საგადასახადო შემოსავლების დარგობრივი სტრუქტურის პროგნოზირების თანამედროვე მეთოდები

ს. სანაძე ბ. ჯობავა

საგადასახადო შემოსავლების და მოსაკრებლების პროგნოზირება და დაგეგმვა საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ერთადერთი გეგმა, რომელიც მტკიცდება და კანონის ძალას იძენს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყანაში, ეს არის სახელმწიფოს ფინანსური შემოსავლებისა და გასავლების გეგმა, რომელიც მაკროდონეზე წარმოდგება სახელმწიფო ბიუჯეტის, ტერიტორიული ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტების და საბოლოო ჯამში ნაერთი ბიუჯეტის სახით.
გამომდინარე აქედან, საგადასახადო შემოსავლების და მოსაკრებლების პროგნოზირებასა სახელმწიფოს (ხელისუფლების), როგორც საბაზრო ურთიერთობათა სუბიექტის, საქმიანობით, ეკონომიკის სტრუქტურულ, ფუნქციონალურ და ტერიტორიულ ერთეულთა ურთიერთქმედების რეგულირების სირთულითა და მრავალფეროვნებით, აგრეთვე ბიუჯეტთაშორისი რაციონალური თანაფარდობების დადგენის აუცილებლობით. ამასთან ერთად, საგადასახადო პროგნოზირება და დაგეგმვა ორიენტირებულია საბიუჯეტო სისტემაში
შემოსავლების მაქსიმალურ მობილიზებაზე და ხორციელდება რაციონალური საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის დადგენა-დასაბუთების ნიშნით. ამავე დროს ის წარმოადგენს ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის და სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტს, მის ორგანულ შემადგენელ ნაწილს.
ამდენად, საგადასახადო პროგნოზირება, უწინარეს ყოვლისა, განხილული უნდა იქნეს ეკონომიკური და სოციალური პროგნოზირების ერთიან სისტემაში, უმნიშვნელოვანეს
მაკროეკონომიკურ ინდიკატორებთან (მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი და სექტორული სტრუქტურა, საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-
იმპორტი, დასაქმება, ინვესტიციები, სახელმწიფო მოხმარება, შრომის ანაზღაურება, მოგება, სუბსიდიები და სხვა) მჭიდრო ურთიერთკავშირში.
ქვეყანაში ანალოგიური ფუნქცია ეკისრებოდა საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატურ გეგმას1, რომელიც მოიცავდა რა ეკონომიკური
და სოციალური განვითარების ინდიკატორთა და ძირითად პარამეტრთა სისტემას, ფაქტობრივად წარმოადგენდა საბიუჯეტო დაგეგმვის საფუძველს რეალური
ეკონომიკის ანუ საგადასახადო პოტენციალის შეფასების და განვითარების პერსპექტივების კუთხით. მაგრამ, როგორც ცნობილია, თავიდანვე ვერ იქნა მიღწეული ორგანული კავშირი ინდიკატურ დაგეგმვასა და ბიუჯეტის დაგეგმვას შორის. უწყებრივი ბარიერების თუ სხვა სუბიექტური მიზეზების გამო კოორდინაცია
ამ ორ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკური გეგმების დამუშავებას შორის სულ უფრო სუსტდებოდა და დამთავრდა იმით, რომ 2004 წლიდან ფაქტობრივად შეწყდა ინდიკატური გეგმების დამუშავება და ამჟამად საგადასახადო პროგნოზირება და დაგეგმვა ფაქტობრივად ერთი უწყების, ფინანსთა სამინისტროს ეგიდით წარიმართება.
საგადასახადო პროგნოზირება ტევადი პრობლემაა და ის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პირველ რიგში, მისი მთავარი დანიშნულება საგადასახადო ბაზის პროგნოზირებაა გადასახადების და მოსაკრებლების სახეების მიხედვით, რაც თავისთავად გულისხმობს ამ პარამეტრების დინამიკის მონიტორინგს წლების განმავლობაში. საგადასახადო პროგნოზირების მნიშვნელოვანი შემადგენელია გადასახადების მობილიზების დონის და კლებადი ან გაქრობადი გადასახადების პროგნოზირება, რაც უშუალოდ უკავშირდება საბაზრო კონიუნქტურის, ახალი ტექნოლოგიების, ეკონომიკის სტრუქტურის და ეკონომიკური კავშირების პროგნოზირებას.
