ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელების ნიშანი არ არსებობს
რედაქციისაგან
ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას განაგრძობს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2006 წლის პირველ მეოთხედში ქვეყნის ნაწარმი 10.2%-ით გაიზარდა და უკან ჩამოიტოვა 2005 წლის ბოლო კვარტლის და დანარჩენი წლების ყველა მაჩვენებელი.
ქარხნების, გზებისა და სხვა დანახარჯები კვარტლის ბოლოს 27%-ს აღწევენ.
ეკონომისტები აცხადებენ, რომ სესხების მოთოკვის მიზნით, ისინი ქვეყნის მთავრობისგან ფულის მიწოდებისა და საბანკო სექტორზე ლიკვიდურობის შემცირებას ელოდნენ. ამ წელს პეკინის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის 8%-ით ზრდაა. ფიქრობენ, რომ თავაწყვეტილ ზრდას ინფლაციისა და ეკონომიკის არევის გამოწვევა შეუძლია. პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო აცხადებს, რომ მთავრობამ სწორება ჩინეთის უღარიბესი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე უნდა გააკეთოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინეთის დასახული მიზანი არარეალურია, პროგნოზების მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზრდება. ეკონომიკის “გადახურების” მიუხედავად, პეკინმა თავიდან აიშორა საპროცენტო განაკვეთების ზრდა, თუმცა ის მუდმივად ცდილობს ეკონომიკის ზრდის ინვესტიციებითა და დანახარჯებით დაბალანსებას.
ეკონომიკის ზრდის უკანასკნელი მონაცემების გავრცელების შემდეგ, ჩინელი ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ მოქმედებაა საჭირო. ეროვნული სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ საჭიროა კრედიტის ღირებულების კონტროლი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამშენებოლო პროექტებზე სახელმწიფო დანახარჯები უნდა შემცირდეს, რათა ბანკმა საზღვარგერეთ ინვესტირება შეძლოს და შემცირდეს ქვეყნის შიდა კრედიტისღირებულება. ჩინეთის მთავარი ეკონომისტი აცხადებს, რომ ობლიგაციებზე ინვესტიციების ზრდამ მშპ-ის ხელახალი ზრდა გამოიწვია, სახელმწიფო კი სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს, რაც ცენტრალური მთავრობის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, როგორც ჩანს, ვაშინგტონთან ვაჭრობის სფეროში დაძაბულ ურთიერთობებსაც ართულებს.
ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრი
ჩინეთის პოლიტიკური სისტემის განვითარება მძლავრად ჩამორჩება ამ სახელმწიფოს ეკონომიკის წინსვლას.
ამჯერად ჩინეთის ეკონომიკა სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მოიაზრება. გასულ წელს ეკონომიკის ზრდა ციფრებში 9.9%-ით გამოიხატა, რომელმა გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია და საფრანგეთი.
ასეთი ნახტომები ისტორიაში იშვიათობაა, მსოფლიოში არ არსებობს მეორე ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ასე სწრაფად გაიზარდა. მსოფლიოს ყველაზე მრავალმოსახლიანი სახელმწიფოს ეკონომიკა მხოლოდ გერმანიის, იაპონიისა და აშშ-ის ეკონომიკებს ჩამორჩება. ჩინეთი აგრეთვე გამოკვეთილად დიდ როლს თამაშობს გლობალიზაციის საკითხში. მათ ამ წარმატებას თავისუფალი ბაზრით, ოდესღაც სახელმწიფოს მიერ მართვადი ეკონომიკის წყალობით მიაღწიეს.
ბევრი დასავლელი ვარაუდობდა, რომ კაპიტალიზმმა ჩინეთს უპრეცენდენტო შესაძლებლობები უბოძა და მას სწრაფად მოჰყვებოდა დემოკრატიაც, მაგრამ ასე არ მოხდა.
აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებში მტკივნეულ ადგილად რჩება ის ფაქტი, რომ ჩინეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში ფიასკოს განიცდის. აშშ-ის ყოველწლიურ მოხსენებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ეხება მკაცრად გააკრიტიკეს ჩინეთი, კრიტიკა პოლიტიკურ ზეწოლას, წამებასა და ცენზურას ეხებოდა.
