ყოველი მეექვსე შიმშილობს
რედაქციისაგან
მაისის ბოლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მთელ მსოფლიოში შიმშილის წინაღმდეგ აქციები მოაწყო. .მისი მონაცემებით მსოფლიოში ყოველი მეექვსე შიმშილობს. ეს მაშინ, როცა დანარჩენ მსოფლიოში ჭარბი კვების პრობლემა ნომერ პირველია. ეს თანაფარდობა არც საქართველოშია სანუგეშო აქ ბოლო საექსპერტო გათვლებით ყოველი მე-14 შიმშილობს გაეროს სტანდარტებით.
ანალოგიური დისბალანსია შემოსავლებში და წარმოების დონეზე. საქართველოში ერთ მოსახლეზე ჯი-დი-პი – მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა და 1040 დოლარი გახდა, რაც რეკორდია ამ ქვეყნისათვის. მაგრამ, ის მაინც ღარიბი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. რუსეთში ეს მაჩვენებელი 3400 დოლარს აღწევს და უკვე შევიდა საიმედო ქვეყნების რიგში. (ძირითადად ნავთობიდან ამონაგების ხარჯზე. თუმცა, რიგით რუსამდე ეს როგორ მისდის ჯერ საკითხავია) ამიტომ, მთავარი პრობლემა მსოფლიოში დიდი ინდუსტრიალ ქვეყნებს შორის და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებული დისბალანსის სიმწვავისი შემცირებაა და აქედან გამოდინარე კონფლიქტები მსოფლიოში.
მაისი იმით გამოირჩევა, რომ ყოფილი იუგისლავია საბოოლოდ დაინგრა და მონტენეგრო ცალკე ქვეყანა გახდა. სერბია დარჩა მარტო და დაკარგა ზღვა. ირანი ცდილობს მოიგოს დრო და სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რამაც დაწია ნავთობზე ფასები, ვენესუელის პრეზიდენტი რუსებისაგან სუ-32 ბომბდამშენების ყიდვას და აშშ-სთან კონფრონტაციის გაგრძელებას აპირებს. თუმცა, ლონდონში მრავალრიცხოვანი მხარდაჭერების აპლოდისმენტებით დასეირნობს
მსოფლო ეკონომიკა მაისში სასაქონლო ბირჟებზე საქონლის გაძვირებით და ფასიანი ქაღალდების ბირჟებზე ძირითადი ინდექსებით, ანუ საქმიანი აქტიურობის ვარდნით გამოირჩეოდა
ფედერალები დამაბნეველ განცხადებებს აკეთებენ
ნიუ იორკი – მაისის შუა რიცხვებში ფედერალური სარეზერვო ბანკის საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ჯერ კიდევ თვის დასაწაყისში ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ფედერალები სამომავლო გადაწყვეტილებების მისაღებად შეიკრიბებოდნენ და დოლარის გადასარჩენად კიდევ ერთხელ გადადგამდნენ ნაცად ნაბიჯს. მიუხედავად ამისა დოლარმა მაისში სერიოზულად დათმო პოზიციები
ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟის კონტრაქტების თანახმად, ინვესტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ფედერალები საპროცენტო განაკვეთებს 1.4%-ით გაზრდიან. შედეგად, სადღეღამისო ბანკებში სესხების ტარიფი 5%-ით გაიზრდება. ეს რიგით მე-16 ზრდა იქნება 2004 წლის შემდეგ, რაც ფედერალებმა მოკლევადიანი განაკვეთების ზრდა დაიწყეს.
ყველაფრის უკან მცირე ნისლი მოსჩანს.
აპრილის მიწურულს, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ ბენ ბერნანკმა ცონგრესს მოახსენა, რომ ახლო მომავალში ცენტრალურმა ბანკმა შეიძლება პაუზით ისარგებლოს. მაგრამ როდის? იქნება ეს ივნისი თუ აგვისტო, ან იქნებ ეს საერთოდ არ მოხდეს ახლო მომავალში? ბერნანკმა ეკონომისტთა გაერთიანებულ საბჭოს განუცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკა ძლიერია. მაგრამ, ამ მეოთხედში მისი შენელებაა მოსალოდნელი. თუმცა, ბერნანკმა დასძინა, რომ ინფლაციის ზრდის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია პაუზის აღება. მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და ის ინფლაციის ზრდას არასოდეს შეეგუება. ამ განცხადების შემდეგ ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ღირებულება მკვეთრად დაეცა.
