საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითადი მაჩვენებლები 2006 წლის თებერვალში

რედაქციისაგან
ინფლაცია
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის
პრეს-სამსახურის ცნობით, ქ. თბილისში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების მაჩვენებელი) იანვრის ბოლოს 100,30 პროცენტი შეადგინა, საპირისპიროდ 100,84 პროცენტისა, რომელიც იყო 20 იანვრისათვის (ეს ინდექსი ასახავს 51 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას).
საერთო დონე, იანვრის პირველ ნახევართან შედარებით, გაიზარდა 0,30 პროცენტით, მათ შორის, სასურსათო საქონელზე – 0,61 პროცენტით; ხოლო არასასურსათო საქონელზე ფასები შემცირდა 0,05 პროცენტით; ამასთან, მომსახურების ტარიფები უცვლელი დარჩა.
სურსათი
საანალიზო პერიოდში (იანვრის მეორე ნახევარი) ფასები გაიზარდა ფოთლოვან კომბოსტოზე (20,5%-ით), კარტოფილზე (10,8%-ით), ჭარხალზე (5,6%-ით), ყველზე (2,5%-ით), ძროხის ხორცზე (2,4%-ით), ღორის ხორცზე (1,8%-ით) და სტაფილოზე (0,8%-ით); ამასთან, ფასები შემცირდა კიტრზე (11,8%-ით), პომიდორზე (11,2%-ით), ხახვზე (7,9%-ით), რძეზე (4,7%-ით) და სიგარეტ “პირველზე” (0,7%-ით).
არასასურსათო საქონელი
იანვრის მეორე დეკადაში ფასების გაზრდა დაფიქსირდა დიზელის საწვავზე (1,5%-ით) და ბენზინზე “რეგულარი” (0,8%-ით); ხოლო ფასი შემცირდა ნავთზე (5,7%-ით).
მომსახურება

17 – 23 თებერვალს ქ. თბილისში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების მაჩვენებელი) 98,1 პროცენტი შეადგინა. თებერვლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 99,7 პროცენტი იყო (ეს ინდექსი ასახავს 51 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას).
ამავე პერიოდისათვის ფასების საერთო დონე შემცირდა 1,85 პროცენტით, მათ შორის, სასურსათო საქონელზე – 3,64 პროცენტით და არასასურსათო საქონელზე – 0,02 პროცენტით; ამასთან, მომსახურების ტარიფები უცვლელი დარჩა.
სურსათი
თებერვლის პირველ ნახევართან შედარებით, ფასები შემცირდა ღორის ხორცზე (1,4%-ით), გაყინულ თევზზე (0,8%-ით), რძეზე (3,5%-ით), ყველზე (8,8%-ით), კვერცხზე (4,2%-ით), ვაშლზე (7,3%-ით), კომბოსტოზე (1,9%-ით); და ამასთან, ფასები გაიზარდა ხახვზე (5,3%-ით), სტაფილოზე (6,6%-ით) ჭარხალზე (9,4%-ით), კიტრზე (2,5%-ით), პამიდორზე (9,4%-ით) და შაქარზე (4,8%-ით).
არასასურსათო საქონელი
ფასები შემცირდა დიზელის საწვავზე (1,5%-ით) .
მომსახურება

თუ მხედველობაში მივიღებთ იანვრის მეორე დეკადაში მთელი საქართველოს მასშტაბით დიდთოვლობასა და მის თანამდევ ეკონომიკურ შედეგებს, არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს.
მონეტარული სტატისტიკა
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიაზე 2006 წლის თებერვლის თვეში დაიდო 78 საბირჟო გარიგება, რომლის საერთო მოცულობამ 18 550 000 აშშ დოლარი შეადგინა. თებერვლის თვის საბირჟო სესიებზე ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 4 402 000 აშშ დოლარი და 2 580 000 აშშ დოლარი შეიძინა.
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის 2006 წლის 24 თებერვალს საბირჟო ვაჭრობა დაიწყო კურსით 1 აშშ დოლარი/1.819 ლარი. ამ დღეს თბსბ ვაჭრობაზე მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდა კურსით 1 აშშ დოლარი/1.8225 ლარი.
25 თებერვლიდან ძალაში შევიდა აშშ მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი/1. 8225 ლარი.
შიდა სავალუტო ბაზარი
2006 წლის 27 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამყარდა. პარასკევს, 3 თებერვალს, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის სესიაზე 1 აშშ დოლარი 1.8080 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საანალიზო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზრის ბანკნოტურ სეგმენტზე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მიმოქცევის ამპლიტუდა 1.8050-1.8120 დიაპაზონში მერყეობდა.
ამავე პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობამ 5 820 000 აშშ დოლარი და 1 35 000 ევრო შეადგინა.
2006 წლის 27 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაეცა. პარასკევს, 10 თებერვალს, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის სესიაზე 1 აშშ დოლარი 1.8100 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საანალიზო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზრის ბანკნოტურ სეგმენტზე აშშ დილარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მიმოქცევის ამპლიტუდა 1.8060-1.8150 დიაპაზონში მერყეობდა.
ამავე პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობამ 3 285 000 აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბირჟო სესიებზე 637 000 აშშ დოლარი გაყიდა და შეიძინა 800 000 აშშ დოლარი.
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული სავაჭრო სესიების შედეგების დინამიკა საანალიზო პერიოდში

თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული სავაჭრო სესიების შედეგების დინამიკა საანალიზო პერიოდში

2006 წლის 13 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ისევ დაეცა. პარასკევს, 17 თებერვალს, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის სესიაზე 1 აშშ დოლარი 1.8200 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. შესაბამისად, საანალიზო პერიოდში შემცირდა შიდა სავალუტო ბაზრის ბანკნოტურ სეგმენტზე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის ამპლიტუდაც, რომელიც 1.8060-1.8250 დიაპაზონში მერყეობდა.
ამავე პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დადებული გარიგებების მოცულობამ 6 105 000 აშშ დოლარი და 250 000 ევრო შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბირჟო სესიებში 3 415 000 აშშ დოლარი გაყიდა.
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული სავაჭრო სესიების შედეგების დინამიკა საანალიზო პერიოდში

2006 წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი კვლავ დაცემით ხასიათდება. Pარასკევს, 24 თებერვალს, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის სესიაზე 1 აშშ დოლარი 1.8225 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. შესაბამისად, საანალიზო პერიოდში შემცირდა შიდა სავალუტო ბაზრის ბანკნოტურ სეგმენტზე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის ამპლიტუდაც, რომელიც 1.8150-1.8250 დიაპაზონში მერყეობდა.
ამავე პერიოდში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დადებული გარიგებების მოცულობამ 5 565 000 აშშ დოლარი და 110 000 ევრო შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბირჟო სესიებში 350 000 აშშ დოლარი გაყიდა.
თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული სავაჭრო სესიების შედეგების დინამიკა საანალიზო პერიოდში

ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონი
2006 წლის 14 თებერვალს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის 7 – დღიან # 29 საკრედიტო აუქციონში მონაწილეობდა 2 კომერციული ბანკი (1 მყიდველის და 1 გამყიდველის სახით). აუქციონზე შემდგარი გარიგებების საერთო თანხამ შეადგინა 2 000 000 ლარი და დაფიქსირდა წლიური 8%.
საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველძე 2006 წლის 31 იანვარი-1 მარტის პერიოდში საქართველოს საფონდო ბირჟაზე განხორციელდა 260 გარიგება 18 სახეობის სააქციო საზოგადოების აქციაზე და ობლიგაციაზე. ბირჟის ჯამურმა ბრუნვამ 3005778.98 ლარი შეადგინა. Gგასხვისებულ იქნა 232249 აქცია. ჩატარდა 9 სავაჭრო სესია. შესაბამისად, 2006 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში განხორციელდა 402 გარიგება, ჯამური თანხით 4194693,79 ლარზე, ხოლო გასხვისდა 539616 აქცია. საკმაოდ აქტიური იყო გარესაბირჟო ბაზარიც (ანუ აქციებით ვაჭრობა, საფონდო ბირჟის გარეთ). რაიმე არსებითი გადანაწილება თებერვლის თვეში არ ყოფილა. სიდიდით ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა სს “უნივერსალ სერვისის” აქციებზე – გასხვისდა აქციათა 18.413%. ჯამურმა ბრუნვამ 6404 ლარი შეადგინა. Aამ სააქციო საზოგადოებაში (საფონდო ბირჟაზე არსებული საჯარო ინფორმაციის თანახმად) ორი მსხვილი მეწილეა – ქ-ნი Lლეილა კერესელიძე – 55.2% და ბ-ნი დავით კერესელიძე – 13.10%. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გაყიდა და ვინ შეიძინა ამ სააქციო საზოგადოების 18% პაკეტი. წილით მეორე ადგილზეა სს “საქტრანსპროექტი -მწვანე ოფისი”-ს აქციები, სადაც გასხვისდა აქციათა 12.721%. თითო აქცია გაიყიდა 5.07 ლარად, ხოლო ბრუნვამ შეადგინა – 110744,01 ლარი. აღნიშნული სააქციო საზოგადოება წარმოადგენს მრავალსართულიან კარგად გარემონტებულ შენობას (ყოფილი ამიერკავკასიის დაპროექტების შენობა), სადაც ამჟამად განთავსებულია სს “პროკრედიტბანკის” სათავო ოფისი. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ აქციების ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე მათი სავაჭრო ღირებულება. გამოდის, რომ ეს მრავალსართულიანი შენობა (თამარ მეფის გამზირზე, დანიური სახლის გვერდით) “ღირს სულ რაღაც” – 870560 ლარი! რაც დაგვეთანხმებით, არარეალურია არსებული მიწის ფასისა და საოფისე ფართის გათვალისწინებით. საჯარო ინფორმაციის თანახმად, ამ სააქციო საზოგადოების მსხვილი აქციონერებია – შპს “უძრავი ქონების სააგენტო გარანტია” – 34,24%, ბ-ნი ხრისტაფორ სარიდი – 9,9%, და ქ-ნი ზეინაბ ბრიხალოვა – 6,54%. Uუცნობია, თუ ვის წილს წარმოადგენს გაყიდული 12,721%. Mმესამე ადგილზეა სს “რეა-ქართუ” – გასხვისდა აქციათა 3,432%.