საგადასახადო პროგნოზირების განსაკუთრებულ სფეროს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ზეგავლენით გამოწვეული ფისკალური
შედეგების პროგნოზირება განეკუთვნება. კერძოდ, მისი პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგების წინასწარი განჭვრეტა ბიუჯეტში შემოსავლების ვარირების თვალსაზრისით, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის, ბიზნესმენთა სამეწარმეო აქტიურობაზე ზეგავლენის და მთელი რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირებას აუცილებლად გაითვალისწინება საგადასახადო სისტემის თავისებურებანი, შემოსავლების ფორმირების საერთო ფონი, მათი ცვლილებების სეზონური ხასიათი, პოლიტიკური სიტუაციის არასტაბილურობა, საკანონმდებლო ბაზაში მომხდარი ცვლილებები და ის გაუთვალისწინებელ ფაქტორთა ერთობლივი ზემოქმედება, რომლებიც გავლენას ახდენენ დაგადასახადო შემოსავლებზე. საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირებას საქართველოში მრავალი თეორიული და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევა ეძღვნება. საგადასახადო პროგნოზირების არსი და ზოგადი პრინციპები, პროგნოზირების სახეები, მეთოდების სისტემა, მეთოდოლოგიურ-ორგანიზაციული პრობლემები და მათი დაძლევის გზები ვრცლად და სიღრმისეულად არის გადმოცემული პროფესორ ი. მესხიას და ო. ნიკოლეიშვილის მონოგრაფიაში.2 საბიუჯეტო შემოსავლების საანალიზო და საპროგნოზო მახასიათებელთა ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო შედეგების,
კერძოდ, პირდაპირი ფისკალური ეფექტის, მაკროეკონომიკური ეფექტის, ფისკალური ეფექტის შეფასების და პროგნოზირების, საგადასახადო პროცესზე
მოქმედი ინსტრუმენტების (საგადასახადო შეღავათების სისტემა, საგადასახადო განაკვეთები, გადასახადების შემადგენლობის რეგულირება, სანქციები საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის) მოდელური შეფასების, აგრეთვე გადასახადების ელასტიკურობის და დინამიკურობის საკითხები დამუშავებული
და პრაქტიკულად აპრობირებულია დოცენტ ჯ. არაბიძის შრომებში.1 გადასახადების ცალკეული სახეების და ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების
რეგრესიულ-კორელაციური კავშირების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობდა ყოფილ ფინანსების სამეცნიერო- კვლევითსა და ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტებში. დამუშავებულია და შემოთავაზებულია შესაბამისი ეკონომეტრიკული მოდელები და ალგორითმები. ამ კუთხით მეტად საყურადღებოა ისეთი მოდელური ინსტრუმენტარის შექმნის მცდელობა, რომელიც ურთიერთდაკავშირებულად ასახავს ბიუჯეტის მაჩვენებელთა პროგნოზირების ძირითად სინთეზურ მაჩვენებლებთან ურთიერთკავშირს. აღნიშნული მოდელის ღირსებად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ მასში მოცემულია საგადასახადო შემოსავლების დარგობრივ პარამეტრებთან დაკავშირების მცდელობა. მაგრამ ფუნქციონალური კავშირები დარგებს შორის წარმოდგენილია მხოლოდ მიკროეკონომიკურ სიბრტყეში, როგორც საშედეგო პარამეტრებს შორის ემპირიული კავშირები და მათი შეფასება ხორციელდება განცალკევებულად, რეგრესიულ განტოლებათა ამოხსნის საშუალებით. ამდენად, აღნიშნულ მოდელში პირდაპირ ასახვას ვერ ჰპოვებს ორგანული კავშირი დარგების დანახარჯთა და დამატებული ღირებულების სტრუქტურასა და ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს (შინამეურნეობის მოხმარება, სახელმწიფო მოხმარება, ინვესტიციები, ექსპორტის და იმპორტის მოცულობა და სხვა) შორის. ზემოთ აღნიშნულთან ერთად საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირების საწყის სტადიებზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესორ ა. გაბელაიას მიერ შემოთავაზებული მეთოდიკა, რომელიც ძირითადად ეყრდნობა ARJMA- ს ტიპის მოდელების გამოყენებას და, ჩვენი მონაცემებით ექსპერიმენტულად აპრობირებულია მხოლოდ 1999-2001 წლების ინფორმაციულ ბაზაზე დაყრდნობით.2
ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომეტრიკის განყოფილებაში დამუშავებული
ეკონომიკური ზრდის და საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურული მოდელი. შემოთავაზებულ მოდელში ზემოთ აღნიშნულ დამუშავებებში მითითებულ
პოზიტიურ შედეგებთან ერთად მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ეკონომეტრიკული და საბალანსო მიდგომების კომპლექსური გამოყენება, ფინანსური
მაჩვენებლების დარგობრივი დიფერენცირება, ამოსავალი სტატისტიკური ბაზის შესაძლებლობები. პროგნოზირების სხვა მოდელებთან სინქრონიზაცია,
ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფა და გამოყენებითი აპრობაცია რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნული მოდელის გაანგარიშების ტექნოლოგია
ეყრდნობა ისეთ მაქანიზმს, რომელიც საშუალებას იძლევა, საბიუჯეტო პროცესში ჩართულმა სპეციალისტებმა მოახდინონ საგადასახადო სისტემის ცვლილების შედეგად საბიუჯეტო შემოსავლების ცვლილების და საერთო ეკონომიკური ზრდის პროგნოზული შეფასება კონკრეტულ რიცხვით პარამეტრებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საბიუჯეტო პროცესის გამჭირვალობის და რეალურ საგადასახადო ბაზასთან ორგანულად დაკავშირების მიზნით მოდელში საგადასახადო შემოსავლების ფორმირება ხორციელდება დარგობრივ ჭრილში. ასეთი მოდელური ინსტრუმენტარის გამოყენება საშუალებას იძლევა, საბიუჯეტო შემოსავლების, ხარჯების და სხვა სახელმწიფო ფინანსების
განმაზოგადებელი პროგნოზული გაანგარიშება და ანალიზი ჩატარდეს საერთო ეკონომიკური ზრდის მახასიათებლებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში.
ეს მოდელი ფაქტობრივად წარმოადგენს მოდელთა კომპლექსს, რომელიც ითვალისწინებს ეკონომეტრიკული და საბალანსო მეთოდების კომბინირებულად გამოყენებას.
კერძოდ, პირველ ეტაპზე აიგება ეკონომეტრიკული მოდელი ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორებისა და საგადასახადო შემოსავლების სახეების
მიხედვით. ამის რეალურ საფუძველს იძლევა საბიუჯეტო სტატისტიკის და 1996-2004 წლების ეროვნულ ანგარიშთა მონაცემები.
ეკონომეტრიკული მოდელის გამოყენება მიზნად ისახავს გადასახადების ელასტიკურობის და დინამიკურობის ანალიზს, აგრეთვე სხვადასხვა საგადასახადო პოლიტიკის შესაძლო მაკროეკონომიკური შედეგების შეფასებას. ჩვენს შემთხვევაში, 1996-2004 წლების მონაცემების ბაზაზე, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იძლევა თავდაპირველი მწკრივების რეტროსპექტიული ანალიზი ეკონომეტრიკულ მოდელებში მათი გამოყენების შესაძლებლობას, ყველა არსებითი მაჩვენებლიდან შეირჩა ორმოცდაათამდე დინამიკური დროითი მწკრივი. კორელაციურ-რეგრესიული ანალიზის საფუძველზე ამ მონაცემებით შეიძლება აიგოს ეკონომეტრიკული მოდელი,
რომელიც ყველა მახასიათებლით პასუხობს მისი პრაქტიკაში გამოყენების მოთხოვნებს.3 ის გამოირჩევა საკმაოდ საიმედო სტატისტიკური მახასიათებლებით,
რაზეც მეტყველებს მისი გამოყენებით განხორციელებული პროგნოზული გათვლები 2006-2007 წლებისათვის. ფინანსური პროგრამირების ამოცანების გადასაწყვეტად ჩვენ მიერ სპეციალურად დამუშავდა დანახარჯები-გამოშვება მოდელი. ის მოიცავს პროდუქციის და მომსახურების წარმოების და განაწილების განტოლებათა სისტემას დარგების მიხედვით შემდეგ ჭრილში Xi = ?aij xi + Ci + Gi + Ii + Ei – Mi დასმული ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც დარგების მიხედვით საგადასახადო
ბაზის დეტალურად წარმოდგენაში გამოიხატება, თითოეულ დარგში დამატებული ღირებულების ფორმირების პროცესი წარმოდგენილია შემდეგი დამოკიდებულებათა სისტემით:
Xi = ?fij Xj + Aj + Wj + W Tj + T 1j + T 2 j+ T 3j + T 4j + G1j + Pj + T5j
სადაც:
i, j – i,j-ური დარგის მიერ წარმოებული პროდუქციის და გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულებაა;
aij – i -ური დარგის ერთეული პროდუქციის წარმოებისათვის გამოყენებული ,ჯ-ური დარგის პროდუქციის ღირებულება;
Ci – შინამეურნეობების მიერ ი- ური დარგის პროდუქციის მოხმარება;
Gi – ი-ური დარგის პროდუქციის სახელმწიფო მოხმარება;
Ii – ინვესტიციებზე ი-ური დარგის პროდუქციის მოხმარება;
Ei და Mi – i-ური დარგის პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის მოცულობა შესაბამისად;
Aj – ძირითადი კაპიტალის ამორტიზაცია ,j-ურ დარგში;
Wj – ხელფასის ძირითადი და ხელფასის ტიპის შემოსავლების მოცულობა ,j-ურ დარგში;
W Tj- სოციალური ანარიცხები ,j-ურ დარგში;
T 1j – დამატებული ღირებულების გადასახადი, j-ურ დარგში;
T 2j- აქციზი ჯ-ურ დარგში;
T 3j- j-ური დარგის პროდუქციის იმპორტზე გადასახადი;
T 4j- სხვადასხვა გადასახადი ,ჯ-ურ დარგში;
G1j – j-ურ დარგზე გამოყოფილი სუფსიდიები;
Pj – j-ური დარგის მოგება;
T5j- დამატებული ღირებულების სხვა ელემენტები j-ურ დარგში.
სტრუქტურული მოდელის რეალიზაცია სწორედ საბაზისო ვარიანტის ფორმირებით დაიწყო. ეკონომეტრიკული გათვლებისათვის საანგარიშო ბაზად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღებულ იქნა 1996-2004 წლები, ხოლო დანახარჯები – გამოშვება მოდელის ბაზად – 1999-2004 წლების რესურსებისა და მათი გამოყენების ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მეთოდოლოგიით სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველწლიურად შედგენილი ცხრილები (ბალანსები). რესურსების ფორმირებისა და გამოყენების ცხრილები უზრუნველყოფენ საქონლისა და მომსახურების ანგარიშის ისეთ დანაწილებას, რომ, ერთი მხრივ, შესაძლებელია მათი საერთო რესურსების (წარმოება+იმპორტი) და მისი გამოყენების (შუალედური მოხმარება, საბოლოო მოხმარება, ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის დაგროვება და ექსპორტი) წარმოდგენა დარგების ჭრილში, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე ცხრილებში წარმოების ანგარიში დარგების მიხედვით წარმოდგენილია როგორც საერთო გამოშვება, შუალედური მოხმარება და დამატებული ღირებულება, რომელიც გვიჩვენებს პირველადი შემოსავლების ფორმირების ანგარიშს მისი ძირითადი კომპონენტების სახით დარგების ჭრილში: ხელფასი, სოციალური ანარიცხები, დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტზე გადასახადი, სხვა გადასახადები,
სუბსიდიები, მოგება, დამატებული ღირებულების სხვა ელემენტები. Fფაქტობრივად, ამ ელემენტთა ჯამი შეადგენს დამატებულ ღირებულებას ანუ საგადასახადო ბაზას. როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ, ზოგი ელემენტი პირდაპირ შედის საბიუჯეტო შემოსავლებში, ხოლო ზოგის საფუძველზე უშუალოდ იანგარიშება სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი სახსრები. (იხ. სქემა 1). საკითხის ამ კუთხით დასმა და სათანადო