ფონდ “”First American””-ის აქციათა მთავარი წილის მფლობელი ამბობს, რომ ინვესტორები მონდომებით ცდილობენ იმ ენის გაგებას, რომლზე მეტყველებასაც ფედერალები ცდილობენ. მაგრამ, ბერნანკის კონგრესში გაკეთებული დამაბნეველი განცხადების შემდეგ ცხადია, ეს მონდომება უნდა გაათკეცდეს. კერძოდ, მარტის შეხვედრაზე ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ შესაძლოა უფრო მკაცრი ზომების მიღება გახდეს საჭირო, რადგან ეკონომიკის ორივე არსებითი მომენტი – ზრდა და სტაბილური ფასები, დაბალანსებული იყოს. ამ განცხადების თარგმანი შემდეგნაირად ჟღერს – ინფლაციის გასაკონტროლებლად შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების დამატებითი ზრდის აუცილებლობამ იჩინოს თავი.
ფედერალები კვლავ 1.4%-ით ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. ეკონომისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ისინი პანიკაში არიან. ბერნანკის თავმჯდომარეობის შემდეგ ათწლიანი ობლოგაციების პროცენტები 4.5%-დან 5.15%-მდე გაიზარდა.
New York – Wall Street -მა გამოაქვეყნა მაისის შუა რიცხვებში დანაკარგები ერთი დღის შემდეგ რაც ინფლაციის გამო Dოწ ჟონეს-მა ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა განიცადა ბოლო სამი წლის განმავლობაში და Nasdaq-ის ინდექსიც 2006 წლის წითელ ხაზამდე მიიყვანა.
აქციების ფასმა აიწია ბოლო სესიების განმავლობაში. მაგრამ, მკვეთრად ჩამოვარდა ვაჭრობის ბოლო საათს. ბაზარზე ასევე შეიმჩნეოდა მღელვარება ფედერალური ბანკის შტ. Lous ისWilliam poole-ის განცხადებაზე. მან გაიმეორა დადგენილება, რომ პროცენტის მომავალი, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ფსონს გააკეთებს ეკონომიკა.
მღელვარებამ, რომ ინფლაციის ზრდა პროცენტსაც გაზრდის, გამოიწვია აქციების ფასის დავარდნა ოთხშაბათს.
Poole-ის კომენტარის გავრცელებამდეც მასმედიის საშუალებებით, ინვესტორები არ იყვნენ ყიდვის ხასიათზე. მონაცემებმა აჩვენეს არაძლიერი ეკონომიკის სუსტი ზეგავლენა ვაჭრობაზე და ასევე მოულოდნელი ვარდნა Conference Boardsინდექსისაც მოწინავე ინდიკატორებში და ბუნებრივად იმატა უმუშევრობის განაცხადებმაც. ნავთობის ფასის ზრდამ და ფედერალური ბანკის შიშმა ინფლაციის ზრდის თაობაზე, უფრო გამოიწვია ბონდის ბაზრის შეტევა და გაამყარა დოლარი ბოლოდროინდელი ვარდნის შემდეგ.
“ბაზარი მხოლოდ შეშინებულია ახლა – განაცხადა Ryan Larson-მა. ექვითი თრეიდერმა. “ყველა ფსონებს იღებს მაგიდიდან და აღარაფერს აკეთებენ, რადგან არავინ იცის რა ხდება.
წინასწარი გამოთვლების მიხედვით Dow დავარდა 77.32, ანუ 0.69%ით, 11.129-მდე. 15 მაისს Dow-ს ყველაზე უარესი სესია ქონდა 2003 წლის მარტის შემდეგ, როცა ის 307-ით დავარდა.
ფართო ბაზრის ინდიკატორებმაც დაიწიეს. თჰე შტანდარდ & Pოორს 500 ინდექსი დაკარგა 8.51, ანუ 0.67%, 11261.88-მდე დაიწია. Nასდაქ-მაც 15,48, ანუ 0.7 პროცენტით 2180.32-მდე დაიწია.