მრავალნი, ქვეყნის შიგნით და გარეთ იმედოვნებდნენ, რომ პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო და პრემიერ-მინისტრი უენ ჯიაბაო პოლიტიკურ ლიბერალიზაციას დაუშვებდნენ, მაგრამ სოციალური მოთხოვნების, ფერმერების მიერ არეულობის გამოწვევისა და სხვა პრობლემების გამო სახელმწიფოს უბრალოდ არ აქვს პოლიტიკური რეფორმების ჩატარების ფუფუნების საშუალება, აცხადებს ჩინეთის სახალხო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ში ინონგი. ის დასძენს, რომ ჩინეთის პოლიტიკური რეფორმები მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სურს მათგან მსოფლიოს დასავლეთ ნაწილს, ეს არ ნიშნავს დასავლური სტილის არჩევნებს, ან დასავლური სტილის პრესის თავისუფლებას. თუ დასავლურ სტანდარტებს შევადარებთ, ვნახავთ რომ პროგრესი მინიმალურია. მილიონობით ჩინელი საშუალო ფენაში გადადის და ისეთი სახის თავისუფლება აქვთ, რომელზედაც ერთ დროს მხოლოდ ოცნება შეეძლოთ. მიუხედავად ამისა კანონმდებლობა მაინც კომუნისტური პარტიის პრინციპებით ხელმძღვანელობს, რასაც დახურულ კარს მიღმა დებატები ადასტურებენ.
ჩინეთს პოლიტიკური ცვლილებებისათვის მომდევნო 10-20 წელიწადი დასჭირდება, აცხადებს ნიუ იორკში დაფუძნებული ჩინეთის სტრატეგიული სათათბიროს წარმომადგენელი დენ როუზენი.
ჩინეთი ავსტრალიურ ურანს ყიდულობს
ავსტრალიამ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პეკინს ნებას რთავს ენერგეტიკული სადგურებისთვის ავსტრალიური ურანი შეიძინოს. ამ შეთანხმებას ხელი ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების დაჟინებული თხოვნით მოეწერა. ავსტრალია, რომელიც მსოფლიოში ურანის 40%-იან დეპოსიტს ფლობს ურანს მხოლოდ ატომგულის იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (Nuclear Non-Proliferatian Treaty) წევრებზე ყიდის. ავსტრალია ურანის პოტენციური მყიდველებისგან მოითხოვს ორმხრივ შეთანხმებას, რომელშიც ეწერება, რომ ურანს ატომური იარაღის პროგრამაში არ გამოიყენებენ. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს. 2010 წლიდან ავსტრალია ყოველ წელს 20 000 მეტრულ ტონა ურანის ექსპორტს აწარმოებს ირანში. ძლიერ განვითარებული ეკონომიკის გამო ჩინეთს დიდი რაოდენობით საწვავი ესაჭიროება. ნახშირის ძველი მაღაროები კი მოთხოვნას ვერ უმკლავდებიან. პეკინს 20 წელიწადშო 40-50 ატომური რეაქტორის აშენება სურს და ურანით მათ მომარაგებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
რუსეთი ჩინეთში გაზსადენის მშენებლობას გეგმავს
პეკინი – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ჩინეთის ენერგეტიკით უკეთ მოსამარაგებლად ხუთი წლის ვადაში გაზსადენის მშენებლობა იგეგმება. მაგრამ მას სიტყვაც არ უთქვამს შეთანხმებაზე ააშენონ ცალკე ნავთობსადენი ბეიჯინგში ციმბირიდან ნავთობის მისაღებად. რუსული მხარე აცხადებს, რომ მათ ამ შემთხვევის შესწავლა დააფინანსეს და ვერ წარმოადგენენ მშენებლობის ცხრილებს სანამ შესწავლა არ დასრულდება. პუტინმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ გაზსადენი ყოველწლიურად 2.8 ტრილიონ კუბურ ფუტ გაზს გაატარებს. მას ფასებზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო ფასი 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ჩინეთი რუსეთის ნავთობის ლიდერი მყიდველია. მოსკოვსა და პეკინი სურვილი აქვთ 2010 წლისთვის გააორმაგონ შარშანდელი 29 მილიარდ დოლარიანი ვაჭრობა.
ქართულ-ჩინური ბიზნეს ფორუმი
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პეკინსა და შანხაიში ბიზნეს-ფორუმები და ქართული ღვინოების გამოფენა-პრეზენტაციები მოაწყო.
ვიზიტისისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშემწყობი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზანგ ვეიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ორგანიზებას გაუკეთებენ სემინარების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ასევე, გამოფენების, ბაზრობების, საქმიანი წრეების შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობას. გაცვლიან ინფორმაციებს თავიანთი ქვეყნების ეკონომიკების შესახებ.
ქართული ღვინოები ჩინეთში წარმოადგინეს: “თბილღვინომ”, “ვაზიანმა”, “თელავის ღვინის მარანმა”, “ტიფლისის ღვინის მარანმა”, “ალექსანდროულმა”, “თელიანი ველმა”, “ალავერდმა”, “თბილისის მარანმა”, “ბაგრატიონი 1882-მა”, “უშბა დისტილერმა”.
პეკინსა და შანხაიში გამართულ ბიზნეს-ფორუმებში 22-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ შესაბამისი სექტორებიდან ჩინურ კომპანიებთან უშუალო საქმიანი კონტაქტები დაემყარებინათ.