შესაძლებლობების გამოყენება შემოსავლებისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებისათვის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხარვეზია საფინანსო მაჩვენებელთა სუსტი კავშირი წარმოების რეალურ პროცესთან, ანუ შემოსავლების ფორმირების რეალურ წყაროსთან. ასეთი მოდგმის საფუძვლიანობას აძლიერებს საერთაშორისო
სტატისტიკური ორგანიზაციების ექსპერტთა ჯგუფის მიერ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (O E C P) ეგიდით გამოცემული მეთოდური სახელმძღვანელო რომლის თანახმადაც, რესურსების და მათი გამოყენების ცხრილები მიჩნეულია მაჩვენებელთა შეუთავსებლობის და დაუბალანსებლობის აღმოფხვრის ინსტრუმენტად სასაქონლო და ფინანსური ნაკადების მოძრაობის ურთიერთშეწონასწორების გზით . (პარაგრაფი 5. 129). წარმოდგენილი სტრუქტურული მოდელი, როგორც მოტანილი სქემიდან ჩანს, მოიცავს შესაძლებლობას, გაანგარიშებულ იქნეს არა მარტო სახელმწიფოს შემოსავლებისა
და ხარჯების (სახელმწიფო ბიუჯეტის) ფინანსური ბალანსი, არამედ ფინანსური ბალანსები შინამეურნეობების და დარგების მიხედვით. საილუსტრაციოდ განვიხილოთ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირების ასახვა წარმოდგენილ მოდელში. როგორც I სქემიდან ჩანს, ბიუჯეტის შემოსავლების საბოლოო ფორმირება ხდება ნ+11 სვეტისა და n+2, … , n+10 სტრიქონების გადაკვეთაზე. კერძოდ, ბიუჯეტის შემოსავლებში აიღება დარგებში დარიცხული ხელფასის ის ნაწილი, რომელსაც ფიზიკური პირები იხდიან საშემოსავლო გადასახადის სახით (?W2j). მისი გაანგარიშება ხდება ფორმულით: ?W2j = ?Wj . ?jw სადაც ?jw – საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებითი ნორმატივია ჯ- იურ დარგში. მისი გაანგარიშება და პროგნოზირება
ხდება საბაზისო სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე. ანალოგიურად გაიანგარიშება დარგების მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოგების გადასახადი: ?P2j = ?Pj ?jp სადაც ?jp – მოგების გადასახადის გაანგარიშებითი ნორმატივია j ურ დარგში. სოციალური ანარიცხები, დამატებული ღირებულების გადასახადი (T1j), აქციზი(T2j), იმპორტზე გადასახადი T3j), სხვა გადასახადები T4) და დამატებული ღირებულების სხვა ელემენტებიდან მიღებული შემოსავალი (T5), როგორც სქემიდან ჩანს, პირდაპირ ჩაირთვება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში. მოდელში მათი გაანგარიშება ხდება შესაბამისი დანახარჯების კოეფიციენტების საფუძველზე, რომლებიც ახასიათებენ თითოეული დარგის საერთო გამოშვებაში დამატებული ღირებულების ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების წილს. ისინი გაიანგარიშება ეგზოგენურად, პირდაპირი მატერიალური დანახარჯების კოეფიციენტების ანალოგიურად. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სრული მოცულობის მისაღებად საჭიროა ისეთი ელემენტების სიდიდის განსაზღვრა,
როგორიცაა არასაგადასახადო შემოსავლები და გრანტები, მათი განსაზღვრა ხდება ეგზოგენურად, საანალიზო პერიოდში ჩამოყალიბებული თანაფარდობის საფუძველზე და ექსპერტული კორექტირების გზით, ხოლო საგადასახადო შემოსავლებზე მათი დამატებით ბიუჯეტის სრული შემოსავლები ფორმირდება. მსგავსი ტექნოლოგიური სქემით ხორციელდება მოდელის საფუძველზე ფინანსური ხარჯების და სხვა სამეურნეო სუბიექტების ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების გაანგარიშებაც