თუმცა, 16-ში სუსტი ეკონომიკის მონაცემებმა ბევრი ვერაფერი შეცვალეს აქციების ბაზარზე. მაგრამ, გააუმჯობესეს ბონდების ბაზრის მდგომარეობა. დოლარიც თითქმის უცვლელი დარჩა სხვა ვალუტასთან მიმართებაში და ოქროს ფასიც 680 დოლარი დარჩა უნციაზე.
მღელვარება, რომელიც ინფლაციამ და მაღალმა პროცენტმა გამოიწვია, მომავალში მძიმედ დააწვება შეერთებული შტატების მოსახლეობას. გარდა ამისა, არც აზიის ბაზარია სახარბიელო მდგომარეობაში. იაპონიის Nიკკეი აქციების საშუალომ 1.35%ით მის მეშვიდე უიღბლო დღეს, ბოლო რვა სესიის განმავლობაში დაიწია.
ინგლისის ბანკის საპროცენტო განაკვეთები უცვლელია
უკანასკნელ შეხვედრაზე ინგლისის ბანკმა გადაწყვიტა გაერთიანებული სამეფოს საპროცენტო განაკვეთი კვლავ 4.5% იყოს. ეს მაჩვენებელი უკვე ცხრა თვეა ნარჩუნდება.
ანალიტიკოსები ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭოსგან ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ. ინგლისის ბანკი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ნავთობის ფასებს, რადგან მათი ზრდა შესაძლოა ინფლაციის ზრდის წყარო აღმოჩნდეს.
სამრეწველო სექტორის განცხადების თანახმად, საპროცენტო განაკვეთების ნაადრევი ზრდა ამ სექტორის გაუმჯობესებას დაბრკოლებებს შეუქმნის. ამიტომ, ბანკი მათ არ უნდა შეეხოს. მონაცემების თანახმად, მომსახურების სექტორის ნამატის მაჩვენებელი ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე სწრაფად აპრილში გაიზარდა.
გადაწყვეტილების მიუხედავად, ბოლო დროინდელი ენერგომატარებლების ქვითრებზე გამოყვანილი თანხა იზრდება, რისი მიზეზიც, რა თქმა უნდა, ნავთობის მაღალი ფასია. ეს კი ინფლაციის ზრდის მომასწავლებელია. ბანკის მმართველი პარლამენტარებს უცხადებს, რომ ენერგომატარებლების გაძვირება მომხმარებელთა დანახარჯებზე ცუდ გავლენას მოახდენს, რაც ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ენერგომატარებლების გაძვირება აპრილ-ივნისის მონაკვეთში ინფლაციის მაჩვენებელს 2.3%-მდე გაზრდიდა. ბანკის ამოცანაა ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ზე შეინარჩუნოს.
იაპონიის ეკონომიკა უმჯობესდება
იაპონიის პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკი რიგით მე-19 შეხვედრაზე მნიშვნელოვან განხილვას მოაწყობს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ იაპონიის ბანკი სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს ნული პროცენტიდან მაღლა ასწევს.
იაპონური იენი აშშ დოლართან მიმართებაში რვა თვის მანძილზე მაღალ კურსს ინარჩუნებდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 111 იაპონური იენია. ამჟამად, იაპონიის ცენტრალური ბანკი ეკონომიკას მხოლოდ “გაუმჯობესების საფეხურზე შემდგარს” უწოდებს. მაგრამ, ისეთი ნიშნები გროვდება, რომლებიც ძლიერი ეკონომიკის მაუწყებელია. იაპონიის მომხმარებელთა ღირებულების ინდექსი უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში პიკს მაისში აღწევს. ხოლო უმუშევრობისმაჩვენებელი 4.1%-ია, რაც რვაწლიანი მონაკვეთის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს ივლისში გაზრდის.
ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა სახარბიელო არ არის
ევროპის საბჭო გაფრთხილებას იძლევა, რომ 2006 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 2005 წლის კრიზისის შემდეგ გაუმჯობესებას დაიწყებს. მაგრამ, 2007 წელს კვლავ შენელებაა მოსალოდნელი.
