ომი გეიტსის წინააღმდეგ ახალ ფაზაში შედის Microsoft-ის კონკურენტები ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ
რედაქციისაგან
Microsoft-ს მსოფლიო ბაზრის სამი ლიდერიდან პირველი ადგილი უჭირავს და ბაზრის 96%-ს ფლობს. მან 6 მილიარდი დახარჯა Vista-ს შექმნაზე, მისი ერთი პროგრამის სრული კოპლექტის ღირებულება 70-დან 400 ევრომდეა, მაგრამ ამ პროგრამის შემოსვლისთანავე მის წინააღმდეგ ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ჩინელებმა ერთი დღით ადრე გამოუშვეს პირატული კოპია ერთ ევროდ, მეორე მუდმივი მეტოქე ძველი ევროპის ლინუქსი-ს ლობია.
Vista 1995 წელს გამოშვებული Windows-ის ოპერაციული სისტემის ბოლო თაობაა. მისი წინამორბედი 2001 წელს გამოშვებული Windows ��-ია. ბილ გეიტსის კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი პროგრამა უფრო მოხერხებულია, ვიდრე Windows-ის წინა თაობები. ის უზრუნველყოფს კომპიუტერების ეფექტურ დაცვას, ასევე უფრო მიმზიდველი ინტერფეისი აქვს, მაგრამ Microsoft-ის პრობლემა მძლავრი კომპიუტერების უკმარისობაა. ამჟამად მოქმედი კომპიუტერების მხოლოდ 15% გამოირჩევა ისეთი სიმძლავრით, რომ მათზე ახალი სისტემა დამონტაჟდეს. ბევრ მომხმარებელს, რომელსაც ახალი სისტემის დაყენების სურვილი ექნება, იძულებული გახდება ახალი კომპიუტერი შეიძინოს.
ბილ გეიტსის კომპანია დარწმუნებულია, რომ გადალახავს ამ სირთულეებს. მათი გათვლებით, მომხმარებელთა უმრავლესობას შეუძლია ახალი კომპიუტერები შეიძინოს, “მომხმარებელთა რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ ახალი კომპიუტერები შეიძინონ, განსაზღვრულია, მაგრამ გაყიდვების რაოდენობა მაინც გაიზრდება. ის იქნება უფრო მეტი ვიდრე, ეს Vista-ს გარეშე იქნებოდა” – ამბობს Microsoft-ის გენერალური დირექტორი სტივ ბოლმერი.
მსოფლიოში კომპიუტერების 95% Windows-ის სისტემაზე მუშაობს. Microsoft-ს ოპერაციული სისტემის ბაზარზე ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავს. ახალი სისტემის წინამორბედისგან ძირითადად გარეგნული სახით განსხვავდება.
მიუხედავად ყველაფრისა, Vista-ს მეკობრული ასლი ჩინეთში უკვე გაყიდვაშია. პროგრამის ფასია 1 ევრო.Microsoft-ი კი პროგრამის გაყიდვას 200-320 ევროდ აპირებდა.
ბრიუსელი, ბელგია – Microsoft-ის კორპორაციის მეტოქეები კვლავ მოუწოდებენ ევროკავშირის მარეგულირებლებს იმ “არაკანონიერი მეთოდის” წინააღმდეგ იმოქმედონ, რომლითაც ახალი Vისტა-ს ოპერატორი სისტემა მოქმედებს. კომპანია ინტერნეტზე მონოპოლიის გავრცელებას ცდილობს. ისინი ევროპის საბჭოს “სასწრაფო გადაწყვეტილებების” მიღებას გასული წლის თებერვალში შეტანილ იმ საჩივარზე სთხოვენ, სადაც Microsoft-ს არსებული მონოპოლიის გავრცობაში ადანაშაულებენ.
Microsoft-ს დაუყოვნებლად კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეტოქე კომპანიები ხშირად რეგულირებას საკუთარი ბიზნესის სასიკეთოდ მიმართავენ. ECIS (ევროპის საბჭოს საერთაშორისო სისტემები) აცხადებს, რომ Microsoft-ის XML ენა ამჟამინდელ ვებ-გვერდების ენას HTML-ს ჩაანაცვლებს, Vista სწორედ იმ არაკანონიერი ქმედების ჩადენას აპირებს, რაც ევროპის საბჭომ სამი წლის წინ დაგმო.ECIS-ის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანია მუდმივად ეძებდა Windows-ზე დამოკიდებულ სტანდარტს და არსებული სტანდარტების ჩანაცვლების ხერხებს. “ამის შედეგად, მოხმარებელს, რომელიც ხარისხის გაუმჯობესებასა და ფასების კლებას ელოდა, იმედები გაუცრუვდება. Microsoft-ს მეტოქე კომპანიების არაკანონიერად შევიწროებაში ადანაშაულებენ. ევროკავშირმა Microsoft-ს მოსთხოვა საკომუნიკაციო კოდი მეტოქეებისათვის გაეზიარებინა, ხოლო გასული წლის ივლისში ზუსტ მონაცემთა მიუწოდებლობის გამო კომპანია დააჯარიმა. ევროკავშირის მუქარის გამო გასული წლის ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა, რომ Vista-ს საძიებო და უსაფრთხოების სისტემებს შეცვლიდა და სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციას ახალი PDF-ის ტიპის ფაილის ფორმატიც უჩვენა.
სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე ევროპის საბჭომ წინ წამოწია ყველა ის ანტიმონოპოლიური პრობლემის საშიშროება, რომელიც შეიძლება Vista-ს ფუნქციონირებამ გამოიწვიოს.