ძირითადად არათავისუფალი

რედაქციისაგან

2006 წელს რუსეთში ეკონომიკური თავისუფლების დონე რამდენადმე შეიცვალა – ამ თვალსაზრისით მსოფლიო რეიტინგში ქვეყანამ 122-ე ადგილიდან 120-ე ადგილზე გადაინაცვლა და “ძირითადად არათავისუფალი ქვეყნების” ჯგუფში განაგრძობს ყოფნას. კორუფცია, ინვესტიციური არამიმზიდველობა და საკუთრებაზე საეჭვო უფლებია გამო რუსეთი გვერდს ვერ აუვლის თუნდაც ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბენინი, ლესოტო და გონდურასი.
საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც ეკონომიკის რომელიმე დარგს ეხება, რუსეთი წლიდან წლამდე არასახარბიელო ადგილზეა. იმას, რომ კორუფციის დონის მიხედვით, ქვეყანა არის სვაზილენდის, გონდურასის და რუანდის, ხოლო ცხოვრების დონის მიხედვით – ლივიისა და მაკედონიის რიგებში ჩვენ უკვე დიდ ხანია შევეჩვიეთ.
ამერიკული კვლევითი ფონდის Heritage Foundation-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეკონომიკური რეიტინგის მიხედვით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის ეკონომიკა არ არის იმ მდგომარეობაში, როგორსაც ხელისუფლება ისურვებდა. ფონდის ანლიტიკოსები ქვეყნებს აფასებენ 10 კატეგორიის მიხედვით – კორუფციისა და ფინანსური თავისუფლებიდან ბიზნესის თავისუფლებამდე. Heritage Foundation-ი წერს, რომ 13 წლის მანძილზე ამგვარი რეიტინგების ჩატარებამ ცხადყო, რომ იმ ყვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ზრდიან ეკონომიკური თავისუფლების დონეს, სწრაფად უუმჯობესდებათ კეთილდღეობა.
2007 წელსგამოკვლევაში, მკვლევარებმა უმნიშვნელოდ შეცვალეს გამოთვლების მეთოდოლოგია. რეიტინგის დიდ ნაწილზე ეს არ აისახა. მაგრამ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იაპონია და ბულგარეთი, ასეთი ცვლილებების შედეგად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ხოლო შვეიცარია და ავსტრალია – უარესში.
ჰონკონგიდან კორეამდე
Heritage Foundation -მა ქვეყნები ხუთი კატეგორიის მიხედვით გაანაწილა: ეკონომიკურად თავისუფალი, “ძირითადად თავისუფალი”, საშუალოდ თავისუფალი”, ძირითადად არათავისუფალი” და ქვეყნები ჩახშობილი ეკონომიკით”.
საერთო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა ჰონკონგმა, რომელმაც 100-დან 89,3 ქულა დაიმსახურა. ჩინეთის განსაკუთრებული ადმინისტრაციული რაიონი კიდევ ერთხელ ოდნავ ჩამორჩა უახლოეს კონკურენტებს. მეორე ადგილზე გასულმა სინგაპურმა მხოლოდ 85,7 ქულა მიიღო, ხოლო �ბრინჯაოს პრიზიორი” გახდა ავსტრალია – 82,7 ქულით.
რეიტინგის ბოლო ადგილზე, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდნენ დახურული სოციალისტური ქვეყნები, სადაც დიქტატორული რეჟიმი ბატონობს. ბოლო ადგილი დაიკავა ჩრდილოეთ-კორეამ, ხოლო ბოლოსწინა – კუბამ.
ოთხი ქვეყანა – სუდანი, სერბია, კონგო და ერაყი – რეიტინგის გარეშე დარჩა. ეს იმიტომ მოხდა, რომ აფრიკის ქვეყნებსა და ერაყში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. სერბიამ საერთოდ ვერ მიიღო რეიტინგი, ქვეყანა ამ სახელწოდებით ჩამოყალიბდა მხოლოდ 2006 წელს – მანამადე მასში შედიოდა ასევე ჩერნოგორია.
სხვა ქვეყნებიდან აღსანიშნავია ნორვეგია, რომელმაც ოცდამეათე ადგილი დაიკავა, მაგრამ სხვა რეიტინგების მიხედვით, ზუსტად ის აღიარეს მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კარგ ქვეყანად. როგორც ჩანს, მხედველობაში არ არის ბიზნესმენების ცხოვრება.
ჩინეთის ეკონომიკა ადრინდებულად მეტად არათავისუფალია (119-ე ადგილი), უმთავრესად საკუთრების უფლებისა და კორუფციის მიხედვით. გერმანია, რუსეთის უმსხვილესი პარტნიორი ვაჭრობის სფეროში, მე-19-ე ადგილზე მოკალათდა. უფრო წინ წაწევის საშუალება მას არ მისცა ეკონომიკის სახელმწიფოზე დიდმა დამოკიდებულებამ და მაღალმა გადასახადებმა.
რუსეთი
Heritage Foundation-ის რეიტინგში რუსეთმა 120-ე ადგილი დაიკავა, ჩინეთისა და ნეპალის შუაში მოკალათდა “ძირითადად არათავისუფალი” ქვეყნების კატეგორიაში. წინა წელთან შედარებით, რუსეთი რეიტინგის ორი საფეხურით მაღლა ავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლანდელი ტემპებით რუსეთი პირველ ადგილს მიაღწევს 60 წელიწადში. ლიდერებამდე ის შორს არის – ევროპაში რუსეთი 41-დან 31-ე ადგილზეა, მის შემდეგ მხოლოდ უკრაინა და ბელორუსიაა.
საერთო ნეგატიური სიტუაციის მიუხედავად, რუსეთს სიხარულისთვის რამოდენიმე მიზეზი აქვს – ათი მაჩვენებლიდან სამით რუსეთი გვერდს უვლის მსოფლიო მაჩვენებელს. კერძოდ, ბიზნესის თავისუფლებით ქვეყანა შეაფასეს 100-დან 66,6 ქულით. გამოკვლევაში აღინიშნა, რომ შენი საქმის დასაწყებად, რუსეთში საჭიროა 28 დღე, ხოლო მსოფლიოში საშუალოდ – 48 დღე.
საგადასახადო თავისუფლების მხრივ რუსეთი წინ უსწრებს მსოფლიო მაჩვენებელს დაბალი გადასახადების წყალობით – თითოეული რუსეთის მოქალაქე ვალდებულია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის 13%. გასაკვირია, რომ ეკონომიკის თავისუფლების დონის მიხედვით რუსეთმა საკმაოდ მაღალი ქულა – 71,6% დაიმსახურა, რაც თითქმის უტოლდება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს.
ამის გარდა, რუსეთმა მსოფლიოს გაუსწრო შრომით ბაზარზე თავისუფლებით. მაგრამ კორუფციის, საინვესტიციო თავისუფლებისა და საკუთრებაზე უფლების მიხედვით ქვეყანა რეიტინგზე ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. რუსეთის იურიდიული სისტემა მიჩნეულია, როგორც აშკარად კორუმპირებული, ხოლო ადგილობრივ ეკონომიკაში ფულის ჩადებას ხელს უშლის ოფიციალური და არაოფიციალური აკრძალვები.
რუსეთის საბანკო სისტემაც სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა. 1998 წელს რუსეთში მოხდა ფინანსური კრიზისი, ხოლო ამ დროისთვის არსებული ათასობით ბანკების აბსოლიტური უმრავლესობა მცირე საკრედიტო ორგანიზაციებს წარმოადგენს.
მეზობლები
რუსეთს ბევრი მეზობელი ქვეყანა ყავს და მათ უკავიათ პოზიციები 12-დან (ესტონეთი) 145-მდე (ბელორუსია).Heritage Foundation-ის სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის ეკონომიკის თავისუფლება. მაგალითად, ესტონეთმა გაუსწრო არ მარტო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: რუსეთი, მადაგასკარი, განუ ან იემენი, ასევე ისეთ ქვეყნებსაც, როგორებიცა გერმანია (მე-19 ადგილი), იაპონია (მე-18 ადგილი) ან ესპანეთი (27-ე ადგილი).
რუსეთის მეზობელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით ყველაზე ცუდ სიტუაციაში ბელორუსიაა. საკუთარი ბიზნესის გასახსნელად, აქ 68 დღეა საჭირო.
მიუხედავად “ნარინჯისფერი რევოლუციისა”, ბელორუსიისგან შორს არც უკრაინა წასულა. პრობლემები ამ ქვეყანას იგივე აქვს, რაც რუსეთსა და ბელორუსიას: კორუფცია და საინვესტიციო არმიმზიდველობა, შედარებით ნაკლები გადასახადების ფონზე.
საეჭვოა, რომ ასეთი რეიტინგების გამოქვეყნება შეცვლის სიტუაციას და როგორც რუსეთის, ასევე ბელორუსიის და უკრაინის ხელისუფლები აღარ აიღებენ ქრთამს და კერძო ბიზნესის განვითარებას გააადვილებენ. მაგრამ რაღაც შედეგი ამ გამოკვლევებს მაინც აქვს: ალბათ არავის არ ესიამოვნება იხილოს თავისი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგების ფსკერზე.