მონეტარულ საქმეთა საბჭოს წარმომადგენელი ხოაკინ ალმუნია აცხადებს, რომ 2006 წელს მშპ უმჯობესდება. მაგრამ, მომავალ წელს ის კვლავ შემცირდება. მიმდინარე წელს ევროპის კავშირის მშპ-ის სავარაუდო მაჩვენებელი 2.3%-ია. რაც 2005 წლის იგივე მაჩვენებელს 0.2%-ით აღემატება. ევრო ზონის 12 ქვეყანაში ეკონომიკა 2.1%-ით გაიზრდება. 2005 წელს კი მან 1.3%-ით მოიმატა. ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად ეხმარება ინვესტიციების ზრდა, აგრეთვე ინფლაციის სტაბილური მაჩვენებელი, რომელზედაც ნავთობის გაძვირებას დიდი გავლენა არ მოუხდენია. მაგრამ, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2007 წელს ეკონომიკის ზრდა 2.2%-მდე შემცირდება
გერმანია ევროპაში უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მიმდინარე წელს მისი ეკონომიკა 1.7%-მდე გაიზრდება, რასაც 2007 წელზე ვერ ვიტყვით. მიმდინარე წელს ამ სახელმწიფოს ეკონომიკა ევროპის მთლიან ეკონომიკას “გაათრევს”.
ევროპის კავშირის დასაქმებისა და ეკონომიკის ზრდის ათწლიანი პროგრამა არაეფექტური აღმოჩნდა. უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია – 8%. 2006-07 წლებში მოსალოდნელია 3.6 მლნ ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. რაც დეფიციტის მხოლოდ ნაწილს თუ შეავსებს.
გერმანიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა შეძლეს დეფიციტის პრობლემების დაძლევა. მაგრამ, იტალიას, პორტუგალიას და განსაკუთრებით უნგრეთს, ამ მხრივ ძალიან ბევრი აქვთ გასაკეთებელი.
უნგრეთი ევროპის კავშირის ყველაზე შეურაცხმყოფელი წევრია. 2006 წლისთვის ამ სახელმწიფოს ვალები მისი მშპ-ის 6.7%-ს შეადგენს, რაც საბჭოს მიერ დადგენილ ლიმიტს 3%-ით აღემატება. 2007 წელს მდგომარეობის გაურესებაა მოსალოდნელი, რაც ამ მაჩვენებლის 7%-მდე ზრდით გამოიხატება, რადგან ბუდაპეშტი მეტად საჭირო რეფორმების განხორციელებას ვერ ახერხებს.
2006 წელს საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტის სავარაუდო მაჩვენებელი 2.8%-ია, გერმანიის 2006 წელს – 3.1%, ხოლო 2007 წელს კი 2.5%.
ჩინეთის ეკონომიკა შეუფერხებლად იზრდება
მსოფლიო ბანკმა ჩინეთის 2006 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 9.2%-დან 9.5%-მდე გაზარდა. 2006 წლის პირველ მეოთხედში ჩინეთის ეკონომიკა გასაოცრად სწრაფად, 10.2%-ით გაიზარდა. 2005 წელს ეკონომიკის ზრდა 9.9%-ით იყო გამოსახული. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში ჩინეთის მშპ-ის ზრდა 9.8%-მდე შემცირდება.
სახელმწიფოს საინფორმაციო ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მომხმარებელთა ღირებულების მაჩვენებელი მიმდინარე მეოთხედში 1.5% იქნება. მსოფლიო ბანკი კი ირწმუნება, რომ ინფლაცია კონტროლირებადი იქნება. რაც შეეხება ვაჭრობას, ჩინელებს მოუწოდებენ უცხოური ვალუტის რეზერვი შეამცირონ, რაც ჩინეთის სავაჭრო ნამატითა და უცხოური ინვესტიციებითაა გამოწვეული, რის გამოც ჩნდება ჩინური ვალუტის შეფასების პრობლემები.
2006 წლის მარტის ბოლოს ჩინეთის უცხოური ვალუტის დანაზოგმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა – 875.1 მლრდ აშშ დოლარი. ეკონომისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წლის ბოლოს ეს თანხა 1 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება.