მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა

რედაქციისაგან

ევროპა – გლობალიზაციის მსხვერპლი
თებერვლის თვეში ნავთობზე ფასების შედარებით
დაწევამ და ირანის ატომური დოსიეს ირგვლივ
ვნებათაღელვის ჩაცხრომამ, ასევე შიდა მოხმარების ზრდამ ევროპის ეკონომიკას დადებითი ბიძგი მისცა და მისმა ზრდის ტემპმა ბოლო 19 თვეში მაქსიმუმს მიღწია.
ამას ექსპორტის სერიოზულმა ზრდამაც შეუწყო ხელი. მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დადგნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რადგან სერიოზულად იმატა უმუშევრობის დონემ. ამის ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ დანახარჯების შემცირების მიზნით, რათა კონკურენცია გაუწიონ იაფიან აზიურ ბაზარს, ყველა მწარმოებელი ცდილობს, წარმოება დახუროს ევროპაში და გადაიტანოს აზიაში. ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე დურან ბაროზო გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას ახალი ფონდი უმუშევრების დასახმარებლად წლიურად 500 მილიონი ევროს ოდენობით. ევროპაში სულ უფრო ძვირი ხდება ბიზნესის წარმოება და ჭირს აზიური წარმოებისათვის კონკურენციის გაწევა. ამასთან, ენერგეტიკულ ბაზარზე პრობლემებს რუსეთიც ართულებს, რომელიც დღითიდღე აძვირებს გაზს და 245 დოლარი ათას კუბზე გუშინდელი ზღვარი გახდა ევროპისათვის.
ევროპის საბჭოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ევროპის ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება. ევროკავშირის 25 ქვეყნის ეკონომიკა ჯამში 2.2%-ით მოიმატებს. ეს ვარაუდები მთელ რიგ ფაქტორებს ეყრდნობა – იმატა კერძო ინვესტიციებისა და ხელსაყრელი გარიგებების რიცხვმა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზე ესპანეთია. პროგნოზების მიხედვით, მისი ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება. მას მოჰყვებიან გაერთიანებული სამეფო (2.4%), საფრანგეთი (1.9%), გერმანია (1.5%) და იტალია (1.3%). მაგრამ ევროპის კავშირისა და ფინანსური ურთიერთობების საბჭოები მიიჩნევენ, რომ ნავთობის მაღალი ფასი ევროპის ეკონომიკის ზრდას საშიშროებას უქმნის.
ნავთობის ფასების ზომიერად ზრდის შემთხვევაში ევროპის კავშირში ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი 2.2% იქნება და ვალუტის კურსიც შენარჩუნდება.
შესაძლებელია, იმპორტის ზრდამ, მიუხედავად ექსპორტის მატებისა, აშშ-ის ეკონომიკას საფრთხე შეუქმნას და 1 ტრილიონდოლარიანი სავაჭრო დეფიციტი გამოიწვიოს.
გასულ წელს ეროვნული ვაჭრობის დეფიციტმა 10 წლის განმავლობაში რეკორდი მეცხრედ დაამყარა. საერთაშორისო ეკონომისტი ჯეი ბრისონის კომენტარი შემდეგია: “ეს არ არის მხოლოდ ჩინეთი და ნავთობი, ჩვენ იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ვაწარმოებთ, რაც ყველაფრის მიზეზია.”
დეკემბერში აშშ-ის იმპორტი ექსპორტს 65.7 მილიარდი დოლარით აღემატებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ამ სხვაობას ეკონომიკური კრიზისი არ გამოუწვევია, რადგან უცხოელი ინვესტორები აშშ-ის აქტივების შესყიდვას განაგრძობდნენ. ბრისონი შიშობს, რომ ადრე თუ გვიან უცხოელები დეფიციტის დაფინანსებას შეწყვეტენ. მისი აზრით, თუ სავაჭრო ბარიერები შეიქმნება, რომელთა გამოც ამერიკელები ნაკლებ იმპორტს განახორციელებენ, ქვეყანაში მწარმოებლურობა გაიზრდება. მაგრამ მთავარი ის იქნება, რომ ფასების ზრდის შემთხვევაში დანახარჯები შემცირდება.
მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ მორიკი აღნიშნავს, რომ იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა ამერიკელ მუშაკებს ზარალს აყენებს. “სავაჭრო დეფიციტის განახევრების შემთხვევაში მშპ დაახლოებით 300 მილიარდი დოლარით გაიზრდება, ანუ თითოეულ დასაქმებულ ამერიკელს 2000 დოლარით მეტი შემოსავალი ექნება,” – დასძენს პროფესორი.
იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში 2006-2007 წლებში ამერიკის სავაჭრო დეფიციტი 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

საწინაღმდეგო სურათი გამოიკვეთა აშშ-ის ეკონომიკაში, სადაც ნავარაუდევზე მეტი იყო წინა წლის IVკვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი – 1.1 ნაცვლად 1.6%, მაგრამ მიუხედავად ამისა, დოლარის კურსი ეცემოდა და სამომხმარებლო ხარჯები მცირდებოდა. წინა თვეში ექსპორტი გაიზარდა 5.7%, იმპორტი კი – 12.8% ნაცვლად 2.4 და 9.1 – სა შესაბამისად. ყველაზე მნიშვნელოვანია უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნილების შემცირება. იანვარში ხუთი პროცენტით დაეცა ახალი ბინების გაყიდვის მოცულობა – 2.8%. 6.65 მილიონი სახლით დაეცა მეორადი ბაზრის ბრუნვა და ამიტომ ინვესტორები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გადაერთვნენ ,სადაც 2 – წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა დაეცა 4.78%-მდე, ხოლო 10 წლიანისა – 4.545%-მდე.
ასევე ეცემოდა ძირითადი საფონდო ინდექსების მაჩვენებლებიც. თვის ბოლოს დოუ ჯონსი-10992, სო-5001280, ნაზდაქი -2281.3. აშშ-ის იმპორტირებული ნავთობის ფასი 2003 წლის ზაფხულსა და 2005 წლის ზაფხულს შორის გაორმაგებულია.
ოქრომ 25- წლიანი რეკორდი დაამყარა
მისმა ფასმა თებერვლის ბოლოს 555,1-564,1 დოლარს მიაღწია უნციაზე. აპრილის ფიიუჩერსის ფასია 563.9, დოლარი, რაც უახლოეს პერსპექტივაში დარჩება ამ დონეზე და საშუალო პერსპექტივაში 538-575 გახდება. ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ასევე გაძვირდა ვერცხლი 9,650-9,845 დოლარამდე უნციაზე. უახლოეს პერსპექტივაში მოსალოდნელია 9,650-9,780-მდე საშუალო პერსპექტივაში გახდება 9,450-9,860-მდე. ასევე გაძვირდა სპილენძი და პლატინა, 1033,9-1056,0 დოლარი უნციაზე. უახლოეს პერსპექტივაში 1020,0-1059,0, საშუალო პერსპექტივაში 1000 -1070.
ექსპერტთა აზრით, ძვირფასი ლითონების ასეთი გაძვირება გამოწვეულია ამერიკის ეკონომიკის პრობლემებით და ნავთობის ფასების სიტუაციით.
აშშ ეკონომიკა 2005 წელს 3.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2004 წელს – 4.75%-ით. ეკონომიკის ზრდის შემცირებასთან ერთად აშშ-ში ბანკთაშორის კრედიტის განაკვეთი გაიზარდა 4.5%-მდე, იგი ბოლოჯერ 2006 წლის მეორე კვარტალში გაიზრდება და ექსპერტების აზრით, გაჩერდება 2007 წლამდე. ამდენად, დოლარის კურსი დაიწევს და გამწვავდება ინფლაციური პროცესები.
ამ დროის განმავლობაში შენარჩუნებულია მომხმარებელთა დანახარჯები და ბიზნესმენთა მიერ განხორციელებული ინვესტიციები, იზრდება მშპ და უმუშევრობის მაჩვენებელი 4.9%-მდე მცირდება. შესაძლებელია ნავთობის კვლავ გაძვირება, რადგან მასზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, პროდუქციის შემცირება კი ფასებს გაზრდის. 2003 წელს აშშ-ს გაუმართლა, რადგან თავიდან აიცილა ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაში ცვლილებები, რაც შეიძლებოდა ნავთობის გაძვირებას გამოეწვია. მაგრამ მას აღარ გაუმართლებს, თუ ნავთობის ფასი კვლავ გაიზრდება.

ბენ შალომ ბერნანკის ქეისის
საიდუმლოებანი
2006 წლის პირველ თებერვალს ბენ ბერნანკმა ფიცი დადო, როგორც ფედერალური რეზერვის მეთოთხმეტე თავმჯდომარემ. ის ღია საბაზრო კომიტეტის თავმჯდომარეც ხდება. 2005 წლის 21 ივნისიდან ბენ ბერნანკი პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა, მანმადე იგი ფედერალური რეზერვის მმართველი სისტემის წევრი იყო.
ამ წარმატებამდე მისასვლელად მან გრძელი გზა გაიარა. ბენ შალომ ბერნანკი დაიბადა 1953 წლის 13 დეკემბერს ჯორჯიაში, სკოლა დაამთავრა 1971 წელს ჩრდილოეთ კაროლინაში, დილონში, სადაც მისი ემიგრანტი ბაბუა იყო დასახლებული და საკუთარი აფთიაქი ჰქონდა. ბერნანკის დედა ყოფილი მასწავლებელია, მამა კი პენსიონერი ფარმაცევტი, ისინი ჯორჯიაში ფიი დიიდან (Pee Dee) გადასახლდნენ. 1975 წელს მან დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. 1978 წლის 29 მაისს დაქორწინდა ანა ფრიდმენზე, მათ ჰყავთ ორი შვილი – ჯოელი და ალისა ბერნანკები. 1979 წელს ბერნანკმა დაამთავრა მასაჩუსეტის ტექნოლოგიის ინსტიტუტი. 1985 წლიდან იგი პრინსტონის უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორია. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ეკონომიკის სხვადასხვა საკითხებზე, ფულადი პოლიტიკისა და მაკროეკონომიკის ჩათვლით. იგი აგრეთვე მრავალი სახელმძღვანელოს ავტორია. ბერნანკი იყო ეკონომიკური საზოგადოებისა და ამერიკის ხელოვნების აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ასევე ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს ეკონომიკური პროგრამის (NBER) დირექტორი. მას ახალგაზრდობიდან უყვარს ბეისბოლი. როდესაც წიგნებში არ იქექებოდა, ის სხვადასხვა სამუშაოსაც არ თაკილობდა ხოლმე, ეხმარებოდა ოჯახს აფთიაქში ან მუშაობდა ოფიციანტად. მისი თქმით, არ არსებობს ცუდი სამსახური, არსებობს დაწყებითი სამსახურები. ახალგაზრდობისას მას უყვარდა საქსაფონზე დაკვრაც.
“ბენ ბერნანკი სწორედ ის კაცია, ვინც ალან გრინსპენის ჩაყრილ საფუძველზე მშენებლობას გააგრძელებს,” – აცხადებს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.
“ეჭვი არ მეპარება, რომ ბენ ბერნანკი ასახელებს თავის ერს ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას,”- აცხადებს ალან გრინსპენი, თუმცა ამბობენ, რომ ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეები ერთმანეთისაგან ცასა და დედამიწასავით განსხვავდებიან.
ბენ შალომ ბერნანკი ებრაელია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამერიკის ფულს ებრაელები განაგებენ. ჩნდება აზრი, რომ ეს ებრაელები სხვა ერებს გასაქანს არ აძლევენ და მუდამ სათავეების დაპყრობას ცდილობენ.

აქვს თუ არა ჩინეთის ეკონომიკას პრობლემები?
მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2006 წელს ჩინეთის ეკონომიკა 9.2%-ით გაიზრდება და ნაკლებად იქნება ექსპორტზე დამოკიდებული. 2005 წელს ქვეყნის სავაჭრო ნამატი გასამმაგდა და 102 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ჩინეთს ეროვნული ვალუტის – იანის არასათანადო შეფასებაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც უსამართლოდ იგებს ვაჭრობაში.
მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ შიდა ინვესტიციების შეუჩერებელმა ზრდამ განაპირობა ჩინური იმპორტის წინსწრება ექსპორტთან. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების შეუჩერებელმა ზრდამ შეიძლება ზოგიერთ საწარმოში ჭარბწარმოება გამოიწვიოს, რაც ფასებისა და მოგების კლების საშიშროებას ზრდის.
ჩინელი ეკონომისტები ამ საკითხზე ნაკლებად ღელავენ. ისინი მიიჩნევენ, 20%-იანი ჭარბწარმოება იმის მაჩვენებელია, რომ ჩინეთი გეგმას ორი წლით წინ უსწრებს, რადგან ამ სახელმწიფოს ეკონომიკა წლიურად 10%-ით იზრდება.

ჩინეთი ევროპაზე ბრაზობს
ევროკავშირის სავაჭრო საბჭოს წევრმა პიტერ მენდელსონმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან და ვიეტნამიდან იმპორტირებულ ტყავის ფეხსაცმლებს დამსჯელი ღონისძიების სახით დემპინგი ემუქრება. ევროკავშირი აცხადებს, რომ ორივე ქვეყნის მომწიდებლები ბოროტად იყენებდნენ მის ბაზარს.
7 აპრილიდან 15 სექტემბრამდე ჩინური ფეხსაცმლის იმპორტი 19.4%-ით მოიმატებს, ვიეტნამური კი – 16.8%-ით.
ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ჩინური მხარე და დასძენს, რომ ევროკავშირის ქმედება თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მელდენსონი კი ამ ქმედებას არაჯანსაღი კონკურენციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი ჩინეთისა და ვიეტნამის უპირატესობას არ ებრძვიან.
2005 წლის მარტში ევროპაში ჩინური ტყავის ფეხსაცმლის იმპორტი 320% ით გაიზარდა, ვიეტნამურისა კი – 700%-ით. ბოლო დროს ჩინეთს მთავარ დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობა ეძაბება. აშშ-მ ბეიჯინგი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და ამ კუთხით მონიტორინგი გააძლიერა. ჩინეთი გაფრთხილებას იძლევა, რომ მის მიმართ აშშ-ის სავაჭრო სანქციები ორივე ქვეყნისათვის საზიანო აღმოჩნდება.

ინდოეთის ეკონომიკის ზრდა 8%-ს გადააჭარბებს
ინდოეთის პრეზიდენტმა აბდულ კალამმა განაცხადა, რომ ფისკალური წლის დასასრულს – მარტში ინდოეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 8%-ს გადააჭარბებს. იგი დასძენს, რომ მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე გაძვირებული ენერგეტიკისა, ქვეყანაში ზომიერი ინფლაციაა. ინდოეთს მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს, თუმცა მაინც ძლიერ ჩამორჩება ჩინეთისას – 2005 წელს ჩინეთის ეკონომიკა 9.9%-ით გაიზარდა. პრეზიდენტმა წარადგინა იმ პროგრამათა ჩამონათვალი, რომელიც მმართველმა კოალიციამ შეიმუშავა ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

რუსეთი გაიყინა
მისმა უდიდებულესობა ყინვამ მთლიან შიდა პროდუქტს უმტრო
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იანვრის ძლიერ ყინვებს დააბრალა მთლიანი შიდა პროდუქტის კლება, რის გამოც ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები შეექმნა. წლის დასაწყისში შემცირდა მშპ და ზოგიერთი საქონელი გაძვირდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, იანვარში ინფლაციამ 2,4% შეადგინა, რაც მხოლოდ 0,2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპებმა 1,1%-ით იკლო წინა წლის დეკემბერთან შედარებით. ექსპერტები აღიარებენ ყინვების უარყოფით ზეგავლენას მხოლოდ მშპ-სთან მიმართებაში. რაც შეეხება ინფლაციას, ამის გამო მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკას აკრიტიკებენ, რომელმაც კურსი ხაზინის ყოველწლიური გასავლების გაზრდაზე აიღო. მთავრობის დაპირებები ჯერ არ ემთხვევა რეალურ მაჩვენებლებს. წლიურმა ინფლაციამ 2005 წელს შეადგინა 10,9%, სავარაუდოდ კი 7,5-8,5%-ს ფიქრობდნენ. ამ წლის პირველი შედეგებიც ეჭვს ბადებს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ არ დაემთხვევა დაგეგმილ ნორმატივებს. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ამ წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების ზრდა შეადგენს 2,4%-ს, რაც მხოლოდ 0,2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში ინფლაციამ მიაღწია 0,8%-მდე. მოსალოდნელია, რომ იგი მთელი თვის განმავლობაში 1,5%-ს მიაღწევს.
ამ ვითარებაში ჩინოვნიკები მაინც პოულობენ გასამართლებელ საბუთებს. ეს ხან ბოსტნეულზე სეზონური ფასის ზრდაა, ხან მენავთობეების გაფიცვა, რამაც ნავთობზე ფასების მატება გამოიწვია. ამჯერად კი ყინვები მოიშველიეს.
თებერვლის ინფლაციამ გაზარდა ფასები საწვავზე, კერძოდ, საავტომობილო ბენზინზე, რასაც დაბალი ტემპერატურის გამო საწვავზე გაზრდილი მოთხოვნილებით ხსნიან. ექსპერტები კი მიიჩნევენ რომ საწვავთან დაკავშირებული შემთხვევა არაფერ შუაშია სიცივესთან. გაერთიანებული საფინანსო ჯგუფის ეკონომისტი იაროსლავ ლისოვოლიკი აცხადებს, რომ წინა წლის შემოდგომიდან მოყოლებული ფასების სტაბილურობას საწვავზე ხელოვნურად ინარჩუნებდნენ და როგორც კი ეს მექანიზმი მოიხსნა, მან აიწია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფასების ხელოვნურად შეჩერების პოლიტიკის უპერსპექტივობა. ამას გარდა, იანვრის ინფლაციაში დიდი როლი მიუძღვის მომსახურებაზე ფასების მომატებას, განსაკუთრებით საბინაო კომუნალურ მეურნეობაში. ამ სფეროში ტარიფების 14,7%-იანი ზრდა აღინიშნა.
მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტიციური, სამშენებლო, სავაჭრო და სამრეწველო აქტივობა. ინვესტიციები ძირითად კაპიტალში შემცირდა 5%-ით, მშენებლობა დაეცა 8%-ით, საცალო სავაჭრო ბრუნვა კი შემცირდა 5%-ით.
ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელის, გერმან გრეფის განცხადებით, ეკონომიკური მაჩვენებლების დაცემის ტენდენცია 2006 წელსაც გაგრძელდება.
“სამთა დიალოგი”-ს მთ. ეკონომისტის, ევგენი გავრილენკოს კომენტარით კი, მშპ-ის მოცულობის დაცემაში გასაკვირი არაფერია. მსგავსი მოვლენები იანვრის თვეში ყოველთვის აღინიშნება. თვის პირველ დეკადაში ქვეყანა თითქმის არ მუშაობს, მაშინ, როდესაც დეკემბრის თვე სამუშაო აქტიურობით მეტად დინამიკურია. იგი დარწმუნებულია, რომ მარტისთვის მშპ-ს ზრდა აღდგება.
ეკონომიკის დაბალი დინამიკა დიდად განაპირობა ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობის მოდელის შეცვლამ. წელიწადზე მეტი დასჭირდა იმას, რომ ბიზნესი შეგუებოდა ახალ მოთხოვნებს.
თუ ვენდობით ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს პროგნოზებს, მშპ-ს დონე ისევ დაცემისკენ წავა. თუ წინა წელს იგი შეადგენდა 6,2%, წლეულს არ გადააჭარბებს 5,8%, 2007-ში კი – 5,9%. მხოლოდ 2008 წლისათვისაა მოსალოდნელი მისი ზრდა (6%). ასეთი მაჩვენებლებით მშპ-ს გაორმაგებაზე 2010 წელს ლაპარაკი ზედმეტია. ამისა მხოლოდ პრემიერ-მინისტრ, ფრადკოვს სჯერა, რომელმაც გასულ წელს, ყველა პროგნოზის მიუხედავად, დაავალდებულა ჩინოვნიკები, გამოსავალი მოეძებნათ, თუმცა არავინ იცის, როგორ აღასრულონ პრეზიდენტის დავალება. გერმან გრეფის სიტყვებით, ამისთვის საჭიროა ეკონომიკის ტემპების შენარჩუნება არანაკლებ 7,2% – ისა ყოველწლიურად.

რუსეთი დამატებითი ღირებულების გადასახადს აუქმებს
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, გერმან გრეფმა დღგ-ს პრობლემას ნომერ პირველი პრობლემა უწოდა რუსეთის საგადასახადო სისტემაში: თუ ჩვენ არ ვიპოვით ეფექტურ მექანიზმს, დავიბრუნოთ დღგ ახლო მომავალში, მაშინ უნდა ვეძებოთ არატრადიციული გადაწყვეტილებები. თუმცა არატრადიციული გადაწყვეტილებები უკვე იძებნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო მმართველობის ხელმძღვანელმა არკადი დვორკოვიჩმა რამდენჯერმე ილაპარაკა იმაზე, რომ უარი თქვან დღგ-ზე, რომელიც შეიძლება შეიცვალოს გაყიდვებიდან მიღებული გადასახადით. სწორედ ამაზე ლაპარაკობს მინისტრი გრეფიც.
ამ გადასახადის ადმინისტრირების გამო რუსეთის ბიზნესი დიდ დანაკარგებს განიცდის. საგადასახადოს თანამშრომლები მოქმედებენ ხელმძღვანელობის ბრძანებით – აუნაზღაურონ დღგ ექსპორტიორებს მხოლოდ სასამართლოს გზით. ბიზნეს-გაერთიანების ცნობით, საგადასახადოს თანამშრომლები 2004 წელს ამოწმებდნენ მცირე საწარმოებს საშუალოდ 5,1-ჯერ, მაგრამ რეგიონების მესამედში შემმოწმებლები მოდიოდნენ უფრო ხშირად, მაგალითად მოსკოვში 7,5-ჯერ, მოსკოვის ოლქში – 7,7-ჯერ, ტამბოვის ოლქში კი – 16,5-ჯერ. საექსპერტო მმართველობის რეფერენტის, სტანისლავ ვოსკრესენსკის სიტყვებით, 80-90% საგადასახადო შემოწმებებისა დაკავშირებულია დღგ-ს გადასახადის ამოღებასთან. “ეს ფაქტორები მოქმედებს კონკურენტუნარიანობაზე, როგორც რუსული, ასევე საერთაშორისო კომპანიების მიერ წარმოებულ საქონელზე თუ მომსახურებაზე – აღნიშნავს პ. მედვედევი, კომპანია Ernst&Young-ის პარტნიორი და საგადასახადო პრაქტიკის ხელმძღვანელი დსთ-ში.