქმიანობას, მაგრამ იგი ექცევა სამომხმარებლო სამართლის გარეთ.
პირველ ყოვლისა, განვმარტოთ ტერმინი
მომხმარებელთა დაცვის სამართალი. ის წარმოადგენს საზოგადოების უფლებამოსილებას,
განსაზღვროს ცალკეული მომხმარებლების მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასვენებისას ან მგზავრობისას
ამა თუ იმ სახის ქონებისა და მომსახურების შეძენისა და გამოყენების პირობები. აშკარაა, რომ მომხმარებელთა
დაცვასთან დაკავშირებული ყველა კანონი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ცალკეული მომხმარებლების არჩევანზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
18
გენერალური ასამბლეის (გაერო) მიერ მიღებული რეზოლუცია სახელმძღვანელო
პრინციპები მომხმარებელთა ინტერესების
დასაცავად მოიცავს მომხმარებელთა
უფლებების დაცვის რვა ძირითად პრინციპს:
უსაფრთხოების უფლება;
ინფორმირების უფლება;
არჩევანის უფლება;
მოსმენის უფლება;
ანაზღაურების უფლება;
განათლების უფლება;
ჯანსაღი გარემოს არსებობის
უფლება;
ძირითად მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების
უფლება.
გაერო-ს რეზოლუციიდან გამომდინარე განვიხილავთ ჩვენში მომხმარებელთა დაცვის ერთ-ერთ ძირითად ასპექტს – მომხმარებელთა დაცვის სამართალს საქართველოს საკანონმდებლო სფეროში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა
უფლებები სახელმწიფოში დაცული
არ იქნება, თუ არ იგრძნობს დაცულად თავს თვით მეწარმე. სწორედ საბაზრო ურთიერთობის ამ ორი მთავარი პირის – მომხმარებელთა და მეწარმეთა ინტერესებიდან
გამომდინარე განვიხილავთ საქართველოში
2005 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო და შესაბამისი სახელმწიფო
ორგანოების სტრუქტურულ ცვლილებებს.
იქნებ პირველად გავამახვილოთ იმაზე ყურადღება, რომ სურსათის უვნებლობისა
და ხარისხის შესახებ გამაგებინოთ
მე, როგორც მეწარმეს, თუ დავაწერე ეტიკეტზე, რომ ჩემი ძეხვი შეიცავს 80% ხორცს და მასში აღმოჩნდება 82%, ამ შემთხვევაშიც შემოდის ხარისხის კონტროლი.
თუ ევროპაზე გვაქვს აქცენტი, მაშინ ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც იქ არის – პროდუქცია უნდა იყოს უვნებელი და მას უნდა დაეწეროს, რას შეიცავს, ამ კანონში წყნარად შეაპარეს, რომ ის სახელმწიფო
სტრუქტურა კვლავ ხარისხს აკონტროლებს.
ამ დროს 2005 წელს მიღებული საკანონმდებლო
ცვლილებით, მომხმარებლების შესახებ კანონი შეჩერებული იყო 2006 წლის პირველ იანვრამდე. ახლა ავტომატურად
ამუშავდა. ვინ აკონტროლებს მას და რატომ ამუშავდა ცვლილებების გარეშე?
თ.ა. – მას აკონტროლებს მომხმარებელი და თქვენ, არასამთავრობოები.
ჯ.მ. – ე.წ ხარისხს, რადგან ხარისხის ცნება არ არის სწორად განსაზღვრული – ხარისხი მოიცავს როგორც სავალდებულო მოთხოვნებს, ისე იმ მაჩვენებლებს, რომლებიც
ადამიანისა და გარემოს მიმართ არ არის მავნებელი.
შ.მ.- ავიღოთ განსაზღვრებები. განსაზღვრებებში
არის სურსათის ხარისხი და გვეუბნებიან, რომ ეს არის უვნებელი სურსათის იმ მახასიათებლების ერთობლიობა,
რომელიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიურ ინტერესებთან,
ე.ი აქ საუბარია მხოლოდ ეკონომიური ინტერესების შესახებ მაშინ, როცა საერთაშორისო IშO8202-ის 1994 წლის სტანდარტის მიხედვით, ხარისხი განსაზღვრულია, როგორც ობიექტის იმ მახასიათებელთა ერთობლიობა, რომლებიც
დაკავშირებულია მის უნართან, დააკმაყოფილოს
დადგენილი და სავარაუდო მოთხოვნები და აქ, როგორც ხედავთ, არაფერია ნათქვამი ეკონომიურ ინტერესებზე,
აქედან შეიძლება ერთი დასკვნის გამოტანა, საერთოდ არასწორად მოხდა
ხარისხის განმარტება, იმიტომ, რომ უფრო ადვილად მივიდნენ მეწარმესთან. პირველ რიგში სწორი არ არის ის დეფინიცია,
თუ რა არის ფალსიფიკაცია.
მომხმარებელთა ინტერესები და ტექნოპარკის
შესაძლებლობა
შ.მ. – კიდევ ერთი, აქვე არის განსაზღვრული
მომხმარებელი. სურსათის საბოლოო
მომხმარებელი, რომელიც არ გამოიყენებს სურსათს სხვა პროდუქციის
საწარმოებლად. მეწარმე როდესაც
ნედლეულს ყიდულობს, ისიც ამ ნედლეულის მომხმარებელია, შემდეგ მას ამუშავებს და ყიდის. ხოლო მომხმარებელი,
ამ კანონის თანახმად, არის მიმწოდებლის
მიერ მოწოდებული პროდუქციის მიმღები. არ შეიძლება განვსაზღვროთ მხოლოდ საბოლოო პროდუქციის მომხმარებელი.
– კარგით, მე-4-ე პუნქტი ეხება უვნებლობის
უზრუნველყოფის ძირითად პრინციპებს.
სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპებია რისკის ანალიზი, გაფრთხილება,
გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა.
შ.მ.: – საერთოდ მომხმარებელი დაცული
არ იქნება, თუ თვით მეწარმე არ იგრძნობს თავს დაცულად. მიღებული კანონებით არის გათვალისწინებული მომხმარებელთა დაცვა და არაფერია ნეთქვამი მეწარმის დაცვაზე. ისევ ვიმეორებ
– პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები
მომხმარებელთა უფლებების დაცვის
შესახებ კანონში, სადაც 30-ე და 31-ე მუხლების მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლებით განისაზღვრებოდა
ანტიმონოპოლიური სამსახურის, საქსტანდარტის, ვეტერინარიის საქმიანობა,
დღეს, როდესაც ეს სამსახურები აღარ არსებობს, გაუგებარია, ვის უნდა მიმართოს მომხმარებელმა ამ მუხლების დარღვევის შემთხვევაში.
– ანუ კანონმა განსაზღვრა ფიზიკური პირი და მასა და მომწოდებელს შორის რომ კიდევ მომწოდებელია, ეს დაივიწყა.
შ.მ. – დავუფიქრდეთ ფალსიფიკაციის განსაზღვრებას – სურსათის შემადგენლობის,
მახასიათებლის ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან, ან თან დართულ დოკუმენტებში
და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან.
მე შეიძლება საწარმოო პირობები
დამერღვეს და არასტანდარტული პროდუქცია გამოვუშვა, ეს იქნება უკვე არასტანდარტული და არა ფალსიფიცირებული.
ფალსიფიცირებულია პროდუქცია, რომლის შემადგენლობაც თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რასაც მეწარმე უთითებს, ანუ როდესაც გაზირებულ ლიმონათს
აწერია, რომ შეიცავს შაქარს და ამ დროს შეიცავს შაქრის შემცველს. ან თუ გამოვაცხადე, რომ არის დიაბეტური
და სინამდვილეში სუფთა შაქარზეა დამზადებული, ესეც ფალსიფიკაციაა. ამ კანონის მიხედვით კი, ძალიან ადვილია, მეწარმე გახდეს სისხლის სამართლის დამნაშავე, ანუ სამოქალაქოდან გადავდივართ
სისხლის სამართალში.
სურსათის უსაფრთხოების კანონი ძალიან
მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი კვების მრეწველობა, სულ მცირე, 3-4 წელი არ იქნება ამის შესასრულებლად მზად. ამიტომ ჯობდა, კანონის ამოქმედება
გადადებულიყო ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, მოგვეგვარებინა ტექნიკური პირობების და ეტალონის ინსტიტუტის
საკითხი. ლაბორატორიების ქსელიც საკმარისი იქნებოდა ამ პერიოდში
და კონტროლის მექანიზმიც ინსტიტუციონალურად
ჩამოყალიბდებოდა.
საკითხის აქტუალობის გამო ალბათ საჭიროა ამ თემაზე კონფერენციის მოწვევა, რადგან ეს ყველა ქართველს – როგორც მომხმარებელს, ასევე მეწარმეს ეხება. ჩვენც უნდა მოვნახოთ ბალანსი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მეწარმეთა თუ იმპორტიორთა ინტერესებს
შორის.